♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 30 » ცნობილ პოეტს 100 წელი შეუსრულდა
1:22 PM
ცნობილ პოეტს 100 წელი შეუსრულდა

კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის-მარიკა ბარათა-შვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. მას დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავ საღამოს ორგანიზება დედაქალაქის მერიამ გაუწია.

თეატრის სცენაზე მსახიობებმა-ზაზა იაქაშვილმა, მანანა კაზაკოვამ, ლილე თილ-ფანმა, ბესო ბარათაშვილმა, თამარ ბუხნიკაშვილმა იუბილარის ცნობილი ლექსე-ბი წაიკითხეს. ლევან წულაძის რეჟისორობით დადგმული მცირე იმპროვიზებული წარმო-დგენა მაყურებელს თითქმის ერთი ასეული წლით დაშორებულ წარსულში მცირე ექსკურსს სთავაზობდა.

მარიკა ბარათაშვილის ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა სათავეს ბავშვობიდან იღებს. პოეზიისადმი ინტერესი მას ცნობილმა პოეტმა-შიო მღვიმელმა ანუ, როგორც მას ბარათაშვილების ოჯახში ეძახდნენ-ძია შიომ გაუღვიძა. ,,საბავშვო ლექსები უნდა ვწერო”- გადაწყვიტა პატარა მარიკამ. აქედან მოყოლებული პოეტმა ბავშვებს არაერთი ლექსი თუ პოემა უსახსოვრა.

პოეტი და მწერალი მარიკა ბარათაშვილი თვითონ არაერთხელ ქცეულა პოეტთა შთაგონების წყაროდ. მას უძვნიდნენ და უძღვნიან ლექსებსს, ასხამენ ხოტბას, მის სიტყვებზე იწერება დაუვიწყარი მელოდიები. თუმცა, ალბათ, ყველაზე ხშირად მარიკა ბარათაშვილის სახელის გაგონებისთანავე ყველას მისი დაუვიწყარი პიესა ,,ჭრიჭინა” წარმოუდგება თვალწინ.

მოუსვენარ და სიცოცხლით სავსე მარინეს თეატრის სცენაზე მედეა ჯაფარიძე, ხოლო კინოფილმში ლეილა აბაშიძე განასახი-ერებდნენ. დრამატურგია მარიკა ბარათა-შვილის ცხოვრებაში არანაკლებ მნიშ-ვნელოვან ადგილს იკავებდა, ვიდრე პოეზია. იგი ცნობილ რეჟისორებთან და მსახიობებთან წლების მანძილზე თანამშრომ-ლობდა.

,,ეს საღამო ეკუთვნის ქალბატონ მარიკა ბარათაშვილს. ის არ არის უბრალოდ პოეტი, უბრალოდ მწერალი - ის არის ძალიან დიდი ადამიანი. მე ძალიან ვღელავ რომ ამ საღამოში მიწევს მონაწილობის მიღება და თან მეამაყება. დიდი საიმოვნებით ვკითხულობ მის ლექსებს” – ონისე ონიანი, მსახიობი.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ გაცოცხლებულ მწერლის ცხოვრებას, მოგო-ნებებს, რეფრენად გასდევდა ია შუღლიშვილის მიერ შესრულებული სიმღერები. გიტარის სევდიანი ჟღერადობა ერთგვარი ნოსტალგიით იყო გაჯერებული-გასული საუკუნის, უკვე გარდაცვლილი, თუმცა უკვდავებით შემოსილი ხელოვანე-ბისადმი მონატრების გრძნობით. სევდიანი იყო ცნობილი პოეტისა და იუბილარის დიდი მეგობრის-ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღნლი ლექსიც.

,,ძალიან საამაყოა ის, რომ ქალბატონი მარიკა ბარათაშვილი დღეს ჩვენს გვერდითაა. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. რეჟისორი ლევან წულაძე მაქსიმალურად შეეცადა, რომ თეატრალიზებულად გადმოეცა ქალბატონი მარიკას პოეზია და მისი საინტერესო ბიოგრაფია. პირადად მე ეს საღამო არასოდეს დამავიწყდება” – ნეკა სებისკვერაძე, თბილისის მერიის სოციალური მომსა-ხურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

იუბილე მარიკა ბარათაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისა და მეგობრების გულწრფელი და გულმხურვალე მილოცვებით დასრულდა. გარეთ გამოსულ მაყურებელს კი კიდევ დიდხანს გაყვა ამ საღამოსგან გამოწვეული ემოციები.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1550 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-24, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024