მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
კაცებო ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ.. შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ..
ქალებს დაულოცეთ ქალობ დაა, ბაღის ყვავილივით მოუარეთ, თორემ სხვა ძალა ქალის ძალა, ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, დაგაჩოქებს წამოგაყენებს და კაცად გაქცევს, ჰოდა , ამ საუნჯეს გაუფრთხილდით მადლი ხელისგულზე გაუშალეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით გაუფრთხილდით...
|
მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...
|
სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!... ქალები ყოველთვის ჩვენით ვიქმნით პრობლემებს სიყვარულში და ჩვენვე ვასრულებთ ჩვენივე დაწყებულს!... სამწუხაროა,რომ გვიან ვხვდებით რაც მართალი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა სიამაყე უმთავრესია ხომ?!... არ აღიარებ,რომ შეცდი!... არადა შეცდი!.... შორიდან,რომ უყურებ სხვისი სიყვარულის ისტორიებს,ვერ ხედავ როგორ იტანჯებიან?!... მათ ამხნევებ.... ყვირი:"უთხარიო!" "არ გაუშვაო!" "უყვარხარო!" "გიყვარსო!" ... სხვისი სიყვარულის დანგრევა გულს გტკენს და შენი?!... ბრაზდები სულელ ქალებზე,ვინც ანგრევს სიყვარულს და სულელურადვე მიჰყავს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე... შენ რა ნაკლებად სულელი ხარ?!... ხომ გრძნობ იმ ტკივილს,რასაც ფილმის გმირე
...
Read More
|
გაექეცი რეალობას,რომელიც შენთვის მიუღებელია!ესწრაფე იმას, რას გსურს! არ იტანჯო საკუთარი თავი უიმედობითა და ილუზიებით! შენ ამას შეძლებ! არ იფიქრო იმაზე, რომ ეს ცხოვრება მთავრდება,არ იფიქრო რომ ეს ცხოვრების უკანასკნელი წუთებია, თუმცა თუ იფიქრებ იმაზე,რომ შენთვის ყველაფერი მთავრდება, უთხარი "მიყვარხარ" იმას, ვინც შენთვის ძვირფასია... გაიქეცი! დაეწიე დროს! გაიქეცი! ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ ძალას მოგცემს,მაგრამ შენ სხვას ესწრაფე და გაიქეცი! გაიქეცი!შენი გზა ეძებე და არა ის, რომელსაც ყველა ეტანება! გაიქეცი! გაიქეცი! შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ამიტომ წამიერად იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ მალევე უნდა გაიქცე! მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ მოახერხე და ვერ გაუღიმე ცხოვრებას, მაგრამ ეს ხომ შენთვის სულერთია, შენ უნდა გაიქცე! გაიქეცი! შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრებისა და ოცნებების გამო... გაიქეცი და დაიწყე შენი ოცნებების ახდენა... ახლა სწორედ ამის დროა... გაიქეცი! გაიქეცი! გაიქეცი!
|
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? - „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, რო
...
Read More
|
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...
|
სასაცილოა, ადამიანი რომელიც საკუთარ სულში ხელის ფათურს ებრძოდა ყოველთვის ,ეხლა თავად აღებს დიდი ხნის წინათ საგულდაგულოდ ამოქოლილ კარებს და ყველას აძლევს საშუალებას დაინახოს რა ხდება იქეთ... იქეთ გულის გადაღმა ...
ვინც ცხოვრებაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა დამეთანხმება ალბათ,რომ სიშავეს ხშირად ნათელი ცვლის ... დაღმართს -აღმართი, ბოროტებას- სიკეთე , მწარე ვარდნას -ცაში უშფოთველი ნარნარი და ა.შ ... ანუ ხშირად ვვარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში... განსაკუთრებულს არაფერს ვწერ და არც ამერიკა აღმოვაჩინე ამ პაატარა ჩანახატით ... უბრალოდ მეწერინება ... რაღაც ფრაგმენტს ვიპარავ გრძნობების კართოთეკიდან და დაუფიქრებლად ვამზეურებ... დაზიანების და ნაცარტუტად ქცევის შიშის_ სრული იგნორით ....
რაღაც რადიკალიზმში გადავვარდი ამ ბოლოს ... ან მაინტერესებს ,ან საერთოდ არ მადარდებს ....მაგრამ ხომ შეიძლება ძალიან არ ვიკლავდე თავს ინტერესით და უბრალოდრაღაც ნიუანსებმა მიმიზიდოს? ... შეიძლება სხვისთვის ალბათ...ჩემთვის არა . ან ვგრძნობ ყველაფერს , ან საერთოდ უგრძნობი ვარ ,მაშინ, როცა შეიძლება ოდნავ მაინც ამაფორიაქოს რაიმემ ...
ან გული მიმიწევს ,ან საერთოდ არსებობას ვერ ვამჩნევ...როცა შეიძლება უბრალოდ ზრდილობის გამო ვიყო ყურადღებიანი ...
რაღაც ამოუცნობი ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს ჩემი სულის საძირკველში...მგონი მოშენებას მიპირებენ გრძნობ
...
Read More
|
ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება რბოლაში, თუ ფინიშთან იდეალი გელოდებათ? არის ასეთი საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: "მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარი მონაწილეობაა!" მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, როცა გამარჯვებულს ფინიშთან თასი, დაფნის გვირგვინი ან მაისური ელოდება. ხოლო თუ ფინიში თქვენთვის ფატასთან და საქორწილო ბეჭედთან ასოცირდება?
ჰორიზონტზე გამოჩენილი იდუმალებით მოცული ახალი ადამიანის დანახვისას, რომელიც მაშინვე იპყრობს თქვენს ყურადღებას, მაშინვე გადაწყვეტთ: "ეს ის არის, ვისაც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ველოდი!" იკეთებთ ვარდისფერ სათვალეს, და გარშემო მთელი სამყარო მაშინვე იცვლება.
ფიქრობთ თუ საუბრობთ, მხოლოდ მის შესახებ და მის გარშემო. ის ისეთი შესანიშნავია, იმდენი ღირსება აქვს და რა თქმა უნდა, არანაირი ნაკლი.
თქვენ შეყვარებული ხართ და კარგავთ სიფრთხილესა და კეთილგონიერებას. არც მეგობრების, არც ნათესავების რჩევას არ შეუძლია შეარყიოს თქვენი გადაწყვეტილება: "მე მხოლოდ ის მჭირდება!" მაშინაც კი, როცა ყველა გიმტკიცებთ, რომ ის თქვენი შესაფერისი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ საუბრებს ერთ ყურში უშვებთ, და მაშინვე გამოუშვებთ მეორე ყურიდან. "მათ არ იციან, რომ ეს კაცი – ყველა ქალის ოცნებაა!"- ფიქრობთ თქვენ.
რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში ვერავინ შეძლებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო, მაგრამ მოდით თქვენივე თავს დაუსვით რამდენიმე შეკითხვა, რომ საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვეთ:
გალწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს: გარეგნულო
...
Read More
|
მუცლის იდეალური ფორმების მისაღწევად, საჭიროა შეიძინოთ სპეციალური რგოლი - ჰულაჰუპი, რომელიც მუცლის და წელის საუკეთესო ტრენაჟორად ითვლება
ატრიალეთ რგოლი 10 - 15 წუთი ყოველდღიურად და ძალიან მალე, დაახლოებით 1 კვირაში თქვენ შეამჩნევთ დადებით შედეგს
რა თქმა უნდა ამასთანავე შეზღუდეთ ანდა მთლიანად უირი თქვით: ცხიმიან, მწარე, ცომეულზე და ტკბილ საკვებზე, ასევე ალკოჰოლზე.
მოშიშვლებული მუცელი ითხოვს ისეთივე ყურადღებას, როგორც სახის კანი, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ! მოვლა თავისთავად მოიცავს: მუცლის პილინგს, ნიღბების წასმას. ეს პროცედურები კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ, ხოლო რაც შეეხება ლოსიონებს და მკვებავ კრემებს გამოიყენეთ ისინი ყოველდღიურად...
|
სცადე იმოქმედო დაბმულმა
პარტნიორისთვის მძაფრი შეგრძნებების მისანიჭებლად მას რომელიმე ნაზი ქსოვილის შარფით ხელები შეუკარი, თვალები აუხვიე, შემდეგ კი ნაზი შეხებებით აღგზნების ხარისხი გაზარდე. შეგრძნებების გახანგრძლივება არაჩვეულებრივად აისახება ორგაზმის ხარისხზე. ახალი ემოციებით დატვირთვა მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, ამასთანავე პრაქტიკულ ცოდნასაც გაიღრმავებთ.
ცოტაოდენი "სისაძაგლე”: ახლა შენ დაწექი საწოლზე ხელებშეკრული _ სულ ცოტა ხნით, საწოლში მაინც, დააბრუნე მონათმფლობელური წყობილება. დაემორჩილე მის ბრძანებებს, სთხოვე მას ის "საძაგელი” სურვილები გაგიმხილოს, რომლებიც არასდროს არავისთვის უთქვამს. ამით არაფერი შავდება, პირიქით, შენი პარტნიორი უფრო მეტად გაიხსნება და ერთფეროვნებასაც ბოლო მოეღება.
უფრო მეტი "სისაძაგლისთვის”: ხელებშეკრული პარტნიორი კარს მიაბი, ოთახის ბოლოში დადექი და ძალიან სექსუალური სტრიპტიზი მოაწყვე, თან ხმამაღლა გამოხატე ემოციები. შემდეგ ვნებისგან გაცოფებული აუშვი, მაგრამ შეეცადე, პროცესი გაახანგრძლივო და საკუთარი "გეგმის” განხორციელების საშუალება მაშინვე არ მისცე: ხშირ-ხშირად დაუსხლტი ხელიდან, ამით კიდევ უფრო გააგიჟებ მას და შედეგად ფანტასტიკურ ფინალსაც მიაღწევთ. სანახაობრივი შოუ
აღგზნების გამოწვევა უმეტესწილად მხედველობით მიიღწევა. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სექსუალური ქალის თუნდაც ცქერა. ხიბლავთ მათი ქალურობა,
...
Read More
|
« 1 2 ... 76 77 78 79 80 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|