Любовь в большом городе
1 სთ 28 წთ ჟანრი: კომედია, რუსული პოსტერები გამოშვება: 05 მარტი 2009 რეჟისორი: მარიუს ვაისბერგი სტუდია: ლეოპოლისი როლებში: ალექსეი ჩადოვი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, ვილე ხააპასალო, ანასტასია ზადოროჟნაია, ბრუკ ალდრიხი, პოლინა გოროხოვსკაია, ფილიპ კირკოროვი, ვერა ბრეჟნევა, გაბრიელა მოდორსი, ჯასთინ კოტსონასი
ფილმის მიმოხილვა ფილმის მოქმედება ერთერთ ყველაზე რომანტიკულ მსოფლიოს მეგაპოლისში ვითარდება. სამი მეგობარი არტიომი, იგორი და ოლე, ნამდვილი 'რუსი' ფინი, მუშაობენ უცხო ქვეყანაში, სამუშაოსგან თავისუფალ დროს კი დროს ატარებენ: საუნაში დადიან, სტრიპტიზ–ბარებში, მარიხუანას ეწევიან და გოგონებთან ერთბიან. სექსი მათთვის დიდი ხანია მოკლე დისტანციებზე სირბილად გადაიქცა.. მაცდუნებელი ქალები – ტროფეებად.. ტრიუმფალური გამარჯვებები კი – მთავარ თემებად ყოველი წვეულეის დროს... მაგრამ ერთხელ ერთი შემთხვევა ყველაფერს შეცვლის მათ ცხოვრებაში. კლუბში ერთერთი წვეულების დროს უცნაური გარეგნობის მქონე მამაკაცი სადღეგრძელოს იტყვის... გავა სულ ცოტა ხანი და სამივე აღმოაჩენს საშნელ ცვლილებას – მათ მეტი აღარ ქალებთან დაწოლა... როგორ უნდა დაიბრუნო მამაკაცური ძალა? ჟენშენის ფესვები უშველის? ვიაგრა? მასაჟი? სექსოპატოლოგის კონსულტაცია? რატომ? რისი გულისთვის? ამ კითხვებით დაიწყებენ სირბილს ჩვენი გმირები სპეციალისტებთან... ბოლოს და ბოლოს ისინი იპოვიან იმ ადამიანს წვეულებიდან, და გაიგებენ, რომ მან თავისი მისტიკური ძალები გამოიყენა და 'მოაჯადოვა' ისინი ... მათ მხოლოდ ერთი რამ გადაარჩენს. სიყვარული. და სექსიც იქნება. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ქალთან....
|