სახლში ზიხარ მარტო, უბედური, ტირილით დაოსებული და ვერ ხვდები, როგორ უნდა დაივიწყო კაცი, რომელიც დედამიწის ზურგზე ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს. არადა უნდა დაივიწყოი! როგორი
დასაწყისისთვის უნდა უპასუხო კითხვას: ”ვითომ მართლა მინდა, რომ დავივიწყო და არასდროს გავიხსენოი თუ ისეთი ბუნდოვანი პასუხები ჩნდება ტვინში, როგორიცაა "დრო გვიჩვენებს…” ან "იქნებ შეიცვალოს, და სხვანაირად მოიქცეს, იქნებ ყველაფერი ყირაზე დადგეს...” თუ ასეა, შენ დავიწყება კი არა, მისი დაბრუნება გინდა, ეგ კი სულ სხვა ამბავია!
აი, იმ შემთხვევისთვის კი, როცა ზუსტად იცი, რომ "არასდროს, არასდროს”, "მორჩა”, ორ კვირაზე გათვლილ ნაბიჯებს აღგიწერთ და იქნებ ინსტრუქციადაც გამოგადგეთ:
დღე I. ტირილის დღე
ამ დღეს (ერთადერთ დღეს!!!) შენ ნებას გრთავენ, საკუთარი თავი შეიცოდო, მწარე ცრემლი ღვარო, დაქალები დაადარდიანო, მწუხარება ყველა შესაძლო მეთოდით გამოხატო. დიახ, ყველაფერი საშინლადაა. დიახ, მისი არყოფნით სიცოცხლე დამთავრდა. არადა ისეთი სიმპათიურია (ჭკვიანი, მხიარული)…მოისმინე თქვენი საყვარელი სიმღერები, მოისიყვარულე მისი ნივთები, იზლუქუნე და იზლუქუნე. ცრემლები - ორგანიზმის ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებელი დაცვითი რეაქციაა.
დღე II. ნაგავი სანაგვეში
ეს არის დღე, როცა ყველა ნივთი, რომელიც "მას” გაგონებს, თავიდან უნდა მოიშორო. საგულდაგულოდ უნდა გადაავლო გონების თვალი და "საჩინო” თვალი ყველაფერს და სანაგვეში მოისროლო. დასანანია, რა თქმა უნდა, ამაში არავინ გედავებათ,Mმაგრამ თუ დავიწყება განგიზრახავთ, აუცილებელია. თუ მერე დაგირეკა და რომელიმე ამ ნივთებიდან მოიკითხა, ეტყვი, რომ გადააგდე და ყურმილსაც დაკიდებ. პირველ რიგში, ფოტოები გაანადგურე.
დღე III. არომატული აბაზანა
7 წვეთი როზმარინის ზეთი, 7 მწიკვი მარილი და ცხელი წყლით სავსე აბაზანა: ჩაეშვი წყალში და ერთი კარგად გათბი, მერე ტუმბო მოაშორე და დააკვირდი, როგორ გაედინება წყალი. წარმოიდგინე, რომ ყველა შენი გასაჭირი, ტკივილი და ტანჯვა ამ წყალთან ერთად დაჟანგულ მილებში მიედინება.
მორჩა! გასუფთავების პროცედურა დასრულებულია. შემდეგი დღიდან ახალი ცხოვრება იწყება.
დღე IV. ახალი მეგობარი ძველ ორს სჯობს
რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ყველა იმ მეგობართან დაშორება, რომელიც "ყოფილთან” ამხანაგობს, სისულელე და ზრვარგადასული ღონისძიებაა. მაგრამ პირველ ხანებში შემთხვევითი შეხვედრები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. ხოლო თუ ისეთი მეგობრები გყავს, რომლებსაც არც კი იცნობს ან არც უკავშირდება, ზუსტად ის დროა, მათთან დაახლოების დრო დამდგარა. ასე ორ "კურდღელს” ერთად დაიჭერ: პირველ რიგში, ყოველდღე არ შეეჩეხები დასავიწყებელ სუბიექტს; მეორეც - ვერ მოახერხებ სიტუაციის განხილვას და მასზე საუბარს დაქალებთან, ისინი ხომ მას საერთოდ არ იცნობენ.
დღე V. თმის ენერგია
არაფერი ისე არ ახალისებს ადამიანს, როგორც ახალი და ლამაზი ვარცხნილობა! კარგ ოსტატთან ჩაეწერეთ და ექსპერიმენტებისაც ნუ შეგეშინდებათ. შეიცვალეთ გადამწყვეტად და უკანმოუბრუნებლად!
დღე VI. მოემზადეთ, ყურადღება, წინ!
როცა სპორტით ხარ დაკავებული, ორგანიზმი "ბედნიერების ჰორმონებს” გამოყოფს- ენდორფინს. მოიფიქრე, რის საშუალებას გაძლევს დრო, შეარჩიე, რომელიმე სახეობა, ჩვეულებრივი შეიპინგით ნუ შემოიფარგლები,რამე საინტერესო სეარჩიე და დარწმუნდები, რომ ენერგიისა და სიხარულის დაუშრეტელ წყაროს მიაგენი.
დღე VII. ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ
ერთი-ორი კილოგრამის დაკლება ხო მარ გინდაი დაგეგმე და მერე ეს გეგმა ზედმიწევნით შეასრულე. 3 და 5 კგ-? ხომ არაფერია, ადვილად გაუმკლავდები.
დღე VIII. გავანძრიოთ ტვინი
როცა საყვარელ ადამიანს შორდები, ყველაზე რთული მასზე ფიქრის სეწყვეტაა. აზრები ჯიუტად ძვრებიან თავში და მათგან გათავისუფლები საშეუალება არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი - იმდენი საქმის დაგეგმვაა, რომ 1 თავისუფალი წუთიც არ დარჩეს. თუ აქამდე სულიერი განცდების საბაბით ყველანაირ სწავლას და საქმეს თავს არიდებდი, ახლა პირიქით, კიდევ ერთ-ორ კურსზე ჩაეწერე, რამე ახალი საქმიანობა მოიფიქრე და ყველა სესაძლო საშუალება გამოიყენე.
დღე IX. მისთვის - საძულველი, შენთვის - საყვარელი
ადვილად შესაძლებელია, რომ წარსულში დარჩენილი ურთიერტობა იდეალურად გეჩვეება. მაგრამ აუცილებლად იქნებოდა რაღაც, რაც შენ გიყვარდა, მას კი სძულდა. მაგალითად, შენ რეპზე გიჟდებოდი, ის კი ვერ იტანდა და ამის გამო არც არასდროს ისმენდი. მოდი, მიუძღვენი ეს ერთი დღე დიდი ხნის მონატრებულ რიტმებს, მოისიყვარულე და დატკბი..
დღე X. ეძებე საქმე
გადავარდი სწავლასა და სპორტში, არ ზარმაცობ, მაგრამ ერთი-ორი საათი მაინც მოიძებნება დაკარგულზე საკვნესადი ე. ?. დატვირთვა საკმარისი არ არის… თუ სტუდენტი ხარ, დროებითი სამსახური ეძებე, დასაქმდი (თუნდაც სიმბოლური ანაზღაურების ფასად), თუ არადა სამსახურში აუცილებლად გექნება დაწყებული და დაუმთავრებელი საქმეები და მათ მიუბრუნდი.
დღე XI. შოფინგი, ხანგრძლივი შოფინგი
სპორტის და დიეტის ეფექტი სახეზეაი ეს იმას ნიშნავს, რომ გარდერობის განახლების დროა. ახალ ვარცხნილობაზე სასიამოვნო მხოლოდ ახალი ტანსაცმელია, მოკიდე ხელი საუკეთესო დაქალს და დალაშქრე მაღაზიები.
დღე XII. აღუწერელი სილამაზე თუ აქამდე ყველაფერს სწორად აკეთებდი, მაშინ უკვე მხიარულ წვეულებაზე მთელი მშვენიერებით საკუთარი თავის წარსადგენად და არა მსოფლიო სევდის დემონსტრირებისთვის მზადა ხარ. მოიწვიე დაქალები და მოემზადე საზეიმო გამოსვლისთვის. მანიკიური, პედიკიური, ნიღბები სხეულის ყველა ნაწილისთვის და საოცარი მაკიაჟი. გაისარჯე და არ ინანებ.
დღე XIII. გამოსავალი
ლამაზმანი ხარ (თუ მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 დღემ სწორად გაიარა), ჭკვიანიც ხარ (მადლობა უთხარი № 8, 9 და 10-ს) და სრულიად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში (1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 დღის წყალობით). გულით გაიხარე, როცა მხიარულებაა ხალისი არ დაჩრდილო დარდით, გახედვ-გამოხედვაც არ დაგავიწყდეს. რა იცი, სადაა "ბედი" ჩასაფრებული?! და რაც მთავარია, გამოფხიზლდი, განახლდი და ახალი სიყვარულის მისაღებად მოემზადე.
|