მთავარი » 2013 » ივნისი » 27 » "ასე მგონია ჭურში ვიჯექი"
2:19 AM "ასე მგონია ჭურში ვიჯექი" |
ამას იმეორებ ყოველთვის, როცა სკუთარ ბავშვობაზე მიყვები. ყოველ ჯერზე მტკივა გული იმ ბავშვის გამო, რომელიც თვითონ ვერ ხვდებოდა თავის გასაჭირს, თუმცა გაუაზრებელი პროტესტი და მეტის მოთხოვნილება მაინც ჰქონდა. ვწუხვარ, მაგრამ არ გაწყვეტინებ, არა იმიტომ რომ ზრდილობა არ მაძლევს ამის უფლებას, იმიტომ რომ ამ დროს ვხედავ რამხელა უპირატესობა აქვს ჩემს ბავშვობას შენთან შედარებით და თავს ვუწყრები ჩემი გამოხტომების გამო, რითაც ალბათ ძალიან გტკენ გულს, ამით საკუთარ მეს ვსჯი და მსაჯული სინდისის წინაშე დარცხვენილი ვდგავარ. შენ ალბათ ფიქრობ რომ ზერელედ გისმენ და ჩემს გულამდე ვერ აღწევს შენი სათქმელის დედააზრი, არა ძვირფასო, ეგ სიღრმეები უკვე ავითვისე და ხშირად ვფიქრობ იმაზე,რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, რომ შენ სკოლის უნიფორმის გარდა ტანსაცმელი არ გქონდა, მე კი არ ვიცი სად წავიღო ამდენი, შენ დახეული ჩანთით დადიოდი სკოლაში, მე კი პატარა ნაკაწრსაც კი არ ვკადრულობ, შენ საღეჭი რეზინა გენატრებოდა, მე კი მას საერთოდ არაფრად ვაგდებ,შენ არ იცოდი რა იყო საზღვრებს მიღმა და გეგონა შენი ქვეყნით იყო დასახლებული მთელი დედამიწა, შენ უუფლებო იყავი და უნდა გეკეთებინა ის, რასაც გიბრძანებდნენ, მიუხედავად შენი სურვილისა, შენს მაგივრად მშობლები წყვეტდნენ შენი მომავლისა და ბედის ამბავს, ბიჭისთვის თვალებში არ უნდა შეგეხედა და თუ ხელს გადაგხვევდა , მაშინ ცოლადაც უნდა მოეყვანე,კიდევ რა მოთვლის იმ სიმახინჯეებს შენი ნათელი ბავსვობის დღეებს რომ ამუქებდნენ, დიახ, ჭურში იჯექი, მაგრამ თავი დააღწიე და შესანიშნავად აუწყე ფეხი დროს, შენი საღი გონება და მიძინებული ბავშვობა როდი დააფრთხო სიახლეებმა, პირიქით, "ქიცისა და ქიცმაცურის" ცოდნამ თავისი საქმე გააკეთა და დღეს შენ საერთოდ არ გეტყობა, რომ იმ ვაკუუმიდან მოდიხარ, რომ ინკუბატორში გაიზარდე... აპატიე ჩემს ბავშვობას შენი ბავშვობის გამო...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1353 |
დაამატა: sopie
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ივნისი 2013 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|