მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით. შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა. ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს... რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში. გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება, ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის, გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...
|