მე მიყვარს მუქი ბადრიჯანი, და წიგნის სქელი გარეკანი, მე ია მიყვარს იისფერი, შენი იერი მშვენიერი, მე მიყვარს ღვინის სმა და ქეიფი, საწოლად, მერე, მატყლის ლეიბი, მაწონი მიყვარს, არაჟანი, და ჩუქურთმიანი აივანი. მე მიყვარს მთაში ხეტიალი, და სიბნელეში ფიჩხის ალი, მე ხახვი მწვადთან მიყვარს ბლომად, და შემოდგომას - ზაოტობა, მე მიყვარს ძალიან ბევრი რამე, ყოველი მიყვარს დღე და ღამე. არ მიყვარს მხოლოდ სიყვარული, რომელშიც უნდა მისცე ფული.
|