გიორგი დავითის ძე წერეთელი (დ. 10 აპრილი, 1927, სოფ. ითხვისი, საჩხერის რაიონი), ქართველი პოეტი.
ლექსების პირველი წიგნი "ეს ძველი და სხვა ახალი" 1961 წელს გამოსცა. ეკუთვნის პოეტური კრებულები "ლექსები" (1970), "მზეჩაუსვლელი" (1973), "სიმღერა მთის გულიდან" (1979). საბავშვო წიგნები "დედა გაუხარებია" (1965), "გამოცანები" (1969), "ნამცეცას გმირობა" (1971), "ბაჭია მიდის სკოლაში" (1978), "თოხზე ნაწერი ლექსები" (1982) და სხვა.
|