♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 30 » ძველი საქართველოს პოეტი ქალები
7:15 PM
ძველი საქართველოს პოეტი ქალები

ქეთევანი
ქეთევანი იყო ქართლის ფეოდალის, აშოთან მუხრან-ბატონის ასული, კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე, თეიმურაზ მეფის დედა. დაიბადა 1575 წელს. ქეთევან დედოფლის ერთადერთი ელეგიური ლექსი, რომელიც შირაზში „პყრობილებაში მწუხარემან სთქვა ფისტიკაურად", შეტანილია დავით რექტორის ხელნაწერ კრებულში, რომელიც მან 1821-1823 წლებში შეადგინა და გადაწერა. ქეთევანის ფისტიკაური ლექსი დაწერილია „ანბანთქების" სახით.

მარიამი – მაკრინე
მარიამი – მაკრინე, ცნობილი პოეტი-ჰიმნოგრაფი, კახეთის მეფის ერეკლე I-ის ასული. ცხოვრობდა მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე. მარიამის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობები შემოგვრჩა. ვიცით, რომ იგი ერეკლე პირველის სახლთუხუცესის ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ მარიამი მონაზვნად აღიკვეცა. 1716 წელს იგი უკვე „ბატონიშვილ მარიამ ყოფილის მაკრინეს" სახელით იხსენიება. მაკრინეს უმთავრეს ლიტერატურულ ნაშრომს წარმოადგენს იოსებ ალავერდელის სადიდებლად შედგენილი საგალობლები.

მანანა
ამ პოეტი ქალის ორი საკმაოდ მოზრდილი პოეტური ნაწარმოები: „შაირნი" და „ციებასთან ბაასი" დავით რექტორმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა. ასევე მანანას მიეწერება: „ესეც რაღაც ღარიბად თქმული", „ცეცხლი მოედოს ფაშასა" და გაშაირება ახალციხელ მესტვირე კოტაშვილთან. მანანა ერეკლე მეორის თანამედროვე უნდა იყოს. სავარაუდოდ, „შაირნი" 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტფილისის აღებამდეა დაწერილი. ხოლო დარჩენილი ლექსები მანანას ხანდაზმულობაში უნდა იყოს შეთხზული. საფიქრებელია, რომ იგი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. მანანა თექვსმეტმარცვლოვანი რუსთველური შაირით წერს.

სალომე
სალომეს ნაწერებიდან დარჩენილია „მწუხარებისა ანბანთქებანი", ანუ როგორც ავტორი უწოდებს – „სევდის წიგნი", რომელიც ბიოგრაფიულ-ეპისტოლარული ხასიათის პოემას წარმოადგენს. როგორც ტექსტიდან ირკვევა, სალომე ერეკლე მეფის თანამედროვეა. სალომე თავისი პოეტური ბუნებით და წერის მანერით ძალიან წააგავს მე-18 საუკუნის პოეტ ქალს მანანას. ორივე, – სალომეც და მანანაც, დავით გურამიშვილის სტილის პოეტები არიან.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1334 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 9:38 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024