მთავარი » 2013 » ნოემბერი » 2 » ჩვიდმეტი
|
ჩვიდმეტი წლის ვხდები, აუფ,რამხელა გოგო გავზრდილვარ თვალსა და ხელს შუა:)) არადა მახსოვს გუშინ ჩემს თოჯინას გვერდით რომ ვიწვენდი იავნანას ენამოჩლექით ვუმღეროდი, მერე კაბებს ვუკერავდი და თუ გააჭუჭყიანებდა ვუბრაზდებოდი, ერთხელ ფაფა რომ არ შეჭამა ისე გავუბრაზდი, რომ მთელი დღე ხელში არ ამიყვანია, საცოდავად ეგდო კუთხეში სანამ გული არ მომილბა. დიდი ამაგი მქონდა მასზე, ყველაფერი მე ვიყავი მისთვის: დედიკოც, ექიმიც და მასწავლებელიც. კარგად ვერთობოდით ორივე, სულ სასეირნოდ დამყავდა, ხან მეგობრებთან მივდიოდით, ხან კი სამსახურში მიმყავდა. ერთხელ მოვნათლე კიდეც და დაბადებისდღეებს ხომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ვუხდიდი...ღმერთო ჩემო სულ რაღაც ჩვიდმეტი წელი გავიდა, რაც გავჩნდი, მე კი ხან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყაროსთან ერთად დავიბადე.. ჩემი თოჯინა მომენატრა, ჩემი დოდო, რა უცნაურია ბავშვის გონება , ძალიან მომწონდა ეს სახელი.ერთხელ ფეხი მოიტეხა და ბევრი ვიტირე, არ გეგონოთ მივატოვე ხეიბრობის გამო, პირიქით მისდამი სიყვარული და ერთგულება გამიორმაგდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, არაფრის გამო არ დავთმობდი და არც მიღალატია მისთვის ბოლომდე , ბოლოს ნელ–ნელა სულ გასცვივდა მბზინავი თმა, ჯერ ერთი თვალით ,მერე კი მეორე თვალითაც დაბრმავდა და ასე ერთიმეორის მიყოლებით დაკარგა ყველა კიდური, მისგან აღარაფერი დარჩა მოგონების მეტი და იცით რა ვქენი? წავიყვანე და მეგობრების დახმარებით პაწია საფლავი გავუთხარე..მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, და აი ჩვიდმეტს რომ მივუკაკუნე გამახსენდა ჩემი პაწია მეგობარი და საოცრად მომენატრა..
|
ნანახია: 1798 |
დაამატა: sopie
| რეიტინგი: 4.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2013 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|