♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ზღვაში წვეთი
9:31 AM
ზღვაში წვეთი


თავი პირველი

შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო... კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უსაზღვრო დროის სივრცეში... ფიქრებიც ისეთივე... შეიძლება გუშინდელთან შედარებით აზრეული და პირიქითაც სულელური, ანდა არსებობის ტკივილით დამძიმებული... ღამით მიხვდები, შესაძლოა ვერც მიხვდე, რომ უცნაურია, უ-ცნაური.
ზოგჯერ ისე ღრმად შედიხარ შენს უხილავ განზომილებაში, რომ საკუთარ თავთან საუბარი იფერფლება, თითქოს ქრება და მხოლოდ გონებით უცქერ სიტყვებს... დგახარ პირისპირ ოცნებასთან და თვალყურს ადევნებ შენს მიერ შექმნილ სამყაროს... ისე შორს მიდიხარ, რომ გეშინია უკან დაბრუნების... გეშინია რადგანაც ერთხელაც შენს თავსაც ვეღარ იპოვი... აკვირდები როგორ იმსხვრევა შენი ”მე” - საბოლოოდ კი უბრალოდ ქრება... რთულია გაერკვე სადა ხარ, წარმოუდგენელი კი ისაა გაიგო რად ხარ.
ზოგჯერ გინდა დათვივით შეძვრე სოროში და დაივიწყო ქალაქი, ქვეყანა და თუ შეძლებ გათიშო გონებაც, მიჰყვე იმ გრძნობას, რაც სხეულს არ ემორჩილება, ჩამოშორდე ყოველივეს რაც აქ არის, დაივიწყო ადათ-წესები, სავალდებულო ურთიერთობები, თვითდამკვიდრების მიწიერი აუცილებლობა... კაცობრიობის პრაქტიკული გონება ვერ ჩასწვდება სულის ამგვარ გაცისკროვნებას და ამორალობად მიიღებს მას.
თავისუფალი ადამიანი უფრო ახლოა საკუთარ თავთან და აიტომაც მევალე ხდება ”მე”-სი, იღობება ამქვეყნიური კანონებით, მიწიერი დანიშნულებით... ამას ის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად და წარმოიდგინეთ ქვეცნობიერადაც კი სჩადის. ამავე დროს ჩნდება ტკივილი, აბსურდის ტკივილი, რომელიც მას დაასნეულებს კიდეც. მიზეზი ამ ტკივილის რეალობად ქცეული აბსურდია, მას ჰყოფნის გონება სინათლე სიბნელისაგან გაარჩიოს... ამისათვის სჯიან უგუნურნი, რადგან თავად, განსხეულებით დაბნეულებს, ეს არ ძალუძთ. ამადაც არის რეალობა აბსურდული. ამაოებას მიჯაჭვული გონებით არის იგი შექმნილი, ადამიანი კი ამ აბსურდის უხალისო წევრია, იმდენად უხალისო, რომ ხშირად სიკვდილის სიტკბოებაზეც კი დაფიქრდება და იწყება ეიფორია...........
კაი, აპირებ გაქცევას... დგახარ აბობოქრებული, ამღვრეული, მომხიბლავად მოელვარე ტალღების წინ... სიცოცხლესთან ერთად მათ შიშმაგეში გინდა ჩაახშო არეული ფიქრები... გინდა უკანაც რომ არ მოიხედო ისე გაუჩინარდე ზღვის მრისხანე ტალღებში... მაგრამ არის კი ეს გზა?! იქნებ მხოლოდ ქვეცნობიერის ინტუიციით გრძნობ ამას? როგორ გრგვინავს შენი ძალა უხილავი, ხმაურიანიც და მდუმარიც. არც იცი რა ძალის მეშვეობით მოძრაობს შენი სხეული, როგორ იტევს გონება ამხელა სამყაროს? ალბათ ეს მართლა სულის მოძრაობა............
ყოველდღიურად იცვლება ადამიანი, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში დრო და განსაცდელი გძერწავს. იცვლება ხასიათი, აზროვნება და გარეგნობა, თუნდაც შესამჩნევი და გამორჩეულიც კი. ვერასოდეს ამოვწურავთ თავს სიცოცხლეში და ვერ შევიცნობთ მას. მხოლოდ სიცოცხლესთან განშორებისას ცხადდება დიდი საიდუმლო. აქ მთავრდება შეცნობისა და განვითარების ერთ-ერთი საფეხური. გამუდმებით ვფიქრობთ ვინ და როგორები ვიქნებით მომავალში. ეგებ სჯობდეს იფიქრო ახლა ვინა ხარ და რას ქმნი სამყაროში ან სამყაროსთვის?
დავღალე თავი ამ იდიოტიზმით. დროა ვესტუმრო ჩემს ჯადოსნურ ბაღს, სადაც რეალურად არაფერიც არ ხდება, მაგრამ არც არასოდეს ვეძებდი საკუთარ თავს რეალობაში... სისულელეა არ არსებობს არანაირი ბაღი და ისიც ჯადოსნური... ეს ხომ ისედაც ვიცი. უბრალოდ მარტოდ მყოფი ადამიანი ცდილობს ამ უაზრობიდან თავის დაღწევას და ათასგვარ სისულელეებს ხატავს გონებაში. ჩვენ ხომ გვჭირდება რაიმეს რწმენა, თუნდაც ოცნების... ერთადერთი საშველი გაიქცე იქ სადაც ყოველივე ისეთია, როგორიც გენატრება ცივ სინამდვილეში მყოფს... არადა რა აღმაფრენა იქნებოდა ერთი სურვილი, ერთი ნატვრა ასრულებულიყო. გულში ხომ ცოცხლობს იმედი ამქვეყნიური ბედნიერებისა და სამართალისა.
ეჰ, რას იზამ, მსგავსი მდგომარეობა სულისა და სხეულის მუდმივი შეუთავსებლობის შედეგია. სული ეწინააღმდეგება სხეულს, ანუ საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს და ყოველივეს, რაც აზროვნებით არის შექმნილი. იგი იძირება ყრუ სივრცეში და გონიერი სიცარიელის ტყვე ხდება. ჯერ გონი და სიცარიელე ერთიმეორეში ერევა, როგორც სხეული სულში. თავი გონიერი სხეული ჰგონია ან სული ცარიელი. ვერ ერკვევა ვინ ვის ებრძვის, ვინ არის თვითონ, ვის ეომოს, ანდა რა საშუალებით დაიბრუნოს სიმშვიდე. შემდეგ კი....... ბეთჰოვენის ”მე-9-ე სიმფონია”...........
ო, გონიერებავ რაოდენ ძალუმია შენი სუფევა, როგორი სიმაღლით და მოთმინებით ჰფენ ნათელს კაცობრიობას... რამდენი დრო და ენერგია სჭირდება მარტივის შეცნობას. ნუ იომებთ სულო და სხეულო, რადგან მთლიანობა ხართ, წარმავლობის და მარადისობის ბინადარიც. ”შეუცნობელია უფლის გზები, როგორც შეუცნობელია თავად უფალი!” წმინდაა ყოველი ფიქრი წმინდანისა და ბინძურია მოკვდავთა გოდება უბედობაზე...
სისულელეებს ვფიქრობ, არ ვიცი აზრთა თქეში საიდან მოდის, ესეც ალბათ ქვეცნობიერშია და ხშირად ნაბოდვარსა ჰგავს. რა მცირეა და უბადრუკი პატარა გონების, ”ჯერჯერობით უმწიფარის” ფიქრი. გავა სულ ცოტა დრო და დაიცინება, ჩანავლდება, გაქრება იგი.
და მაინც, სანამ წუთისოფელში ვართ, აზროვნების სრულყოფის შანსი გვაქვს. ფიქრი განსაწმენდელია გონების, როგორც ცხოვრება სულის. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა პიროვნების სრულყოფისაკენ. ჰოდა წავალ იქ სადაც არაფერი დამკარგვია ჩემი თავის გარდა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1110 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-03, 2:08 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024