♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 16

Drool
1 სთ 25 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 16 იანვარი 2009
რეჟისორი: ნენსი ქისამი
სტუდია: აფლოუდ ფილმსი, ლუიზიანა მედია პროდაქშენსი, ინვისტა ინტერტეიმენტი, სლემდენსი, ელემენტს ინტერტეიმენტი
როლებში: ოდედ ფერი, ლაურა ჰერინგი, ჯილ მარი ჯონსი, დალტონ ალფორტიში, გარეთ ელეინი, ქერელ ანტონიო, რუტი ოსთინი
ბიუჯეტი: $1M
ხარისხი: 
ენა: რუსული (პროფესიონალური)
ზომა: 702.64 MB



ფილმის მიმოხილვა
ცოლის საზრიანი გეგმა თავიდან მოიშოროს ქმარი უკუღმად წავიდა, როდესაც ის შემთხვევით კლავს მას და ახალგამომცხვარ ქვრივს აიძულებს თავის საუკეთესო დაქალთან და ბუქსირზე გამობმულ ქმართან ერთად გაემგზავროს უკაცრიელ ადგილებში...


< ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები,
დგება ცისფერი წამი ზმანების.
ქრიან საღამოს ნელი წვიმები
და მოდის მთვარე დაგვიანებით.
სადღაც აწყვია ცივი თოფები
და იარაღი მეც ხომ ვიწამე.
მგონია, სადღაც შორს ვიმყოფები
და ახლა თითქოს არ ვარ მიწაზე.
დღისით მზე არის, წვიმს საღამოთი,
გული წაიღეს ზამთრის ქარებმა.
როიალიდან ქალი ამოდის,
როიალიდან ქრის მწუხარება.
ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები,
დგება ცისფერი წამი ზმანების.
ქრიან საღამოს ნელი წვიმები
და მოდის მთვარე დაგვიანებით..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



........................
cool 
photos 
:)
.......................
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1788 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

.................
PhoTos . 
!
LoVe PiCss
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1832 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დისნეის ვარსკვლავები საბანკეტო ჩაცმულობით
 
დისნეის ვარსკვლავები 
საბანკეტო 
ჩაცმულობით
.......................... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1569 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

taylor swift-ის ჯილდოები

ეს არის
 cma awards-ის 
დაჯილდოვება სადაც გოგონამ
 4  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კრისტენ სტიუარტის ‘Flaunt Magazine’-ში


"ბინდის" 
ვარსკვლავის:
 კრისტენ სტიუარტის
 ორი ახალი ურათი  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

funny celebrities part

ვარსკვლავებიც 
ისეთი ადამიანები არიან,
როგორიც ჩვენ... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 3130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

12 Hot Celebrity Sisters

12 
სექსუალური 
სელებრითი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცუა სავედრებელი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა მიმართ,
თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოს მონაზონისა

მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ, ვჰბაძევდ პირ-უტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ, დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმსდიდრდი ვენბათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხვილითა, და ჴვებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან, და სირცხვილეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან, პირველ სიკუდილისა მომკვდარ ვარ, და პირველ სასჯელითა-თვით დაჰსჯილ, და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან ვიტანჯები გულის-სიტყვათაგან სასო-წარკვეთილებისათა, ამის-თვის შენდა მომართ ხოლო მოვივლტი მსწრაფლ შემწისა ჩემისა, ღმრთის-მშობელო, ყოვლად-წმიდაო, დედაო მაცხოვრისაო, შენ გევედრები თანა-მდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე, და უმეტეს ვჰსცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოსა, მონა ვიქმენ გულის-თქმათა, შემწყნარებელ გულის-სიტყვათა ბოროტთა, მეტყველ სიტყვათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა. აწ უკუე გევედრები შეიწყალ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ,
უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა

შეიწყნარე აწ დიდებულო, დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან, და უფროსღა ჩემისა უძლურებისამან! მე უკვე შენ მიერ ვიცან გზა ჭეშმარიტებისა, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკვდინეთა, რომლისათვის საქმენი ჩემნი, და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყვითნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ, და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა მომიგიე! შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანა-მოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღვთისა ჩემისა! შენ უწყი ზესთა სახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი, და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხვა შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ხელის-აღმპყრობელი, და ღვთისა მიმართ შუამდგომელი. გარნა შენ დედოფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ, და შენ აღხოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო, და არა მაქუს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღვთის ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გმადლობისა ლოცვა თქმული წმიდისა მაკარისი

გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა ყოველსა ზედა და ყოვლისათვის, რამეთუ დამბადე მე არა რასაგან არა-ყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე, და დამიფარე მე, და დამიცევ მე, და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე. და განმაძლიერე ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა, და არა მტანჯე მე საქმეთა ჩემთაებრ, რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკვდილისა თანამდებ, აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათვის, და უჯეროთა უსჯულოებათათვის, რომელნი აღუასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყუენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ რათა ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა, და დაჯერებასა შენსა, დაცუასა მცნებათა შენთასა, ყოვლითა სიტყვითა სულიერითა, ყოვლითა სიწმინდითა ხორცთათა და სულისათა, და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები უფალო მრავალ-მოწყალეო, რათა არა ივლიანე უსჯულოისაებრ წარვჰსწყმდე ცოდუათა ჩემთათვის, არამედ მანასესებრ ინებე მოქცევაი ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ უფალო, და განჰსწმიდე სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა, და ყოვლისაგან გულის-სიტყვისა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულის-თქმისა შეგინებული ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ
წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა

უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!

ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.

მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხვალ სპექტაკლია,ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს.
დილიდან ისევ უცხო კაცის ტყავში შევძვრები.
ეს ცხოვრებაც ხომ სპექტაკლია უსათაურო.
ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ,ნურც შეეცდები.

ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ,ნურც შეეცდები,
რადგან რეჟისორს დაავიწყდა განაწილება.
გამნათებელი:მზე და მთვარე რადისტი:არ გვყავს.
ანტრაქტი:ძილი,დილით ფარდა ისევ იღება.

მე ჩემს თეატრში კულისები დავანგრევინე.
რაც სცენებზე ჩანს მხოლოდ ის ვარ სხვა სახე არ მაქვს.
და პარტერიდან წამოსროლილ მე თქვენს რემარკებს.
ძაღლად არ ვაგდებ.თუმც ვინახავ და ბოღმად დამაქვს.

მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც არ უყვართ.
რადგან ეს ხმები,პარტერიდან სურვილს მიკლავენ.
მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც სულ ბნელა.
და სცენის ბოლოს,გამოსვლებში ტაშს არ მიკრავენ.

სხვისი გრძნობებით მე ცხოვრება ღმერთმა მომკითხოს
ხვალ გათენდება? ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფანჯარა გამოვაღე,მზე უკვე ჩადიოდა,
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა,
ვინ იცის იქნება ბოლო დღე გამდებოდა
და ჩემი ცხოვრება უკვე თავდებოდა.

მაგრამ რატომღაც ეს არ მადარდებდა
ერთ რამეს ვფიქრობდი ერთი რამ მაშინებდა
რომ ჩემზე მეტად არავინ გაფასებდა
და შენ ვერ გაიგე,აი ეს მადარდებდა.

ისე მოვკვდებოდი,ვერავინ გაიგებდა
რომ შენზე ფიქრი იმ ქვეყნად გამყვებოდა
ო ღმერთო ჩემო რა იქნებოდა
ისე მოგეკალი არავინ მყვარებოდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ მაშინებ!
დაშორებით ნუ მაშინებ!
ნუ მაშინებ,იმიტომ,რომ
ეს ჩემთვის უკვე სულერთია....
ჩემთვის მთავარი მე უკვე განვიცადე,
სიყვარული უკვე ვიპოვე,
უკვე ვნახე,
ვნახე გაოგნება,
ვნახე,მონატრება,
ვნახე ტირილი,
ვნახე ლექსები ჩემზე და შენზე ნაწერი,
ჩვენი ნაწერი,
ვნახე გაოცება,
ვნახე ამბორი,
ვნახე დაშორება,
ვნახე ყველაფერი,რაც
კი სიყვარულს ეხება.....
ახლა აღარაფერი მაქვს დასაკარგი,
უკვე ბევრი დამრჩა მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელ;ი......
და,,,,,
თუ ვერ მოვიპოვებ და შევინარჩუნებ,
არა უშავს!!!
მე ეს უკვე ვნახე,მე ეს უკვე განვიცადე,
და დიდი მადლობა ამისთვის.....
თუ შენ ეს აღარ გინდა
შენი ნება და შენი ცხოვრებაა,
მე მართლა მიხარია,გიცნობ და
მიცნობ,
მიყვარხარ და
გიყვარვარ...
და ეს მშვენიერია!!!!
ოღონდ,თუ გსურს დამშორდე,
არასდროს თქვა,რომ ეს იყო მშვენიერი,რომ
ეს იყო კარგი,
რომ კარგი იყო ჩემტან ყოფნა,
თუ ეს ასე მიგაჩნია,
დარჩი ჩემთან.......
მაგრამ...
შენ გინდა დამშორდე....კარგად!!
იყავი ისეთი ლამაზი,როგორც ახლა ხარ......
და თუ მოგეცა ბედნიერების შანსი,
ნუ იტყვი უარს!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ ვინა სთქვა,ვინ მოიგონა,
რომელს გაუწყრა ღმერთი?
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ნაბიჯიაო ერთი..
ერთი კი არა,ასი ათასი,
მთელი სიცოცხლე ალბათ,
თუ მართლა გიყვარს,რომ მოინდომო,
მაინც ვერ გალევ ამ გზას.
მონატრებიდან მოგონებამდე,
სიყვარულიდან სიძულვილამდე,
გწამდეს,ვერასდროს მიხვალ!

.........................................................


მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფრით დაღლილს ,სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს...


................................................................................................



რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.
გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარხარ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო საღამო დუმილით სავსე
უთვალავ გულთან დანაფიცარი,
ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე
ბრძენი რუსთველი და ოპიზარი.
თავს იწამლავდა ტაბიძის მერი
და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს,
მე მაწამებდა ხატება შენი,
მე დავეძებდი საყვარელ თვალებს.
ქალაქის ბაღში არ იყო ქარი,
ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ.
მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი
და ვუღიმოდი შენმაგვარ ლანდებს.
გეძებდი დიდხანს.ამ მტანჯველ ლოდინს
ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს.
გეძებდი დიდხანს.რატომ არ მოდი,
იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო!
ახლა წვიმაა.. მე ნამთვრალევი
ველი ჯადოქარს და საოცრებას.
მაინც არ მტოვებს შენი თვალები ,
შენი სათუთი გულის ოცნება.
ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის
ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს
და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს,
გავგიჟდებოდი ასე მგონია!
იმ წყნარ საღამოს გეძებდი,კარგო,
ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს
საით წახვედი...სად დაიკარგე...
ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ლექსებს წერდი ლექსის ჯინაზე!
შენ ასრულებდი საოცარ როლებს!
და არა ჰგავდი ამ ქვეყანაზე,
არც დიდ-პატარებს და არცა ტოლებს.

შენში ბუდობდნენ ავი ლექსები
და ამ ლექსებით ცოცხლობდი მხოლოდ!
პოეტის თვალით ხედავდი ფერებს
და ამ ფერებში მოჩანდა ბოლო...

და ამ ფერებში ხედავდი თვალით,
როგორ მიქროდა ცხოვრება შენი...
და თუ ცხოვრება დამავიწყდება,
გამახსენდება ლექსები შენი!

გამახსენდება, რომ ლექსებს წერდა,
დიდი პოეტი, დიდი აურით...
გამახსენდება, რომ ამ კაცს ერქვა:
დიადი ნიკო გომელაური!




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა"

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.

გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა.
დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა
თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა..."




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბავშვების თვალით დანახული სიყვარული

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გე ... Read More
კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1873 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Demi Lovato

დემი ლოვატო გამოყურება ყოველთვის არაჩვეულებრივად 
მისი ახალი სურათი იდო თვითერის გვერზე, ის ზის საწოლზე საავადმყოფოში
მას მოდის სისხლი და სახე აქვს დაკაწრული.

დემი გადაიღეს სერიალ Gray's Anatomy, სადაც პაციენტის როლშია
....................................

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1750 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გაბი ესპინო ხენკარლოსის კონცერტზე 26 მარტს

კონცერტი 
26 
მარტს ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლინდსი ლოჰანის უხერხული სურათები
.....................  
ლინდსი
 ლოჰანის 
უხერხული 
სურათები
..................... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1750 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Tuomas Holopainen

ტომას ჰოლოპაინენი
 არის ფინელი კომპოზიტორი და სიმფონიურ მეტალური ჯგუფის ნაითვიშის დამაარსებელი.
სწორედ მისი დამსახურებაა რომ 
ჯგუფს უამრავი გულშემატკივარი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1775 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


♥ ♥ რობერტ პატინსონი ადრე და ახლა ♥ ♥♥ ♥ რობერტ პატინსონი ადრე და ახლა ♥ ♥

...........................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 3264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 986 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 969 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 894 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა უცნაურია არა?მე მეგონა ,რომ შენთან კარგად ვიყავი და აღმოვაჩინე ,რომ შენი დანახვისას შენი მოსმენისასა შენ ,რომ მწერ უარესად ვხდები ,მეგონა,რომ შენი შემოხედვა ყველაზე მეტად მჩირდებაოდა,მაგრამ შევცდი ,შენთან ყოფნეისას მწარე სიმართლეს ვეჯახები ისეთი მწარეა ეს სიმართლე,რომ შენ ვერც წარმოიდგენ,მაგრამ უშენობა უარეს მიშვრება არ ვიცი რა შეიდლება გავაკეთო გამოსავალი აღარ არის გაქრა ყველა მიზანი და სურვილი ყველაფიქრი და ოცნება.მარტო შენ დარჩი და ჩემი დიდი გული ,იცი როგორი დიდია შენ ყვახა შიგნით და შენი ძალით ფეთქავს ისე ძლიერ ფეთქავს რომ მეტი აღარ შეიდლება.ამ გულს ხან აღარ უნდიხა ხან სულ შენ გნატრობს,მაგრამ ის მაინც შენია.არ მეგონა,არა ამრთლა არ მეგონა ,რომ შემეძლო ასეთი ისიყვარული,დაუჯერებელი გრძნობები ,რომელმაც მთლიანად შემიბყრო სული შემიხუთა თავიდან ფრთებიც კი შემასხა ,მაგრამ ბოლოს მიწაზე დაუფიქრებლად დამანარცხა.მტკივნეულია ძალაინ მეტკინა .მინდა სხვაზე ვიფიქრო მინდა დავძლიო სულის ტკივილი ,მაგრამ არა და რ გამომდის.მინდა რომ დაგივიწყო,მაგრმა არ გამომდის ,არა სიმართლე რომ ვთქვა არც მინდა ,უშენოდ ვერ ვძლებ და როგორ უდნა გადაგიყვარო ძნელია ძალიან ძნელი მინდა შენთან და შენს გულში ვიყო მინდა,იგრძნო იგივე რასაც მე ვგრძნობ რაც ჩემშია ,ნუთუ ოდესმე მოხდება ეს?




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ გაწვიმდა,
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები,
მე უშენობით თვალები ხომ დამინამია,
ალბად გამიგებ...
და მე უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ
თავად ხვდები ყველაფერი შენი ბრალია.

თუ მოგენატრო,ისე როგორც ჯერ არასოდეს მოგნატრებივარ,
ლამაზ სიზმრებში იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე,
თუ მოგელანდო,ჩათვალე რომ დაგსიზმრებია,
და ის ბავშვობაც,მხოლოდ ლანდად გაიყოლა აპრილობის თვემ.

ნუ დაღონდები
მოვა დრო და ვიცი მაინც დაგავიწყდები
შენი ცრემლებიც გაზაფხულის წვიმასავით გადაივლიან,
და თუ ნაღვლიან აპრილის ღამეს დაგესიზმრები,
მაშინ მიხვდები,რომ უჩემოდ არსებობა არ შეგძლებია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავეკცევი მარტოობას ვეღარც სიზმრებში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი,აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი,აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც,ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია,
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა,მარტოობა ვყოფილვარ თვითონ


..............................................................................................



ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ის ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთო ხიდი,
მაგრამ ყველაფერს შენი ტანჯვით
და შენი ცრემლით გამოვისყიდი.
ცდებოდი,როცა მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსევად მთვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა
მე გავეხვევი მოგონების წარსულ ბურანში,
და ვიგრძნობ გვერდით სიჭაბუკემ რომ ჩამიარა,
უხმოდ.უთქმელად ჩემთვის ჩუმად ავქვითინდები,
გულს ძველებურად კვლავ დასერავს დარდი და სევდა,
მაშინ შენ ვიცი სხვა შვილების იქნებიმამა,
მე კი არასდროს არ ვიქნები შვილების დედა,
იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს ეგ ვინ არისო,
შენ კი გულგრილად უპასუხებ - ეგ შინაბერა.
მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი ,
შენზე ფიქრებმა,შენზე დარდმა რომ დამაბერა.
გაივლის დრო და, შენც დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე,
და დანანებით რამდენჯერმე მეც მომიგონებ,
მაგრამ გაზაფხულს,იმ მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ!!!!

............................................................................................


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამდენი დღ გაილია ფიქრით რომ შენ მოხვალ
გრძნობა ისევ აირია უნამუსო რომ ხარ
როგორ გენდე და გაგანდე გითხარი რომ გყვარობ
შენ დზმაკაცთან მისულხარ ტრაბახობ და ამბობ.

გითქვამს თურმე ცალმხრივია ეს ლამაზი გრძნობა
პირი რატომ გაგიღია სისულელეს ბოდავ
დაგავიწყდა რომ მითხარი ცხოვრება ხარ ჩემი
შენს ძმაკაცთან გითქვამს თურმე არც კი გენატრები.

მე ვერ ვხვდები ასე ძლიერ შენ რატომ დაეცი
მიდი ახლა ყველას თვალწინ პასუხი გამეცი
მიპასუხე რათ გამწირე რატომ დამამცირე
ეს კითხვები არ მასვენებს და ვერ მოვიცილი.

ვერ მპასუხობ ჩემო კარგო რატომ ნეტა ხვდები
მგონი ისევ ეტრფი გრძნობას ისევ ემონები
შენი ხელით დაანგრიე გრძნობით სავსე კონა
სიყვარული უკვდავია შენ ხომ ეს გეგონა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ
მაგრამ რაღა დროს !უკაცრავად დაიგვიანებ!!!
ჩემს სულშიუკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს,
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღა დროს!უკაცრავად მე ვერ გაგითბობ...
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა,
ყველაფერს სხვისით,სხვა სახელი გადაერქმევა,
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღა დროს,უკაცრავად ვეღარ გიშველი...
გაგიჭირდება სიამაყეს მაინც შელახავ,
წვიმაში,მზეში და ნისლებში,ვერსად ვერ მნახავ,
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღა დროს!უკაცრავად იქ არ ვიქნები...
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი,სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი,ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს? უკაცრავად... მე შენ მიყვარდი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაფრენილ დღეებს დაედევნა მზე მონატრების,
გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი
სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშესხმულო
ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,
ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე ,
არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას
გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები
ჩემი სული და ჩემი ხორცის გარდაცვალებას..
მინდა ვიმღერო მე გედივით ბოლო სიმღერა,
მაგრამ რა ვუყო თუ ამაშიც არ გამიმართლა,
ვერ ვიბულბულე,ვიარწივე და ვი ვიჩიორე
დაცხრილულ გულში ხმა ჩამიხშო სევდის ზარებმა.
მინდა ვილოცო.თუმცა დავგმე ერთხელ ღმერთებიც
ეულად თვალს,რომ მისწორებდნენ ჩუმი ხატები
მე...შერისხული...განკვეთილი თქვენგან მივდივარ
და მიზეზია,ჩემი კვდომის თქვენი თვალები.
ცივი თვალები,უაზრო და არაფრისმთქმელი
ვითომ ნუგეშში არეული საყვედურები
მე თქვენ მომკალით და ყველას გთხოვთ როცა გავქრები...
ყველამ ერთბაშად არ აივსოთ ცრემლით თვალები.










კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024