♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥
ibadebian da midian, zogis saxeli rcheba, zogis ki iseve ukvalod qreba, rogorc misi patroni. yvelas rodi xvdeba wilad bedniereba xalxis erqvas,es ishviatebis xvedria da albat rcheulta. shen mokrzalebit moakakune chveni gulis karebs, chven gagiget da siamovnebit dagitmet yvelaze tbili da satuti adgili. albat verc ki moaswari imis gageba tu ramdeni guli gaatbe da ramdeni yuri daatkbe sheni ragacnairi xmita da sayvareli leqsebit.sheni siyvaruli chventvis aravis uswavlebia ise shegiyvaret da chvenad migiget, shen tavistavad, dzaldautaneblad shegvayvare tavi da amaze ar gizrunia,albat amitomac gaxdi ase chveniani, ubralo da dzalian axlobeli.rac shen tbili gulebi datove, marto isini rom shekra ertad es eyofa shens suls samudamo simshvidis da mosvenebistvis.
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1393 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>



ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1793 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?< ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1369 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1517 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია...
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით...

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება...
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
***
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც... უცებ... სადღაციდან
რომანტიზმი მეცა...
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ...
***
აღარც ფიც ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1411 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
***
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს... ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1384 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1339 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნიკო გომელაური

- ბატონო ნიკო, თქვენი არტისტული კარიერა "გუშინდელნით" დაიწყო, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხარით, რომ თქვენ ხართ არტისტი, პირადად მე პოეტად აღგიქვამთ...
- იცით, როდესაც მე ვთქვი, რომ ვარ არტისტი, არ მიგულისხმია, რომ მსახიობი ვარ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვარ უფრო მსახიობი, ვიდრე პოეტი. მე არც მსახიობი ვარ უფრო და არც პოეტი, მე ვარ არტისტი, ანუ ხელოვანი. მე ვერ ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცხოვრება სცენის გარეშე, რატომაც არა, შეიძლება დავიღალო, ან აღარ დამაინტერესოს... არასდროს მიფიქრია, რომ სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მანამ სანამ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ გამომდის. ეს საჭიროა როგორც ჩემთვის, ასევე მაყურებლისთვის, ხვალ შეიძლება დავიღალო, აღარ მომინდეს სცენაზე გასვლა...
- მაშინ, არის თუ რა რაიმე ისეთი, რის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ?
- არის, ოღონდ ეს ადამიანია, ჩემი ცოლი, რომლის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხომ არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, ზოგადად სიცოცხლეზე ფიქრობ, თუკ ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1931 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

1 2 3 4 5 6 »
სამშაბათი, 2024-03-19, 2:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024