♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 19


არ არის კარგი, როცა ადამიანი მარტოა. მაგრამ, ღმერთო, როგორი შვებაა!
ჯონ ბერიმორი

ჯერ კიდევ არ გყავთ შეყვარებული? და ამიტომ მსუბუქ დეპრესიაში ხართ? არ ღირს დამწუხრება! გაიხსენეთ – თავისუფლებას უამრავი უპირატესობა აქვს! ცხოვრებით უკვე ახლავე შეგიძლიათ დატკბეთ.

შესაძლოა თქვენზე ზეწოლას სხვები ახდენდნენ: ტელევიზია, კინო, მშობლები, დაქალები, ნათესავები. პროპაგანდა – სასწრაფოდ იპოვოთ პარტნიორი და სასურველია მთელი ცხოვრებისათვის – ძალიან გავრცელებულია. როცა გოგონა იზრდება, იწყებენ მის დაჩქარებას, უბიძგებენ მეორე ნახევრის პოვნისაკენ. რომ თითქოს უკვე ყველა დაწყვილებულია, შენ კი, ასეთი კარგი, ჭკვიანი, ჯერ ისევ მარტო ხარ. გარშემომყოფთა უტაქტო შენიშვნები ცხოვრებას გიწამლავენ. ხოლო თუ თქვენი საახლობლო წრიდანაც უკვე ყველა შეუღლებულია, გასაკვირი არ არის, რომ თავს გარიყულად გრძნობდეთ.

ნუ მიქცევთ ნურავის ყურადღებას! ნუ იტირებთ საკუთარ უბედობაზე! და საერთოდ, რატომ უბედობაზე? უნდა გიხაროდეთ, რომ თავისუფალი ხართ! ქარივით თავისუფალი! ხოლო რას ფიქრობენ სხვები, თქვენთვის სულერთი უნდა იყოს. სასერთოდაც, იმყოფებოდეთ საიმედო ხელში სულაც არ არის ისეთი კარგი, როგორც პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენიოთ. ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იპარება რუტინა, იბადება გაუგებრობა, კამათი, პრობლემები, ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გასული ზამთარი ტელეწამყვან ანი გიუნტერის პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი იყო, რადგან გაიცნო მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და აღარ დაუხანებიათ – ოჯახი შექმნეს. ანის ქმარი კახა არაბიძე გახლავთ, პროფესიით იურისტი, ამჟამად სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული. ანიმ გვითხრა, სანამ კახა ჩემი შეყვარებული გახდებოდა, სიუჟეტებში ხშირად ვიღებდიო.

"კახა ბევრ ჩემს სიუჟეტში მონაწილეობს. ერთხელ ქორწილის სცენა დავდგით, მეჯვარე გვაკლდა და კახას ვთხოვეთ, მეჯვარე ეთამაშა. მეორე სიუჟეტში ძალიან სიმპათიურ ქალს მამაკაცი ესტუმრება და ის კაცი კახა იყო. სალონში მქონდა გადაღება და სარკიდან გამოჩნდა. ყველაზე მაგარი ის იყო, როცა მაშველებზე გვქონდა სიუჟეტი. მინდოდა, დაზარალებული ყოფილიყო და მე გამეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი მითხრა..." – სიცილით გვიამბობდა ანი.

ბედნიერი წყვილი უკვე პირველ შვილს ელოდება, სქესი ჯერ არ იციან და ეს არც აღელვებთ.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ანი: ყველა ქალს სურს, პირადი ცხოვრება მოიწყოს. არ არის დასამალი, რომ ამაზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობდი, თუმცა დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე, რომ მარტოსაც შემეძლო, კარგად მეგრძნო თავი. ჩემს ნაჭუჭში მოვექეცი და ვთქვი, არავინ და არაფერი მინდა–მეთქი. სწორედ მაშინ გამოჩნდა კახა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1418 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,
ბოლომდე იქნება შენი....
ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე
იწამე უფალი ღმერთი.

..................................................



როდის - არ ვიცი,
ადრე, თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი :
რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წვიმა მოვა...
თოვლი წავა...
ხელისგულზე დადნება...
სულის ყველა ფორიაქი
სიტყვით არ ითარგმნება...
მრავალწერტილს ჩავაბარებ,
ნისლი გადააფაროს...
ყველაფერი გაამჟღავნოს...
ყველაფერი დაფაროს...
რადგან სიტყვა საკუთარი
თავით ხშირად იღლება...
სარკმელი რომ იკეტება,
სადღაც კარი იღება...
ზოგი სიტყვა გამირბის და
ზოგი _ თვალსაც მარიდებს,
ვისაც უნდა, ლექსში დარჩეს,
ვისაც უნდა _ წავიდეს.


.................................................

მოდი რაააა...წამიყვანე
წყალგაღმა გამიყვანე
ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი...
მოდი რააა..დამიყვავე,
ტკივილი გამიქვავე,
ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი!
მოდი ჰოოო...გაგიცივდი
ფოთლებად დაგიცვივდი,
ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს...
მოდი ჰააა დაგიმძიმდი
ვერაფრით დაგიმშვიდდი,
ვიცი რაც გითხარი...დაგპირდი..მახსოვს!!!
ოჰ დააა ვერ ვერევი
ჰო და ვერ გელევი
ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის..
ნატვრად შეგერევი...
როცა შეგეხები..
რატომ ვერ მოდიხარ რატომ და რისთვის?
მოდი აააქ..დამატიე
ცრემლში ვერ ჩაგატიე...
მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა
გული აგატკიე ?
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იქ სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ,სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული.
სიყვარელ ხელებს მივეცემი,როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკცონი ვით დედოფალს,
ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თმაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდონით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა,უცქერს დიდხანს და დაღონდება,
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას,ალერს,
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.


.....................................................

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად...
აკორდი შემეშალა, ავირიე...
სული ყინულივით გამიცივდა,
უცებ დაგინახე, გადამრიე...
თითებზე აკორდი შემაცივდა...
მუსიკა აზრება ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა,
ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება,
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება...
ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება,
ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ,
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ...
გა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან,
რა ცუდი ყოფილხარ, მომშორდი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა...

არა, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ!..

< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაბინდულია თვალები სივრცით,
გადავიღალე მზესთან თამაშით...
მალე წვიმები იქნება დიდი
ღამე დაფერილ სტრიქონს გადაშლის.
რად მემატება ღმერთო ფიქრები
ბავშვად დარჩენა სჯობდა იქნება,
მე აღტაცება ვიცი ისეთი
ასაკში შესვლა არ მომიხდება.
ისე მაღელვებს მზე და აისი,
არ მომიხდება მშვიდი სიბერე.
ნუ დამაბერებთ, თორემ დაღლილი
ასე გულწრფელად ვეღარ ვიმღერებ.
ამომიღამდა თვალები სივრცით
გადავიღალე მზესთან თამაშით.
მალე წვიმები იქნება ვიცი,
ღამე დაფერილ სტრიქონს გადაშლის.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია,
მენატრები, შორით გეფერები,
არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები:
მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.

დასრულდება განშორების სინანული,
დაეშვება მზე უძირო ზღვაში,
დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული,
რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან...
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან."







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი მარტოობამ
როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 994 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაგ შენს მოხატულ, მწვანე თვალის ფერს
ხვეული თმები ტანს, რომ ეხვევა
განთიადს ზღვის პირზე შიშვლად, რომ იწვე
ზეცასაც ბინდი გადაეკვრება.

ეგ თმის ღერი, რომ ფრიალებს ლაღად სიოში
ღილსაც თავი მოაქვს მკერდს, რომ გეკვრება.
როგორც ზღვა-ხმელეთს, მზის სილამაზე
დღეა თუ ღამე, აჩრდილივით ეკვრება.


ეგ ბაგე შენი ვარდის ფურცელთა....
სულში რომ მიქსოვს წყურვილის ვნებას
შენს სილამაზეს მიღმა მალული.
მაინც,რომ მაქცევს მე ქანდაკებას….


სახის ბილიკის შენი ნაკვთები
ჩემი ცხოვრების გზებს, რომ არღვევენ
განა მე შენგან რაიმე შემრჩაა?
მუხლის ჩოქებზე, რომ დამათრევენ.


შენს ხელის გულებს, მინდა ველაპარაკო
ეგებ აქ ამოვიცნო რაიმე წოდება.
ვინ ხარ ? ან საიდან მოხვედი?
ან საერთოდ, რაიმე თუ გეწოდება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ისეთ უძველეს ზღაპრიდან მეახლე,
რა რითმით გაგლექსო,რა ლექსით გაგრითმო,
სიყვარულს გაჩუქებ, სიცოცხლეს გაჩუქებ,
ამ გულსაც გაჩუქებ და სულსაც დაგითმობ.

შენ ისეთ საოცარ სიზმრიდან მეახლე,
ლეგენდად მეახლე და უკვდავ მეგობრად,
ფერიად მოფრინდი და შენი სიწმინდე,
გწამდეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა.

შენ ისეთ მუქ–ლურჯი სიღრმიდან მეახლე,
სიმღერად მეახლე, მზიდან და მთვარიდან,
მაგ შენი მთების და გორების სიმაღლე,
მეცხრე ცას ასცდა და ღმერთებთან ავიდა.

შენ ისეთ გულ–გუნდა თეთრ გედად მეახლე,
რომ მთელი სიცოცხლე შენთან ვარ დამრჩენი,
შენ ისეთ უნაზეს ყვავილად მეახლე,
უფალმა დალოცოს ეგ შენი გამჩენი




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზღვის ტალღებს მოჰქონდა დაჭრილი გვამები,
ტალღები ცივ გვამებს ნაპირზე რიყავდა,
მამა ღმერთს გაეღო სამოთხის კარები
და წმინდა სულები თავისთან მიჰყავდა.

ტანჯვის მოლოდინში იდგა მაცხოვარი,
ახლა მისი ტანჯვა ვისთვის კაპიკია,
იგი, ღმერთი იყო, არა მათხოვარი,
მან ხომ კაცთა ცოდვა მხრებზე დაიტია.

გვირგვინი ეკლისა სახეს უკაწრავდა
და მაინც არ გატყდა ბოროტ ავსულებთან,
ჰაი, რეგვენებო... ნურას უკაცრავად,
ის ხომ მამა–ღმერთის ნებას ასრულებდა.

რკინის ნიღაბიდან უბღვერდა ჯალათი,
დასი ანგელოსთა ეახლა სამოთხიდან,
როდესაც იესო ხის ჯვარზე დალურსმნეს,
ღვთისმშობელს უეცრად ძუძუ წამოსტკივდა.

უმკაცრეს სასჯელს პირისპირ შეეგება,
არც ღვინო მოსვა და არც წყალი დალია,
ეს არს შენი ღმერთი?... დასცინა ჯალათმა,
და მერე სამიწე ხელ ჰკრა მარიამს...

ბეთლემის მღვიმეში კედლები ატირდნენ,
ცრემლად დაიღვარა–ცრემლად, მზე და მიწა,
იესო გაყიდეს... იესო გაყიდეს....
დაჭრილი მხეცივით ღმუოდა დედამიწა.

ვერაფრით გიშველეთ, ვერაფრით უფალო,
ვაი ბედსა ჩვენსა, ვაი ბედსა ჩვენსა,
წითლად შეიღება თეთრი პარასკევი
და მიწა მაცხოვრის სისხლით გაილეშა.

ზღვის ტალღებს მოჰქონდა დაჭრილი გვამები,
ტალღები ცივ გვამებს ნაპირზე რიყავდა,
მამა ღმერთს გაეღო სამოთხის კარები
და წმინდა სულები თავისთან მიჰყავდა....
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1225 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *
არავის გინდათ ბავშვის გული,ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო მომაშორეთ,მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია,არც უბირი,არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს,
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ -როლებს,ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ-პატრონია,ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო სული ვიცხოვნო,
ცოტახანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრტხილად,ბიჭებო,გულებს ტლანქად არ წამოედოთ,
და მოძმის გულზე,როგორც ნაღმზე,ნუ ავფეთქდებით.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები,
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არანაკლები,

ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,

ცირკში ვარ...ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თითქმის ყველა ქალი ოცნებობს კანონიერ ქორწინებაზე. ბევრი, მაგრამ არა ყველა. ახალგაზრდა ქალების განსაზღვვრული კატეგორია თითქოს მიიზიდავს მხოლოდ ცოლიან მამაკაცებს. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ხშირად ქალი გრძნობს, რომ რომ ჯერ ისევ ახალგაზრდაა პასუხისმგებლობისათვის, რომელიც ოჯახსა და ოფიციალური ცოლის სტატუსს მოყვება თან.


თანაც მამაკაცის მუდმივი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. რომანი ცოლიან მამაკაცთან უფრო სწრაფად კიდევ იმიტომ ვითარდება, რომ ხშირად ესენი არიან გამოცდილი, შეძლებული მამაკაცები, რომლებმაც იციან როგორ მოაწონონ ქალს თავი.
მამაკაცისათვის საყვარელი - საიდუმლოა, რომლის გამოაშკარავებაც არასდროს მოუნდება.

მაგრამ რომანი ცოლიან მამაკაცთან არაფერთან მიგიყვანთ. მაშინაც კი, თუ საყვარლის სტატუსის მქონე ქალს ჰგონია, რომ თავისთვის მხოლოს ნაღებს იღებს, ადრე თუ გვიან ან მამაკაცს მოსწყინდება იგი, ან ეს სიტუაცია მოსწყინდება თვითონ ქალს.

ვინ თქვა რომ ასეთი კავშირების დროს არ იღვიძებს სიყვარული და მესაკუთრის გრძნობა? ეს არამარტო შესძლებელია, არამედ ხშირად ხდება, რადგან არ არსებობს ისეთი ქალი, რომლიც იმის მიუხედავად, რომ ცოლიან მამაკაცთან ცხოვრობს, არ ოცნებობს აქციოს იგი თავის სრულ საკუთრებად.

და არ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელიც საყვარლის გაჩენის შ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ხელში საწერიკალამი ავიღე და ტოვლივით თეთრ ფურცელს დავხედე მივხვდი, დრო იყო შემექმნა ისეთი რამ რაც მკითხველს ბოლომდე ჩაითრევდა. მათ ყურაღებას მიიგცევდა, და დაიბყრობდა, მაათ გულებში შეაღწევდა, გაათბობდა და ჭეშმარიტი სიყვარულის სურვილს გააღვიძევდა. არ მინდოდა დამეწერა სიტყვების "რახა-რუხი"...რა აზრი აქვს კითხულობდე იმას რასაც ვერ გრძნობ, რაც არაფერს აღვიძებს შენში....როცა რამეს გაიგონბს სიყვარულზე შეყვარებული ადამინი, გაიღიმებს და იტყვის რამეს თავისთვის, ზოგს სიხარულით აენთება თვალები, ზოგს კი ცრემლი მოადგება....
....ვინა თქვა სიყვარული ადვილიაო?! არავის უთქვამს!...
.....ვინა თქვა, არ იცის დარდი და ცრემლებიო?!არავის უთქვამს!.....გამოგიტყდებით მიყვარს ერთი... ჩემი თალები რომ დაგანახათ თქვენც მიხვდებოდით...ნაღვლიანი, სევდით სავსე თალები.... ღიმილის ფარდით ვიფარავ სევდას...თავი მეცოდება...
...მე ძლიერ საბრალო, სულ მოცარული და სულ მარტო დავეხეტები..რამდენჯერ მივლია ქალაქში მარტო...მივსულვარ ხიდთან, დამიწყია ფიქრი...მმომრევია ცრემლი, დამიმალია სახე, თითქოს ირგვლივ მყოფთ ვუმალავდი ტირილს...მაგრამ თვალებიც იღლებიან მერე...გული ფიქრობს, იქნებ აღარ ღირს ძგერა, სული ჩუმად, სანთელივით იღვინთება...
....და კვლავ მარტოსულად ვგრძნობ თავს...ირგვლოვ სიცივეა, მოშორებით თბილა...ვხედავ მათ..ვხედავ მომღიმარე წყვილებს, სიყვარულის ქურქით გამთბართ...ხელი ხელზე უკიდიათ მაგრად, ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის?
მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან სა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

LoVe QuoTeS! ! ! [PaRT 1]

"When you are in
 Love you can't 
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1500 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

Clint Mansell-ი დაიბადა 7 იანვარს 1963 წელს დიდბრიტანეთში. ის არის მუსიკოსი , კომპოზიტორი,"Golden Globe Award"-ის ნომინანტი ,ჯგუფ Pop Will Eat Itself -ის სოლისტი და გიტარისტი.Darren Aronofsky-ისა და Duncan Jones-is ფილმების soundtrack-ების ავტორი.

Clint Mansell-მა შექმნა soundtrack-ები ფილმებისთვის:
Pi, 1998
Requiem for a Dream, 2000
World Traveler, 2001
The Hole, 2001
Knockaround Guys, 2001
Abandon, 2002
Murder by Numbers, 2002
Sonny, 2002
The Hire: Ticker, 2002
11:14, 2003
Suspect Zero, 2004
Sahara, 2005
Doom, 2005
The Fountain, 2006
Trust th ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ტეილორ სვიფტის ახალი ფოტოსესია

ტეილორ სვიფტის 
ახალი ფოტოსესიაახალი ფოტოსესია 
პერსონალურასდ 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჰილარი დაფი მაქსი კაბით შოპინგზე, 17 აპრილი

შაბათს,
 17 
აპრილს ჰილარი დაფი
 პაპარაცებმა ლოს ანჯელესში 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1372 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Coachella Music and Arts Festival -მეორე დღე


Coachella Music and Arts Festival გრძელდება. 
17 აპრილს ანუ მეორე დღეს კალიფორნიაში ბევრმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. კერძოდ: ჰაიდენ პენეტი (Hayden Panettiere),
კეტი პერი(Katy Perry),
პარის ჰილტონი (Paris Hilton),უიტნი პორტი(Whitney Port),
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1462 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პოპის ახალი მეფე-დედოფალი

ჯასტინ ბიბერი და მაილი საირუსი - პოპის ახალი მეფე-დედოფალი. 
ბიბერმა რეიტინგში უკან ჩანოიტოვა ძმები ჯონასები, მაილიმ კი სელენა გომესი და დემი ლოვატო.. 
თუმცა ეს აღარავის უკვირს..
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1787 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. საჭიროა ცოტაოდენი გამართლება, ასევე მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ცოდნა. საჭიროა იყოთ დაჟინებული თქვენს მისწრაფებებში, არ დანებდეთ მარცხს და თავი არ დაკარგოთ გრანდიოზული ტრიუმფის შემთხვევაში. მაგრამ არის კიდევ ერთი თვისება, რომლის ქონაც შესაძლოა დიდი უპირატესობა იყოს ცხოვრებუისეული წარმატებისაკენ სავალ გზაზე. სამწუხაროთ, იგი ყველა ქალს არ ახასიათებს, მხოლოდ ზოგიერთ ბედნიერს აქვს შესაძლებლობა მოიმკას იმის ნაყოფი, რასაც ერთნი ქარიზმას უწოდებენ, მეორენი - მოხიბვლის ხელოვნებას, მესამენი - უბრალოდ მომხიბვლელობას.

კომპანიაში მოხვედრისას ასეთი ქალები მაშინვე იმსახურებენ გარშემომყოფთა ყურადღებასა და სიმპათიას. თქვენ კი გაოცებული აანალიზებთ, რაშია მისი წარმატების საიდუმლო? უშნო სულაც არ არის, მაგრამ ლამაზმანსაც ვერ დაარქმევთ. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ მისგან მოდის ჯადოსნური ფლუიდები, რომლებსაც სიტყვით ვერავინ აღწერს.

ასეთი ქალი ფლობს მოხიბვლის ხელოვნებას. იგი მხოლოდ ერთხელ გადაისვამს ხელს თმაზე და გვერდით მყოფი მამაკაცები მზად არიან მისი ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. რბილი ღიმილი, კეთილმოსურნე გამოხედვა და დახვეწილი მოძრაობა - ეს ყველაფერი მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს, რომლის გენეტიკურ სტრუქტურებშიც კოდირებულია ქალის იდეალური სახე. იგი ტყავიდან არ ძვრება, რათა მამაკაცებთან იფლირტა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1448 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 943 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 977 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 948 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება შეემთხვას ადამიანს - ცალმხრივი სიყვარული. იმედის დაკარგვის შემთხვეაშიც კი არ არის ადვილი ამ ადამიანის დავიწყება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციებს და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

ნუ დაურეკავ

ალბათ უკვე ზეპირად იცით მისი ტელეფონის ნომერი და სანუკვარი ციფრების თავიდან ამოგდებას ვერაფრით ახერხებთ - არ არის ადვილი. ამიტომ ყოველთვის, როცა დარეკვა მოგინდებათ, აკრიფეთ რომელიმე დაქალის ნომერი და ცოტა წაიჭორავეთ. საუბარი გრძნობებზე ცოტათი ამსუბუქებს მის შემოტევებს.
ისტერიკების გარეშე

ნუ შეახსენებთ მისი ვალდებულებების შესახებ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა "თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ", ამცირებს თქვენს ღირსებებს მის თვალში. სიყვარულში არავინ არავის ვალდებული არაა(გამონაკლისია ცოლი და შვილები). ასეთი საქციელით არანორმალური ქალიშვილის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
დავიწყება

გადააგდეთ მისი ფოტო და ყველა მისი ნივთი, რომელიც მის თავს გახსენებთ. სამწუხაროდ, საერთო ნაცნობებთანაც მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში მათთან მაინც, რომლებიც, თქვენი გრძნობების მიუხედავად მაინც ილაპარაკებენ მასზე. ნუ ეცდებით იყოთ ამ დროს დელიკატური, გამოავლინეთ გონივრული ეგოიზმი.
დაკავდით რამით

დაკა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 940 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
საქართველოს მთლიანობისათვის,
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადღესასწაულო ლოცვანი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 8 (21) სექტემბერი
ლოცვა 1

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.

ჵ, დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


ლოცვა 2

ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1375 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღირსი ნილოს სორელი
ლოცვანი ღმრთისა დედისადმი შვიდეულისა დღეთანი
ორშაბათსა

შეგინებულთაგან ბაგეთა მიითვალე ვედრებაჲ, ჰოჲ შეუგინებელო, წმიდაო და ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისა დედაო, და ნუ მოიძაგებ სიტყუათა ჩემთა, ჰოჲ სიხარულო ჩემო, არამედ მოიხილე ჩემზედა და შემიწყალე მე, დედაო შემოქმედისა ჩემისაო. დღეთა ცხორებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ მე, რამეთუ უწყი, დედუფალო, ვითარმედ შენზედა დამიძს ყოველი სასოებაჲ ჩემი. მითვე ჟამსა სულისა ჩემისა განსლვისასა წარმომიდეგ მე, შემწეო ჩემო, სიხარულო და სიტკბოებაო ჩემო: ნუ დამიტევებ მე მას ჟამსა შინა, სასოებაო ჩემო, და ნუ მარცხუენ მე. ვუწყი, ქალწულო, ვითარმედ მრავლისა ცოდვისა თანამდებ ვარ მე, საბრალობელი, და ვთრთი, მზრახველი ჟამისა მისთვის; მაშინ წარმომიდეგ, სიხარულო ჩემო, და ღირს-მყავ წყალობისა შენისა, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო; მიხსენ მე, დედუფალო, სასტიკთაგან ეშმაკთა და საშინელისა და მრისხანისა გამოცდისაგან ჰაერისმცუელთასა, და გაბოროტებისაგან მათისა განმარინე. და ყოველი მწუხარება და ურვაჲ სიხარულად გარდასცუალე მოხედვითა შენითა და ღირს-მყავ უვნებელად განვლად შორის მთავრობათა და ხელმწიფებათა წყუდიადისათა, და მიწევნად თაყუანისსაცემად საყდარსა დიდებისათა მჯდომარისა ქრისტესა და ღმრთისა ჩუენისასა, თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სულითურთ უკ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წმ. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი
დღითი დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვები
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის მიმართ

ერთი ღმერთშემოისლი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას თვისას და ეუბნებოდა: „მარქვი დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს გამო მიწიერ ცხოვრებაში?"

ყოვლადწმიდამ მიუგო:

„ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე: პირველი _ მესმა რა სვიმეონ წინა სწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი;

მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;

მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან:

მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული,

მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული".

და მიუგო მას უფალმა.

„დედაო ჩემო, ვინც მოიხსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი დღე ჩემს ლოცვასთან რომელიცა არს „მამაო ჩვენო"... და მთავარანგელოზის ხარებასთან. ერთად, რომელიცა არს: „ღმრთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ"... _ პირველი ტკივილის მოხსენებისათვის მივანიჭებ ცოდვათა თვისთა განცდას და სინანულს მათზედ;

მეორე ტკივილის მოხსენებისათვის შევუნდობ ყველა ცოდვას;

მესამე ტკივილის მოხსენებისათვის დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ; მეოთხე ტკივილის მოხსენებისთვის _ სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ხორცსა დ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ
თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა

დიდებულო დედუფალო ღვთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს სახიერ იქმენ ჩემ ზედა ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაი ჩემი განაგრილე, და შეჰმრთე საუკუნითგან სათნოთა ისა შენისათა, ქუეყანასა მას მშჳდთასა სოყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირსმყავ მე სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა. გევედრები შენ კურთხეულო სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღვთისა და მეუფისასა. და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და გამუძღომელსა და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, ჰოი, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი ვითარმედ გაქუს შეწევნა უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 10:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024