♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 15

ევამ უთხრა ადამს:უჩემოდ იქნებოდი ძლიერი ან უფრო ლაღი
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს
მარტოობაში შვებას ხომ გგვირდი,
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს
ერთად სიცოცხლე ერთად სიკვდილი
უფლის განგებით ჩვენი ბედია,
და არც არასდროს და არც არასდროს
მე უშენობა არ მინატრია,
ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი
მკრეხელობაა და ღალატია.
მე არ ვიცვლებოდი
საუკუნენი ისე მიქროდნენ,ვერც კი ვამჩნევდით
ვიცვლიდი სახელს,ზნია სახეს,
და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები,
ხან მიწურ ქოში გითბობდი ვახშამს
გელოდი როგორც ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი,რაინდს რომ
შემებორკე ტრფობის ბორკილით.
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე,
ხან ვიყავ შენი უარმყოფელი,
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი
და თუ ვცოდავდი
ვცოდავცი შენთან,ზოგჯერ შენს გამო,
ზოგჯერ კი შენთვის
მანკიერება ჩემი ყოველი,შენს პირველ ცოდვას
ერწყმის და ერთვის.
მე დიდხანს ვდუმდი,
მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე,
იმ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული,
რომ დღემდე ვერ განვიკურნე,
მე მგონი დროა შეგახსენო
საბედისწერო ის ერთი დილა,
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა.
გახსოვს შეგვრისხეს?
მაგრამ რა მერე,მე არც სამოთხე მინდა უშენოდ
სულ სხვა რამ მტკივა ადმდენი წელი,
და ამ სატკ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯერ არ წახვიდე, ერთად ვნახოთ ლურჯი ნაპირი,
უეცარ სევდას დავაბერტყოთ სითბო ტანების,
შევაბარბაცოთ ფხიზლადმყოფი განშორება და
წარსულის შფოთვა დავათენოთ ღამეს დაღვრემილს.
ჯერ არ წახვიდე, შენს პერანგზე ლაქაა ღვინის,
ხო, ეჭვიანობს ის, რომ სახლში გაგვიანდება,
ნეტავი ყველა საათს ერთად დატყდეს ისრები,
და არ ეტკინოს ისევ გული ჩემს მონატრებას.
ჯერ არ წახვიდე, ერთხელ კიდევ დავდგეთ წარსულთან,
და კიდევ ერთხელ დამივარცხნე ფანქრებით თმები,
კიდევ ცოტა ხანს შემომხედე უწინდებურად,
ჯერ არ წახვიდე, დამიხატე ჩემი სიზმრები!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1480 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

http://s41.radikal.ru/i091/1004/64/637059b0b5ee.jpg
ეხლა ვხვდები ფიროსმანი რას დარდობდა,



შოთა თამარს რომ აქებდა- ვის ნატრობდა!



ვისთვის შექმნა ღმერთმა მისი უკვდავება?



–იმიტომ რომ სიყვარული შენთვის ეთქვა!



ამ სამყაროს მთელი აზრი შენში ჩადვეს



და რატომღაც შენი თავიმე მომანდვეს!



გავისარჯო,– მინდა ჩემით ისაზრდოვო,



იქვე მოვკვდე თუ ოდესმე მიგატოვო!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ.
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად
მოთხოვნა არ არის ბაზარზე-ჭკვიანის
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად.
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას-დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს.
მობრძანდით!ბილეთებს უფასოდ ვარიგებ
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავისუფალი თეატრი
იანვარი
,, კავკასიური ცარცის წრე,,
31
ძმები
23

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
1998

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 928 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 892 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 980 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 930 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი.
შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის.
როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის- არ ვიცი...
იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღს შენ რა იცი..

იქნებ გაიფანტა ფიქრები,იქნებ დაიწყო თოვა
თუ მართლა გულით უყვარდი ის შენთან ისევ მოვა,
იქნებ ოცნებებს ართმევენ იქნებ გაქცევას ლამობს..
და სადღაც გულის სიღრმეში დღეს შენ სიყვარულს ნატრობს.
იქნებ ინანა წარსული,შენ ნუ იქნები ავსული.
ნუ დაუკარგავ იმედებს,ის ხომ თავის გულს იმეტებს.
ნუ გაუხსნებ წარსულს.თუ დაბრუნება არ სურს.
ნუ შეახსენებ აწყმოს.შენ თუ დაბრუნება არ გსურს.

უბრალოთ მოუკეტე კარი,და აარიდე თავი.
ნუ მიიკარებ ახლოს თუ მასთან ყოფნა არ გსურს.
ნუ შეადარებ აფსურდს..თუ მისი ნახვა არ გსურს.
გულს ნუღა ატკენ მეტად.მან ხომ გაქცია ღმერთად.

ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი.
შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის.
როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის- არ ვიცი...
იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღს შენ რა იცი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემიყვარდება უდროო ბინდი,
თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შეამჩნევთ,მოსულ ქარიშხალს...

ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალლს პოეზიად..
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...
მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
დამესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1295 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულსი ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეტესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფირებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წეისა,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა...
უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...
ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა...
სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა...
სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა...
ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა...
გაუთავებელი ყველა ფიქრი მომაშლევინა...
თითქმის ყოველღამ ცუმი ცრემლი არ მაღვრევინა...
სულის ტკივილი აღარასდროს დანმაცდევინა.

...................................................................

მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ! -მცოცავს ლოყაზე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკაი,
და ამას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენდავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავიაყველაფერი
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ სულ თავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
„თეთრი ღამეები „ერქვა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის:-არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან,მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი,თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მი კი - უფსკრულში მივექანები.

შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ პატარავ,ერთმანეთს ვავსებთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრები... სიტყვები... რითმები...
გრძნობა გამიძარცვეს!
იქნები... ვიქნები... ვიქნებით...
შხამი ძალით მასვეს!
დამსვეს!...
დამსაჯეს...
აზრი წამართვეს...
გამყვეს...
ნაწილი გარეთ ვარ,
სხვა ნაწილს ვუცდი...
ცდა ცდად დარჩება...
არ გადარჩება
არც ერთი მწიკვი ჩემი სიმწვანის...!
უკვე ამერია... თეთრი მისტერია,
თუმც არაფერია
ან ყველაფერია.
ფერები... ხელები... ცრემლები...
უკვე დამღალეს!
მიხდები... გიხდები... მიხვდები...
ალბათ ამ ღამეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს გაზაფხულიც ახალი ძალით
მაკრთობს ვით ხეზე ნიავი ფოთლებს,
მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ
არ ვდარდობ,თუნდაც ხვალევე მოვკვდე!
მიწას ედება მიწას ნაავდრალს,
ჩემი გრძნობების მცხუნვარე ალი...
მომაშთობს ალბათ ტრფობის სიცხოვლე,
წამიღებს ალბათ ყვავილთა ჯარი...
მიყვარხარ! გესმის?! გესმის, მიყვარხარ!
მადლობა უფალს, რომ ეს ინება!
დღეს ჩემი გზები რომში კი არა,
სულ ყველა შენსკენ მოედინება!..
ჩემი ლექსების ხარ ადრესატი,
რადგანაც ამ გულს ასე სწადია,
და მე არ მჯერა,რომ ქვეყანაზე,
ვინმეს უყვარხარ უფრო ძალიან!


......................................................


მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-04-24, 1:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024