♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 27


რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?.....მეგობრობა პასუხობს: რომ დავტოვო ღიმილი იქ სადაც შენ ტოვებ ცრემლს...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,როდის - არ ვიცი,
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი,
დაგრჩება გულის კარები ღია
და ჩაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და წაიშლება ღიმი თვალებზე.
ღირდა თუ არა იგი რაიმედ,
ვისაც კარივით გაუღე გული?
მოვა,
დარეკავს წვიმა, ვაიმე,
და გაგეხსნება ვარდივით წყლული
როდის - არ ვიცი,
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი,
დაგრჩება გულის კარები ღია,
როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,ცა აპირებს გაწვიმებას
და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას
წვიმს...
წვიმის შემდეგ რა დარჩება?..
არაფერი გადარჩება..
მწყინს..
მოვა თქეში, არა ჩქამი..
წვიმა ქარზე უფრო ჩქარი
წვიმს..
წვიმის შემდეგ საით ვივლი..
შემოლეულ წამებს ვითვლი..
მწყინს..
ზეცის ცრემლი გაწვიმდება..
ცასთან ერთად ატირდება ზღვა..
არაფერი გადარჩება..
მე წავალ და აქ დარჩება სხვა.
სულის კარებს და ნაპირებს
წვიმა ართმევს დანაპირებს..
წვიმს..
მარტოობას ვეგუები..
ჩემად აღარ მეგულები..
მწყინს..
ცა აპირებს გაწვიმებას
და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას
მწყინს...
დაკარგული წლები მტკივა..
ციდან სევდისფერი წვიმა
წვიმს.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძალიან მალე იცვლება ჭიქა,

ძალიან მალე იღლება თვალი,

ძალიან მალე, ძალიან მალე

იცვლება აზრი, იშლება კვალი.



მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -

ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,

ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,

ვერ მოვუშალე იმედს სათავე.


და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,

ვით ციხე - მტრებით გარემოცული...

თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე

და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Cool Photos !!!



..............
!!!!!!!!!!!
CooL 
PiC's
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1757 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ავსტრალიაში, როდესაც ჯასტინი ზღვაზე ერთობოდა და მზის სხივებით სიამოვნებას იღებდა, ფოტოგრაფებმა მის სხეულზე ტატუ დააფიქსირეს. მართალია, პატარა, მაგრამ ტატუ მაინც ტატუა და მისი გაკეთება 18 წლამდე მშობლების თანხმობის გარეშე აკრძალულია!!! 
როგორც ჩანს ჯასტინმა ეს უფლება აიღო და ახლა მის ტანს
 ტატუ ამშვენებს!!!

....................................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

The vampire diaries Angels:ian somerhalder & nina dobrev 1ნაწილი



.......................
The vampire diaries 
Angels:
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1434 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Juno Temple

სრული სახელი და გვარი : 
Juno Violet Temple
დაბადების თარიღი: 21/06/1989
დაბადების ადგილი:ინგლისი
პირველად ფილმში მონაწილეობა მიიღო 8 წლის ასაკში.
ფილმოგრაფია:

Pandaemonium (2000) as Emma Southey
Notes on a Scandal (2006) as Polly Hart
Atonement (2007) as Lola Quincey
St. Trinian's (2007) as Celia
The Other Boleyn Girl (2008) as Jane Parker
Wild Child (2008) as Drippy
Year One (2009) as Eema
Cracks (2009/I) as Di
Mr. Nobody (2009) as Anna age 15
Glorious ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1503 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯასტინ ბიბერი ტოვებს ავსტრალიას

ჯასტინ ბიბერმა დღეს, 27 აპრილს დატოვა ავსტრალია, სიდნეი. პაპარაცებმა ის აეროპორტსი შენიშნეს, ახალგაზრდა ვარსკვლავი ლურჯ ქურთუკში, ჯინსის შარვალსა და ასევე ლურჯ ბოტასებში იყო გამოწყობილი.
მართალია უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ მისის კონცერტი გააუქმა, მაგრამ ჯასტინმა ავსტრალიელ ფანებს მაინც მიუძღვნა თავისი ჰიტი "baby", თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკამარისი იმისთვის რომ შენობა, სადაც ჯასტინი იმყოფებოდა ფანებს ალყაში არ აღმოჩენილიყო.

ამის შემდეგ მან თავის თვითერზე დაწერა:
 "I love ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1553 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Kristin Cavallari POOL PARTY


კრისტინ კავალარი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1474 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მეგობარო...ძვირფასო მეგიბარო,შენ, რომ არ მყავდე...შენ, რომ არ მყავდე ვიქნებოდი დაუცველი, სუსუსური ბალღი, ახლახანს, რომ აიდგა ფეხი, გადადგა უმანკო ნაბიჯები და ჩაება ცხოვრების უწყვეტ ჯაჭვში.
...რომ არ მყავდე არ დაშრებოდა თვალებზე ცრემლი, ღიმილი უცნობი იქნებოდა იმ ნაზი სახისთვის შენ,რომ გიცქერის, ბედნიერების სხივით განათებული....
მეგობარო, შენ ცა ხარ ნათელი, მზე ხარ მცხუნვარე,რომელიც საარსებოდ ჭირდება ყველას,ხსნა ხარ, სითბო ხარ, სინათლე...ცაზე ანთებული პირველი, კაშკაშა ვარსკვლავი ხარ , რლმელიც გზას უნათებს დაკარგულს,გზააბნეულ ადამინას...
მეგობარო,შენ რომ არ მყავდე დავკარგავდი სიცოცხლის ხალისს, ღიმილის უნარს,სიცილის სურვილსდავკარგავდი საკუთარ თავს, ოცნებეს, ნატვრებს....
მიხარია,რომ არსებობ, აქ ხარ, გვერდში მიდგახარ.ვიცი,რომ იქნები ჩემთან,იქამდე სანამ არ გატკენ გულს...გეფიცები..მე...გეფიცები...გეფიცები ყველაზე ძვირფასს, ეფიცები ჩემს ღირსებას,შენს თავს, შენს ლამაზ თვალებს და ჩევნ მეგობრობას-არასდროს გატკენ გულს, არ გკრავ ხელს, არ მიგატოვებ,არ გიღალატებ, არ გაგცვლი სხვაში, არ დაგამცირებ,არ გაგიცრუებ გულში მნათობ სის თუ პატარა იმედს.
..და თუ დავარღვევ სიტყვას, მოცემულ პირობას, თუ გაგიტეხავ გულს, გთხოვ მაპატიე...უნდა შემინდო, რათა იყო სულგრძელი, დიდსულოვანი...როცა დაჩოქილი,ცრემლმორეული პატიებას შეგთხოვ უნდა მიიღო, არ დამცინო, არ დამაცირო,არ გამაბრუნო უკანარ მეჩხუბო...ეს აგამაღლებს,ჩემზე მაღლა დაგაყენებს,მოგცემს უფლებას ზევიდან გადმომხედო,მაგრამ არ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში
და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება...
დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში,
მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება.
წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს,
დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას,
უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს
და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება.
უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული,
როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში
და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული
თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი...
იცი სხვა მიყვარს, სხვაზე ვფიქრობ, სულ სხვას ვაღმერთებ,
იცი მოველი ზღაპრულ რაინდს თეთრ ბედაურზე...
შენ კი ვიცი, რომ, მხოლოდ ხატთან სანთელს დამინთებ
და ცრემლით მნახავ ქორწინების დღესასწაულზე...
მერე კი უხმოდ წახვალ ჩემგან და ცხოვრებიდან,
არ შემახსენებ არსებობას თითქმის არასდროს
და იმ წარსული სიყვარულის მოგონებიდან,
სულ სხვას დაუთმობ შემოდგომის წვიმის ქალბატონს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მდიდარი, ახალგაზრდა და ბრიტანელი
როგორც ჩანს Robert Pattinson-მა თვალი თვალში გაუყარა ბრიტანელ მსახიობებს და შემდეგ თავის საუფულეში ჩაახედა... დიახ, ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობია ბრიტანეთში.

რობერტმა, რომელიც სისხლისმსმელ ვამპირს ედვარდ კალინს თამააშობდ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1258 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

საინტერესო ფრაზები სიმღერებიდან

საინტერესო ფრაზები 
სიმღერებიდან
....................

paramore - we are broken
Cause we are broken
What must we do to restore
Our innocence
And oh, the promise we adored
Give us l ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2424 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Penelope Cruz dresses



პენელოპა 
 კრუზის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1306 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ულამაზესი ლივ ტაილერი შავ სამოსში


ლივ ტაილერის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1450 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჟურნალ US - ყდები





კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,

ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და

ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,

სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,

რომ შენ გამელუმპო თქეშით,

მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,

ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,

მაგრად მომიჭირე ხელი,

ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა, რომელს გაუწყრა ღმერთი?
სიყვარულიდან სიძულვილამდე ნაბიჯიაო ერთი...
ერთი კი არა, ასი ათასი, მთელი სიცოცხლე ალბათ,
თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო, მაინც ვერ გალევ ამ გზას..
მონატრებიდან მოგონებამდე, თუ მართლა, მართლა გიყვარს,
სიყვარულიდან სიძულვილამდე, გწამდეს, ვერასდროს მიხვალ!



...................................................................................................



გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ.
მე უბრალოდ მომკლეს ცო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი,
ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი...
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა
მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა.......
მივდიოდი მარტოდ_მარტო მომყვებოდა აჩრდილი,
მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი......!
მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას?
დღე პირველად შენ აჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა...
გზა გავნაგრძე თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა,
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე უშენოდ მციოდა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.
ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.
მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 982 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.

ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ,
ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადამარჩინე...
წამიყვანე შენთან, სადმე შორს...
თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,
ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,
გადამარჩინე...
თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...

გადამარჩინე...
წამიყვანე...
უფსკრულთან ვდგავარ,
მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,
გადამარჩინე,თორემ ქარის მოტაცებული,
ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.

გადამარჩინე თუ გიყვარვარ,
თუ გინდა ჩემთან,
მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,
თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,
და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...

გადამარჩინე...
მე ამ მტვერმა მონად მაქცია,
და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 960 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.


მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.


ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტკბილი ოცნება შეეხიზნა
ფარფატა ნისლებს,
მშვიდი ვარ ეხლა,
სამუდამოდ მუნჯი ვარ ქვისებრ...
მხოლოდ შენ ერთი, რთადერთი
ელვარე მზისებრ
გაგიჟებული სიყვარულით
მიყვარხარ ისევ.........





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუმცა ვიცი რომ შენი გრძნობის მონა ვიქნები
და გაგრძელდება უსასრულოდ ჩემი წამება...
მაინც ვეცდები დაგივიწყო შორეულ სიზმრად
და ჩემს ოცნებებს დავუმსხვრიო ყინულის ფრთები,
მაინც ვეცდები რომ გაქციო წარსულის ბინდად
და დავივიწყო ის ლამაზი შენი სიტყვები...
მაგრამ ვიცი,რომ მონატრება ჩემზე მაღლა დგას
და ამ მოლოდინს ვერ აშინებს წარსული სევდა...
და თუ გონება ჩემს მაგივრად ნაბიჯს გადადგამს,
ამ ნაბიჯებით მონატრება მომიყვანს შენთან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 8:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024