♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » სუნამოს ისტორია
12:03 PM
სუნამოს ისტორია

სუნამოს პირველი ბოთლების აღმოჩენა, 4 ათასი წლიტ თარიღდება.სწორედ ამ დროს დაიწყო
სუნამოს ისტორია. მესოპოტამიელები სუნამოს ხის ქერქისგან, წყლისგან და ზეთისგან ამზადებდნენ. ათასი წლის შემდეგ ამ საქმის შესწავლა ეგვიპტელებმაც დაიწყეს, თუმცა ისინი სუნამოს მხოლოდ და მხოლოდ ფარაონის რიტუალისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებმა ეგვიპტელების სუნამოები მავზოლეუმში აღმოაჩინეს. 
როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი სუნამოს ბოთლებს ვულკანების ამოფრქვევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერებისგან და ჩამოვარდნილი მეტეორის ნარჩენებისგან აკეთებდნენ. ისინი სუნამოს ბოთლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში კისერზე დაკიდებულს ატარებდნენ, სიკვდილის შემდეგ კი სწორედ ამ სუნამოში ბანდნენ და მავზოლეუმში ისე ასვენებდნენ.
ეგვიპტელების შემდეგ, სუნამოების ისტორიაში გადატრიალება კოკო შანელმა მოაწყო.
‘”შანელი” მსოფლიო რეიტინგში დღემდე მეოთხე ადგილზეა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული სუნამო. რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება.
1 ადგილი. კლივ კრისტიანის სუნამოს უჭირავს, რომელიც 215 ათასი დოლარი ღირს. ეს სუნამო ჯიანი სულმანმა, "როლს როისის” შთაგონებით შექმნა. სუნამოს ბოთლს გარს 90 ათასი დოლარის ღირებულების ბრილიანტები აქვს. ამ უნიკალური სუნამოს მხოლოდ 173 ფლაკონია გამოშვებული. სერ ელტონ ჯონმა კლივ კრისტიანის სუნამო როიალის ფორმაში ჩამოასხმევინა და მასში 250 ათასი დოლარი გადაიხადა. 
2. ისევე, როგორც პირველი ადგილი, მეორეც კლივ კრისტიანს ერგო. ამ სუნამოს ფასი 2 ათას 150 დოლარია.
3. მესამე ადგილზე კარლ პოივრე მოხვდა, მისი სუნამო 2 ათასი დოლარი ღირს.
4. მეოთხე ადგილი კოკო შანელის უკვდავ სუნამოს, შანელ ნომერ 5-ს ერგო. შანელი მას შემდეგ გახდა მსოფლიო პოპულარული, რაც მერლინ მონრომ თქვა: ისე არ დავიძინებ, ორი წვეთი შანელი რომ არ დავიპკუროო.
5. მეხუთე ადგილზე ბაკარტის ”ბაკარტი” აღმოჩნდა. ამ სუნამოს ფასი 1700 დოლარი გახლავთ
_________________________
სუნამოს სურნელი იქნება უფრო ხანგრძლივი და ძლიერი, თუ შეარჩევთ სხეულის გარკვეულ წერტილებს: კეფა, ყურის უკანა ნაწილი, მკერდის ქვემოთ, იდაყვების შიდა მხარეს, მუხლის უკანა მხარეს.
საფრანგეთი თანამედროვე პარფიუმერიის ცენტრია, მაგრამ სუნამო ამ ქვეყანაში პოპულარული გახდა მხოლოდ რენესანსის ეპოქაში (14 – 17 სს).
თანამედროვე სუნამო ალკოჰოლის ხსნარის და სურნელოვანი ზეთების ნაზავია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი არომატი შეიქმნა 1370 წელს უნგრეთის დედოფლის, ელიზაბედისათვის.
უძველესი სუნამოს ბოთლი ნაპოვნია კუნძულ კვიპროსზე. მისი ინგრედიენტებია: ზეითუნის ზეთი, მირტი, დარიჩინი, დაფნა, ბერგამოტი და ანისი. შექმნილია 4000 წლის წინ.
_________________________
სუნამო უფრო მეტია ვიდრე სასიამოვნო არომატის მქონე სითხე, სუნამოს მიხედვით შეგვიძლია გავიGოთ ადამიანის ხასიათი, თვისებები. ძალიან ინდივიდუალურია, ზოგს ტკბილი სურნელი მოსწონს ზოგს უფრო ცივი არომატი იზიდავს, რამდენჯერ ყოფილა რომ ზოგისთვის საყვარელი სუნამო ჩვენთვის ,,ცუდი არომატის" ყოფილა, ამიტომ სუნამოს შესარჩევად დიდი ძალისხმევაა საჭირო მისი სურნელით მხოლოდ თქვენ კი არ უნდა ისიამოვნოთ არამედ გარშემომყოფებიც ასიამოვნოთ ...

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1427 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-05-01, 9:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024