♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19

ხარ ბედი წყეული და ჩემი სიკერპე-
დღეს ფეხთა მტვერია და პირის ფარეში,
მე როგორც ჯადოქარს დამწვავენ კოცონზე,
რომ აღარ გიხმობდე ნისლიან ღამეში.
დღეს შენი სახელი ჰქვია ამ წამებას,
ხარ ბედი მუხთალი და მაინც ძვირფასი...
რომ აღარ მახსოვდე...
რომ აღარ მიყვარდე...
რომ აღარ მიყვარდე... ო, ცოდვილ მიწაზე,
რამდენჯერ გინატრე, იმდენჯერ ტკივილი,
ვით ნაყვავილარი დამაჩნდა სახეზე...
მიშველე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გონებამიხდილს ხსოვნის კოცონთან,
მომენატრები დარდივით წყნარი,
გოგოს რომ ერთი ბიჭი მოსწონდა,
თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი.
-ნუ იბუზები მაგ ცივ ბუხართან,-
გამომიტყუებს ერდოზე მოლი,
იმ ბიჭს რომ ერთი გოგო უყვარდა,
ვაგლახ, რომ სხვისი გამხდარა ცოლი.
ჩუმად ქირქილებს ბედი მის შემდეგ
და სვლეპავს ცრემლებს, კვლავ რომ მოღონდეს,
ვიცი, იმ დღეთა ლამაზ სიშლეგეს
მოისაკლისებს ჩვენი ორღობე,
ცა, ვარსკვლავები, იები ნაზი,
უარყოფა და ჩუმი თანხმობა,
შინაბერათა შური და ბრაზი,
და საჭორაო ამბით გართობა.
გვიჭირისუფლებს ობოლი ფიჭვიც,
და შემოიხევს სამოსელს ქარი,
გოგოს რომ ერთი მოსწონდა ბიჭი,
თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მენატრები ისე ჩუმი სევდით
და ტკივილით გულში...
შენ დამტოვე
მარტო, ცათა შინა,
თითქოს იყო გუშინ...
მარტოობის განა მეშინია,
შევეჩვიე თითქოს,
მაგრამ სულში
ისევ ტირის ვიღაც,
მოფერებას ითხოვს...
მიმატოვე გაუთიბავ გზებზე
და ნაცრისფერ მთებში,
მერე ცრემლად
შემოდგომის წვიმა
გადმოღვარე ჩემში...
მენატრები უცნაური სევდით
და ტირილი მინდა.
შენ დამტოვე,
ვერც კი მოგისწარი
და მთელი დღე წვიმდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1522 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



История любви или новогодний розыгрыш
1 სთ 21 წთ
ჟანრი: მელოდრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 27 იანვარი 2009
რეჟისორი: სერგეი ლიალინი
სტუდია: კინოკომპანია სტრანა
როლებში: ეგორ ბეროევი, მარინა დიუჟევა, ანატოლი კოტენევი, ევა ავეევა, ალექსანდრე ეფიმოვი


ფილმის მიმოხილვა
ეს ისტორია ახალ წელს მოხდა. ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი რომან ინსაროვი, მსხვილი მოსკოვის ბანკის პრეზიდენტი, ჩამოდის ფილიალის გახსნაზე ციმბირის ერთერთ ქალაქში. შთაბეჭდილება რჩება, რომ რომანის ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილია და წინასწარაა გათვლილი. მაგრამ ყველაფერი მალევე შეიცვლება სიმპატიურ ლამაზმანთან შეხვედრის მერე დათოვლილ ქალაქის ქუჩაში...





... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Oi dut hei
1 სთ 30 წთ

ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
შპალიერები
სურათები
თრეილერები
საუნდტრეკი
კომენტარები

გამოშვება: 14 თებერვალი 2009
რეჟისორი: კა უინგ ლი, , ჯო მა
სტუდია: მეი ა ფილმს პროდაქშენი კო.ლტდ.
როლებში: ბო–ლინ ჩენი, სიუ–ვონგ ფანი, გიგი ლიუნი, მან–გა ჩუნგი, რეგენ ჩუნგი, შიუ ხუნგ ხუი, ემილი კვანი







კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარს და მენატრება! საშინლად მენატრება!
თითქოს არაფერი… ვცდილობ, რომ არ შემეტყოს.
მხიარული და ბედნიერი ვარ 24/7.
ვიძახი, საერთოდ არ მადარდებს. აღარც კი მახსენდება-მეთქი.
ნეტავ, მართლა ასე იყოს. შინაგანად მკვდარი ვარ.
რამდენი თვეა უკვე არ მინახავს…
არ შევხებივარ…
არ მიგრძვნია მისი სითბო ტუჩებზე…
როგორ არ მადარდებს! და როგორ არ მახსენდება!
თავიდანვე, ნელნელა ვგრძნობდი, როგორ ვეჩვეოდი.
როგორ ხდებოდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
და, საკუთარი თავის მიკვირდა. არასოდეს ვყოფილვარ ასე დამოკიდებული.
თუმცა, მაინც ბედნიერი ვიყავი. ყველაზე ბედნიერი.
უკვე მიზანი მქონდა არსებობის. აზრი ქონდა ყოველ დღეს და წუთს…
ახლა კი, შავ-თეთრად ვხედავ ყველაფერს. ყოველი დღე ერთფეროვანი და გულისამრევია.
მხოლოდ სხვა ვინმეს ხელში თუ მოვკრავ ხოლმე ხანდახან შურიან თვალს…
ან, ძველ ფოტოებში…

არანორმალურად მენატრება.
მენატრება ჩაძინებამდე და გაღვიძებისას.
მენატრება ტაქსში ჯდომისას და შხაპის მიღებისას.
მენატრება ლანჩის მირთმევისას და სიგარეტის მოწევისას.
მენატრება ლიფტის ლოდინისას და ქუჩაში ბოდიალისას.
მენატრება სულ. ყველგან. 24/7.

პირველად ალბათ ბავშვი ვიყავი, ტელევიზორში რომ ვნახე…
ბოლო რამდენიმე წელიწადი კი, მის გარეშე დღე არ გადიოდა…

არ ვიცი როდემდე გავძლებ ასე. არ ვიცი, სამუდამოა თუ არა ეს ყველაფერი.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 918 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: უკუღმართი დღე
წელი: 2009
ჟანრი: კომედია, ოჯახური
რეჟისორი: რ. მაიკლ გივენსი
როლებში: ფრენჩ სტიუარტი, პოლი შორი, ბილი უნგერი, ერიელ ვინტერი, კარლოს ანტონიო, კენდალ ეპლგეიტი...
ფილმის შესახებ:
პატარა სემი მონაწილეობას მიიღებს მამის მეგობარი ჩაკის ჩვილთა ენის გასაშიფრად მოწყობილ ექსპერიმენტში. მაგრამ რაღაც ისე არ მიდის როგორც დაგეგმილი იყო და სპეციალური მოწყობილობის გამოყენებისას, იგი ფეთქდება და მუხტი ბავშვებსა და უფროსებს ადგილებს უცვლის...
გამომშვები: აშშ, Opposite Day
ხანგრძლივობა: 01:17:43
გახმოვანება: სამოყვარულო (მრავალხმიანი)
ფაილი
ფორმატი: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1126 kb/s, 640x352
აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1409 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუთუ გრძელია ის რაც ვრცელია,
ნუთუ სველია ის რაც ტკბილია,
ნუთუ ოდესმე მთავრდება
ის რაც ყოველთვის დაწყებულია,

როგორც სანთელი დნება ნელნელა
ისე მიყვარხარ ყოველ წამს ძველ–ძველად,
როგორც სველია ვარდი წვიმაში,
ისე ძნელია დარდი სიტყვაში.....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჟანრი: დრამა, კომედია, რომანტიული
გამოშვება: 27 ივლისი 2007
რეჟისორი: სქოთ ჰიქსი
სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, ქასლ როქ ინტერტეიმენტი, სტორფრონტ ფიქჩერზი, უილიჯ როუდშოუ ფიქჩერზი
როლებში: პატრიცია კლარქსონი, ბობ ბალაბანი, ქეთრინ ზეტა–ჯონსი, აარონ ექჰარტი, ებიგეილ ბრესლინი, ჯენი ვეიდი
დრო: 1 სთ 40 წთ
ენა: რუსული


ფილმის მიმოხილვა

პროფესიონალი შეფ-მზარეული კეიტ არმსტრონგი საჭმლის მომზადებას იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ელიდება, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევს. მაგრამ მის ნათესავების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ის პატარა დაობლებული ზოის მეურვე ხდება და წარმატებული ქალის მთელი ცხოვრება კარდინალურად იცვლება. მაგრამ, როგორც ცნობილია, უბედურებას - სხვა უბედურება მოყავს: ამასთან ერთად კეიტმა მათ რესტორანში ახალ მზარეულთან ნიკ პალმერთან მუშაობასაც უნდა შეეგუოს. თუმცა მეტოქეობა სასიყვარულო რომანში გადადის, კეიტს მოუწევს თავისი ემოციების გამომჟღავნების სწავლება სამზარეულოს მიღმა, თუ მას ზოისთან ურთიერთობის აწყობა და ნიკთან ბედნიერება მართლა უნდა.





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჟანრი: კომედია, რომანტიული
გამოშვება: 14 ივლისი 2006
რეჟისორი: ენთონი რუსო, , ჯო რუსო
სტუდია: იუნივერსალ ფიქჩერზი
როლებში: სეთ როჯენი, ქეით ჰადსონი, ოუენ უილსონი, მეთ დილონი, მაიქლ დუგლასი, ამანდა დეთმერი, რალფ ტინგი, ტოდ სტეშვიქი, ბილ ჰადერი, ლენს ამსტრონგი
დრო: 1 სთ 49 წთ
ენა: რუსული


ფილმის მიმოხილვა

ახალგაზრდა წყვილი ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს დაქორწინდეს, თუმცა ოჯახური ცხოვრება პირველივე დღიდან მათ პირაღმა წაუვიდათ – ოჯახის მეგობარმა დიუპრიმ დააპირა ცოტა ხანი მათთან ერთად იცხოვროს, და, როგორც ჩანს, ეს მას ძალიან გაუგრძელდა. როგორ უნდა მოიშორო დაუპატიჟებელი სტუმარი?





... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




შენი მონატრების ფერი დამდებია,
შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია,
სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი,
გული გამითბა და მერე შემიყვარდი.
ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს,
ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია,
ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე,
ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?!
სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ შეგელიე,,
დარდი გამიჩინე, სული შემირყიე,
წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე,
ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>


***
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა!…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!…
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმდა.. ძაან მაგრად წვიმდა..მე და შენ მივრბოდით...ხელჩაკიდებულები...აარა წვიმიის არ გვეშინოდა..უბრალოოდ მივრბოდიით და ვიცინოდიით...წვიმამ გადაიღო ..მზემ არ გამოანათა ღამდებოდა და იმიტომ...ეხლა უკვე ნელა მოვდიოდით..სველები..დაღამდა აცივდა...არა არ აცივდა ჩვენ შეგვცივდა...სკამზე დავჯექით..ვიჯექით...დიდი ხანი ვიჯექით..10 საათი ხდებოდა...ჩამეძინა..შენ წახვედი..დამტოვე...სიცივეში და სიბნელეში სულ მარტო....გამეღვიძა...ხელში ფურცელი მეჭირა..რომელზეც ეწერა: "ნუუც აიხედე ციდან ვარსკვლავი ვარდება.. " მეც ავიხედე მარა ვარსკვლავი არ დამინახავს...თვითმფრინავი დავინახე...ცაში წერდა: " ნუუც მე შენ მიყვარხარ.."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ალბათ სულ გავქრებოდი რომ არა სიზმრები, სიზმრები სიზმრებად გაგრძელდებოდა მე კი ასე უბრალოდ მიწისაკენ გავქრებოდი თან ისე რომ ვერავინ შემამჩნევდა” – იგრძნო რომ ხმამაღლა გაიფიქრა, უაზრობა და თვალები აქეთ იქით ნერვიულად გადაათამაშა, დარწმუნდა რომ ირგვლივ არავინ იყო და თავის დროისაგან და წყლისაგან დაჯანგებულ სარწყავს მიადგა.
ეს ბაღი ეხლა რომ ხედავთ, ეს მწვანე ბალახი ფიქრებში გართული მბაღის საკუთრებაა, უცნაური ადამიანია წითელ მაისურიანი მებაღე, ირგვლივ ყველას ძალიან უყვარს, ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ მხოლოდ თავისი საქმით ირთობს თავს, ეზოში ერთი უცნაური ხე უდგას. ამბობენ ოდესღაც როდესაც მებაღე ჟერ კიდევ სკოლაში სწავლობა, მას ერთი გოგონა შეყვარებია, გოგონა მასზე გაცილებით ლამაზი და უფროსი იყო. მასაც მოსწონდა პატარა ბიჭუნასთან მეგობრობა, მაგრამ ცდილობდა რომ ზედმეტი იმედები არ მიეცა მებაღისთვის. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, ბიჭუნას ყურებამდე შეუყვარდა უფროსი გოგონა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, უხაროდა, ამბობენ საოცრად ბევრ სიკეთეს აკეთებდაო, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ახარებდაო, უხაროდა საბრალოს, მაგრამ იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამყარო იყო და გოგონა მას არასოდეს შეხედავდა. ასეც მოხდა...
...შობა თენდებოდა, გარიჟრაჟზე პატარა მებაღე ადრევე გამოვიდა ეზოში რომ დილიდა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


(რომელიც სიკვდილით დარულდა. ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ და ცოტა ხნის წინ დამთავრდა დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა არც დამთავრებულიყო)
ცხოვრობდა გოგო ერთი ლამაზი და როგორც ხალხი იძახდა ძალიან საყვარელი იყო. იყო იმიტომ რომ მოკვდა. მოკვდა დარდით და ამ დარდს ერქვა ცალმხრივი სიყვარული. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო ერთი ბიჭისადმი. მოდი მე ამ ისტორიის მოყოლას დავიცყებ იმით თუ როგორ შეხვდნენ.
იყო ზაფხულის ცხელი დილა. გოგოც და ბიჭიც დილით ერთიდაიგივე ადგილას მიდიოდნენე მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
როდესაც გოგომ ის დაინახა გაოცდა მას რაგაც უცნაური გრდნობა ეწვია რომელსაც სიტყვებით ვერ ხწერდა ეს გრძნობა სიყარული იყო. დამთავდა ის დღე და ამ დღის მერე გოგო სულ მასზე ფიქრობდა მისი სახე თვალწინ ედგა მაგრამ სახელის გარდა არაფერი იცოდა. გავიდა თვეები და გოგომ მასზე ყველაფერი გაიგო ისიც კი რომ მას შეყვარებული ყავდა რომელიც თავდავიცყებით უყვარდა. აღმოჩნდა რომ ბიჭის რჩეულს საერთოდ არ უყვარდა ის და ამბობდა ნეტავ საერთოდ არ გაჩენილიყო ამ მსოფლიოზეო.
გოგო იცდიდა იცდიდა და ბოლოს ბიჭს მისი შეყვარებული დაშორდა. გოგომ გაიცნო ბიჭი მაგრამ აღმოჩნდა რომ მას მისი ყოფილი შეყვარებული კიდევ უყვარდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. გოგოს იმედი აგარ ქონდა. ფიქობდა ტიროდა ასე გაიარა ბევრმა წელმა... ... ... ... ... განვლო წლებმა მხოლოდ მასზე ფიქრში მას მეტი არავინ უნდოდა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სად ხარ, სევდა მომერია
სულ შენ მელანდები,
მწყურვალს სყალი რომ მოენატრება უდაბნოში-
ისე მენატრები!
ოცნების კოშკები შენთან შეხვედრისა
ბევრჯერ ამიგია,
მითხარ სად გეძებო,
რომელ გზას დავადგე,- ვეღარ გამიგია!
ერთი გაღიმება ისე გამაცოცხლებს, ისე გამახარებს,
მოდი,ძველებურად ისევ გამაცოცხლე,ისევ გამახარე!
მოდი,დამიბრუნე ძველი ხალისი და ძველი აღმაფრენა
შენ ერთს შეგიძლია უძირო სევდისაგან ჩემი გადარჩენა!
შენ ერთს შეგიძლია ისევ გამიბრწყინო მზერა ნაღვლიანი,
ისევ ამიყვავო სულში გაზაფხულის ლურჯთვალა იანი...
სად ხარ,სევდა მომერია ისე მედარდები,
მომაკვდავს სიცოცხლე რომ მოენატრება,
ისე მენარები...............

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემოდგომის ღრუბლიანი დღე იდგა. შეუჩერებლივ ცრიდა. ჯანღი შემოსდგომოდა ავლაბარს და ამ ბურუსში, სადღაც, გორაკზე ამავალ შარაზე, მცირე, უცრემლო პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს.
ვიწრო, ტალახისაგან აზელილი ქუჩები უნდა გაევლოთ და მერე იქით, პეტრე-პავლეს უპოვართა სასაფლაოსკენ განეგრძოთ გზა.
მოიწევდნენ მოწყვეტილი სიარულით. სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სადღა იყო ბალდახინი. თხელი, ღრუებიანი ფიცრებისაგან შეეკრათ სადა კუბო. სულის მოსათქმელად დროდადრო აღმართზე შეჩერდებოდნენ, სველ მიწაზე დაუშვებდნენ ცხედარს.
უკანასკნელ წამსაც მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ზოზია ტიფით იყო ავად, არც კი უთქვამთ მისი გარდაცვალება. მაშომაც გასვენების დღეს შეიტყო ძმის უბედურება. საავადმყოფოში ვიღაცამ შემთხვევით იცნო მისი გვამი. არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში.
წინანდლის ქუჩის ბოლოს ბარაკები გამოჩნდნენ, სნეულთა თავშესაფრები. სასაფლაოს გალავანთან კვიპაროსები და ობელისკები კრთოდნენ. გამონგრეული ყორეთი გავიდნენ მოკლეზე.
მხრებზე შედგმული კუბო მიირწეოდა კვიპაროსების გასწვრივ. აიშალნენ ფერადი ღრუბლები და ამოვარდა შორეული გრიგალი. სველი ნისლი წვებოდა განურჩეველ საფლავებს შორის. აწვიმდა ცხედარს. წყალი ჟონავდა გადაფარებულ ტილოდან.
პეტრე-პავლეს ეკლესიის წინ, ორასიოდე ნაბიჯზე, როგორც იქნა მიაღწიეს ახლადგათხრილ საფლავს. ირგვლივ უწესრიგოდ გაბნეულიყვნენ ერთმან ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,

მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”


ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკავებზე, თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ ალბათ ათასი წელი, ათასი წალი იქნება ცოტა ან იქნებ ძალიან ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ცისფერი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი მე რომ არ გითხრა როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..

გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.

გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა წინა ვარ, არადა სიკვდილს
ცოტაოდენი მივეცი ფორა,
ახლა სხვა ფიქრზე ვფიქრობ და მიკვირს
რომ იბადება სხვა მეტაფორა.
ახლა მე მქვია მასზე ძლიერი,
სიკვდილს სუდარის დავუჭრი თარგებს.
ვიცი შეშლილის რომ მაქვს იერი,
რომ ვუძმობ ცაზე ამონაქარგებს.
იცით რომ ღამე არასდროს მძინავს,
გარეთ დავფრინავ როგორც ღამურა,
თქვენ ყველა ხიწვზე კვნესით და გმინავთ,
მე ყველა ტყვია მესაამურა.
ზვირთს სიმშვიდემდე სუყველა უთმენთ,
მე მაშინ ვცურავ როდესაც ღელავს,
სიკვდილი არვის ხვეწნას არ უსმენს,
მე სათითაოდ დაგინდობთ ყველას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.

მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.

და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.

წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.

ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.

1919წ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს სრულიად შესაძლებელია,
გადახვიდე მეორე ნაპირზე მაშინაც კი,
როცა წყალი ღრიალებს.
მშვიდად აიკეცო კალთები ქარიშხალში,
მოსინჯო ქვები და შეცურო ყელამდე.
აწეულ ხელში, შესაძლებელია, გეჭიროს ერთ ბოხჩაში
გამოკრული, გადარჩეული შენი ცხოვრება, როგორც მბჟუტავი შუქურა
და ერეოდე.
მიდიოდე ასეთი,
უფერული. მარტო. სახეზე - მათრახებივით გირტყამდეს
მრავალშვილიანი დიასახლისების მზერები - მათ ვერ გაბედეს.
ქუჩაში გამოსული კაცების უძლურება - ისინი ვერ დაგეხმარებიან.
შენ კი მიდიოდე დაჟინებით,
კაფვით, ოფლის წმენდით და ერეოდე.
ეს შესაძლებელია,
უცებ გაჩერდე და მიხვდე,
წინ მობეზრების ნათესებია და უკანაც მომკილი ყანა,
შენ კი უაზრო გმირობას სჩადიხარ ამ ხალხისთვის.
შენი ბრძოლა - მხოლოდ ერთი საინტერესო დღეა სოფელში.
ეს სრულიად შესაძლებელია,
გადაწყვიტო - მდინარის ფსკერზე ბევრად უკეთესია
და ჩაყვინთო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 973 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს ხასიათზე ვარ.
შავები მაცვია. ამინდი აქ, ალბათ, არაფერ შუაშია.
მუხლებთან შენი შუბლია.
შუბლთან ჩემი თავია.
ხელები თევზიანია. დაბანა დამეზარა - ჩქარა მიყვარდი.
შენთან რომ მოვრბოდი, ნახევარი სახლში დავრჩი.
წამოსულს შემომაცოცდა ლურჯი შუზები. კუბოკრული გეტრები.
გამხმარი ფოთლებივით გვცვივა ტანსაცმელი.
ნეტა, რას ვიცვამდი!
მთვრალი ხარ? გაიწიე. გეხვევი. გეხვეწები.
ჯერ მხოლოდ ზურგები!
შესაძლოა, ტერფებიც,
თბილი კარამელით
ხან გადაბმულები,
ვშორდებით, ვერთდებით.

არ შემოგეჭამო. ერთი კოვზი მაინც
მაწვნის დედასავით რომ შემომინახო,
ხვალვე შევდედდები.

მანამდე სურნელით უნდა გა(და)მტენო,
დავიდოთ მხრებზე გემო ერთმანეთის ენებით.
(ეს დალაქავება რომ არა, აგცდებოდი)
მკლავები გამიკავო, მატკინო. ნაბიჭვარო!
ყელზე იისფერი ინიციალი ხარობს.

შენს ხასიათზე ვარ.

ყველა ქალზე ოდნავ ნაკლებო.
ყველა კაცზე ოდნავ მეტო.

ახლა კი ფარდას ჩამოვაფარებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1317 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვს მარტმა ამინდი არია.
შენ გავხარ ღვთისმშობელს-
მარიამს!
არ გინდა
არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი
და უმარილი
შენა ხარ პატარა სასწაული
ციდან ჩამოსული სტუმარივით.
შენს თმებს
ველური ვარდისა და
მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
მაგაშიც ეშხი ურევია!...
თოვს ...
ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!...
თოვს ,
თოვს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1566 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ხელს ყოველტვის მიშლიდა რაღაც,
რომ საკადრისი თაყვანი მეცა!
არ მივარგოდა არც ერტი კაბა
არა ბრწყინავდა ხანდახან ზეცა.
ჰაერს არ ქონდა ზოგჯერ ის სუნი,
ადრეულ მარტს და აპრილს,რომ ახლავს,
და ედებოდა ყველაპერს წუნი,
რადგან შენ იყავ ყველაზე მაყლა.
და რადგან დრემდე ვერ ვნახე რამე,
რომ იყო შენი ტოლი და სწორი,
მიხილე სიზმრად მე მოვალ ღამე,
სალამს გკადრებ და გავდგები შორით.....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და სიევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად
ქცეული სიტყვები
\"მე თქვენ მიყვარხართ\"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან.\"...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს
თხოვდა ყოველთვის შემოქმედს:
&# ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 938 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



_ღმერთოოოოოო... ასე რატომ დამსაჯე, რატომ წამართვი? რისთვის? ღმერთო თუ
მართლა არსებობ, მიპასუხე რატომ გააკეთე ეს? მას ხომ შენი სჯეროდა, სწამდა.
მიპასუხე რატომ დუმხარ? იცი ის ყოველთვის ამბობდა რომ შენ ხარ მთავარი ამ
ცხოვრებაში, ასე მეუბნებოდა ღმერთი მოწყალეი და სამსახურს გაშოვნინებსო,
ღმერთი მოწალეაო!!! ღმერთი მოწყალეაო!!! რატომ არ გამოიჩინე მოწყალება მის
მიმართ, ის ხომ პატარა უსუსური ანგელოზი იყო. რატომ წაიყვანე? რატომ
დამაშორე?
ეს სიტყვები თქვა თუ არა ტატომ, საშინელი წვიმა წამოვიდა, თითქოს წარღვნა
მეორდებაო. საავადმყოფოს პალატიდან კაცის სასოწარკვეთილი ტირილი და ღრიალი
გამოდიოდა. ტატოსთან ერთად ცაც ტიროდა.

ტატოს და თათას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთად ცხოვრობდნენ
ბედნიერად ტკბილად, ისე როგორც ზღაპრებშია. მაგრამ ერთ დღესაც დამთავდა
ეს ტკბილი ზღაპარი, დამთავრდა სავალალო, სამწუხარო შედეგით.
იყო ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე, თათა სახლში გახარებული მივიდა:
_ტატო საყვარელო იცი რა უნდა გითხრა?
_რა? რამე მოხდა?
_კი, მოხდა.
_რამოხდა თათა? ასეთ გახარერბულს პირველად გხედავ?
_რა და მოემზადე. . . საყვარელო მალე მამიკო გახდები.
_რა??? მართლა, მართლა, (ტატომ თათა ხელში აიყვანა და გახარერბული
ოთახებში დაარბენინებდა)
_კაი, კაი გეყოფა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1010 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მზიანი დღე,უღრუბლო ცა..მზით განათებული ნაწვიმარი ქუჩები ამ ქუჩებში მოსიარულე მოღრუბლულსახიანი ადამიანები..და გოგონა ციფერი კაბით და ხელში რბილი სათამაშო კატით... რათქმაუნდა მოუღრუბლავი სახით როგორც ყველა ბავშვი სანამ გაიზრდებიან და ყოველდღიური უაზრო პრობლემები შეაწუხებთ..გოგონა მორბოდა მზეზე ქერა თმა უბზინავდა სველ ასფალტზე ფეხი უსრიალებდა..რატომ მირბოდა ? ამის პასუხი აღმართის თავში იდგა..შავგვრემანი ბიჭი ალბათ ისიც გოგონას ასაკის დაახლოებით 10-11 წლის.. ისიც მორბოდა გაღიმებული სახით მორბოდა .. ცდილობდა გოგონას დასწეოდა..დაეწია კიდევაც.. სათამაშო წაართვა და იქვე სარეცხის თოკზე დაკიდა..უცბად მოიღრუბლა..წვიმაც წამოვიდა გოგონას დაუძახეს.. ბიჭს არავინ დაუძახა.. იქვე ჩამოჯდა გოგონას სახლის აივანს შეაფარა თავი..

გავიდა დრო..წამები,წუთები,საათები,დღეები,კვირები,თვეები,წლები...გოგონა გაიზარდა .. გაიზარდა ბიჭიც..გოგონა გათხოვდა ..ბიჭს ცოლი არ მოუყვანია..გოგონა თავის ქმარს დაშორდა..არ უყვარდა და დაშორდა..თავის მშობლიურ ქუჩაზე წავიდა..აივნის ქვეშ დაჯდა და ელოდებოდა..რას ელოდებოდა?? ამის პასუხი ისევ აღმართის თავში იდგა და მორბოდა...მორბოდა ისევ ბედნიერი ღიმილიანი სახით..მორბოდა...მივიდა გოგონასთან..და გვერდით დაუჯდა...გოგონამ გაახედა..ხელით ანიშნა სარეცხის თოკზე..რომელზეც არაფერი ეკიდა..მხოლ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველდღე მიუყვები ამ ქუჩას..ორი თვის წინ სუულ ფოთლები ეყარა წითელ-ყვითელ-სტაფილოსფერ-ღია მწვანე ფოთლები .. მანამდე ნაყინიის ქაღალდები..აიი ნაყინის ქაღალდებამდე სხვაა ქაღალდები..მანამდე "თოვლი იდო ბახტრიონის მთათაზედა".. ეხლაც ქაღალდები ყრია..ფოთლების დროს ფოთლები და თოვლის დროს თოვლი ფარავს თორე მაგ დროსაც ყრია.. სამწუხაროოდ...დღეს ცივა ფოთლები წავიდნენ თოვლი უნდა მოვიდეს...მე ისევ კეტებით დავდივარ.. და რათქმა უნდა მცივა...ხელებზე ისე მცივა მიწითლდება და მტკივა...მაინც წინ მივდივარ...ხალხიც მოდის არა არ მოდის მორბის..ცივათ იმათაც..გარბიან..სად გარბიან? ეხლავე გეტყვიით..აიი იის ქალი ისე მირბის ნამდვილად სახლში უნდა მიდიოდეს თანაც ხელში პარკები უჭირავს ეტყობა shoppingზე იყო....იის კაციი ალბათ თათბირზე მირბის..ის გოგო ინგლისურზე..ჰმ..ან მათემატიკაზე... სხვა საგანზე იშვიათად დადიან..იიქ ბიჭი სიგარეტს ყიდულობს ეტყობა ცივა და გონია რო სიგარეტი გაათბობს..აიი იიქ ის კაცები უაზროოდ დგანაან ეტყობა "კაი ბიჭები " არიან.. ააა მეეეე?? მეე მივდივარ.. მცივა..მივდივარ...ცუდათ ვგრძნობ თავს...ყველაფერი რატო ტრიალებს?? რა ხდება 2012ია? არა რატოო დაბნელდა?? ...15 წუთში გამეღვიძა..კი არ გამეღვიძა გონზე მოვედი..გული წამივიდა..ხალხს ისე ცივა ყურადღებაც არ მომაქციეს...არ ვიმსახურებ ალბათ...ისევ მცივა....სად ვარ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 910 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს,
ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად,
ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა,
და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს.
დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე,
მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო?
პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა,
აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო,
ხმა არ გამიცია მოხუცი ხისთვის,
უჩემოდ ბერი ხე ყველაფერ მიხვდა,
ორივემ თვალები დავხარეთ ჩუმად,
ორივე ვტიროდით, ვტიროდით დიდხანს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,

ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,

ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს

თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.

ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,

გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,

ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,

რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,

ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს

რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.

მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს

ვისი გულებიც დაკარგულია,

ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,

ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.

ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით,

ის სულ ერთია ვინც გვინატრია,

სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით,

რომლებიც უთქმელად იწვან.

მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით,

შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო,

შევსვათ პირველი სიყვარულისა და

ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოხუცო, აჰა, აიღე ფული,
გული მიკვდება რომ გხედავ მშიერს.
(კარგი კაცისთვის ცხოვრება რთული,
ტაშფანდურა აქვს ცოდვის ნაშიერს.)
შეგცივდა ბალღო? აჰა, ჩაიცვი,
მე არა მცივა, ნუ დარდიანობ.
ვინმემ ჯიბეზე ხელი გაისვით,
თოთო ბავშვს შია ადამიანნო.
ახალი წელი მოდის და ყველა,
შინ თბილ ბუხარზე აფიცხებს ხელებს,
კედლების იქეთ მახსოვს რომ ცხელა,
გარეთ სიცივე გაგასულელებს.
ყველა საღამოს სამზადისშია,
ან ვინ დაეძებს გლახაკთ მარწუხებს,
არავის დარდობს თუკი ბავშვს შია,
ან რატომ ტირის, ან რა აწუხებს.
ლხინის სუფრები სახლში გააწყვეს,
(ჩვენთვის ლხინია მოტაცებული,)
ჩვენ სამნი, ერთად შევხვდით ახალ წელს,
მე, ის ბალღი და მოხუცებული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფერი კარგად იყო სანამ ნიას ცხოვრებაში ისევ არ გამოჩნდა ლაშა, ნია ნათიას დაბადების დგეზე იყო, იქ კი შემთხვევით ლაშაც იმყოპებოდა, მას შემდეგ 1 წელი იყო გასული, მაგრამ ნიამ როგორც კი დაინახა ლაშა, ნათიას ბოდიში მოუახადა თითქოს დედამისი ცუდად გახდა და უნდა წასუიყო, ნიას წასვლა არ გამოჰფარვია ლაშას,უკან გაჰყვა....
-ნია მოიცადე, მარტო ხომ არ წახვალ უკვე გამეა,
-გამანებე თავი ლაშა, დათო მოვა და ის გამაცილებს, ველოდები.
-ნუ მატყუებ ნია, მშვენივრად ვიცი რომ დათო უცხოეთში სასწავლებლადაა წასული
-ნიას ცოტათი შეეშინდა, მერე რა, შენი გაცილება მაინც არ მინდა, ნაბიჯს აუჩქარა, დატო უკან ჩამორჩა ერთი ათი წუთის შემდეგ კი ისევ დაეწია.
-აუ ეშნ კიდე აქ ხარ? გამანებე რა თავი
- ერთხელ რომ გაგანებე ეგეც მეყოფა ნია...
უცებ მანქანა მოვარდა, იქიდან რამოდენიმე ბიჟი გადმოვიდა და სასწრაფოდ ცჰასვეს ნია მანქანასჰი, გარსჰემო ყველაფერი კივილის ხმამ მოიცვა მაგრამ ნიას ხმა არავის ესმოდა....როცა ნია მიხვდა რომ წინააგდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა ლაშას ხვეწნა დაუწყო....
-ლაშა გამიშვი ხომ იცი რომ არ მიყვარხარ, რად გინდა გვერდით ისეთი ადამიანი ვისაც არ უყვარხარ?
- მერე რა ნია, შენ იქნები ჩემი, იქნები ჩემს გვერდიტ და მე ეს დამაკმაკოფილებს.
-ტავს მოვიკლავ და მიანც არ დავრჩები შენთან, გამიშვი
-არა ნია, მეორედ აგარ გაგისჰვებ, ოგონდაც ნუ მაკურებინებ სჰენს ცრემელებს..
ლაშამ ნია სადგაც მიყრუებულ სოფელში წაიყვანა, აქ კი დიდი ხანი ვერავინ მოგვაგნებს... 3 დგეს ე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 2:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024