♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 01


50 First Dates
1 სთ 39 წთ
ანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 13 თებერვალი 2004
რეჟისორი: პიტერ სიგალი
სტუდია: კალამბია პიქჩერზი, ჰეპი მედისონ პროდაქშენსი, ანონიმუს კონტენტი
როლებში: რობ შნაიდერი, დრიუ ბერიმორი, ადამ სენდლერი, შონ ესთინი, ლუსია სთრუსი 


ფილმის მიმოხილვა
გენრი როტს შეუყვარდება მომხიბვლელი ლიუსი. მიუხედავად დიდ დაბრკოლებებს, უკვე საღამოსკენ მიზანდასახულ რომეოს გამოუვა ლამაზმანის მოხიბლვა და საპასუხო გრძნობების გაღვიძება მასშიც. ახალგაზრდები ბედნიერები არიან და დარწმუნებულები, რომ მათი სიყვარული მარადიულია. მაგრამ, სამწუხაროდ საავტომობილო ავარიის შემდეგ, გოგონას დილით არაფერი ახსოვს წინა დღის ამბებიდან. ამის მიუხედავად, გენრი არ აპირებს ფარ–ხმლის დაყრას და აპირებს იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის.




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1231 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს -
შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი,
იქ გაგიცისებ და გაგიშორე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზ სიკვდილებს
ვით უკვდავების შემამკობელი
მძიმე სიცოცხლის მსუბუქ გვირგვინი
როგორც იმედი უკანასკნელი
მე შენში ვპოვე ჩემი სიკვდილი

შენს ნათელ სახეს,შენს ნეტარ თვალებს
და შენს ბაგეზე მქროლავ ღიმილებს,
ასე საამოდ სულს რომ მიწვალებს,
მე– მათ ვამსგავსებ "ლამაზ სიკვდილებს".

დაე სულს ტანჯულს–ნაზი სიკვდილის
შენი ხატება მარად ახსოვდეს.–
სიკვდილი ასე მაცოცხლებელი,
ო,არ ყოფილა ჯერ არასოდეს!

დაე თუნდ მოვკვდე მათგან უწყალოდ,
ვერ შემაშინებს მათი მშვენება!–
მე მეშინია იმ ურწმუნობის
"ლამაზ სიკვდილებს" რომ ემტერება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალი ლამაზია,ქალი სათუთია,
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია,
იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი
და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი.
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი,
ანგელოზივით სიყვარულს მღერის,
თვალები მისი ბრწყინდება ისე,
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები.
ქალი ლამაზია,ქალი სათუთია,
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია,
იგი ფერიაა,ნაზი სირინოზი
და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა... ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი,
თუ შეგიძლია სიყვარული- ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მტელი ცხობრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან, ისე კვდებიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Angel Eyes
1 სთ 52 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 15 მაისი 2001
რეჟისორი: ლუის მანდოკი
სტუდია: ეფსილონ მოუშენ ფიქჩერზი, ფრანჩაიზ ფიქჩერზი, მორგან ქრიქ პროდაქშენსი
როლებში: ჯენიფერ ლოპესი, ჯეიმს ქევიზელი, ჯერემი სისტო, ტერენს ჰოვარდი, სონია ბრაგა 


ფილმის მიმოხილვა
შერონი პოლიციაში მუშაობს და იმდენად მიუძღვნა თავი სამუშაოს, რომ დღემდე მარტო ცხოვრობს. მას მშობლებთან და ძმასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მას სწყურია სიყვარული და ურთიერთგაგება და ის ამას ყველაფერს უცნობი მამაკაცის სახით პოულობს სახელად კეტჩი. პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და კეტჩი მას სიკვდილისგან იხსნის. კეტჩი ეხმარება ადამიანებს, და მალევე შერონი მიხვდება, რომ ყველაფერი ეს რაღაც ტრაგედიას უკავშირდება, რომლიც კეტჩის წარსულში დატრიალდა.


ლინ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე ღამეა... საკმაოდ ცივა... შენ ალბათ უკვე ღრმა ძილით გძინავს... მე არ მასვენებს შენზე ფიქრები, მჯერა, რომ მალე ჩემი იქნები... "მე შენ მიყვარხარ..." ამის თქმას ვბედავ, თვალს რომ დავხუჭავ სიზმარში გხედავ, შენ შემაჩვიე მე ლექსის წერას, ვერ გავექცევით ჩვენ ბედისწერას..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 954 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.
მიყვარხარ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 979 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს ,გული რომ ვერ ამბობს და თვალი რომ გაუგებს სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს , გოგო რომ ვერ ამბობს და ბიწი გაუგებ....

***
ეს სადღეგძელო სიყვარულმა დამალევინა, სიყვარულმა დამაობლა დარდით ამავსო, მოდი დავლიოთ ეგ სასმისი ობოლ სულისა და ეს ჭიქები სისხლისფერი ღვინით ავავსოთ!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


***
როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო,
შენ პასუხობ არაფერზეო
მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს რომელიც
სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი.


***
მე მონატრების სადღეგრდელო მინდა დავლიო
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო
და მონატრების სადღეგრძელო ყველამ დავლიოთ


***
მე სიყვარულის სადღეგძელო მინდა დავლიო,
ნება მომეცით მოვიმარჯვო ხელში
ფიალა და ამ სასმისით
გაუმარჯოს მოდით იმ გულებს ,
სადაც ამ გძნობამ მთელი ძალით დაიფრიალა!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთებიც რომ გასწორდეს, ზღვებიც რომ დაშრეს, მე მაინც დავადგები შენსკენ სავალ გზას... შენა ხარ ჩემი სული და გული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სუნთქვა. ოჰ, ღმერთო, მაპატიე თუკი მომიწევს ფეხქვეშ გავთელო ათასი გული იმისათვის, რომ მოვიდე შენამდე! მე მინდა შენს გვერდით ვიყო სამუდამოდ...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
მე ველოდებ შენ დაუვიწხარ ხმას,
მე ველოდები შენ დაუნახავ ზარს,
მე ველოდები შენ გაუფიქრელ აზრს,
მე ველოდები შენ ტურფა ხმას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
როცა გული გტკივა მეტირება,
როცა გიხარია მეც მიხარია,
როცა უზომოდ ტირიხარ,
მე უსასრულოდ ვყვირივარ....



***
მე დავიღალე უაზრობების ფიქრით,
მე ვერ გავიგე რისთვის ვიბრძვით,
მე ვერ ვიგრძენი ის სითბო სიზმრით,
მე შენთვის მინდა გული სისიხლით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1576 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ
ვიცი. მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები
ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე
თუ
ადარდებს მთვარეს? ალბათ მისი მოვალეობა მხოლოდ ღამე გამოჩენა და მეტი
არაფერი, ისეე ცოტა არ იყოს მგავს რაღაცაშიც, ჰმმ არა არა მე უკვე მასეთი
არ
ვარ მე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცოცხლობ და თან ვაარ ბედნიერი ძალიან
ბედნიერი, ადრე?, ეჰ ადრე სულ სხვა ვიყავი, ისე დღესაც მეძახის თავისკენ
ჩემი ადრინდელი ცხოვრება, მარა არ ვნებდები არ მინდა ისევ გაურიო ჩემი
ხელი იმ ბნელ საქმეებში რომლებსაც მე ვაკეთებდი, დავიღალე და მინდა
დასვენება, დასვენება თან საყვარელ ადამიანთან ერთად. იმასთან ვისაც ჩემ
სიცოცხლეს
ვაჩუქებ და იმასთან ვინც მირჩევნია ჩემ სიცოცხლეს მიყვარხარ სიხარულო
დაიმახსოვრე ეს.
-დიახ გისმენთ ვინ გინდათ?
-ვერ მიცანი?
-შეენ?
-ხო რა იყო არ მომელოდი თუ უკვე დამივიწყე?
-არა არა მარა არ ველოდი შენ ზარს იცი შენი ნახვა მინდა რაღაც მაქ
სათქმელი შეილება?
-რატომ კიდევ რა უნდა მომატყუო და რით უნდა მატკინო გული?
-მაგას რატომ მეუბნები, შენ მე გული გატკინე ?
-კი, თან ძალიან ბევრჯერ, მარა თუ საქმე გაქ შეგხვდები ბოლოჯერ
-კაი იყოს ბოლო მარა შემხვდი... კაი კარგათ, ხვალ ჩვეულებრივ ჩვენ ადგილას < ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მღლის, ეს სიძლიერის მოგონება,
ლამის ჩავუვარდე მატარებელს...
თუნდაც იღიმოდნენ გოგონები,
ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ.

ჭუჭყი დასდებია საგარეო
ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე,
ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ,
მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე...

ახლა, რითმებზე რომ მომედაოს,
ვინმე, ალბათ მართლა ქვა იქნება!
ბედისწერასავით ამყვა ფრაზა-
„ვინმემ შემამჩნიოს რა იქნება?"

ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი,
ალბათ, იფიქრე, რომ არ მჭირდები?
ერთიც მაპატიე... დაღლილ გოგოს
მხარი მომიშვირე, ავტირდები..


.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...

თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...

ერთხელ ჩამეხუტე.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცის სილამაზევ ათას ფერებით მორთულო,
ცისარტყელისთვის მერვე ფერად ამოქარგულო,
პლანეტის სასწაულო,გრძნობებში დამალულო
ანგელოზებში წმინდანათ შერასხულო.

ჩემო თვალის ცრემლო,ხატზედ მირონად დაღვრილო
წმინდანებში კი ცოდვილთა მოციქულო,
სულით ლამაზო სიცოცხლის წყურვილო
ბეტანიაში წმინდა ნინოს ხატად გამოსახულო.

ჯვარში ჩაღვრილო სანთლის ნაკადულო,
უფლის ფეხებთან დაცემულო წმინდათა ქალწულო
ფრესკაში ჩასმულო რითმების ფსევდონიმო
ლამაზმანებში კი ადამის ასულო.

წმინდათა წყაროში ოქროს თევზად აღმოჩენილო,
სვეტი ცხოველში კედლებზედ ამოქარგულო.
მთიდან ლომისო და ბოდბის ნინო წმინდა
გწყალობდეს მამა ძე და სულით წმინდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრარ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.

ვიცი, ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა,
რადგან შენშია ჩემი ლექსი - ჩემი ქონება,
მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა,
სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად.

შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.

სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,
მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.

მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.

და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თუ გამოგკითხეს, ჩემში რა და რატომ გიყვარდა,
თუ გამიხსენეს, ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები,
გიჯობს, საფლავში მომადევნო ავი სიტყვა და
სჯობს, თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.

გიჯობს, სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე,
საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს,
ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე,
თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსხურებს.

გიჯობს, სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით,
არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს...
სჯობს, გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიც
და ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.

თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო,
სჯობს, ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ორიოდ ცრემლი გადმოაგდე ლამაზ თვალთაგან,
როცა ჩემს სიკვდილს გაუწყებენ გლოვის ზარები,
როცა საწუთროს გაუმაძღარ ბინადართაგან
მიწისქვეშეთის უძღებებთან გავემგზავრები.

როცა ჩემს ლექსებს გადაავლებ მზერას წამიერ,
როცა შენს სულში წამით სევდა ამეტყველდება,
სჯობს, დამივიწყო! - რადგან შენი სული ამიერ
მე წამიერი სევდისთვისაც არ მემეტება.

სჯობს აღარაფრით აიმღვრიო ტკბილი ფიქრები,
აღარ მისდიო მოგონების გზას და ციცაბოს
და შავ მიწაში მეც რომ მიწად გარდავიქმნები,
სჯობს სიყვარულიც ჩემთან ერთად გარდაიცვალოს.

მე სამარეში თან ჩავიტან ჩვენს ლამაზ წარსულს
და მითქმა-მოთქმას სამუდამოდ დავუდებ სასრულს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რომ გაგინებენ, ამას, ჩემო, რად ვერ ეჩვევი,
ჭორი ხომ მუდამ სილამაზის იყო მხლებელი,
მშვენიერებას სამკაულად დააქვს ეჭვები
და ცის სილურჯეც ყვავს არ დარჩა ხელუხლებელი.

ვერა დაგაკლოს, ღირსეული თუკი დარჩები,
შენი სახელი ჭორმა მხოლოდ განადიადოს,
ჭიაღუასაც ხომ იზიდავს კვირტი ნარჩევი
და შენ კვირტი ხარ, სილამაზევ, საგანთიადო!

თუმც გიძლევია საფრთხეები ყმაწვილკაცური,
გიზეიმია ცდუნებებთან ომის მოგება,
შენი სახელი ამ ბრძოლებში წმინდად დაცული
მაინც სუსტია შავი შურის დასაოკებლად.

და ოდნავ რომ არ გიბღალავდეს სახელს სოფელი,
გულთა სამყარო დაგრჩებოდა განუყოფელი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება,
ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება,
შენთვის არავინ არ იშურებს ხარკის გაღებას.
ქება-დიდებას შენი მტერიც არ ერიდება.

გარეგან სახეს გარეგნულად აქებენ მხოლოდ,
ბევრ შენს მეხოტბეს გულში თურმე იჭვი სდებია,
და მაგ სახელის შარავანდედს ეღება ბოლო,
როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან.

ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა,
რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი,
არამზადები გიყურებენ ვითომ კეთილად,
შრომით იცვლება სურნელება მართლაც ნეტარი...

ვეღარ ახერხებ სულიც სახეს რომ დაამგვანო,
რადგან დაცურავ უნიჩბოდ და უიალქანოდ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მისი სახება დაგვრჩა წარსულ დღეთა სურათად,
როცა ყვაოდა სილამაზე ნამდვილ ვარდებად,
როცა სიყალბე ქვეყნად ლაღად არ დასცურავდა.
და არ იცოდნენ ცოცხალ სახის შეფერადება.

როს ლამაზმანებს, ამ ქვეყნიდან უკვე წასულებს
თმას არ აჭრიდნენ არც აშკარად, არც ნაპარავად,
მკვდარი დალალით არ მოსავდნენ ცოცხალ ასულებს
მათი ცოცხალი დალალების დასაფარავად.

მისი ხმა თითქოს იმ ნანატრი მხრიდან გაისმის,
უზადოა და ბუნებრივი მთელი არსებით,
სხვის ყვავილობას არ სესხულობს მისი მაისი
და არ ერთობა სილამაზის შელამაზებით.

მის სინატიფეს ყველაფრისგან იცავს ბუნება,
რომ აწმყომ ნახოს წარსულ დღეთა დიდებულება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ რად მოსწონს სამარცხვინო ცხოვრება თვისი,
ბიწიერებას ყურადღებას რისთვის სთავაზობს?
რატომ გახადა ცოდვა დიდი პატივის ღირსი,
რად უნდა იგი თავის თავით გაალამაზოს?

რატომ გასცვალა ხელოვნების უსულო ფერზე?
სახის ფერები სულჩადგმულნი და ნამდვილები?
ხელოვნურ ვარდებს სილამაზე რიღასთვის ეძებს,
რად ამჯობინა ცოცხალ ვარდებს ვარდის ჩრდილები?

რად უფრთხილდება თვით ბუნება იმის ცხოვრებას
და გაძარცვული თავის წესებს რატომღა არღვევს?
განა არა ჩანს თვით ბუნების გამათხოვრება,
როცა ვერ ათბობს სისხლის ჩქეფა გაყინულ ძარღვებს?

ჩანს, რომ ბუნება მას იმისთვის ინახავს დღემდე,
რათა გვაჩვენოს, ჯერ რა ჰქონდა - რა დარჩა შემდეგ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!

უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
და ძლიერება უძლურებას ემორჩილება;

და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;

დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1862 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ო, თუკი სპილენძს, ოკეანეს და დედამიწას
დრო ულმობელი სასაფლაოს კართან მოდენის,
სიკვდილისაგან სილამაზეს ვინღა დაიცავს,
დრო რას დააკლებს მისი ძალა,ვარდისოდენი.

ზაფხულის სუნთქვამ, უნაზესმა, ვით აიტანოს
მოიერიშე დღეთა მძლავრი ქარტეხილები,
როცა ინგრევა მიუწვდომელ კლდეთა პიტალო,
რკინის ჭიშკრები, ჟამის ხელით დატეხილები.

ფიქრო საზარო, სიტურფეა გადასარჩენი,
დროის მარგალიტს დროის რისხვა რად ემტერება,
ვინ შეაჩეროს ჟამის სრბოლა მძლავრი მარჯვენით,
ან ვინ აკრძალოს სილამაზის გაცამტვერება.

ვერვინ შესწყვიტოს სილამაზის გადაშენება,
მხოლოდ მელანი შეინახავს სატრფოს მშვენებას.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1231 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


DageloDebi
Tunda
Saukune....
Ogond
Vicode
Rom

D A B R U N D E B I

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1372 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს<
ვისი ცხოვრების გზა შვეულია<
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია .
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის
ვინც ამ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისა ცხოვრების გზაც მწუხარეა
ვისაც არასოდეს ეღიმება
სხვისი ღიმილი კი უხარია
ვისაც შეუძლია ატირება
მზით და სიკეთით მდიდარია
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1606 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გვიახლოვდება წელი ახალი,სტუმრად შეაღებს პლანეტის კარებს,
დე!მოჰყოლოდეს სრული მშვიდობა,გრძნობათ სიწრფელე და სიანკარე.
მოდის ,მოჰყვება ახალ იმედთა და ოცნებათა კორიანტელი,
გვინდა იმდენი ახალი მოყმე,რომ დაცვივდება ციდან ფანტელი.
იმდენი გოგო თვალებციმციმა,რამდენ ვარსკვლავსაც ზეცა გამოჰფენს ,
ატიტინდება მაშინ სამყარო, გავძლიერდებით მაშინ რაოდენ.
წვიმას რამდენი წვეთიც მოჰყვება,ახალი კერა იმდენი ენთოს ,
სულ წარმატება და სიხარული დე,ყოველ ქართველს წელს დაებედოს !!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1803 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვარდისთანა ფაქიზია სული შენი,
ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა,
სინაზე და სილამაზე უფლის ნებით,
მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.

უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა:
- ქალი ყველა ნაზიაო, თქვა.
სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება,
ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1345 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.
შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.
შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1291 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე,
სული სხეულზე ლამაზი მოგცა,
ანგელოზი ხარ ამ ქვეყნიერი
არ დაივიწყო ჯვარი და ლოცვა.
უფალმა მოგცა უმანკო სული,
მკერდში ჩაგიდო პატარა გული,
პატარა გული გაიზრდება და
შენც გაიზრდები და შენი სულიც.
მერე გახდები უფრო ლამაზი,
ცაზე ლამაზი,მზეზე ლამაზი..
ანგელოზი ხარ ამ ქვეყნიერი,
შენ გმერთმა შეგქმნა ასე ლამაზი."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1683 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,
ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,
იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!
თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,
შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,
ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!
მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი,
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო
მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1299 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 952 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო, აგიხსნა როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა.
გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ,
მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი.
ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის,
ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად:
"მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1702 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს. "
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 933 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთიანში სიცარიელე სიცარიელეში სივრცე სივრცეში ვარსკვლავები დღეს ვერაფერი გკითხე კითხვაში აზრი აზრში მიზანი შენში ღმერთია მიზანი ერთია ერთი გულია გულში სულია მიზანი რეალურია ის თვით სიყვარულია.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.

ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალს თუ ყოველ წუთში
არ უთხარი "მიყვარხარ",
გულში უნდობლობა შეუღებს კარებს;
ქალს მუდამ ოცნების ტაძარში მიყავხარ
და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს.
იას თუ ყოველ წუთას წყალი არ აპკურე,
დაჭკნება, დაკარგავს შნოსა და ლაზათს,
ქალსაც ყოველწუთში ღიმილი აჩუქე
და მის სულს, ფაქიზს ემთხვიე ნაზად.
ქალი მცველს დაეძებს ერთგულს და უძლეველს,
არ უნდა ალმასი, ძოწი და ლალი,
არ გთხოვს სამკაულს ძვირსა და უძლეველს
თვით სიყვარულია საუნჯე ქალის!!!!!!!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდისასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ "გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 915 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...



კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ლექსი ეძღვნება მანდილოსნებს იმედია მოგეწონებათ მანდილოსნებო და დააკომენტარებთ

მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...

ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში...

ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


***
შორს შეგამჩნიე თუ მომელანდე?!
ბინდი იყო და ვერ დაგინახე.
რატომ მინდოდა მოსვლა შენამდე?
ალბათ იმიტომ რომ მომენატრე


***
ქარს გავატანე შენთან ნაზი კოცნა, ალბათ გაუჭირდა ეხლა შენი პოვნა, სარკმლიდან ისმის შენი ხმა სანუკვარი, გამოდი მიიღე ჩემი საჩუქარი


***
ფიქრობ, რომ სიყვარული აღარ მოვა... გადაიღებს მარტოობის ჩუმი თოვა... დამიჯერე: შენთვის მალე სიყვარულის მზე ამოვა...


***
შენს სიახლოვეს გული რად ითხოვს? ან უშენობას რატომ განვიცდი? რატომ მიყვარხარ, რომ სემეკითხო ვერ გიპასუხებ, რადგან არ ვიცი...



***
ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში


***
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-26, 10:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024