♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 08


In the Land of Women

1 სთ 37 წთ

ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 18 მაისი 2006
რეჟისორი: ჯონ კესდანი
სტუდია: ქასლ როქ ინტერტეიმენტი, ანონიმუს კონტენტი, ნევერლენდ ფილმსი ინკ.
როლებში: კლარკ გრეგი, მეგ რაიანი, ელენა ანაია, ქრისტენ სთიუარტი, ოლიმპია დუკასისი, ადამ ბროდი, მაკნზი ვეგა, ერიკ აქსელი 


ფილმის მიმოხილვა

შეყვარებულთან ხმაურიანი განხეთქილების შემდეგ, ახალგაზრდა რომანტიკოსი დეტროიტის გარეუბანში გადადის პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად და ავადმყოფი ბებიის მოსავლელად. ბებიასთან მეზობლად შესახედავად სასიამოვნო ქალი ცხოვრობს, რომელსაც ორი ქალიშვილი ყავს და რომელიც მათთა სტუმრად ხშირად მოდის...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ სიბრალულის გრძნობა დაკარგე
ნეტავ გაგაჩნდა ადრე?!
შენ - სითამამეს გადააჭარბე
ადრე არ იყავ ასე.

სულ დამივიწყე, აღარ მკითხულობ,
არც გახსენდები ნეტა?
უყურადღებობამ და გულის ტანჯვამ
გადააჭარბა მეტად.

ნეტავ სინდისი სულ აღარ გქენჯნის.
რომ მიმატოვო ასე?!
დამნაშავედ კი გამომიყვანე,
ნეტავ ვიცოდე რაზე.

ალბათ დამწამე ცილი, რომ ვითომ
მოგწონებია მისი თვალები,
იმიტომ აღარ ჩანხარ ქუჩაში
რომ შენ მის გამო მე მემალები

შენ გაგიცვნია ლამაზი ბიჩი,
მოგწონებია მისი თვალები,
იმიტომ ახარ ჩანხარ ქუჩაში
რომ შენ მის გამო მე მემალები.


ალბათ გეგონა ვერ გავიგებდი,
არ მიამბობდნენ თქვენს ამბავს მალულს.
ალბათ გეგონა გაპატიებდი,
გააგრძელებდი სიყვარულს გარულს.

არა გსმენია თქვენზე ეშმაკი,
რომ დაიბადა ამქვეეყნად ქალი!
შენგან ბოდიშებს მე არ მივიხებ
მალე წაიხებს შენს სიტყვებს ქარი.

მე კი მეგონა ოდესღაც მაინც
შენთვის ვყოფილვარ პატივსაცემი
თურმე ფარულად მტერი ყოფილხარ
და ფარვით გულში ლახვარს მცემდი.

წადი ჩემგან შორს და არ ელოდო
რომ განმეორდეს ოდესღაც ჟამი.
იყავი წყეული ღმერთისგან მუდამ,
არ შეგიცოდებს არც ერთი წამით...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,
დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,
შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,
სული უკვე დეკემბერით გაივსო.

მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა,
თან მომდევდა შეურყვნელი ქარი,
აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა,
აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი.

დედამიწა შეიფოთლა ვერხვით
და ეს დილა გათენდება მკვდარი
შენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით,
ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი.

და ახალ ფეთქვას მოიტანს გული
ასი წლის შემდეგ
თეთრი ფიქრებით ნავსები სული
გეძებდა დღემდე.

და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე,
თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები,
გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე
და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...

ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნა
და ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვას
მე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდა
მოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას.

არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელში
და არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებს
მე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში,
როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს.

დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები,
შორით რომ ათბობდნენ ერთურთს,
მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედი
და დაემსგავსე თეთნულდს.

იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ,
ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე,
შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ რა სჯობს, სილამაზე გაჩუქოს განგებამ, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადო, თუნდაც ჩვეულებრივი გარეგნობით. ხშირად გაიგონებთ ქალბატონებისგან: ბედი მომეცი და სილამაზეს არ ვჩივიო. როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული განაცხადი არაა. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში წარმატებას მისაღწევად მარტო სილამაზე, მართლაც, არ კმარა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევაა აუცილებელი, მარცხმა არ უნდა შეგაშინოს და წარმატებამ არ უნდა გაგათამამოს, იღმბალიიცაა საჭირო. მოკლედ სხვადასხვა უნარის მთელი თაიგული გვჭირდება
თუმცა არსებობს ერთი თვისება, რომელიც წინსვალას უდავოდ განაპირობებს, მის მფლობელს ნებისმიერ წრეში წარმატებას უქადის და გამუდმებით, ყველგან და ყოველთვის სხვების ყურადღებით მოსავს. ამ თვისებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები არიან დაჯილდოებულნი; მხოლოდ ერთეულებს აქვთ ბედნიერება, მოიმკან იმის ნაყოფი, რასაც ზოგი ქარიზმას ეძახის, ზოგი - შარმს და ზოგიც � ხიბლს. საზოგადოებაში ასეთი ქალი უეცრად იპყრობს ყურადღებას და სიმპათიას, სხვაზე ლამაზი იქნებ არც არის, ჩვეულებრივია, მაგრამ მასში რაღაც შეუცნობელია - რითაც გამოირჩევა, რითაც ხიბლავს და რითაც ატყვევებს სხვას. მისი ნაზი ღიმილი, კეთილი გამოხედვა და ჰარმონიული მოძრაობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს გულგრილს ვერ ტოვებს. ქალების უმეტესობა მასთან დამეგობრებას ცდილობს, რომ უჩვეულო წარმატების საიდუმლო ამოიცნოს. 
გამოკითხვის შედეგად, დაახლოებით გ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-- რას წარმოადგენს დეპრესია და რა თავისებურებები ახასიათებს მას?

დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა. ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1583 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დეპრესია- გზა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებებისაკენ
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დეპრესიამ შეიძლება ხელი შეუწყოს გულის სასიკვდილო დაავადებების წარმოქმნას ქალებში.

მეცნიერები აკვირდებოდნენ 63 ათას ქალს 1992 წლიდან 2004 წლამდე. კვლევის დასაწყისში აბსოლუტურად ყველა ქალი ჯანმრთელი იყო, თუ არ ჩავთვლით დეპრესიის სერიოზულ სიმპტომებს ქალების 8 %-ში.

12 წლიანი დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დეპრესიით შეპყრობილი ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად კვდებოდნენ მოულოდნელი სიკვდილით, რისი მიზეზიც არათანაბარი გულისცემა იყო. მათში ასევე მაღალი იყო სიკვდილიანობის რისკი გულის სხვა დაავადებებისაგან.

სპეციალისტები თვლიან. რომ სტრესებისა და ნერვიულობისაგან ქალებს უვითარდებათ არითმია და იზრდება უცაბედი გულის გაჩერების რისკი.

ამას გარდა, დეპრესიაში ჩავარდნილი ქალები აბსოლუტურად არ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საბოლოოდ კი სერიოზული გულის დაავადებები გვიან სტადიებში დიაგნოსტირდება.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1445 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მამაკაცისათვის საჩუქრის შერჩევისას ქალს დიდი დაკვირვება მართებს. მაღაზიებში არჩევანი არც ისე დიდია: პორტმონე, ოდეკოლონი, საპარსი, საკინძი, ლითონის მათარა სპირტიანი სასმელებისთვის... და ზოგჯერ გულის სიღრმეში გიხარია კიდეც, რომ მამაკაცი სიგარეტს ეწევა, რადგან ეს საჩუქრის შერჩევას გიადვილებს: სხვა თუ ვერაფერი მოახერხე, სანთებელას ან პორტსიგარს აჩუქებ... მაგრამ დაანებებს კი მამაკაცი მოწევას თავს, როდესაც საჩუქრად "ზიპოს" ან "რონსონის" სანთებელას მიიღებს?!
განსაკუთრებით ძნელია საჩუქრის შერჩევა წარმატებული მამაკაცისთვის, რომელსაც ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი აქვს.

ტანსაცმლის ჩუქება სარისკოა - დანამდვილებით უნდა იცოდეთ სამოსის ზომა, დაუკვირდეთ საჩუქრის ადრესატის ჩაცმის სტილსა და ქცევის მანერას... დაწუნებულ საჩუქარს, ცხადია, გარდერობის შორეულ კუთხეში მიუჩენენ ბინას, ისეთი ნივთის ჩუქება კი, რომელსაც მზის სინათლის ხილვა არ უწერია, დამეთანხმებით, არცთუ ისე კარგი იდეაა. თუ საჩუქრის ადრესატი თქვენი შეფი ან კოლეგაა, მდგომარეობას ჰალსტუხი ან ქამარი გამოასწორებს. ჰალსტუხის ალალბედზე ჩუქებას არ გირჩევთ, სჯობია, ეს აქსესუარი იმ კოსტიუმს შეუხამოთ, რომელიც მის ტანზე ნახეთ. ასევე მიუდექით ქამრის შერჩევის საკითხსაც. თუ მამაკაცს ძალიან კარგად არ იცნობთ, არამც და არამც არ აჩუქოთ არასტანდარტული ნივ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1339 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

მიყვარხარ.

მაგრამ ჩუ...

ჩუ......

არა ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი ,
ამახამ გესტუმრები
თეთრი მხედარი,
თეთრი ვარდებით
სავსე ღამეს
გამატეხინებს,
ვიცი,
ამახამ გესტუმრება
ეს ჩემი სული
სული ნათელი
და ლექს იის ფერს
დამაწერინებს
მერე წავა და
რძის ფერ ნისლში
დაიკარგეა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ინფორმაცია ფილმზე:
ორიგინალური დასახელება: I Love You, Beth Cooper
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: კრის კოლამბუსი
როლებში: ჰაიდენ პანეტტიერი, ალან რაკი, სემ ლივაინი, სინტია სტივენსონი, ლოურენ ლონდონი, პოლ რუსტი, ანდრეა სევაჯი, ლოურენ სტორმი, ჯეკ კერპენტერი, შონ რობერტსი
აღწერა:
კოლეჯის ყველაზე ლამაზი გოგოს ბეტ კუპერის სიყვარულის გამო დატანჯული კლასის ყველაზე უიღბლო მოსწავლე მიდის უპრეცედნტო ნაბიჯზე, კოლეჯის დამთავრებასთან მიძრვნილ საზეიმო საღამოზე სიტყვის გამოსვლის დროს მან სახალხოდ გამოაცხადა რომ უყვარს ბეტ კუპერი. რამაც გამოიწვია მოულოდნელი შედეგები ორივესათვის.
გამომშვები: აშშ, კანადა, 1492 Pictures
ხანგრძლივობა: 01:41:53
გახმოვანება: სამოყვარულო (ერთხმიანი)
ფაილი:
ფორმატი: Avi XviD
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 810 kb/s, 624x336
აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Save the Last Dance 2

1 სთ 30 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, მუსიკალური პოსტერები
 გამოშვება: 10 ოქტომბერი 2006
რეჟისორი: დევიდ პეტრარკა
სტუდია: ემტივი ფილმსი
როლებში: კოლამბუს შორტი, იზაბელა მიკო, ჟაკლინ ბისეტი, ობრი დოლარი, თრე არმსთრონგი, მარია ბრუქსი 


ფილმის მიმოხილვა
გოგონა ჩიკაგოს გეტოდან სარა ბალერინობაზე ოცნებობს და ცეკვების პრესტიჟულ სკოლაში იწყებს სწავლას.. მას იმის დამტკიცება ევალება,რომ მას ბალეტის სამყაროში დიდი მომავალი აქვს.......



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1904 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მართალია? -ეკითხება გული
-არა! -პასუხობს ხმა.
-რატომ? -იმეორებს გული.
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას.
ცოტახანს სიჩუმე იყო და...
- მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სევდიანი წუთები

ნეტავ იმას ბედი ვისაც სწყალობს
სატანისგან საერთოდ არ წვალობს
გაწამებულ ცხოვრებისა გამო
თავის - თავის გაჩენას არ ნანობს.


*****

ზოგს სიხარული ახებინებს კალამსა ხელში
ზოგს რა თქმაუნდა ბოხმა სიმწარით მომდგარი ყელში
მეე? - მე რა მეთქმის არჩევანი ორშია ერთი
რადგან ამ ქვეყნად ჩემთვის ალბათ არ არის ხმერთი..

ოხ ბედო ჩემო
ბედო ტიალო ასე როდემდის უნდა მატიალო?!
ნეტავ შემეძლოს ბედის ბორბალი
ისევ ხელ ახლა დავატრიალო..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უყვართ ერთნი, ქორწინდებიან...

თუ დავუჯერებთ სტატისტიკურ მონაცემებს, 100 ქორწინებიდა, მხოლოდ 10 წყვილი ქორწინდება სიყვარულით. რატომ უყვარს მამაკაცს ერთი, მაგრამ ქორწინდება მეორეზე???
თანამედროვე ახალგაზრდობა ხუმრობს: ”ქორწინება არ არის ლატარია. ლატარიაში თქვენ გაქვთ შანსი...” ქორწინება ეტაპობრივად ხდება ურთიერთობის ”გადაშენებადი” სახეობა. მოდით შევეცადოთ და გავერკვიოთ:

მიზეზი 1. ქორწინება ლამაზ, ჭკვიან და მდიდარ ქალზე...
გახსოვთ: ”თუ გსურთ დაქორწინდეთ ლამაზ, ჭკვიან და მდიდარ ქალზე - მაშინ თქვენ მოგიწევთ დაქორწინება სამჯერ”.
მართლაც, მამაკცი რომელსაც სურს დაოჯახება, ყოველთვის იწყებს შსაბამისი ქალის შერჩევას, განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალიწინებით, რომელშიც უნდა ჯდებოდეს ქალი - როგორც ცოლი და როგორც დედა. ხშირად ხდება ისე, რომ ქალი რომლის მიმართაც მამაკაცი არ არის გულგრილი, ვერ ჯდება მის კრიტერიუმებში. გამოსავალი კი ერთია - ცოლად მოყავს სხვა...
სხვა რომელმაც გაამართლა მისი კრიტერიუმები. გრძნობები? სიყვარულით ხომ შეუძლიათ უყვარდეთ ნებისმიერი...

მიზეზი 2. იდეალის ძიებაში...
ძალიან ხშირად მამაკაცები, ასევე ქალები, განსაკუთრებით კი ისინი ვინც არიან აღზრდილი რომანტიულ ტრადიციებზე ან წიგნებზე, ეძე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"მე შენ მიყვარხარ” ეს სწორედ ის სიტყვებია, რაც ჩვენს გულს ყველაზე მეტად სიამოვნებს საყვარელი ადამიანისგან. ამ სიტყვების მნიშნველობა ყველა ქვეყანაში ერთნაირია ჟღერადობა კი სხვადასხვა. აი როგორ ჟღერს ეს სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.


ქართველური ენები: ა) მე შენ მიყვარხარ!;
ბ) მეგრული: მა სი მიორქ!;
გ) სვანური: მი სი მალატ!
აფხაზურად: სარა ბარა ბზია/სარა ბსბოიტ ბზია (მდედრ/მამრ.)
ავარულად (დაღესტანი): დიი მუნ იოტლულა
აზერბაიჯანული: მან სანი სევირამ
ალბანური: უნე დუა ტი
არაბული: ანა ბეჰიბაკ (მამაკაცს) /ანა ბეჰიბეკი
აფრიკული (სამხ. აფრიკის რესპ.): ეკ იზ ლიფ ჯოუ
ბელორუსული: Я цябе кахаю
ბულგარული: Обичам те
უნგრული: სერეტლეკ
ვიეტნამური: ემ იეუ ან’ / ან’ იეუ ემ (მამრ./მდედრ.)
ბერძნული: ეგო აგაპო (ფილო) სუ / S’agapo - ს აგაპო
გერმანული: Ich liebe dich (იჰ ლიბე დიჰ)
დანიური: იეგ ელკსერ დით
ესკიმოსები: ნა ლიგივაგეტ – Nag ligivaget
ესპანური: ტე ა მო (მიყვარხარ) / იო ტე კიერო - Yo te quiero - შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
ესპერანტო: მი ამას ვინ
ესტონური: მა არმასტან სინდ
თურქული: სენი სევი(ჯ)ორუმ/ ბენ სანა სევიორუმ
იაპონური: სკიდესს/აი სიტე იმასუ (Ai shite imasu)
ივრითი: ანი ოჰევეტ ოთხა (ქალი კაცს) /ანი ოჰევ ოთახ (კაცი ქალს)
ინგლისური: I love you - აი ლავ იუ
ინდური: ნენუ ნინუ პრემისტან ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2592 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

80.  შეგიძლია, შენი არსებით ატარო ყველაფერი ნათელი, რაც nika_wero | სრულად წაკითხვა >>


51. და შემდეგ კიდევ ძალა შეგრჩეს, რომ ჩემს nika_wero | სრულად წაკითხვა >>


26. შეგიძლია, აბაზანაში წყალზე მოტივტივე ვარდის ფურცლების ყურებით nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1.  შეგიძლია ისეთი სიყვარული, როგორიც დედამიწის ზურგზე ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 951 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1, მის დანახვაზე მოუსვენრობა გემართება და დალაგებული ტექსტი გერევა, იბნევი და არ იცი რა თქვა.


2, მის გარემოცვაში შენ იბნევი და ინაზები, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ხარ და მიგაჩნია რომ ეს ძველმოდური გრძნობა ”სიყვარული” შენ არ გემუქრება.


3, კითხვა ”ნეტა როგორ გამოვიყურები?” სულ თავში გიტრიალებს როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც კი როცა ერთად ხართ.


4, თვითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი და ბორძიკობ არ იცი როგორ უპასუხო, შემდეგ ძალის მოკრეფა გიწევს რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი? თუ ვერ.....”


5, სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობ თვითოეულ სიტყვაზე ”ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს? ”.


6, წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ მიხვიდე თუ მას დაელოდო, ჯერ მან შეგამჩნიოს, გამოიცეკვო? მერე არ იფიქროს რომ აეკიდე, და სხვა მამაკაცისკენ მიემართები.


7, მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა. შენ აანალიზებ: ”რათქმაუნდა ის არ იქნება მარტოხელა” შენ ეჭვიანობ და შენი ხასიათი მაშინვე ფუჭდება.


8, მასთან ს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1014 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიყვარს:

ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-იქნებ შემიყვარო ?!
-არა!

თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.

ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც ის არ უფიქრდება მარტოობის განცდას, აღარც არის მისგან შეწუხებული, მაგრამ ასეთი ადამიანები პირადად მე არ შემხვედრია. მარტოობის სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ, ხელოვანებს ვინაიდან მათთვის მარტოობა – თავისუფლებაა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები ისევე დაგეხმარებათ თქვენ (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ) როგორც მე, თავის დროზე.

1. უპირველეს ყოვლისა აღიარეთ თქვენი თავის წინაშე, რომ : "დიახ! ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ვარ! თავსაც ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობ. არ მომწონს ასეთი მდგომარეობა და მზად ვარ, რომ ცვლილებების გზას დავადგე და ვიცი, რომ მეყოფა ძალა და ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვევედრები უფალს, გულში არ ჩამიქრეს ნათელი და ჩირაღდნით ხელში არ მომიხდეს სიარული.
რ ა ბ ი ნ დ რ ა ნ ა თ თ ა გ ო რ ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.
მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
მ. გ ო რ კ ი

სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება.
მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე

სიყვარული გრძნობათა სარდალია.
რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 9129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლახან ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით: მამაკაცები არსებით გავლენას ახდენენ ქალის წონაზე. საქმე ისაა, რომ ქალის სხეულის მასა პირდაპირ კავშირშია მამაკაცთან მისი ურთიერთობის სტადიასთან.

გამოკვლევაში 3000 სხვადასხვა ასაკის ქალი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ ერთ მამაკაცთან რომანის პერიოდში ქალი 5 განსხვავებულ ფაზას გადის და თითოული ფაზა წონის მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდება.

I ფაზა – თაყვანისცემის პერიოდი. ამ დროს ქალი აქტიურად ხდება. მეცნიერები ამას სუფთა ფსიქოლოგიურ მომენტად თვლიან, ახალი ურთიერთობის დასაწყისში კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ცდილობს, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს და უნაკლოდ გამოიყურებოდეს.

II ფაზა – სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც რამდენიმე წელი გრძელდება. სასწორის ისარი უყოყმანოდ მიიწევს ზედა ნიშნულისკენ. ქალს არ სჭიორდება, გამუდმებით ფორმის სენარჩუნებაზე ფიქრი საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაპყრობად – მოსაპოვებელი მოპოვებულია.

III ფაზა - ქორწილი, დანიშნულ დღემდე რაღაც დროის მანძილზე ქალი ისევ ხდება, როგორ ჩანს, განცდებისა და მოლოდინის გამო.

IV ფაზა - დედობა. მშობიარობის დროს და ხანდახან შემდეგაც ქალებს წონის აკრეფა ახასიათებთ ალბათ იმიტომ, რომ მთელი ყურადღება ახალ ადამიანზეა მიჯაჭვული და საკუთარ თავისთვის საერთოდ არ სცა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 964 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნებისმიერ მანდილოსანს სურს იყოს ყველაზე ლამაზი, სასურველი და საინტერესო გარშემომყოფთათვის და განსაკუთრებით მამაკაცებისათვის. ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ 16 რჩევას, რომელთა საშუალებით მამაკაცებს მაგნიტივით მიიზიდავთ.

მზერა

თუ დავუკვირდებით ნებისმიერი გრძნობა მზერით იწყება, სწორედ ამიტომ მზერა გულის ამაჩუყებელი უნდა იყოს. სასურველი პარტნიორის შერჩევისას ნუ დაიბნევით, ვინაიდან ეს თქვენს მზერაზეც აისახება. ეცადეთ, რომ თქვენი მზერა იდუმალი, ხალისიანი და ქალური იყოს.

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ფეხსაცმლის ქუსლი, მით უფრო მაღალია ვნების გრადუსი. ეს მართლაც ასეა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელში ფეხი უფრო ლამაზი, დახვწილი და სექსუალურია. გარდა ამისა, ასეთ ფეხსაცმელში ფეხი ვიზუალურად უფრო გრძელი ჩანს. თუმცა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში არ იგულისხმება ე. წ. `ტანკეტკა~. ეს უკანასკნელი ძლიერი სქესის წარმომადგენლების უმეტესობას კატგირიულად არ მოსწონთ. `ტანკეტკას~ არა აქვს ის ორი უმნიშვენლოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს სექსუალურობას და მომხიბვლელობას. ესენია: გრაციოზულობა და დახვეწილობა.

სურნელი

რამდენი მამაკაციცაა, იმდენი მოსაზრება არსებობს. თუმცა, მამაკაცთა უმეტესობას არ მოსწონს ზედმეტად ტკბილი სუნამოები. გა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ადრე სასიყვარულო წერილებს უბრალო ქაღალდზე წერდნენ და შიკრიკს ატანდნენ,
დღეს მობილურისა და კომპიუტერის ერაში ყველაფერ ვირტუალურ სამყაროს ვანდობთ
თუკი გეჩვენებათ, რომ ძალზედ ბანალურია "me shen miyvarxar" -ს მესიჯად გაგზავნა
ბლოგის Twig & Thistle ავტორმა ერთერთმა გოგონამ ჯვარედინი ქარგვით დაწერა წერილი ვითომცდა უბრალო რვეულის ქაღალდზე



......




Hello dear, ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ჯესიკა ენნ სიმპსონი (Jessica Ann Simpson)
დაბადების თარიღი: 10 ივლისი 1980
დაბადების ადგილი: დალლასი, ტეხასი, აშშ
პროფესია: მსახიობი


ბიოგრაფია
ჯესიკა სიმფსონი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ აბილინში, ტეხასის შტატში. ბავშვობაში ის საეკლესიო გუნდში მღეროდა. 12 წლის ასაკში სიმფსონმა მონაწილეობა მიიღო მოსმენაში ახალი 'მიკი–მაუსის კლუბში' მონაწილეობისთვის, მაგრამ ის ვერ შეამჩნიეს. მოგვიანებით სიმფსონმა ხელშეკრულება დადო Columbia Records–თან. 1999 წელს ჯესიკა სიმფსონის სადებიუტ სინგლი გამოვიდა '«I Wanna Love You Forever». სიმღერას წარმატება ჰქონდა, და მესამე ადგილი დაიკავა რეიტინგში Billboard Hot 100. ამავე წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Sweet Kisses. ალბომის ამოსვლის შემდეგ სიმფსონი გაემგზავრა ბოი–ბენდთან 98 Degrees ერთად საგასტროლო ტურში. მოგვიანებით სიმფსონმა კიდევ ორი სინგლი გამოუშვა Where You Are» и «I Think I’m In Love With You». ამ ალბომების დახმარებით მისი სადებიუტო ალბომი ორმაგი სადებიუტო ალბომი გახდა. თუმცა კრისტინა აგილერას და ბრიტნი სპირსის სადებიუტო ალბომებთან შედარებით ჯესიკას ალბომი წარუმატებელი აღმოჩნდა. რეკორდ–კომპანიის მართველობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შემდეგი ალბომის წარმატების მოსაპოვებლად, აუცილებელია ჟღერადობა და სიმღერების სტილის შეცვლა და ასევე თვით ჯესიკას გარეგნობაც. შედ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა ინტერვიუში ზაკ ეფრონი აღნიშნავს, რომ ის არ აპირებს დაქორწინებას მინიმუმ 40 წლამდე.
20 წლის ვანესა კი უბრალოდ ამბობს რომ ახლო მომავალში არ აპირებს გათხოვებას.


ასე რომ იხილეთ უბრალოდ წამრატებული მიუზიკლის "Hight School Musical"- ის შეყვარებული წყვილი რეალში - ვანესა ჰაჯენსი და ზაკ ეფრონი


.............



... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გავრცელებული ჭორი რომ ვითომცდა 19 წლის კრისტენ სტიუარტი ორსულად იყო �ბინდი�-ს
თანამსახიობ რობერტ პეტინსონისგან (23 წლის)ოფიციალურად უარყოფილია!


როგორც ჟურნალი Life & Style:- იტყობინება ინტერვიუში კრისტენის ახალი ფილმის თანამსახიობებმა განაცხადეს რომ კრისტენი ამ ჭორზე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს რადგან ეს აბსოლუტურად უაზრობაა!
კრისტენი განაგრძობს როკ ჯგუფის The Runaways-ს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას ჯოან ჯეტის როლში.

ასევე იტყობინებიან რომ კრისტენი და რობი მართლაც ხვდებოდნენ ერთმანეთს ცოტა ხნით, მაგრამ �კრისტენი ჭკვიანი გოგოა და ხვდება რომ რობერტთან �პოპულარობის პიკზე� მყოფ ამ ოქროს ბიჭუნასთან რომანი ნამდვილი თვითგვემაა� . ასევე ამბობს ერთერთი მსახიობი რომ �კრისტენი და რობი დაშორდნენ მას შემდეგ რაც რობერტმა დაიწყო თავის ახალ ფილმში გადაღება ემილი დე რავინთან ერთად� - რომელიც ეხლადან დაშორდა ქმარს


------------- ძველი ჭორი -------------
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1867 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯასტინთან დაშორების შემდეგ მაილიმ განაახლა რომანტიული ურთიერთობა თავის ყოფილ შეყვარებულთან ნიკ ჯონასთან, რომელთანაც როგორც თვითონ ამბობდა დაშორების შემდეგაც მეგობრობდა (Nick Jonas)

მაილი, რომელიც 17 წლისაა და საკმაოდ მრავალფეროვანი სასიყვარულო ურთიერთობებბით შეუძლია დაიკვეხნოს ეხლა იღებენ ახალ ფილმში �The Last Song�, სადაც მისი მეწყვილეა ლიამ ჰემსერტი, რომელთანამ მრავალი სასუყვარულო სცენა აქვს (Liam Hemserth)

.....

ბევრისთვის საყვარელი წყვილი: მაიალი საირუსი და ჯასტინ გასტონი დაშორდნენ (Justin Gaston)
თინეიჯერი მომღერალი და წარმატებული მოდელი, საცვლების რეკლამიდან

......

< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Annalynne McCord & Kellan Lutz

კელან ლატსი და ანალინ მაკკორდი

კელანი ცნობილია ემეტის როლით ფილმიდან  Twilight 
კელანი და ანალინი ერთად მონაწილეობენ სერიალში 90210 - ბევერლი ჰილზი - ახალი თაობა 

ანალინის დამტკიცებას ფიქრობდნენ  Twilight  -ის ფილმის მეორე ნაწილში New Moon - ჰეიდის როლზე..

კელანი შეგიძლიათ იხილოთ ჰილარი დაფის კლიპში With love
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტუჩები და თქვენი ხასიათი... 

ზედა ტუჩი დიდია ქვედაზე - ემოციურად არასტაბილური, გადაჭარბებულად თავდაჯერებული, დარწმუნებული იმაში, რომ ის უკეთესია გარშემომყოფებზე.

ქვედა ტუჩი ოდნავ წინ არის წამოწეული - დამახასიათებელია ეგოისტი ადამიანებისთვის, რომლებიც იშვიათად არიან ბედნიერი თავისი ცხოვრებით.

ტუჩები �გულის� ფორმით - ესეთი ადამიანები არიან აქტიურები, ფანტაზიებით აღსავსე, მათ შეუძლიათ სირთულეების სწრაფად დაძლევა. ახასიათებთ ასევე მსუბუქი აზროვნებაც, უყვართ ხუმრობა.

თხელი ტუჩები - მეტყველებენ ადამიანის ჩაკეტილ ბუნებაზე, სიჯიუტეზე და ეჭვიან ხასიათზე. თუმცა ასეთი ადამიანის ნდობის მოპოვების შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ მისი იმედი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თეას დედა ლია ამ ბოლო დროს თავს შეულოდ გრძნობდა, მას ექიმებმა, რომ კიბოთი იყო დაავადებული დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მისი სიკვდილის მოახლოებასშვილებიც და მეუღლეც გრძნობდნენ და ძალიან განიცდიდნენ, მთ ხომ ის ძალიან უყვარდათ და არუნდოდათ მისი დაკარგვა, ლია ჯერ ხომ მხოლოდ 37 წლის იყო. იგი ამავე ასაკში დაიღუპა, 9 თებერვალს, მისი დაღუპვა ოჯახისთვისძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. განსაკუთრებით პატარა თორნიკესთვის, მას ხომ დედა ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩივნა. იგი მამას ეუბნებოდა:

-დედა მენატრება, ძალიან მენათრება!
-ვიცი, ჩემო პატარავ, მეც მენატრება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ძალიან გაგვიჭირდება...
-ჰო ძალიან...
-მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ცხოვრება განვაგრძოთ, დედა კი ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებსო, -ეუბნებოდათორნიკეს თვალცრემლიანი მამა. 
წლები გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, მამას თავიდან უჭირდა მათი მარტო გაზრდა.
თეა მესამე კურსზე იყო, ერთ-ერთი სტუდენტი რომ შეუყვარდა, მას ბაჩო ერქვა. ის იმ უმარლეს სასწავლებელში სწავლობდა, სადაცთეა იყო, მაგრამ ბაჩოს თეა სრულებითაც არ აინერესებდა, რადგან მას ნათია უყვარდა, თეას საუკეთესო დაქალი.ნათიას კი ბაჩო არაინტერესებდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან არ იყო. ის ადამინს ქონებით აფასებდა, რადგან ბავშვობიდან ფუფუნებაშ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 985 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი - მერსედესით დადის და
ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს,

დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2469 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა?
მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია…

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 967 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

                              
კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 989 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია. 

* * *

2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.

* * *

3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.

* * *

4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.

* * *

5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

* * *

6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.

* * *

7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.

* * *
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.

* * *

9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.

* * *

10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)

* * *

11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.

* * *
12.ეთამაშეთ მის თმას.

* * *

13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.

* * *

14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.

* * *

15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.

* * *

16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.

* * *

17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.

* * *

18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.

* * *

19.თუ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1486 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.

და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს....
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი).
ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,

რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი,
და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები,
ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდით
მთავარს.
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს.
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!

ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!

ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!

ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!

მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!

(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)

დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემაფარდე
ყველა შენ საყვარელს

შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ "ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში

გსუნთქავ სიბილა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-03-29, 12:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024