3 თებერვალში 2010 - LoVsTory
♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 3


Virgin Territory

1 სთ 37 წთ
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 12 დეკემბერი 2007
რეჟისორი: დევიდ ლელენდი
სტუდია: ინჯინიას მედია, ზეფირ ფილმსი ლტდ., დინო დე ლაურენტის სინემატოგრაფი, კარტაგო ფილმსი, რედ ლაიონ პროდაქშენსი
როლებში: ტიმ როტი, ჰეიდენ კრისტენსენი, მიშა ბარტონი, კრისტოფერ იგანი, რაიან ქართრაითი, ქრეიგ პარკინსონი, სიმონა სპინაცე, ჯეი ვილერსი, დიეგო გუერა, რუფო რიკარდო 


ფილმის მიმოხილვა
ხულიგნური გამოხტომები და ნაზი სასიყვარულო ისტორიები, ცოდვა და უმანკობა, ცბიერება და მგრძნობიარება, შესანიშნავი პეიზაჟები და რომის, ფლორენციის და ტოსკანას პალაცო, ლამაზი სახეები და მდიდრული კოსტუმრბი – ირონიულ და პიკანტურ ნეველებში მარადიული "დეკამერონის ტრადიციებში. როგორც შვიდი საუკუნის წინ, ძველებურ ბოკაჩოს დროს, ახალგაზრდა სხეულები და სულები, ერთმანეთს სილამაზის და ვნების ექსტაზში შეერწყმევიან და დაამარცხებენ დაუნდობელ ჭირს და უმღერიან სიცოცხლის სიხარულის და სიყვარულის ჰიმნს.


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალს არა- პირველი, არამედ მეექვსე შეხვედრით უყვარდება. პირველი შეხედვით ქალი მამაკაცის ჭკუის ხარისხს და თვალების ფერს განსაზღვრავს, მეორედ- სამოსს აკვირდება, მესამედ- ვარცხნილობის შეფასებას იწყებს, მეოთხედ- ხელების, მეხუთედ- ფეხსაცმლის, მეექვსედ- თავშეკავების უნარის. ყველაფერ ამაზე 45 წამი მიდის. ამ პერიოდის განმავლობაში ქალი გადაწყვეტილებას იღებს, ეს მამაკაცი შეეფერება თუ არა....
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ი ნ გ ლ ი ს ე ლ ი-სიყვარული ნაზი ჭურჭელია და მის შესანახად საჭიროა ოქროს ჭურჭელი :)
ფ რ ა ნ გ ი-სიყვარული მცენარეა რომელსაც მხიარული ხასიათი ზრდის :)
ი ტ ა ლ ი ე ლ ი-სიყვარულს მხოლოდ სილამაზე ახანგრძლივებს :)
გ ე რ მ ა ნ ე ლ ი-სიყვარული მხოლოდ სულიერი მეგობრობის დროს ყვავის :)
ე ს პ ა ნ ე ლ ი-სიყვარულს მხოლოდ კოცნა ასულდგმულებს:)
რ უ ს ი-სიყვარული?ჩუ,ჩუ თორემ ამითაც დაზიანდება :)
ქ ა რ თ ვ ე ლ ი ს თ ვ ი ს - მინდოდა მეკითხა მაგრამ გაწითლდა და მითხრა სიყვარულზე ლაპარაკს ჩვეული არ ვარო :)
კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 588 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ
როცა საკუთარ თავს არწმუნებ რო შენ ის არ გიყვრას სწორედ მაშინ ხარ შეყვარებული
სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო
სიყვარულია-თანხმობა დაბერდეთ ერთად
სიტყვა "სიყვარულს" წარსული ფორმა არა აქვს
სიყვარული ჰგავს ხეს,იგი თავისუფლად იზრდება ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიაც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს
სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს.თავიდან ეიფორია,სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება.ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს,მაინც გჯერა,რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია,განზე გადგე.საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათი ივიწყებ.მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები.და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ,ორი წუთით კი ივიწყებ.თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს,იმასვე შეიგრძნობ,რასაც ნარკომანი,წამალს რომ წაართმევენ.ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით,რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია,იქურდოს,მოკლას,თავი დაიმციროს,შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 552 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული აჩრდილივითაა მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს იგი
სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა
სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება კი შეუძლებელი
სიყვარული ვარდივითაა ზამთარში, მხოლოდ ძლიერი გადარჩება
რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,<... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1392 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.
ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გუ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 443 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 234 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენმა თვალებმა მომხიბლეს,
სიცილიც მეტად გშვენის.
ჩემო ლამაზო გოგონავ
მითხარი მე რა მელის ?

წუხელის სიზმარში გნახე,
ვარდებს გაწვდიდი ხელში
მითხარი ჩემო გოგონავ
ჩემს მეტს ხომ არვის ეტრფი ?

რომ გნახე იყავ მდუმარი,
დახონებული მეტად.
არ მიღალატო ძვირფასო
და არ დამტოვო კენტად.

შენმა თვალებმა მომხიბლეს
და გაბუტულმა ბაგემ
მომდურავი ვარ რადგანაც
გული შენ დამიდაღე.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები,
ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,
და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.
ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან გეფერებოდა,
და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...
თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.
შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.
თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი,
- ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.
გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს,
დაღლილს, და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი - ლაღი.
არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...
რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 369 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ არის ცნობილი ფილმის თვაილაითის საუნდტრეკები!!!! ძალიან მაგარია გადაწერეთ! თხოვნა იყოო

გადმოწერა
კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა გაკოცო გაბუტულ ტუჩზე,
განატრებინო წამის მარადი.
აგიყოლიო და ტრფობის ზხურბლზე,
ნაბიჯი გადავდგათ მეტად ნანატრი.


ოცნების ზღვაში მინდა შევცურო,
თუნდ სიყვარულის ტალღამ დამახრჩოს.
და მხოლოდ შენთვის ჩემო მეგზურო,
მე მივეყრდნობი ტრფობის ხარაჩოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 258 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



*ნუ შეუშინდები სირთულეებს.მათთან ბრძოლა ხომ გვაძლიერებს.
*ურთიერთობისას ზღვარი იცოდე,თავს ნურავის მოაბეზრებ,თორემ შემდეგ ყველა მოგერიდება.
*ნუ გეშინია საკუთარი ღირსებების წარმოჩენის.
*იყავი ზრდილობიანი და ეტიკეტის ელემენტარული ნორმები დაიცავი,მისალმებისას აუცილებლად გაიღიმე.
*მოერიდე ყალბ მანერებსა და ჟესტებს.ეს ადვილი შესამჩნევია და სასაცილო ან გამაღიზიანებელი გარშემომყოფთათვის.
*ყოფილ შეყვარებულზე არ თქვა ცუდი.
*არასდროს არავინ არ დაამცირო,ამის უფლება არ გაქვს,თორემ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე შენზე ძლიერი და არა მგონია მოგეწონოს,თუ დაგამცირებს.
*გამოხატე ემოცია.გიხარია?ხმამაღლა იცინე;გეტირება?იტირე,მაგრამ სპექტაკლსაც ნუ დადგამ.
*ტყუილად არავის არაფერს შეპირდე,თორემ ნდობას დაკარგავ,მისი დაბრუნება კი ძალიან რთულია.
*ნუ იქნები შურიანი,დატკბი იმით,რაც გაქვს.შური ყველაზე მეტად აბოროტებს ადამიანს და მასში აგრესიას აღვივებს.
*ნუ გაცხარდები,თუ აღმოაჩენ,რომ ვიღაცას მოსწონხარ.ფული ხომ არ ხარ ყველას უყვარდე.
*დააფასე დრო,ნუ გაფლანგავ მას უაზროდ,გამოყენე ისმაქსიმალურად,თანაც დაკავებული გოგონები გაცილებით მიმზიდველები არიან ბიჭებისათვის :)
*უბრალოდ გიყვარდეს,როცა გოგონას უყვარს...ამ დროს ძალიან ლამაზი,მომხიბვლელი,ოდნავ დაბნეული,მაგრამ ძალიან საყვარელია :)... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 581 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რა არის სიყვარული შენთვის? რამხელა ადგილი უკავია ამ გრძნობას შენ სამყაროში ?
სიყვარული ,ნელი კოცნაა,გრძნობით კოცნა ...
ღირს ლოდინი ...
სიყვარული არის ჩანჩქერი ,რომელსაც ცრელები ცვივა და ცვივა ...
სიყვარული არის ღიმილი ,მორჩილი ვნება...
სიყვარული არის ყვავილი, რომელიც არასდროს ჭკნება ...
სიყვარული არის ანდაზა ,სრულყოფილი ფრაზა ,რომელსაც აქვს სადღესასწაულო გამოყენება ...
სიყვარული არის შენი საკუთარი სახელი ,რომელსაც გეძახის შენი სიყვარული ...
სიყვარული არის მშვიდობის ერთადერთი ყველაზე ლამაზი გზა ...
სიყვარული ბრმაა ,ყრუა , მას სიტყვები არ ჭირდება ... სიყვარული მუნჯია ...
სიყვარული არის შენთან ,მარცხნივ , დიახ მარჯვნივ შენს გულში და თუ იგი ნამდვილია არასოდეს დაგტოვებს...
სიყვარულს შეუძლია დროის შეჩერება ... და არა "მანქანის" :) ...
სიყვარული არ არის სამყარო, მაგრამ სამყარო სიყვარულია ...
სიყვარული არის ანგელოზი, რომელიც გკოცნის თავხედურად...
სიყვარული არის სამუდმოდ ... 
ეს სიტყვები ნათარგმნია ინგლისურიდან , ახლა ნაწილს შემოგთავაზებთ ინგლისურ ენაზე რადგან უფრო ლამაზად ჟღერს..
Love is everything and all things.
Love is telling a person if you have to leave, you will let them sleep, and being told they would rather be woken.
It's tenderness.
Love is waking up to find the subject of the dream you were having asleep on your shoulder.
It's where fantasy meets reality.
Love i... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 516 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თამბაქოს წევა

თამბაქოს წევა საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა. თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები:
• კარიესი - თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;
• კბილების გაყვითლება;
• სტომატიტი;
• სასუნთქი გზების დაავადებები - ქრონიკული ბრონქიტი.
• ფილტვის კიბო - მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია;
• ავთვისებიანი სიმსივნე - შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
• მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი.
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, - პასიური მწეველი ეწოდება. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე,... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 329 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შეხედულებებისა და მიღებული ინფორმაციის ემოციური გაცვლა, ყვირილი და ჩხუბი ყოველთვის როდის ნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის უთანხმოება წარმოიშვა! უფრო ხშირად ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული წყვილები ჩხუბობენ, თუმცა ჩხუბსაც გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ - ჩხუბი კატასტროფა არ არის! სრული ჰარმონია და აბსოლუტური სიმშვიდე მხოლოდ სენტიმენტალურ რომანებში არსებობს, კონფლიქტებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს ემოციების გარეშე.

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ პატარ-პატარა ჩხუბები განმუხტავს დაძაბულ ატმოსფეროს და ურთიერთობას აჯანსაღებს. თუმცა ჩხუბის დროს აუცილებელია, პრეტენზია ორივე მხარემ გარკვევით და ნათლად გამოთქვას, ყოველგვარი ბოღმისა და ღვარძლის გარეშე.

მოერიდეთ ზედმეტ ემოციებს, უხეშ გამოთქმებს, ერთმანეთის შეურაცხყოფას. არასოდეს თქვათ ისეთი რამ, რაც მერე შერიგებაში შეგიშლით ხელს და რის პატიებაც თვითონვე გაგიჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ჩხუბი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმასაც.

გახსოვდეთ: ხუმრობით, ღიმილით ნათქვამი ფრაზა უკვე აღარაა ისეთი მწვავე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.
ისწავლეთ სერიოზული პრობლემების წვრილმანი უსიამოვნებებისგან გამორჩევა. რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ იუმორის გრძნობა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 224 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნევროზი და დეპრესია ჩვენი მოსახლეობის ორი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ფსიქოლოგები მათ გახშირებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონით, აგვისტოს მოვლენებით და ყოფითი პრობლემებით ხსნიან.

მედიკოსთა აზრით, ნევროზი განსაკუთრებით ზამთრობით მწვავდება, რასაც მზის ნაკლებობა და არაკომფორტული გარემო იწვევს. ნევროზი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან დიფერენცირება.

ლია ლეკვეიშვილი, ნევროლოგი:
- ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა. სამწუხაროდ, ნევროზული მოშლილობა ბოლო ხანს ჩვენში საკმაოდ გახშირდა. ხშირია მისი გამწვავების შემთხვევებიც, რადგან ნევროზით დაავადებულები იშვიათად მიმართავვენ ექიმს, ცდილობენ, პრობლემას თვითონვე გაუმკლავდნენ, რასაც შედეგი ყოველთვის არ მოაქვს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ნევროზს?
- გაღიზიანება, შფოთვა, უგუნებობა, უძილობა. ადამიანი ხშირად სიცოცხლის ხალისსაც კი კარგავს. უმნიშვნელო მიზეზიც კი საკმარისია, რომ აღელდნენ, ატირდნენ და შესაძლოა, ისტერიკაც კი დაემართოთ,... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 476 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი...
როცა მივდიოდი,ზუ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 362 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული - მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

***
ქრისტეს რჯულ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 322 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტრილს.
ასე გაივლის წამება,ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი,მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები,ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც,
მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას
და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა...
ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება,
გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე,
მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას...
ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი,
დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს,
იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის,
ის ჩემს გულში მარად დარჩება!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი...
მე მხოლოდ ერთი მიზიდავს
ეს სიყვარული მიზიდავს შენში!
შენსკენ მომათრევს ასე ეულად,
შენზე მაბოდებს გადარეულად!
ამ სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა..
წერა მინდება-ხელი მიხმება ,
ტვინი მეფსობა,თვალს მიბნელდება..
დაე მექყება ოცნება შენზე
მინდა სიტყვა ვთქვა,მაგრამ ვერ ვამბობ..
სიტყვას მოჰყვება შენი სახელი...
მინდა დავწერო,მაგრამ ვერა ვწერ,
თვალთ მიბნელდება და მელანდება,
ტირილი მინდა ,მაგრამ ვერ ვტირი
თვალის გუგაზე მაშრება ცრემლი..
თვალი, რომელიც შენს ნახვა ელის
ასე ეულად გადარეული...
მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი
მე მხოლოდ ერთი იზიდავს
და ეს ერთია-ეს სიყვარული!.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 283 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექსის წერას რა სჭირდება?
კალამი და ფურცელი
სამი ჭიქა შავი ღვინო
ხინკლით სავსე მუცელი.

ერთი რბილი სავარძელი
წინ ლამაზი ქუჩები,
ხალიჩაზე დაწოლილი
ქერა ქალის ტუჩები.

არ მჭირდება სხვა მუზა
მხოლოდ სუფთა ფიქრები
მერე ნახეთ სუყველამ
რა პოეტიც ვიქნები.


*****

როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ
გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია
და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ
იფიქრო ის რომ მე ვარ მესია
ეს ყველაფერი თავისით მოდის
თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის
კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება
და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება

შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ
ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს
მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია
რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია
ვერ გეტყვი ამდენს პირადად ვიცი
გამბედაობა არ მყოფნის თითქოს
აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი
რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს
არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს
თითქოს ვუგზავნი... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 310 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........
აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც
მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა
ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა.........
არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი
მონატრების გარდა.
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით
განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ
ზაფხულს............
ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ
იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან,
ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო
შენთან ერთად ვნების მორევში..............
როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა
დარდი და მწუხარება...........
მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი
სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის
მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა.......
მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება.............
ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი
წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ
ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 449 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნისლით დაბურულ საუკუნეში მივიკვლევ გზას. ყოველწლიურად 365 მზეს 365 მთვარე ცვლის, მე კი მივდივარ და მაინც ვერ გამიგნია გზა. დედამიწა ხომ მრგვალია, და მეც წრეზე დავდივარ, ალბათ. მომქანცა ამ ნაცრისფერმა მტვრიანმა მარადისობამ. ამ ბოლო ხანს ბევრს ვეწევი, ნაკლებს ვკითხულობ... მაგრამ, ძალიან ბევრს ვბორიალებ ჩემი გონების ლურჯ კუნჭულებში, ჰოდა ასე ჩემს ცნობიერებაში ხეტიალით ვხარჯავ დროს, რომელიც მარადიულია და მაინც არ იხარჯება. როცა მოვკვდები მაშინაც ვიფიქრებ, ვიფიქრებ და ასე გავიყვან დროს, რომელიც არ გავა, იმიტომ, რომ დედამიწასავით ისიც მრგვალია. მეცნიერები ღერძს რომ უწოდებენ, აი, იმის გარშემო დაგორავენ ორთავე, დედამიწაცა და დრო-ჟამიც.

მეც ჩემი ღერძი მაქვს და მის ირგვლივ დავლასლასებ, ხან რომელ აზრს ავეტუზები და ხანაც, რომელს.

ერთხელაც მძიმედ ჩამოჰკრავს საათის პენდელი, მე ვფიქრობ მარჯვნიდან მარცხნივ, და ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა გაალღობს გაყინულ ჰაერს. მერე გულხელს დამიკრეფენ, ჩამდებენ შავ კუბოში, კუბოს საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დაატრიალებენ, სამჯერვე მიარტყამენ კარის ჩარჩოს (ჩვენში ასე იციან) და სასაფლაოზე წამიღებენ... და ამით რაღაც დამთავრდება.
ზამთრობით კვლავაც ჩამოთოვს ხოლმე, ალბათ, თბილისში. უბნის ბავშვებიც იგუნდავებენ

ოდესმე ის პოლიტიკური პარტიაც დამარცხდება არჩევნებში, რომლის წევრიც მე ვარ და ქვეყანაშიც ახალ პარლამენტს აირჩევენ. ცაც უწინდ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პალესტინაში, ერთ მონასტერში
მოღვაწეობდა ზოსიმე ღირსი,
სიყრმიდან იგი იქ გაიზარდა,
სახელი ბევრმა იცოდა მისი.

ორმოცდაცამეტ წლისას, მაცდურად,
გაუჩნდა ფიქრი, გულში ქებული:
?მოიძებნება კი უდაბნოში,
კაცი თვით ჩემზე აღმატებული??

გამოეცხადა ღვთის ანგელოზი,
ვითარცა ასე განიზრახავდა,
უთხრა თუმც კარგად მოსაგრეობდა,
მასზე უკეთესს მაინც ნახავდა.

დატოვა თავის მყუდრო სავანე
და ანგელოზი გზაში თან ახლდა.
იორდანესთან, ძველ მონასტერში,
მოღვაწე ბერთა შორის დასახლდა.

დაიწყებოდა როცა დიდმარხვა
და საკუთარი სულების შველა,
მონასტერს ჰქონდა ასეთი წესი:
ქრისტეს სისხლს და ხორცს იხმევდა ყველა.

მერე შენდობას სთხოვდნენ ერთმანეთს,
ფსალმუნთგალობით რეკავდნენ ზარებს,
იორდანეზე გადასვლისათვის
აღებდნენ წმინდა მონასტრის კარებს.

ერთურთის ღვაწლი რომ არ ენახათ
იფანტებოდნენ სხვადასხვა მხარეს,
მცირედი საზრდო ზოგს არც მიჰქონდა,
იტანდნენ სიცხეს, ხორშაკს და ქარებს.

მამა ზოსიმეც, იქ, უდაბნოში,
მარტო გავიდა სულის ხსნისათვის,
იმედი ჰქოდნა ჰპოვებდა წმინდანს,
ვინც ლოცულობდა მშვიდობისათვის.

ოცი დღის ნავალს, მეექვსე ჟამზე,
ლოცვისას გულში რაღაც ენიშნა,
მარჯვენა მხარეს მიიხედა და
ადამიანის მსგავსი შენიშნა.... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ბრიტანი ანა მერფი (Brittany Anne Murphy)
დაბადების თარიღი: 10 ნოემბერი 1977
დაბადების ადგილი: ედისონი ნიუ ჯერსი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი


ბიოგრაფია

A petite attractive performer with large expressive eyes, energetic and versatile actress Brittany Murphy shot to stardom as Tai, the fashion-challenged brunette transfer student whom Alicia Silverstone's Cher takes under her wing, in the hit comedy 'Clueless' (1995). The New Jersey native was already an established veteran, though, having begun her performing career at age two. Murphy was singing and dancing as the lead in a regional production of 'Really Rosie' at age nine and had relocated to L.A. by age 13. After making her primetime TV debut as the sister of Joe Regalbuto's Frank Fontana on a 1991 episode of CBS' 'Murphy Brown', the rising talent landed the role of Dabney Coleman's daughter on the short-lived Fox sitcom 'Drexel's Class' (1991-92). She quickly rebounded as Perry King's daughter who is jealous of her new stepsister in the spin-off sitcom 'Almost Home' (ABC, 1993), although the show only lasted 13 episodes. Murphy lent her persona to the recurring role of Sarah, a fri... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 547 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: შერონ ვონ სტოუნი (Sharon Vonne Stone)
დაბადების თარიღი: 10 მარტი 1958
დაბადების ადგილი: მიდვილი,პენსილვანია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჟისიორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.74 მ
მეუღლე: Phil Bronstein
George Englund Jr. (განქორწინება)
Michael Greenburg (განქორწინება)


ბიოგრაფია

შერონ სტოუნი დაიბადა 10 მარტს 1958 წელს ქალაქ მიდვილში, პენსილვანიის შტატში. მეორე ბავშვი იყო მრავალშვილიან ინსტრუმენტალი–ხელოსნის ოჯახში. ბავშვობიდან განსხვავდებოდა თანატოლებისგან; ინტელექტუალური ტესტის მიხედვით მას მაჩვენებელი ჰქონდა 154, როგორც ალბერტ ეინშტეინს. სკოლაში მან ხუთი წლის ასაკში წავიდა, თან მეოე კლასში. უყვარდა ხელოვნება და განსაკუთრებით კინო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მისი ნიჭის კოეფიციენტი ნულს უდრის, და ზუსტად ამიტომ დაისახა წინ ამოცანა – ნებისმიერ ფასად ჰოლივუდში მოხვდეს.
ეკრანზე მოხვედრა მან სილამაზის კონკურსების და სამოდელო სააგენტოების გზის გავლით მოახერხა. ერთხელაც სტოუნი შემთხვევით აღოჩნდა კაფეში, სადაც გოგონების ამორჩევა მიდიოდა ვუდი ალენის ფილმის 'Stardust Memories' ეპიზოდისთვის და მან გაიგონა სიტყვები: 'თქვენ კი მესტერ ალენი გთხოვთ დარჩენას'.
ამის მერე როლების ნაკლებობას არ განიცდიდა, თმცა, ყველა არავასკვლავური. მხოლო... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 784 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: პოლ უილიამ უოქერი (Paul William Walker)
დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი 1973
დაბადების ადგილი: გლენდეილი კალიფორნია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი


ბიოგრაფია
პოლ უოკერი დაიბადა 12 სექტემბერს 1973 წელს გლენდეილში, კალიფორნიაში, აშშ. სრული სახელი – პოლ უილიამს უოკერია. პოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში 'Pampers' სატელევიზიო რეკლამიდან. ცოტა ხანში, მან გააგრძელა გადაღებები სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებში და სარეკლამო რგოლებში. თავისი პირველი როლი კინოში უოკერმა ცამეტი წლის ასაკში შეასრულა. შემდეგ მოყვა სხვადასვა როლები, როგორც კინოში ასევე სატელევიზიო სერიალებში. სამსახიობო სამუშაოს გარდა, პოლი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით და მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა შეჯიბრებში.
მან 1991 წელს საშალო სკოლა დაასრულა და გადაწყვიტა ზღვის ბიოლოგიის შესწავლა. მან კალიფორნიის კოლეჯში ჩააბარა. თუმცა მასში მსახიობმა გაიმარჯვა და 1994 წელს უოკერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში 'Tammy and the T-Rex', მაშინ ჯერ კიდევ უცნობ დენიზ რიჩარდსთან ერთად.
ახალგაზრდა მსახიობის მომდევნო ნამუშევარი გახდა როლი 1998 წლის ფილმში "გაიცანით დიდლები". ამავე წელს მსახიობი მიიღებს თავის მომდევნო როლს ფილმში "პლეზანტვილი" ეს როლი მსახიობს ცნობილებას მოუტანს და მისი ნამუშევრების სია აივსება ნელნელა პოპულარ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ორლანდო ჯონატან ბლენხარდ ბლუმი (Orlando Jonathan Blanchard Bloom)
დაბადების თარიღი: 13 იანვარი 1977
დაბადების ადგილი: ქენტერბერი,ქენტ,ინგლისი
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი


ბიოგრაფია

ორნალდო ჯონოტან ბლენხარდ ბლუმი დაიბადა ინგლისში ქალაქ კენტერბერიში 13 იანვარს 1977 წელს. 16 წლისას ორნალდო ბლუმი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ორი წლის განმავლობაში წარმატებულად გამოდის ნაციონალურ ახალგაზრდულ თეატრში. ის მიაღწევს იმასაც, რომ მას სტიპენდიას დაუნიშნავენ სამსახიობო ხელოვნების ბრიტანეთის ამერიკულ აკადემიაში სწავლისთვის. როლის შემდეგ სპექტაკლში 'ვენის ტყეებში გასერინება' , რომელიც აკადემიის დასრულების დროს შეასრულა, ორნალდო ბლუმი მიიღებს პატარა როლს ბრაიან გილბერტის ფილმში «Wilde», რომელიც კინოგაქირავებში 1997 წელს გამოვიდა და კრიტიკოსებმა ის მიწასთან გაასწორეს. ამ ეპიზოდურმა როლმა საფუძველი დაუდო მის კარიერას კინოში. მას საკუთარი აგენტი გაუჩნდა, რომლის დახმარებით 1999 წელს ორნალდო ბლუმმა მიიღო ერთერთი მთავარი როლი პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში 'ბეჭედთა მბრძანებელი', რომელმაც ის კინოეკრანის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ. მანამ კი ბლუმი სასწავლებლად ჩააბარებს პრესტიჟულ მუსიკის და დრ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 336 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ლეონარდო ვილჰელმ დი კაპრიო (Leonardo Wilhelm DiCaprio)
დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი 1974
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი კალიფორნია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სცენარისტი



ბიოგრაფია
ლეონარდო ვილგელმ დიკაპრიო 11 ნოემბერს 1974 წელს დაიბადა ლოს–ანჟელესში, ჰოლივუდში. ლეონარდო დიკაპრიო გაიზარდა ჰოლივუდის ღარიბ უბნებში . ლეოს მშობლები ხიპები იყვნენ და დედამ მას ასეთი უცნაური საშუქარი აურჩია, როდესაც მუცელში ბავშმა მას დაარტყა ლეონარდოს და ვინჩის სურათების დათვალიერების დროს. დიკაპრიოს დებიუტი კინოში ხუთი წლის ასსაკში ჰქონდა. ათი წლისთვის მას კინობიზნესში უკვე იმედი ჰქონდა გაცრუებული – მისი აგენტი დაჟინებით ითხოვდა ლეონადრდოს სახელი შეეცვალა(მას შესთავაზეს ლენი უილიამსის სახელის აღება) და მას უარი უთხრეს რამოდენიმე როლზე მისი ვარცხნილობის გამო. 14 წლის ასაკში დიკაპრიომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა თავი კინოში. მან მოძებნა აგენტი, რომელსაც მოეწონა მისი სახელი და ვარცხნილობაც. მან 30–ზე მეტ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა, 'სანტა–ბარბარას' რამოდენიმე სერიაში. 1991 წლიდან ის მონაწილეობდა სერიალში 'მზრდადი ტკივილი', თუმცა წავა ამ შოუდან სხვა სურათში სახელწოდებით – 'ამ ბიჭის ცხორება'– მონაწილეობისთვის. ლეონარდომ ასსზე მეტ პრეტენდენტს აჯობა ამ ფილმისთვის კასტინგის დროს, სადაც ტობიას ვულფი უნდა... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 224 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომა
არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 325 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 256 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ სიშორეზე

მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,
არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,
დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმები
და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.

ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,
სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,
შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,
შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.

რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,
რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,
რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა,
დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.

შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,
რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი ლექსით,
იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,
რომ პირმოთნენიც, სახელად რომ პოეტი ეთქმით,
ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს ხლართავენ.

მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,
მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია...
თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამს
და მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.

ნუ გჯერა, რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ,
მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?!
შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარ
და გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.

შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს,
დაკარგულ წუთებს - საათების ქორონიკონი,
მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს,
ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი.

სარკეში იგრძნობ, რომ ღარები სახეს ფარავენ
და სილამაზეც სასაფლაოს მიებარება.
ისარი გეტყვის, რომ საათში დრო შემპარავი,
მარადისობის ქვეყანაში მიიპარება.

კარგო, ვის ძალუძს ყოველივეს დამახსოვრება?
მეხსიერებას ეფინება შავი ჩრდილები,
ქარალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება,
დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები.

გადაგეშლება წარსულ დღეთა სარკე მთლიანი,
და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს ჩემმა ლექსმა განახლება რად არ ინება,
რად ვერ ვახერხებ მოულოდნელ შემობრუნებას?
მხარი მეც რატომ ვერ ავუბი ახალ დინებას,
რად ვერ ვისესხე უცხოური ლექსის ბუნება?!

რატომ ვუმღერი დღენიადაგ მხოლოდ ერთ სახელს,
ჩემს შთაგონებას ძველმანები რად ვერ გავხადე?
ალბათ ჩემს სახელს ყველა ჩემი სტრიქონი ამხელს
და ყველას ამცნობს რომ შენა ხარ ჩემი სახატე.

ჩემს ლექსს ამღერებს, სულო ჩემო, შენი დიდება,
შენ და ტრფიალი გადმექეცით მუდმივ განცდებად,
შენზე ნათქვამი ძველი სიტყვა არ იფანტება,
განმეორებით ძველი განცდა თურმე არ ცვდება.

მზეც ბებერია, მაგრამ მიწას მუდამ დაჰხარის,
ჩემი ტრფიალიც ძველია და მუდამ ახალი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.

და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.

და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 302 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2014-09-17, 7:28 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [51]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2014
Create a website for free