♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » გონებამიხდილს...
11:33 PM
გონებამიხდილს...

გონებამიხდილს ხსოვნის კოცონთან,
მომენატრები დარდივით წყნარი,
გოგოს რომ ერთი ბიჭი მოსწონდა,
თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი.
-ნუ იბუზები მაგ ცივ ბუხართან,-
გამომიტყუებს ერდოზე მოლი,
იმ ბიჭს რომ ერთი გოგო უყვარდა,
ვაგლახ, რომ სხვისი გამხდარა ცოლი.
ჩუმად ქირქილებს ბედი მის შემდეგ
და სვლეპავს ცრემლებს, კვლავ რომ მოღონდეს,
ვიცი, იმ დღეთა ლამაზ სიშლეგეს
მოისაკლისებს ჩვენი ორღობე,
ცა, ვარსკვლავები, იები ნაზი,
უარყოფა და ჩუმი თანხმობა,
შინაბერათა შური და ბრაზი,
და საჭორაო ამბით გართობა.
გვიჭირისუფლებს ობოლი ფიჭვიც,
და შემოიხევს სამოსელს ქარი,
გოგოს რომ ერთი მოსწონდა ბიჭი,
თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-27, 10:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024