♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ***********
10:02 PM
***********


მე შენ გითხარი უნდა დავშორდეთ
აღარ მიყვარხარ ვეღარ ვძლებ შენთან,
მეგონა თქმასაც არ დამაცდიდი
გაიყოლებდი წყენას და სევდას,
შენ კი ნაბიჯიც არ გადმოგიდგამს
ისე მომაპყარ მზერა ამაყი,
,,მე ხომ მიყვარხარ" სთქვი ორი სიტყვა
ჩემს თვალში წუთით ისევ ამაღლდი.



.....................................................................


უბედურებას შვილად ვყავარ მე აყვანილი
ბედნიერების კარზე მივალ მხოლოდ მათხოვრად,
დავუკაკუნებ ყურს არ მიგდებს და ავტირდები
ოჰ, უბედობავ ეს ცრემლები გქონდეს სახსოვრად.
ბედნიერება მე არასდროს არ მღირსებია
დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული,
და თუ თვალები ხშირად ცრემლებით ამოგვევსება,
ამაში მხოლოდ შენ მიგიძღვის დანაშაული...

.........................................................................


შუა ქუჩაში ტიროდა კაცი,
ფერგაცრეცილი როგორც გაზეთი,
შუა ქუჩაში ტიროდა კაცი
და კაცი ყველას ეგონა მთვრალი,
ის კი ხედავდა ჭადრების იქით,
სხვას მიჰყვებოდა ,,ნაცნობი ქალი"
მისთვის ძვირფასი და ახლობელი,
მისი სიცოცხლის იმედის თვალი,
სხვას მიჰყვებოდა ,,ნაცნობი ქალი"
მკლავ-მკლაც გაყრილი, და მომღიმარი
მან არ იცოდა რომ მის გილისთვის
ფერგაცრეცილი ტიროდა კაცი...

........................................................................


ახლა საშველად არავის ვუხმობ,
სხვისთვის წუხილის არ მსურს გაყოფა,
ოღონდაც უხმოდ,
ოღონდაც უხმოდ,
ოღონდაც ასე მარტოდ მამყოფა.

ჩემს სევდას მუდამ იმედიც ახლავს,
რომ მომავალი ოცნებით ვხატო
და აი, ახლა,
და აი, ახლა
საკუთარ თავთან მსურს ვიყო მარტო.

ვისზეც მე ვდარდობ,
ჩემზე არ დარდობს,
სხვაზე აჩერებს თავის არჩევანს
და აი, ამ დროს,
და აი, ამ დროს,
საკუთარ თავთან მინდა დარჩენა.

.................................................................


ის დადიოდა ჩუმად და მარტო,
თავის ფიქრთან და ტკივილთან ერთად.
ის არ უმზერდა არავის სამტროდ,
ხიბლავდა ელვა აპრილის ფერთა.

და ვინც ემონა გაშლილ დარბაზებს,
ის მათ უმზერდა ცივად, უნდოდა.
მას თაყვანს სცემდა ყველა ლამაზი,
მაგრამ ის არა, -
ვინც მას უნდოდა.

გამოდიოდა ბინდის ჟამს, კარში
და ბრუმდებოდა მწვანე ველიდან.
ის შეიყვარა იმ ერთმაც მაშინ...
როდესაც უკვე ვერ უშველიდა.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-03, 5:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024