♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ..............
6:09 PM
..............

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად
ან მარადისობა, რომ არსებობს
რატომ არ მითხარი დედა!
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზე და
რატომ არ მასწავლე სიძულვილი
მღუპავს სიყვარული დედა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 tamta  
0
gadasarevia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-27, 12:44 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024