♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ...........
8:08 PM
...........


ლოხინვარ ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,
მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა,
არ ეცვა აბჯარი ლოხინვარ ჭაბუკს და არ ახლდა ამალა,
მარტო მოდიოდა ორლესურ ხმლისა და მათრახის ამარა..
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არის?!
გადავლო ჭენებით ჯაგნარი ველები, კლდიანი წერაფი,
უფონოდ გასცურა მდინარე წერფი და არ შედრკა არაფრით,
ჰა, უკვე გამოჩნდა და უკვე ახლოა სასახლე ნეზერბის,
ვაი, რომ დაჰკარგე ლოხინვარ რაინდო ის რასაც ეძებდი,
ლამაზმა ელენმა სხვას მისცა თანხმობა, სხვა ძალამ მოხიბლა,
ქორწილი დაიწყო ნეზერბის დარბაზში, ჭაბუკო ლოხინვარ!
ამაოდ ჩქარობდი, ამაოდ გადმოვლე მთები და ველები,
ტრფობაში დონდლოს და ბრძოლაში გულლაჩრს დარჩება ელენი..
და ჯიქურ შევიდა ნეზერბის დარბაზში თვი არ დამალა,
იქ, სადაც ილხენდნენ პატარძლის მოყვრები და ნეფის ამალა,
ხმალს ხელი დაიდო პატარძლის მამამ და შემოსულს გასძახის:
(ნეფეს კი შიშისგან კრინტიც არ დაუძრავს, გაუდის ცახცახი)
-"მოხვედი მშვიდობით, თუ მოხველ საომრად რომ არვინ დაინდო,
თუ მოხველ ქორწილზე, ჩვენთან რომ იცეკვო ლოხინვარ რაინდო?"
-"მე დიდხანს ვეტრფოდი თქვენს ასულს, სენიორ, თქვენ ეს არ გენებათ
და სიყვარული რომ სულვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ,
მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება
მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.
მე დღეს არ მოვედი დამცხრალი გულით და დამცხრალი ტრფიალით,
მე მხოლოდ ერთ ცეკვას მოვითხოვ დღეისდღეს და ღვინოს ფიალით.
ჯერ შოტლანდიაში ლამაზი ასული ბევრია საკმაოდ
და ჭაბუკ ლოხინვარს არ დაიწუნებენ ისინი საქმაროდ."
ღვინის თასს შეეხო ელენი ტუჩებით და რაიდს შეხედა,
რაინდმა აიღო, დასცალა თასი და დააგდო ფეხებთნ,
გაფითრდა ელენი და ოხვრა აღმ ოხდა უეცარ სიმძიმით,
შეხედა ლოხინვარს სევდიან ღიმ ილით, ცრემლების ციმციმით
ლოხინვარ ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,
მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა,
არ ეცვა აბჯარი ლოხინვარ ჭაბუკს და არ ახლდა ამალა,
მარტო მოდიოდა ორლესურ ხმლისა და მათრახის ამარა..
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არის?!
და ხელი მოჰკიდა ჭაბუკმა ქალის ხელს არავის დარიდა
"ვიცეკვოდ ერთდო"-და გაიყოლია, დარბაზში გავიდა.
ჭაბუკი ბრგეა და სინაზით სდავსეა ასული ლამაზი,
ჯერ არ ღირსებია ასეთ წყვილს არასდროს არც ერთი დარბაზი,
აქ დედა ანჩხლობს და იქ მამა ბრაზისგან შფოთვს და დუდღუნებს,
საქმრო ცქმუტავს და აწვალებს ბერეტში გარჭობილ ბუმბულებს..
და ქალიშვილებს სახეზე ჰფენიათ ღიმილი ნეტარი
"ო, ჭაბუკ ლოხინვარს მისთხოვებოდაო ჩვენი და ნეტავი.."
სულ ერთი შეხება ხელისა ხელზე და ნიშანი პატარა,
დარბაზის კარებთნ ცხენი დგას პატრონი ფრენით რომ ატარა..
მსუბუქად შემოსვა მან ცხენის გავაზე ასული ნეზერბის,
თვითონ იმის წინ მოევლო უნაგირს ხმლით და დეზებით..
"რახან მოგიპოვე ვეღრ შეგვაჩერებს კლდე, ღრე და ლოდიო,
ვისაც ჰყავს ცხენები ფიცხი და ფეხმარდი დე იმათ მოგვდიონ!"
ამხედრდა, დაიძრა ვინც იყო ვაჟკაცი ნეზერბის კლანიდან,
ფორსტელის, ფენვიკის, გრეიმის გვარიდან მრავალი წავიდა,
ქენობილიისკენ მიჰქროდნენ, ლტოლვილებს ეძებდნენ,
ამაოდ დაშვრნენ და თვალიც კი ვერ მოჰკრეს პატარძალს ნეზერბელს.
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არის?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1267 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-03, 6:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024