♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია
11:42 AM
ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია

ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .

ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.

ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი "შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები - ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე შექსპირის "ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი მკითხაობა.

XVIII ს-ის დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრილებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.

ამ ტრადიციის სახსოვრად ვალენტინობის დღეს ლონდონის სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური "სასიყვარულო ვაშლები” - ტუჩების და გულის ფორმით გაწყობილი.

უელსში ვალენტინობას ჩუქნიდნენ "სიყვარულის” კოვზებს. მათ თლიდნენ ხისგან და აფორმებდნენ გულებით და გასაღებით. რაც ნიშნავდა: "იპოვე ჩემი გულის გასაღები”. შოტლანდიაში ამ დღეს იმართებოდა სახუმარო საღამოები, სადაც მხოლოდ გასათხოვარ ქალიშვილებს და დასაქორწინებელ ვაჟებს იწვევდნენ. ყველა მოწვეულის სახელი მითითებული იყო მოსაწვევებზე, მათ ყრიდნენ ქუდში, შემდეგ იღებდნენ მოსაწვევებს და აწყვილებენ ქალ-ვაჟს.

XIX ს-ში გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს სასიყვარულო მილოცვების კრებულის დაბეჭდვა, რომელიც ძალიან სწრაფად იყიდებოდა. კრებულიდან იწერდნენ მოწონებულ ლექსებს და რჩეულებს უგზავნიდნენ. მალე გაჩნდა სპეციალური საფოსტო მისალოცები "ვალენტინები”. რამდენიმე ხანში ეს ტრადიცია ამერიკაშიც გავრცელდა. მოსამსახურეები მისალოცებზე თავად აკრობდნენ გამხმარ ყვავილებს, ფრინველის ბუმბულს, ნიჟარებს, ხელოვნურ მარგალიტს, მაქმანს, ხატავდნენ ისრებიან ამურებს. ერთი მისალოცი 10 დოლარი ღირდა. სიძვირის მიუხედავად მისალოცები ძალიან სწრაფად იყიდებოდა. ეს საქმიანობა მეტად მომგებიანი გახდა. "ვალენტინებს” არ ყრიდნენ, ინახავდნენ ფოტოალბომში და მათ გამოფენებსაც აწყობდნენ. "ვალენტინომანიამ” ავსტრალიის ნაპირებსაც მიაღწია. ოქროს ციებ-ცხელების დროს გამდიდრებული ოქროს მაძიებლები "ვალენტინებს” ევროპაში უკვეთავდნენ, საიდანაც სპეციალური ორთქმავლებით ჩადიოდა ავსტრალიაში.

დანიაში ტრადიციის თანახმად მამაკაცები თავიანთ რჩეულებს ხელმოწერილ "ვალენტინებს” უგზავნიან. თუკი გოგონა გამოიცნობს მისალოცის ავტორს, მას სააღდგომოდ შოკოლადის კვერცხი უნდა გაუგზავნოს. 14 თებერვალს ესპანეთში შეყვარებულ ქალებს ჩუქნიან ყვავილებს, მამაკაცებს - საჩუქრებს. იაპონიაში საჩუქრებს მხოლოდ გოგონები და ქალები ამზადებენ, საჩუქარი ძირითადად ტკბილეულია. ტაივანში მიღებულია ვარდების ჩუქება. მნიშვნელობა ენიჭება ვარდების რაოდენობას. თუ მამაკაცი ჩუქნის ერთ ვარდს ეს სიყვარულის ახსნაა, ვარდების თაიგული კი ხელის თხოვნას ნიშნავს.

დღესდღეობით საჩუქრებს და მისალოცებს ჩუქნიან არამარტო შეყვარებულებს, არამედ თანაკლასელებს, თანამშრომლებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. მზადება იწყება იანვრის შუა რიცხვებიდან. ამ დროიდან საკონდიტროები დიდი დატვირთვით მუშაობს, შოკოლადზე და ნამცხვრებზე მოთხოვნა იზრდება. მაგ. ვალენტინის დღეს შოტლანდიაში კანფეტებზე იხარჯება 25 მლნ.ფუნტი სტერლინგი, ყვავილებზე - 145 მლნ. მისალოც ბარათებზე-36 მლნ. და სხვა საჩუქრებზე 175 მლნ სტერლინგი. 14 თებერვლისთვის გამოდის საიუველირო ნაწარმის და ტანსაცმლის სპეციალური კოლექციები. მაღაზიების, კაფეების და რესტორნების ვიტრინებს დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე რთავდნენ. შესაძლოა ბინების და ოფისების გალამაზებაც.
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1460 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-27, 9:25 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024