♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15


გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.

უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ქურთუკი მოვიხსენი და გოგოს მოვაფარე. ის კი თითქოს დედამიწაზე დაბრუნდაო დ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

  

დილის შვიდი საათი. მაღვიძარა ჯიუტად ცდილობს სიმშვიდის დარღვევას ,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მიძინებული გონება ძლივს ახერხებს აზროვნებას მაგრამ მხოლდ ორი წუთით. ხელები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას თიშავენ რეალური და არა რეალური სამყაროს მიჯნაზე მოწიკწიკე საათს და გონება ისევ არარსებულ სამყაროს ისევ სიზმრებს უბრუნდება. ეთიშები მწარე რეალობას და იწყებ ბოდიალს უსასრულობაში. გადის მთელი დღე მთელი თვე, არაფერი იცვლება ამ სიარულში მაგრამ მინც არ ფიქრობ სიზმრების სამყაროდან გამოსვლას. სინამდვილეში კი საათი დღეებისა და თვეების ნაცვლად მხოლოდ რამოდენიმე წუთს ითვლის. 1; 2; 3…10 და უცბად ჩაგესმის ხმა:

_ ადექი დაგაგვიანდება.

ოხ, მშობლები! ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენზე მაგრამ არ ვაძლევთ მათ უფლებას ჩვენს გულში ჩაიხედონ ამიტომ ხშირად ვერ ხვდებიან რა გვაწუხებს, რა გვტკივა ან რა გვიხარია. რა ადვილია?! გაიღვიძე და გადმოაბიჯე სამყაროში სადაც ვერ პოულობ პასუხს ვერცერთ შეკითხვაზე. სადაც არ არის ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული. და მაინც დგები იმ იმედით რომ იპოვი ამ ყველაფერს.

უბრალოდ დაელოდე და ის თავისით მოვა.

ვდგები იმედით სავსე და ღმერთს ვთხოვ რომ მშვიდი და ლამაზი დღე მქონდეს.

გაიცანით ერთმანეთი…… ყველაფერი ნაცნობი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1710 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთოოოოოო... ასე რატომ დამსაჯე, რატომ წამართვი? რისთვის? ღმერთო თუ
მართლა არსებობ, მიპასუხე რატომ გააკეთე ეს? მას ხომ შენი სჯეროდა, სწამდა.
მიპასუხე რატომ დუმხარ? იცი ის ყოველთვის ამბობდა რომ შენ ხარ მთავარი ამ
ცხოვრებაში, ასე მეუბნებოდა ღმერთი მოწყალეი და სამსახურს გაშოვნინებსო,
ღმერთი მოწალეაო!!! ღმერთი მოწყალეაო!!! რატომ არ გამოიჩინე მოწყალება მის
მიმართ, ის ხომ პატარა უსუსური ანგელოზი იყო. რატომ წაიყვანე? რატომ
დამაშორე?
ეს სიტყვები თქვა თუ არა ტატომ, საშინელი წვიმა წამოვიდა, თითქოს წარღვნა
მეორდებაო. საავადმყოფოს პალატიდან კაცის სასოწარკვეთილი ტირილი და ღრიალი
გამოდიოდა. ტატოსთან ერთად ცაც ტიროდა.

ტატოს და თათას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთად ცხოვრობდნენ
ბედნიერად ტკბილად, ისე როგორც ზღაპრებშია. მაგრამ ერთ დღესაც დამთავდა
ეს ტკბილი ზღაპარი, დამთავრდა სავალალო, სამწუხარო შედეგით.
იყო ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე, თათა სახლში გახარებული მივიდა:
_ტატო საყვარელო იცი რა უნდა გითხრა?
_რა? რამე მოხდა?
_კი, მოხდა.
_რამოხდა თათა? ასეთ გახარერბულს პირველად გხედავ?
_რა და მოემზადე. . . საყვარელო მალე მამიკო გახდები.
_რა??? მართლა, მართლა, (ტატომ თათა ხელში აიყვანა და გახარერ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


(ნიკა)_რას ამბობ?
(ვახო)_დამაცადე!!! გეფიცები ელენე გეფიცები, არავის მოკვლა არ მინდოდა, არ ვიცი რა დამემართა, ძალიან ავნერვიულდი სასხლეტს ხელი გამოვკარი, მეგონა მაღლა ვისროდი და ჩემი ნასროლი ტყვია დედაშენს მოხვდა._შენ შენ შენ მოკალი ჩემი დედიკო. შე არაკაცო, მკვლელო, შენი ბოდიში დედას ვერ დამიბრუნებს, ვერ დამიბრუნებს იმ წლებს რომლებიც შენს გამო უდედოთ გავატარე. _გეფიცები ძალიან ვნანობ, მხოლოდ იმიტომ არ ჩავბარდი პოლიციეს რომ სახლში ცოლ შვილი მელოდებოდა. მხოლოდ ამიტომ. სამი წლის განმავლობაში დავდიოდი დედაშენის საფლავზე, ვიცოდი რომ ეს არაფერს არ უშველიდა, მაგრამ საფლავზე სიარულს თავს არ ვანებებდი, ერთ დღესაც სიზმარში დედაშენი დამესიზმრა, და მითხრა რომ მაპატია, და რომ საფლავზე სიარულისთვის თავი უნდა დამენებებინა. ასეც მოვიქეცი. (ელენე)_უნდა წავიდე!(ნიკა)_ელე მოიცადე, მეც წამოვალ._სახლში შებრუნდი, მარტო მინდა ყოფნა._მარტო არ დაგტოვებ. ეხლა ძალიან ცუდათ ხარ და ვერ მიგატოვებ. _ნიკა გთხოვ, სახლში უნდა წავიდე. მამას მინდა დაველაპარაკო. ნიკა სახლში შებრუნდა_შენი გულისთვის ქალი დავკარგე რომელიც მიყვარს._ნიკა დამშვიდდი._რა დამამშვიდებს, რა?! ნიკა სახლიდან გავარდა.* * *_ელენე რა გჭირს? რატომ ტირი?_მამა, მამა ვერ წარმოედგენ რა გავიგე.ელენემ ყველაფერი უამბო ტატოს. _მამა რატომ ხარ გაჩუმებული მითხარი რამე._შვილო ეხლა კარგად მომის ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1356 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Outside Providence

1 სთ 36 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, რომანტიული პოსტერები
 
გამოშვება: 09 სექტემბერი 1999
რეჟისორი: მაიქლ კორენტე

სტუდია:
როლებში: ალეკ ბოლდუინი, ჯონ აბრაჰამსი, რიჩარდ ჯენკინსი, შოუნ ჰეტესი, გებრიელ მანნ, ჯორჯ ვენდტი, რობერტ ტურანო



ფილმის მიმოხილვა
რასდროს არ იცი - სად იპოვი და სად დაკარგავ... როდესაც ტიმ დანფი მეგობრებთან ერთად მანქანით შეეჯახება გაჩერებულ პოლიციის მანქანას, მამამისის მოთმინებსაც საზღვარი მოუვა და უფროსი-დანფი შვილს სპეცსკოლაში გაუშვებს. ახალი მკაცრი წესების მქონე სასწავლებლის დახურული სივრცე ტიმისთვის დაბრკოლებად არ აღმოჩნდება: ის აქაც განსაკუთრებულ ანგარიშზე იქნება. ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა მისი 'გმირობები ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ
ვიცი. მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები
ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე
თუ
ადარდებს მთვარეს? ალბათ მისი მოვალეობა მხოლოდ ღამე გამოჩენა და მეტი
არაფერი, ისეე ცოტა არ იყოს მგავს რაღაცაშიც, ჰმმ არა არა მე უკვე მასეთი
არ
ვარ მე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცოცხლობ და თან ვაარ ბედნიერი ძალიან
ბედნიერი, ადრე?, ეჰ ადრე სულ სხვა ვიყავი, ისე დღესაც მეძახის თავისკენ
ჩემი ადრინდელი ცხოვრება, მარა არ ვნებდები არ მინდა ისევ გაურიო ჩემი
ხელი იმ ბნელ საქმეებში რომლებსაც მე ვაკეთებდი, დავიღალე და მინდა
დასვენება, დასვენება თან საყვარელ ადამიანთან ერთად. იმასთან ვისაც ჩემ
სიცოცხლეს
ვაჩუქებ და იმასთან ვინც მირჩევნია ჩემ სიცოცხლეს მიყვარხარ სიხარულო
დაიმახსოვრე ეს.
-დიახ გისმენთ ვინ გინდათ?
-ვერ მიცანი?
-შეენ?
-ხო რა იყო არ მომელოდი თუ უკვე დამივიწყე?
-არა არა მარა არ ველოდი შენ ზარს იცი შენი ნახვა მინდა რაღაც მაქ
სათქმელი შეილება?
-რატომ კიდევ რა უნდა მომატყუო და რით უნდა მატკინო გული?
-მაგას რატომ მეუბნები, შენ მე გული გატკინე ?
-კი, თან ძალიან ბ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძველად ,როდესაც ქალი და კაცის ურთიერთობა ჩარჩოებში მოქცეული და მკაცრად განსაზღვრული იყო,მათ ურთიერთობაზე დავა იშვიათად თუU მოხდებოდა და ისიც კონკრეტულ შემთხვევაში. დღეს კი ყველაზე ხშირად დავა სწორედ ამ საკითხზეა.
ქალი და კაცი მუდმივ ლტოლვას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ მიუხედავად სტატუსისა,(თუ რა თქმა უნდა სისხლით ნათესავები არ არიან).ფარული ლტოლვა მათ გონების ქვეცნობიერ მორევში ჭრის და საბოლოო ჯამში კი "მეგობრულ” უტოპიიდან, რეალურ გაცხოველებულ ემოციურ დინებისკენ მიაქროლებს.
როდესაც ქალი თუ კაცი ინტერესედება საწინააღმდეგო სქესით,თავდაპირველი შეფასება ხშირ შემთხვევაში მეგობრული გრძნობაა,მიუხედავად რეალური განცდისა.ასე რომ ამ ურთიერთობის საწყისი, ორ ადამიანს შორის ინტერესია.
Mრატომ შეიძლება გაუჩნდეს კაცს ქალთან მეგობრობის სურვილი ან პირიქით?
Aარსებოსბ სამი მიზეზი ურთიერთბის საწყისის: ფიზიკური სიმპათია,კარგი მოსაუბრე და აუხსნელი შინაგანი ემოცია(ლტოლვა) ამ შემთხვევაში ადამიანისთვის რთულია განსაზღვროს სწორი გზა,მეგობრობა თუ სიყვარული.




კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პირველი პაემანი ყოველთვის უნდა იყოს სასიამოვნო. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ გამოიყურებით თუ არა კარგად, ან რა შთაბეჭდილება დატოვბეთ თქვენი მეორე ნახევრის თვალში, ნამდვილად ჯობია იფიქროთ იმაზე თუ სად წაიყვანოთ მანდილოსანი, რომ მაქსიმალურად გაერთოთ და უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.
კაფე. ეს უთუოდ კარგი აზრია, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მეორე ნახევარს მოსწონს ამგვარი ადგილები. კაფეს აქვს ერთი უმთავრესი პლიუსი. კერძოთ, ის, რომ კაფეში საუზმობა დიდხანს არ გრძელდება. ანუ თუ რაიმე ცუდად მიდის, ეს ყველაფერი დიხანს არ გაიწელება. ასევე მეორე პლიუსი ის არის, რომ იაფად გამოხვალთ და არ მოგიწევთ საფულის დაცარიელება. ხოლო ყველაფერი თუ კარგად დამთავრდა, მაშინ კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
კინოთეატრი. ლეგენდარული ადგილი პირველი პაემანისათვის. რაც მთავარია ისვენებთ და ბოლოს სასაუბრო თემა გაქვთ. არ დაგავიწყდეთ ისეთი ფილმის შერჩევა რომელიც ორივეს მოგეწონებათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ დიდი თანხის დახარჯვა არ მოგიწევთ.
ატრაქციონების პარკი. კარგი ადგილია გასართობად და ადრენალინის გამოსაყოფად. ასევე კარგია იმით, რომ ნახავთ თქვენი მეორე ნახევარი რამდენად მშიშარაა და რამდენად გამბედავია. ასევე შეიძლება ერთგვარი ”პლიუსების” დაწერა თუ თქვენი მეორე ნახევრისათვის მოიგებთ რაიმე ფუმფულა სათამაშოს, მაგალითა ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალები
1. გადაღლილ თვალებს რომ ბრწყინვალება დაუბრუნოთ, გაიკეთეთ ახალგაფრცქვნილი ნედლი კარტოფილის ნიღაბი (გაიჩერეთ 10-15 წუთით). ის, ასევე, ასწორებს ნაოჭებს და აცოცხლებს ყოველდღიური მაკიაჟით გადატვირთულ ნაზ კანს თვალების გარშემო.
2. არასოდეს დაიმუშავოთ კანი პილინგით თვალების გარშემო, ეს არბილებს "თვალის ზონის" ისედაც თხელ კანს.
3. წარბების ამოღებისას მტკივნეული შეგრძნების შესამსუბუქებლად, ამ ადგილას მკვებავი კრემი წაისვით. ზედმეტი მასა ბამბის ტამპონით მოიშორეთ, რომ პინცეტი არ ცურავდეს.
სახე
4. დილაობით სახე ყინულის ნაჭრებით გაიწმინდეთ. ეს ატონიზირებს კანს და საუკეთესოდ ახორცებს მიკროჭრილობებს.
5. პილინგი ყოველთვის გაწმენდილ, ტენიან სახეზე გაიკეთეთ და ჩამოიბანეთ არა მატონიზირებლით, არამედ თბილი წყლით.
6. ნებისმიერი კრემი სახეზე დაბანიდან 15 წუთის შემდეგ წაისვით. ტენიან კანზე კრემის ფენის წასმა სითბოს შეგუბებას და თბორეგულაციის დარღვევას იწვევს.
7. 25 წლიდან ყველა ქალისათვის სასურველია მარტივი ყოველდღიური "სახის ვარჯიში": 5 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიმუშავეთ მთელი სახე თითების ბალიშებით. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს კანი ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1389 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



kოცნა- ადამინის ტუჩებით შეხება, ემოციის გამოსახატავად.სქესობრივი კონტაქტისას პარტნიორის აღსაგძნებლად.
კოცნა ბევრი ნაწარმოების და ხელოვნების ნიმუშის მთავარი თემაა.
კოცნას ხშირ შემთხვევაში ახლავს ჩახუტება.
კოცნა ადამიანის (დაბადებიდან მის სიკვდილამდე) თითქმის ყოველდღიური ატრიბუტია. კოცნით შეიძლება გამოიხატოს სიყვარული, ლტოლვა, სიფაქიზე, მადლიერება, დათანხმება და სხვა გრძნობები. მოდით განვიხილოთ "კოცნა დიდებისთვის”. ყველას სურს თავის პარტნიორს დაანახოს რისი შნო აქ და გამოიყენოს მის ხელში არსებული მთელი პოტენციალი. თუ კაზანოვები თავიანთ გამოცდილებას აღრმავენებ, რა ქნან ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, რომლებსაც ჯერ არ განუცდიათ "თავბრუდამხვევი” კოცნა? მოკვდავი
ადამიანები კოცნას ბუნებრივი დაკმაყოფილებისთვის იყენებენ. კოცნა ისეთივე აუცილებელია როგორც: საჭმელი, სასმელი, სიყვარული, ჰაერი და ინტერნეტთან მუდმივი კავშირი :).
გრძნობების მოზღვავება, როცა გიჩნდება ვიღაცის ჩახუტების და შეხების სურვილი, ჩნდება ორ ადამიანს შორის. მოკვდავ ადამიანებში ეს კონტაქტები ბუნებრივად წარმოიქმნება და მას ახსნა არ მოეძებნება.
რა ვქნათ იმისთვის, რომ პირველი "თავბრუდამხვევი” კოცნა სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ ( რა თქმაუნდა კარგად) თქვენ და თქვენს რჩეულს?

1. არ შეგრცხვეთ. თუ თქვენ ჯერ არავისთვის გიკოცნიათ ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ თქვენ თავბრუ გეხვევათ, მუხლები გითრთით და გიოფლიანდებათ ხელის გულები - ეს ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1320 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანი, ქოლია ფურ-ირმის თრთოლვა, ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე,ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება,თაფლის სიტკბო,ბულბულის სინაზე,მაგნიტის მიზიდულობა,წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე. მან აურია ეს ყველაფერი,მაგრამ მეტისმეტად სრულყოფილი რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც დაუმატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი,ზვიგენის სიხარბე,ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა,ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში. ამ მასალის შეზავებით გამოვიდა ქალი. ღმერთმა ჩაბერა მას სული, მისცა კაცს და უთხრა: " გაუფრთხილდი განმეორება აღარ იქნება". 
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1390 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნებისმიერ მანდილოსანს სურს იყოს ყველაზე ლამაზი, სასურველი და საინტერესო გარშემომყოფთათვის და განსაკუთრებით მამაკაცებისათვის. ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ 16 რჩევას, რომელთა საშუალებით მამაკაცებს მაგნიტივით მიიზიდავთ.
მზერა
თუ დავუკვირდებით ნებისმიერი გრძნობა მზერით იწყება, სწორედ ამიტომ მზერა გულის ამაჩუყებელი უნდა იყოს. სასურველი პარტნიორის შერჩევისას ნუ დაიბნევით, ვინაიდან ეს თქვენს მზერაზეც აისახება. ეცადეთ, რომ თქვენი მზერა იდუმალი, ხალისიანი და ქალური იყოს.

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ფეხსაცმლის ქუსლი, მით უფრო მაღალია ვნების გრადუსი. ეს მართლაც ასეა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელში ფეხი უფრო ლამაზი, დახვწილი და სექსუალურია. გარდა ამისა, ასეთ ფეხსაცმელში ფეხი ვიზუალურად უფრო გრძელი ჩანს. თუმცა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში არ იგულისხმება ე. წ. `ტანკეტკა~. ეს უკანასკნელი ძლიერი სქესის წარმომადგენლების უმეტესობას კატგირიულად არ მოსწონთ. `ტანკეტკას~ არა აქვს ის ორი უმნიშვენლოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს სექსუალურობას და მომხიბვლელობას. ესენია: გრაციოზულობა და დახვეწილობა.

სურნელი
რამდენი მამაკაციცაა, იმდენი მოსაზრება არსებობს. თუმცა, მამაკაცთა უმეტესობას არ მოსწონს ზედმეტად ტკბილი სუნამოები. გამოკითხვის თანახ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1957 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის დროც დადგება, _ თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება
.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



The Jerk Theory
1 სთ 33 წთ
ჟანრი: კომედია პოსტერები,მელოდრამა
 გამოშვება: 07 თებერვალი 2009
რეჟისორი: სქოთ ს.ანდერსონი
სტუდია: პოლარსტარ ფიქჩერზი, პოლარსტარ ინტერტეიმენტი
როლებში: ტომ არნოლდი, ჯენა დევანი, დერეკ ლი ნიქსონი, ლოურენ სთორმი, ჯოშ ჰენდერსონი, ენთონი გესკინსი, ჯესი ჰეიმანი


ფილმის მიმოხილვა


ადამი თვლიდა, რომ გოგონებს მხოლოდ ცუდი ბიჭები მოსწონთ. და სცდილობდა ზუსტად ასეთი ყოფილიყო. სანამ არ შეუყვარდა მოლი, რომელსაც ჰულიგანები სულაც არ მოსწონს. და არც ადამი მოსწონს ასეთი რეპუტაციით...





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1389 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერ შევედრები გულუხვობით მე იმ პოეტებს,
ვინც კალმით ნახატ წუთისოფელს რითმებში ხატავს
და ცისქვეშეთში მიმოფანტულ მიეთ-მოეთებს
თავს უყრის ლექსში და გულისსწორს საჩუქრად ატანს.

ვერ შევედრები იმ პოეტებს, რომელთ სწადიათ
ლექსი მოკაზმონ მზის და მთვარის ნაზი სხივებით,
რომელნიც სატრფოს გადაპენტილ აპრილს ადრიან
და ტატნობს ფეხქვეშ რომ უგებენ დალივლივებით.

ვერ შევედრები, რადგან ლექსი მხოლოდ ლექსია,
რადგან ჩემს ტრფობას ძალას მატებს მხოლოდ სიმართლე,
რადგან ვერ შევძელ სანთლის შუქი მთვარედ მექცია,
რადგან ჩემს სატრფოს მზეზე მეტი არ აქვს სინათლე.

სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი,
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1720 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




თუმცა ბუნებამ მოგიხატა სახე ქალივით,
ქალბატონივით მიმზერ თუმცა, ჩემო ბატონო,
მაინც არ მჯერა, რომ გწადია ნაქურდალივით
ანდა ქალური ცბიერებით დამეპატრონო.

თუმცა სიცოცხლე შენში ყველა თვისებას ატევს,
მდედრივით მაინც არ გიელავს თვალში ცდუნება,
კაცს შენი მზერა მამაკაცურ საფიქრალს მატებს,
ქალებს კი სულზე სიყვარულით ესალბუნება.

მიტომაც ვფიქრობ, რომ პირველად ჩაგსახეს ქალად,
მაგრამ ბუნებას თვით გაუჩნდა გრძნობა ცბიერი,
და ის შეგმატა, რამაც ჩემგან გაგყარა ძალად
და შეუცნობლად შეგიცვალა მთელი იერი.

რადგან ასეა, შენს სიყვარულს ფლობდნენ ქალები,
მე კი, ბუნების ცოდვით შექმნილს, გეთაყვანები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დროვ ულმობელო,ისევ მიწას დაახრევინე
მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,
ლომი დაკოდე,ვეფხვს კბილები დაათხრევინე,
ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.

ატირე ზეცა,მზე აცინე ატასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,
ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ცაიდინო:

მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,
მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,
ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,
მომავალს დარჩეს,ვით ნიმუში დიდებულების.

მაგრამ თუ გინდა,შენი ცელით ყველა გათიბე,
ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




სულაც არ მინდა მინდა შეგადარო მაისის ვარდებს,
ხანმოკლე ზაფხულს სულაც არ ჰგავს შენი მშვენება,
შენს სილამაზეს მათზე მეტი წყალობა გასდევს,
რადგან არასდროს უწერია გადაშენება.

შენ არც მზეს ჰგავხარ, ტატნობზე რომ ზოგჯერ ბრწყინდება,
ზოგჯერ კი ღრუბლით რომ ინისლავს თავის მზეობას;
თვისი სიკეთე ბუნებასაც ზოგჯერ სწყინდება
და მისცემია შეუცნობელ მონაცვლეობას.

შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით,
ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს,
სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით,
როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.

და სანამ ქვეყნად იარსებებს გული და თვალი,
შენ სულ იცოცხლებ, რადგან ლექსში დატოვე კვალი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1695 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის?
ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს?
ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის,
სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.

მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე, სხივოსანი,
მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება,
ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა - "შეცდა მგოსანი,
ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება".

ეგებ დროჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა
ვერც კი გაუგოს, ტყუილ-მართლის მთქმელი ვინ არი,
ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავალმა,
ლექსებს კი - ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.

და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი,
ჩემს ლექსთან ერთად, ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ვფიქრობ, ხანმოკლეა სრულყოფილება,
დრო რასაც შექმნის, თვითონ დროვე გააჩანაგებს,
ვინც კი ცხოვრების გამოფენას მოევლინება,
იმის ბედ-იღბალს ვარსკვლავების ძალა განაგებს.

დაბადებიდან ცა დაგვხარის,როგორც მცენარეს,
მესაფლავედაც ჩვენ იგივე ცა გვეგულება,
და სიჭაბუკით სავსე დღეებს, მოუსვენარებს,
ბოლოს ზამთრით და დავიწყებით შეცვლის ბუნება.

შენს ბედზე ვწუხვარ, რადგან ვხედავ ჟამი აფთრდება,
სურს, სიყმაწვილის საგანძური დაგიზიანოს,
რომ შენი ყრმობის გარიჟრაჟმა ვერ იმზიანოს.

და რადგან ვიცი შენს სიბერეს ვერ გადავიტან,
მე ჩემი ლექსით სიჭაბუკეს გამყნობ თავიდან.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 984 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,
და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,
თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,
ჭირი გაჩნდა თუ დადგება გვალვა ფიცხელი.

ხვალის ამინდის გამომცნობიც ვეღარ გავხდები,
არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის,
არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები,
ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.

მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება,
ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა:
არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას,
სიკვდილის შემდეგ თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.

თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება,
ჭეშმარიტებაც სილამაზის გვერდით მოკვდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ენ ისევ ის ხარ, ვინც საკუთარ თავს არ იცოდებს,
ისევ გგონია, რომ არ გერჩის დროის დინება.
მაგრამ თუ ნებით არ გადასცემ ვინმეს სიცოცხლეს,
გამომძალველად თვით სიკვდილი მოგევლინება.

ბუნება მოკვდავს მთელ სიკეთეს სესხად აძლევს და
მისგან სარგებლის მოლოდინით ჭკუას არიგებს,
რომ ეს სიკვდილიც ვერასოდეს ვერვის დაძლევდა,
კაცი სიკეთეს შვილებში თუ ჩამოარიგებს.

განა დაანგრევს ვინმე მკვიდრად ნაშენებ სახლ-კარს?
მის ასაგებად განა ფუჭი იყო წვალება?
მას ხომ ზამთარი დიდ ყინვაში ფრთასაც ვერ დაჰკრავს,
მას ხომ არავინ დააბედა გარდაცვალება...

შენც გონს მოუხმე, სანამ სრულად არ დაინისლა -
შენ გყავდა მამა და შენც მამა გახდი შვილისა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს,
როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე,
როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს,
ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,

როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები,
რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები,
როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეები
და გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,

მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება,
მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია,
შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენება
და წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.

და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი,
დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბიორნსტიერნე ბიორნსონი

ბიორნსტიერნე მარტინუს ბიორნსონი (ნორვ. Bjørnstjerne Martinus Bjørnson); (*8 დეკემბერი 1832, კვიკნე (ტინსეტი), ნორვეგია — 26 აპრილი 1910, პარიზი, საფრანგეთი) — დიდი ნორვეგიელი პოეტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1903). ნორვეგიის ჰიმნის ტექსტის ავტორი.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.

ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოიქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება,

დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.

ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ დაიკვეხნი, რომ გიყვარდა ქვეყნად მავანი,
შენ სხვა გეტრფოდა, სხვის სიყვარულს ფლობდი სულ თავად...
ვშიშობ, შერცხვენილს დაგემხობა ცა და თავანი,
რადგან სიყვარულს მოევლინე სულთამხუთავად.

შენ საკუთარ თავს, ვით მოსისხლე, დაუხვდი მტერი,
შენი არსების ამოძირკვა თავად გენება,
ჩამოგენგრევა, ალბათ, თავზე იმ ტაძრის ჭერი,
რაც წინაპრებმა დაგიტოვეს დასამშვენებლად.

გთხოვ შეიცვალო შენ განზრახვა მარტოობისა,
რომ მეც სიკეთე ჩავაქსოვო ლექსის სტრიქონებს,
იყავ მოსურნე დაბადების, შექმნის, შობისა...
რაც შენს ხსენებას გადააწვდენს ქორონიკონებს.

შენს არსებაში სხვა არსების ეძიე კვალი
და შენც შეავლე ახლადშობილ სიტურფეს თვალი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1262 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ალბათ მისთვის, რომ არ აცრემლდეს ქვრივის თვალები,
მარტოობაში მცხოვრებს თავი არ გეცოდება,
მაგრამ თუ მოკვდი, მთელ ქვეყანას შეებრალები
და უნაყოფო ქვრივის მსგავსად შექმნის გოდებას.

იგი იქნება შენი ქვრივი და დაიტირებს
შენი მსგავსების უყოლობას - შენს უშვილობას,
სხვა ქვრივები კი ქმრის სახებად ჩასთვლიან შვილებს
და ამ ნუგეშით იშუშებენ თავის ჭრილობას,

ბედოვლათისგან გაფლანგული მაინც დარჩება
მას ადგილს უცვლის ეს სოფელი - მისი მკრეფელი,
სილამაზე კი უსარგებლოდ დაიხარჯება,
თუ უხმარობით სპობს მას მისი მომხმარებელი.

და ვინც უმზადებს თავს ამ სირცხვილს მომაკვდინებელს,
ის განა სხვათა სიყვარულს და ტრფიალს ინებებს?

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1009 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ რას ნაღვლობ, როცა ანდობ მუსიკას სმენას,
მის სიტკბოებას რატომ ხვდები სევდის ჰანგებით?
ეგებ ის გიყვარს, რაც განიჭებს შეუცნობ წყენას,
ეგებ სიამე სატანჯველად გექცა განგებით?

ეგებ საყვედურს გეუბნება აქ ყველა ბგერა,
მწარე სიცხადე ეგებ ამხელს ფარულ იარებს,
ეგებ აქ მაინც ის სიმართლე გესმის და გჯერა,
რომ მარტოობა შენ სიკეთეს ვერ გაზიარებს.

შეხედე, სიმმა როგორ შექმნა სხვა სიმთან წყვილი,
როგორ დაიწყო სიმებს შუა ჰანგმა თარეში,
ერთად ამღერდა თითქოს მამა, დედა და შვილი
ბედნიერების აუმღვრეველ სიანკარეში.

და, ალბათ, გესმის, რასაც მღერის სამი არსება,
რომ მარტოობა შენთვის სიკვდილს დაემსგავსება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რად არ გწადია, შეებრძლო სისხლიან ტირანს,
ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?
იქნებ გგონია, მარადიულს მოგიჩენს ბინას
და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?

იქნებ გწადია, სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,
იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,
რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს, ვიდრე
მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.

ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწევით,
ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,
ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით
გზა გაიკვალე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.

სხვას უწილადე, რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში
და შენც იცოცხლებ შენს მშვენიერ შთამომავალში!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-03-28, 1:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024