♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22


Easy Virtue
1 სთ 37 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 08 სექტემბერი 2008
რეჟისორი: სტეფან ელიოტი
სტუდია: ფრაგილ ფილმსი, ბიბისი ფილმსი, ილინგ სტუდიოუს, ენდგეიმ ინტერტეიმანტი
როლებში: ქრისტინ სკოტ–თომასი, ჯესიკა ბილი, ქოლინ ფერსტი, კრის მარშალი, ბენ ბარნსი, ქიმბერლი ნიქსონი, ქეტერინ პარკინსონი


ფილმის მიმოხილვა
ახალგაზრდა ინგლისელს ჯონ უიტაკერს ვნებიანად შეუყვარდება სექსუალური ამერიკელი ლარიტა. ამაღელვებელი რომანი, ცხელი საწოლი, ჩქარი ქორწინება და ტკბილი თაბლობის თვი რომანტიული კოქტეილებით სანაპიროზე... მაგრამ, გათხოვებისას, ლალიტა ყველაზე საშნელ სიზმარშიც კი არ წარმოიდგენდა, რა მომავალი ელის მას. ის აღოჩნდა კლასიჯურ ტრადიციულ ინგლისურ სახლში, სადაც გათამამებულ ლამაზმანს სერიოზული ბრძოლა მოუწევს დედამთილთან... რომელიც ვერანაირად ვერ ეგუება რძლის "მსუბუქ ყოფაქცევას"...



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯადოდ მომთვარული მარტის მღლის თარეში
მარტოობს მარტი და გზადაგზა დამტირის,
როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში
შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.

ძველი სახელდებით ბაბილონელი ვარ
სიცოცხლის აღთქმა კი შენს მტევნებს დავუდე,
ამოექართულა ალილოს ბნელითგან
ზღვა-მესაიდუმლე, მზე-სახლი, მთა -ბუდე.

ყველგან, სადაც მივალ, შენი სახე მოჩანს,
ყველგან რომ გეძებდი, ყველგან მოგნახე,
ჭირი დამთავრდა და ლხინიც მალე მორჩა,
ორივე სუფრაზე მყავს მთვარე მოინახე.

მასაც მარტოობით სურს მარტს მიემგვანოს,
თითქოს მარტის გარდა სხვადროს არ კვდებიან,
ძოწის მთვარეში რომ ანგელოზი გვარობს,
ხელფეხშეკრული და თმააჭრილ ფრთებიან,

მარტი მინც სხვაა, დარდით მღლის ხმა თქეშის,
თითქოს სიყვარულის კვდომისას დამტირის,
როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში
შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ჯესიკა ქლერ ბილი (Jessica Claire Biel)
დაბადების თარიღი: 03 მარტი 1982
დაბადების ადგილი: ელი, მინესოტა, აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
სიმაღლე: 1.71 მ


ბიოგრაფია

ჯესიკა ბილი დაიბადა 3 მარტს 1982 წელს ქალაქ ელაიში, მინესოტას შტატში(აშშ) და გაიზარდა ბოლდერში, კოლორადოს შტატში(აშშ). პირველად ის შეამჩნიეს 1994 წელს ახალგაზრდა ტალანტების კონკურსზე ლოს–ანჟელესში. შემდეგ კი სამოდელო ბიზნესში მუშაობდა, 1996 წელს მან მონაწილეობა დაიწყო ტელეშუში 'მე–7 ცა', რომელლის პროდიუსერი აარონ სპელინგი იყო. მალე ის მოიწვიეს გადაღებებზე პიტერ ფონდას შვილიშვილის სახით სურათში 'ულის ოქრო'(1997), შემდეგ მოყვა რილი ფილმში 'მე სახლში შობისთვის დავბრუნები'(1998). მაგრამ ჯესიკას მალე მობეზრდა კეთილი გოგონას როლები ტელევიზიაზე და მან სთხოვა პროდიუსერებს გაენთავისუფლებინათ ის როლისგან პროექტში 'მე–7 ცაზე', ის ამტკიცებდა, რომ ამ როლის გამო ვერ მიიღო როლი სურათში 'სილამაზე ამერიკულად'(1999). პროდიუსერებმა უარი თქვეს კონტრაქტის გაუქმებაზე, და მაშინ მან სხვა ხერხი მოიფიქრა: სურათები გადაიღო ჟურნალ 'Gear' გარეყდისთვის 2000 წლის მარტში თავსათაურით 'დაცემული ანგელოზი'. ჟურნალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, პუბლიკაციას სკანდალური რეზონანსი ჰქონდა და ჯესიკა ას ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.

რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!

გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 968 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილი სახელი: ფაიფერ ლიზა პერაბო (Piper Lisa Perabo)
დაბადების თარიღი: 31 ოქტომბერი 1976
დაბადების ადგილი: დალლასი, ტეხასი, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.68 მ


ბიოგრაფია
პაიპერ პერაბო დაიბადა 31 ოქტომბერს 1977 წელს მიყრუებულ ნიუ–იორკის გარეუბანში – ნიუ–ჯერსიში. ქალაქი ნიუ–ჯერსი, როგორც ნებისმიერი სხვა ქალაქი, რომელიც დიდი ქალაქის მახლობლადაა განლაგებული, ეს საკმაოდ მოსაწყენი ადგილია. ასეთი ქალაქების ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად ოცნებობენ მეგაპოლისში ცხოვრებაზე. სხვათაშორის, ფილმში, რომელმაც პაიპერ პერაბო აღმოაჩინა დიდი კინოსთვის – Coyote Ugly, მან პრინციპში საკუთარი თავი შეასრულა – პროვინციელი გოგონა, რომელიც ნიუ–იორკის დასაბყრობად ჩამოვიდა. ერთადერთი განსხვავებით მისი გმირისგან, მას ჯგუფში არ უმღერია, არამედ ოცნებობდა მსახიობობაზე. საერთოდ, თემა კარგი და კეთლი პროვინციელის, რომელიც საკუთარ ოცნებას ისრულებს, სამართიანობის და კეთილი გულის დახმარებით – ძველი ამერიკული ისტორიაა.
ასეთი უცნაური სახელი პაიპერ პერაბოს შეხვდა თავისი ნაციონალური ფესვების(ნახევრად პორტუგალიელი, ნახევრად ნორვეგიელი), მეორე მხრიდან – თავისი მშობლების კარგი გემოვნების გამო. პაიპერი მშობლებმა დაარქვეს ქალიშვილს კინოს სი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1373 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
თქვენ გამოჩნდით, მთებო.
ეს ცხოვრება დაიბლანდა
რა მაქვს საოცნებო:
შორით მოჩანს ობელისკი
ქარი ჭადარს ღუნავს,
თვითონ წუთისოფელიც კი
დიდი ტანჯვით ბრუნავს.
შენ გამოჩნდი ცით, მარიამ,
უფაქიზეს ვარდად,
ეს ქვეყანა სიზმარია –
ჩანს ყოველი ლანდად.
შორით ვუმზერ ტყეს გაუვალს
არის ნამი დილის,
და ვერაფრით ვერ აუვალ
წუთისოფლის ბილიკს.
განა სხივებს გამოლევენ
მთვარე მოჩანს ახლა
და სიცოცხლის ამ მოვლენებს
კვლავ სიკვდილი ახლავს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილი სახელი: ამანდა პიტი (Amanda Peet)
დაბადების თარიღი: 11 იანვარი 1972
დაბადების ადგილი: ნიუ–იორკი,აშშ
პროფესია: მსახიობი


ბიოგრაფია
ამანდა პიტი დაიბადა 11 იანვარს 1972 ლწეს ნიუ–იორკში. მშობლების განქორწინებდამდე, რომელიც 1990 წელს მოხდა, ამანდას მამა ჩარლზი ზრდიდა, რომელიც ადვოტატური პრაქტიკით იყო დაკავებული და დედა პენი, ყოფილი სოციალური მუშაკი. სკოლის დამთავრების შემდეგ ამანდა სასწავლებლად 'კოლამბიას' უნივერსიტეტში წავიდა ისტორიულ ფაკულტეტზე. და რაც ეხება მისი სამსახიობო ნიჭის გამოვლენას, ეს აშკარა გახდა, როდესაც დედასთან ერთად ერთერთ სპექაკლზე ყოფნისას ის წარმოდგენის დროს ავიდა სცენაზე და იმპროვიზირება დაიწყო. რამოდენიმე წლის შემდეგ, ბოლო კურსზე, ის აღოჩნდა მოსმენაზე დრამატულ ხელოვნების ლეგენდარულ მასწავლებელთან უტა ხაგენთან. გოგონასმ დაიწყო მის გაკვეთლებზე სიარული. ხეგენთან მან სხვა მომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავები გაიცნო. მის თავისებურ დამრიგებლად იქცა მომავალი მსახიობი ხოუპ დევისი. მაგალითად, როდესაც აგენტის შვნის საჭროება გაჩნდა, პიტი დაიბნა. მან მიმართა მეგობარ–სტუდენტს დახმარების თხოვნით. ერთად გოგონებმა გადააგზავნეს ამანდას 80 ფოტო ყველასთან ვისთანაც შეიძლებოდა, სააგენტო 'Ross Report' ჩათვლით, რომელიც უამრავი აღიარებული ნიჭიერი ადამიანისთვის და დამწყები მსახიობისთვის "წმინდა" ადგილია.
მას დაურეკეს ოთხი სააგენტოდან, და მან მოინახ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1290 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
და დიდ იმედებს ვიღაც მპირდება,
ამ გულმკერდს ლაღად მზეს შევაგებებ
ის კი შავ ღამით მიმასპინძლდება.
ვერ გავექეცი ამ შავ ღამეებს,
შავი ლანდები ჩემს წინ დადიან,
თუმცა ეს ქარი ამ დარდს ანელებს
მაგრამ ეს ქარი თვითონ დარდია.
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილი სახელი: ელისონ ელიზაბეტ ლარტერი (Alison Elizabeth Larter)
დაბადების თარიღი: 28 თებერვალი 1976
დაბადების ადგილი: ჩერრი ხილი,ნიუ-ჯერსი, აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
სიმაღლე: 1.73 მ


ბიოგრაფია
Ali Larter was born in Cherry Hill, New Jersey, the daughter of Margaret, a homemaker, and Danforth Larter, a trucking executive.She attended Carusi Middle School and Cherry Hill High School West. She began modeling with Ford Models at the age of fourteen and traveled the world. At seventeen, Larter settled temporarily in Japan A year later, in 1995, she accompanied her boyfriend in his move to Los Angeles, California. Soon afterwards, he left her and she flew to Australia 'to put a little distance between us.' Back in Los Angeles, she began taking acting classes at a friend's suggestion.

Larter is a good friend of actress Amy Smart with whom she co-starred in Varsity Blues and Erick Alegria, a former Sam's Kid. Larter has also lived in Miami and then New York City after the spring of 2002, where she studied at Michael Howard Studios. In January 2007, she moved to Los Angeles to take on the commitment of working on Heroes.

Larter is engaged to her longtime boyfriend, actor Hayes MacArthur.

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1299 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


5x2 cinq fois deux
1 სთ 30 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 01 სექტემბერი 2004
რეჟისორი: ფრანსუა ოზონი
სტუდია: კანალ+[fr], ფრანს 2 სინემა
როლებში: ვალერია ბრუნი –თედესკი, სტეფანი ფრეისი, ფრანსუზ ფაბიანი


ფილმის მიმოხილვა


თანამედრვე წყვილის ისტორია: ჟილი და მარიონის, რომელიც ხუთ ეპიზოდშია ნაჩვენები: მათი განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, მათ პირგველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: კლერ ფორლანი (Claire Forlani)
დაბადების თარიღი: 01 ივლისი 1972
დაბადების ადგილი: ლონდონი ინგლისი
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.70 მ
მეუღლე: დუგრაი სქოთი


ბიოგრაფია

კლერ ფორლანი დაიბადა 1 ივლისს 1972 წელს ლონდონის მახლობლად. მსახიობის დედა ინგლისელია, მამა კი იტალიელი.თერთმეტი წლის ასაკში მან ცეკვის და დრამატიული ხელოვნების შესწავლა დაიწყო ლონდონის სამხტვრო განათლების სკოლაში, სადაც ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა. პროფესიონალი მსახიობის კარიერა კლერ ფლორანიმ დაიწყო 1991 წელს ინგლისურ ტელევიზიაზე. ოჯახთან ერთად სან–ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან როლში ტელესერიალში "J.F.K.: Reckless Youth". შემდეგ მსახიობმა მონაწილეობა მიღო ფილმში "Police Academy: Mission to Moscow ". ფორლანიმ თავისი სამსახიობო ნიჭი დაადასტურა ცენტრალური როლით ფილმში "ბასკია" (1996). 1998 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "Meet Joe Black", 1999 წელს კი "Mystery Men".
კლერს ეზიზღება ჰოლივუდი და სძულს ჰოლივუდის საზოგადოება სენსაციებზე დევნის და ჭორების გულისთ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




პაოლო კოელიო-ს გავრცელებული წიგნის აუდიო ვერსია რუსულ ენაზე

ფორმატი: MP3
რაოდენობა: 4
ხანგრძლივობა: 01.07.29

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1372 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დაპირებულ დღეს მოველოდი მშვენებით სავსეხ -
უმოსასხამოდ უზრუნველად დავტოვე სახლი,
მაგრამ ავდარი დამეწია უეცრად გზაზე,
შენი მშვენება დამიბურა ღღუბელმა მაღლით.

შემდეგ ღრუბლიდან გამინათე ისვ საღამო,
ავდრისგან ნაცემს შემიმშრალე სახეზე წვიმა,
მაგრამ არ ჰქვია ასეთ ნუგეშს მაინც მალამო,
შენს უწყალობას ვერ მივუჩენ მკურნალად იმას.

არც ეგ წუხილი დაედება წამლად ჩემს სევდას -
თუმცა შენ ნანობ, აღარ დარობს აწ ჩემYთვის დარი,
თავის მჩაგვრელის სინანულში შვებას ვერ ხედავს,
ვინც უნდა მძიმე დამცირების ატაროს ჯვარი.

მაგრამ შენ ცოდვა მარგალიტის ცრემლებით დაგმე,
და ტრფობის წვიმამ გადარეცხა ცოდვილი საქმე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
ბევრს შევსწრებივარ წუთისოფლად ლამაზ განთიადს,
მინახავს მთებზე მოთამაშე ცისკრის სხივები,
ავდევნებივარ მწვანე მოლზე ოქროს ათინათს,
წყაროც მინახავს, გრძნეულ შუქზე ნალივლივები,

ზოგჯერ კი დილას შემზარავად წარბიც შეუკრავს,
ღრუბლების ხროვა შეჰპარვია ღვთიურ იერში,
არ უნაღვლია, რომ სამყაროს ნათელ დღეს უკლავს
და უმოწყალოდ ჩაბინდულა დასალიერში.

მზემაც ხომ ჩემთვის მხოლოდ ერთხელ გამოანათა,
ვაი, რომ მისი სახის ნახვა ერთხელ მეღირსა,
ჩვენს ერთად ყოფნას დრო აჩუქა ერთმა საათმა
და მალე მზერა მეც ღრუბლებით გადამენისლა.

მე რა შევკადრო მიწიერ მზეს?! - ცაც ხომა ასეა -
მზის მოლოდინში გამუდმებით ღრუბლით სავსეა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1298 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენც თუ გარგუნა ბედმა ჩემი ცხედრის ხლება და
თუკი შენს თვალწინ მიწად მექცა ხორცი და ძვალი,
შენც გაიმეტო ეგებ მაშინ მოწყალება და
ჩემი საბრალო ლექსებისკენ გაგექცეს თვალი.

და მაშინ ნახავ, რომ არ ვგავარ მე ისეთ მგოსნებს,
ვინც ჟამთასვლაში მედიდური სიტყვით ეჩრება,
რომ ჩემი ლექსი მხოლოდ ლამაზ სიყვარულს მოსდევს
და შენს სიცოცხლეს სამუდამო გრძნობით შერჩება.

და, ალბათ, მაშინ შენ ჩემს ნათქვამს აზრსაც გაუგებ,
თუმცა კი იტყვი - "ვერ შესწვდაო სრულყოფილებას" -
და თუ შენს ხსოვნას მე საკადრის ძეგლს ვერ ავუგებ,
არც სხვაზე ნაკლებს დავამადლებ კალმის ქმნილებას.

მე რომ მოვკვდები, სხვისი ლექსით დატკბე ეგება,
ჩემთან კი მხოლოდ სიყვარული შეგეგებება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი მკერდიდან მესმის სხვათა გულების ფეთქვაც,
მე შენში ვხედავ ჩემს წინანდელ მიჯნურთა სახეს,
შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა,
მაგრამ წარსულნი შენში მკვდრეთით აღმდგარნი ვნახე.

სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია,
მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა,
მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან
და შენი მკერდი დახვედრია თავშესაფარად.

დღეს ჩემ მიჯნურთა სასაფლაო მხოლოდ შენა ხარ.
შენშია ჩემთვის მათი ხსოვნა და მოგონება,
რაც მე წამართვეს, თურმე შენთვის შემოენახათ,
შენ ჩაგაბარეს გაძარცული ჩემი ქონება.

ყველა შენშია, ვინც ოდესმე ვრაცხე მშვენივრად
და მეც_იმათი საკუთრება,მხოლოდ შენი ვარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.

და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით
ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.

და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.

მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლი ... Read More
კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1481 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩამოაგდებენ კიბეს, რა იქნება მერე?
ვინ იცის? საზოგადოებრივი გაუგებრობა იჩურჩულებს მაყურებლით. ფარდის უკან მსახიობები გაისწორებენ კოსტუმებს. მათ არცერთს არ ეცოდინებათ რა როლს ითამაშებენ. სულ ერთია, მათ უყვართ იმპროვიზაცია..

მწერალი ფურცელს სანაგვეში აგდებს. ხომ შეიძლება, ეს ის ფურცელია, რომელიც მკითხველს ცვლის? ვინმე ამოიღებს ფურცელს სანაგვიდან? ამოიღებს და არაფერი...ცარიელია...
სიცარიელეც ხომ სიბრძნეა..სამყაროს თეთრი კვადრატი..

კიბე ჩამოგდებულია და ორი დილამდე ისეირნებენ ვიწრო მოაჯირზე, გადავარდნამდე.. მათ იციან როდის დასრულდება თამაში.. არ ანაღვლებთ განახლდება თუ არა ის..
პაიკები მარტივად მოძრაობენ - წინ!

რა იქნება მერე? ახალი სტანდარტი. ხელს აღარ ჩამოართმევენ ერთმანეთს, შორიდან გაუღიმებენ და ყოველდღე ახალი საჭმელი: 7 ცარიელი, 1 დატენილი. ლუკმა შუბლთან. რაღა ის ერთი გაეჩხირება კისერში? სიცოცხლე ნაჩუქარი იატაკს, სული მიბჯენილი ჭერს.

მწერალი დაკუჭულ ფურცლებს ამოწმებს სანაგვეში, თუმცა ვერ იხსენებს როდის დაკუჭა. რომელ სიცარიელეს ეძებს? აი, იპოვა..
ფულს! გადაყრილ კუპიურებს ასწორებს მწერალი! და ის მწერალი აღარ არის..ახლა კუპიურებია, დაბერებული, დაჭუჭმული და ხარბი. 0-ების რაოდენობა იზრდება წლებთან ერთად..

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დასახელება: მაგიდა სამისთვის
ორიგინალი დასახელება: Table for Three
გამოსვლის წელი: 2009
ენა: რუსული
ჟანრი: კომედია,მელოდრამა
რეჟისორი: მაიკლ სამონეკი
როლებში: ჯენიფერ მორისონი,სოფია ბუში,ბრენდოტ რუთი,ჯონი გალეცკი,ლიზა ლაპირა,ჯესი ბრენდფორდი,ნილ ჯეკსონი,კეიტ ალბრეხტი,რობერტ ტაუერსი,ტოში ტოდა...

ფილმის შესახებ:
ახალგაზრდა ბიჭი სკოტი,დაბადებულია ბერბიჭის როლის შემსრულებლად,იგი დაპატიჟებს «იდეალურ წყვილს» რაიანასა და მერის,იგი გაუყოფს თავის დიდ სახლს ამ წყვილს.როგორც გაირკვა სკოტი უგუნურად მოიქცა,ვინაიდან წყვილი იქ დაიწყებს მის ცხოვრებაში ჩარევას და ახალ რომანტიულ დამოკიდებულებას...





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.

ისევ ძველი, ძველი, ძვე...
ისევ თბილი, თბილი, თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა,შენ რომ თქვი.

ისევ ზევით, ზევით, ზე...
ისევ დიდი, დიდი, დი....
ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,
მკერდიდან რომ სისხლი დის....

მაგრამ თინა, თინა, თინ....
შენ მშორდები... თანდათან...
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.

თუმცა, კმარა, კმარა, კმა...
მე კვლავ მინდა, მინდა, მი....
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”
=ედგარ ალან პო=
მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის "მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.
ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით...
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1580 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცა ღრუბლებით იბურება... ანდა ღრუბელს მე რას ვერჩი,
არც სინათლე, არც სიბნელე... რუხი ფერი შემრჩა ხელში.




სიზმარი

თვალწინ ჩამიქროლეს... რა ხდება?
თვალებს ვახელ და ვიცინი,
გაბევრდა... გამთელდა... გახელდა
საათის ისრების ჭიხვინი;
არ დამჭირდებით არცერთი!..
ან ჩემზე სწრაფი ვინ არის?
ალბათ თამაშია ასეთი...
ხმა მესმის გულის წრიალის;
ნუთუ ასეთი ზანტი ვარ?
მიბიძგეთ!.. ხელი მომეცით!
კუს ნაბიჯებით დავდივარ...
წინ გამატარეთ!.. მომეშვით!
როდის და რა შემეშალა?
ჩემი დრო რატომ გამირბის?-
"შენთვის არასდროს მეცალა!.."
ექომ მოაღწია მკვდარი ხმის;
არა, ეს სიზმარს არა ჰგავს!..
ყველაზე უკან მე მოვრჩი!
უფრო ხუმრობას წააგავს
ან სულელის და ან ნორჩის;
წუთმა საათს გადაასწრო,
წამი წუთს უკან იტოვებს,
დრომ ერთ ადგილას დამასო,
დრო იმედებს არ მიტოვებს...
დამტოვეს დღეებმა, თვეებმა...
მანძილმა მხრები გაშალა,
ხელში ჩამიგდეს წრეებმა...
შავმა ყველა ფერი წაშალა;
დროის ვეზირებმა გამაგდეს,
ბოღმა მიცინის ყელიდან,
წნელი გადამაწნეს, დამსაჯეს...
ცხოვრება მეცლება ხელიდან;
"მოიცათ!.. აქ ვარ!.. მოვდივარ!.."
გულმა სულს გადასდო წრიალი
"თქვენზე სწრაფმავალი როდი ვარ?!"
ჩემივე მესმის ხრიალი;
ყელში მომაწვა სისველე...
ოფლი არის, თუ ს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

   

იგი ჩემსკენ მოდიოდა, მე მისკენ.
ვიფიქრე, გვერდს ავუქცევ-მეთქი, და მარჯვნივ წავედი.
იფიქრა, გვერდს ავუქცევო, და მარცხნივ წამოვიდა.
როცა დავინახე, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი
ვიცვალე _ მარცხნივ წავედი.

როცა დაინახა, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი იცვალა _
მარცხნივ წამოვიდა.
მერე მე _ ისევ მარჯვნივ!
მერე ის _ ისევ მარჯვნივ!
აქეთ და იქით!
იქით და აქეთ!
ბოლოს მაინც შევეჯახეთ ერთმანეთს!
ბოდიში-მეთქი, ვუთხარი!
ბოდიშიო, მითხრა!
მე გამეღიმა!
მას გაეცინა!
მე გადავიხარხარე!
მან გადაიკისკისა!
ბარემ გავიცნობ-მეთქი, და სახელი ვუთხარი!
სახელი მითხრა!
მას მერე თერთმეტი წელი გავიდა.
ამ ხნის მანძილზე ჩვენ ისევ ვეჯახებით ერთმანეთს,
ოღონდ ახლა საკუთარი ნებით:
ჩემი მარჯვენა _ მის მარცხენას,
ჩემი მარცხენა მის მარჯვენას.
ზოგჯერ ასეც ხდება:
ჩემი მარჯვენა _ მის მარჯვენას,
მისი მარცხენა _ ჩემს მარცხენას,
და როცა ერთმანეთს ბოლომდე შევეჯახებით,
გვერდის ავლა შეუძლებელია...
ასე გავიდა თერთმეტი წელი.

ახლა კი,
თუ არ ვცდები, წინა შაბათს,
ყმაწვილს გადაყრია ვიღაცას ქუჩაში.
ეს რომ მარჯვნივ წასულა _ გვერდს ავუქცევო,
ის ყმაწვილიც მარჯვნივ წასუ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: მიშელ მარი პფაიფერი (Michelle Marie Pfeiffer)
დაბადების თარიღი: 29 აპრილი 1958
დაბადების ადგილი: სანტა-ანა,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი


ბიოგრაფია
მიშელ პფაიფერი კოლიფორნიის ქალაქ სანტა–ანაში დაიბადა. მისი მამა კონდიციონერების გაყიდვის აგენტად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. ოჯახი მრავალშვილიანი იყო: მიშელი თავის უფროს ძმასთან რიკთან და უმცროს დებთან დიდი და ლორისთან ერთად იზრდებოდა. მომავალი მსახიობის ხასიათი ბავშვობიდანვე იყო მტკიცე: ის ჯიუტი იყო და თავისუფლებისმოყვარე, სკოლის წლებში ადვილად იწყებდა ჩხუბს და სკოლში ძლივს ითმენდა გაკვეთილებზე ჯდომას. ერთერთი მისი ჰობი სერფინგი იყო, და ასევე მისი გაცდენების მიზეზიც.
მიშელის დაბადების შემდეგ, პფაიფერების ოჯახი მიდვეი–სიტიში გადადის, შემდეგ კი ფონტან ველეიში, სადაც 1976 წელს მიშელმა სკოლა დაამთავრა. გაკვეთლების შემდეგ ის თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე დადიოდა, თმცა მაშინ ეს უბრალოდ გართობა იყო მისთვის, და მიშელს მაშინ მსახიობის პროფესიაზე სერიოზულად არ უფიქრია. მის მშობლებს რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და ამიტომაც მიშელს თოთხმეტი წლიდან სამსახურის ძებნა მოუწია. მისი შრომის გზა მაღაზიაში ტანსაცმლის გამყიდველიდან დაწიყო. შემდეგ კი მილმა სცადა კოლეჯში სწავლა, თუმცა მას ეს არ ოეწონა, და წავიდა სასწავლებლიდან. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2272 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ჯულია ფიონა რობერთსი (Julia Fiona Roberts)
დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი 1967
დაბადების ადგილი: სმირნა,ჯორჯია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი


ბიოგრაფია
ჯულია რობერთსი(ნამვდილი სახელი ჯულია ფიონა რობერთსი)ჯორჯიას შტატის ქალაქ სმირნაში 1967 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა.ბავშვობიდან მას სხვადასხვა მსახიოებებთან და რეჟისორებთან უწევდა ურთიერთობა,რომლებიც მისი მშობლების’მსახიობის და მწერლის’მაღაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ.ამიტომაც ჯულიას და მის ძმას ერიკს მსახიობობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.მაგრამ ერიკმა პირველმა მოახერხა დიდ ეკრნაზე მოხვედრა.მაშინ ჯულია მხოლოდ 11 წლის იყო.
სკოლის დამთავრებისთანავე ჯულია ატლანტის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებს. მოგვიანებით მსახიობმა აღიარა,რომ ეს ბიოგრაფიული ფაქტი სოლიდურობისათვის თავად მოიგონა.თავიდან როლის ნახვა გაუჭირდა და მანჰეტენის ერთ–ერთ მაღაზიაში მოუწია მუშაობა.სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა,რაც ერიკმა Blood Red–ში(1988) როლი უნახა.ფილმზე მუშაობა 1986 წელს მორჩა,მაგრამ ეკრანზე ის 1988 წელს გამოვიდა.პარალელურად მსახიობმა კიდევ რამოდენიმე ფილმ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1398 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Effi Briest
1 სთ 58 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 09 თებერვალი 2009
რეჟისორი: ჰერმინი ხუნტგებურჰი
სტუდია: კონსტანტინ ფილმი
როლებში: ჯულიან კოლერი, ჯულია ჯენტში, სებასტიან კოხი, რიუდიგერ ფოგლერი, ბარბარა აუერი, მიზელ მატიცევიჩი, მარგარიტა ბროიხი


ფილმის მიმოხილვა:
ძაან მაგარი ფილმია ყველამ ნახეთ !



Effi Briest  DvD  RuS   1 398.55 MB
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: სოფია ანა ბუში (Sophia Anna Bush)
დაბადების თარიღი: 08 ივლისი 1982
დაბადების ადგილი: პასადენა, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.63 მ


ბიოგრაფია
პასადენაში დაბადებული,(კალიფორნიაში), სოფიამ დაიწყო თავისი კარიერა სკოლის თეატრალურ წრეში. როდესაც მიიღო ტიტული 'მის პასადენა' ბუშმა მალე მოიპოვა ჰოლივუდის ყურადღება.
მისი პირველი როლი იყო ფილმში «Van Wilder», 2002, რომელშიც სოფია ასერულებდა კოლეჯის ახალ მოსწავლეს, რომელმაც ოთახი დაუთმო რაიან რეინოლდსის პერსონაჟს. ასევე სოფია ბუშმა შეასრულა ბრუკ დევისის როლი სერიალში «One Tree Hill». ის ასევე გამოჩნდა ფილმში «Point of Origin», 2005 წელს რეი ლიოტასთან და ჯონ ლეგუზიამოსთან ერთად. ბუში გამოჩნდა დრამის «Nip/Tuck» სამ ეპიზოდში ბისექსუალი–გოგონას როლში.
ის ასევე მონაწილეობდა სტუმარის სახით სერიალში 'საბრინა–პატარა ალქაჯია'. სპორტულ ფილმში «Supercross», 2005, სოფიამ შეასრულა ერთერთი მთავარი როლი დერილ ხანასთან და რობერტ პატრიკთან ერთად.



< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1355 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მწყურველისთვის
მიმატანინე წყალი,

მევალისთვის
მიმატანინე ვალი,

გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,

შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,

მომაძებნინე
სხვაგან დამარხულუ ძმები,

ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლებi

მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,

მერე წამოვალ,
წამოვალ საცა გინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნამდვილი სახელი: სილვია კოლოკა (Silvia Colloca)
დაბადების თარიღი: 23 მაისი 1978
დაბადების ადგილი: მილანი,იტალია
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.71 მ


ბიოგრაფია
სილვია კოლოკა მილანში დაიბადა ლორეანდას და მარიო კოლოკაც ოჯახში. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი კინოში იყო როლი ფილმში "ვან ჰელსინგი", რომელშიც ვერონას როლი ითამაშა, ერთერთი დრაკულას საცოლეს. 2004 წლის სექტემბერს ცოლად გაყვა მსახიობს, რომელიც დრაკულას როლს ასრულებდა ამ ფილმში, რიჩარდ როქსბურგს. მათი შვილი რაფაელ როქსბურგი დაიბადა 10 თებერვალს 2007 წელს.
კოლოკა სანამ კინო–მსახიობი გახდებოდა მუშაობდა მუსიკალურ თეატრში იტალიაში. ჯერჯერობით მის ფილმოგრაფიაში ჯერჯერობით აღნიშნება მხოლოდ ექვსი ფილმი.




კინოები :
1 ლესბოსელი ვამპირების მკვლელები (2009)
Lesbian Vampire Killers
2 დეტონატორი (2006)
The Detonator
3 ვან ჰელსინგი (2004)
Van Helsing

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1798 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან!
სასაცილოა, მაგრამ ახლა ჩემი წარსული
ჰგავს აფეთქებულ იასამნის მოტეხილ რტოებს
და წვიმას_ ბრძენს და ცაში საწყლად გამოკიდებულს.
სასაცილოა, მაგრამ ახლა წვიმაც მაღელვებს,
რომელიც, თუმცა ბრძენი არის, მაგრამ საწყალი.
ვარ დაფოთლილი აუხსნელი კითხვის ნიშნებით
და მდაღავს შენი ძველისძველი ხმის მცხუნვარება
და წრეში, სადაც წლების უკან რიალებდნენ
ჩვენი ჩრდილები,
მეშინია, საწყალ წვიმას არ ჩაეძინოს.
სასაცილოა, მაგრამ ვიცი, ჩემი წარსული
ნისლში ბოგინობს და ბავშვობას ეხვევა ყელზე
და, მეშინია, სიყვარული არ მაპოვნინოს
ნისლმა, რომელსაც სახელიც კი ვერ შევურჩიე.
_მე აუხსნელი სიყვარული მაპურებს დღესაც,
რომელიც ჩემზე დიდია და ჩემზე ნათელი.
შემომაბრუნებთ? ვიმარტოვებ სიყვარულისთვის
რომ ცხოვრებაში ყოფის მტვერმა არ გამითელოს
ამოხეთქილი ენძელების სადა ზმანება
(ჩემი ბალღური აღტაცების დიდი ნიშანი),
ხვალ, ალბათ, ხმაში მონატრება შემეპარება
და გამიზნულად დავარიგებ ფერად ნიჟარებს
(რომელთაც ერთხელ გამიმჟღავნეს საიდუმლონი),
მე კი, რა მშვიდად მეგონა რომ სურვილს ვტოვებდი...
სასაცილოა, შეიყვარო ქალი-პოეტი,
სასაცილოა და რისკია უმისამართო.
ვიცი, გავგიჟდი, ახლა ძველი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 935 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: როზელინ სანჩეზი (Roselyn Sanchez)
დაბადების თარიღი: 02 აპრილი 1973
დაბადების ადგილი: სან-ხუანი, პუერტო-რიქო
პროფესია: მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი
სიმაღლე: 1.65 მ
მეუღლე: ერიკ ვინტერი
გერი სთრეჩი (განქორწინება)


ბიოგრაფია
It was her exotic, raven-haired beauty that initially brought her fame, but actress Roselyn Sanchez went from modeling to striking a different type of pose – effectively landing roles as tough-minded law enforcement figures with gun in hand. Coveting the part of butt-kicking customs agent Isabella Molina in "Rush Hour 2” (2001) and reprised for "Rush Hour 3” (2007) – as well as her series regular role of Agent Elena Delgado on the popular hit series, "Without a Trace” (CBS, 2002- ) – Sanchez knew something about toughness, having started fresh in the U.S. after leaving behind early success in her native Puerto Rico.
Born in the city of San Juan on April 2, 1973, where she was raised, Sanchez was the youngest sibling behind three older brothers. With a big interest in dance and acting, Sanchez knew even as a child that performing would factor heavily into her life. As the 1990s ushered in, Sanchez, was attending the University of Puerto ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
- ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
- გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი.
- "შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?”
ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზე
ბეღურასავით მცივანს და ამტანს,
მე გულს ავყევი და ახლა სიტყვებს
შენს მშრალ კალთაზე ხმაურით ვფანტავ
და თრთის კედლები, რომელშიც ასე
მოჩვენებითი სიმშვიდით ვცხოვრობ
და მხოლოდ შენი სიცილი მავსებს
ამ გადაღლილი საღამოს ბოლოს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნამდვილი სახელი: ჯონი კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1963
დაბადების ადგილი: ოვესბორო კენტუკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი კომპოზიტორი სცენარისტი რეჟისორი
სიმაღლე: 1.79 მ
მეუღლე: ლორი ა დეპ (განქორწინება)


ბიოგრაფია
ჯონ კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp), ან როგორც უფრო კარგადაა ცნობილი ჯონი დეპი, დაიბადა 9 ივნისს 1963 წელს ოუნსბოროში(კენტუკუს შტატი, აშშ). სანამ დაიწყებდა სამსახიობო კარიერას, ჯონი დეპმა მოასწრო თხუტმეტზე მეტ როკ–ჯგუფში დაეკრა. მისი დებიუტი გახდა უეს კრევენის კლასიკური საშინელებათა ფილმი 'A Nightmare on Elm Street', რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 1984 წელს, შემდეგ კი პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში, მათ რიცხვში ოლივერ სტოუნის 'Platoon'. საქვეყნო ცნობილება მსახიობს მოუტანეს ფილმებმა 'მტირალა'(1990) ჯონ უოტერსის და ტიმ ბერტონის 'ედვარდ ხელები – მაკრატელი'(1990). კარგად გამოაჩინა თავი ჯონი დეპმა სურათში 'დონ ჟუან დე მარკო'(1995), როდესაც ლეგენდარული საყვარლის როლი შეასრულა – ასეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა მარლონ ბრანდო და ფე დანაუეი.




კინო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1516 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-03-29, 0:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024