♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 14


დასახელება: the cure - love song
სიმგერა: love song
ხანგრძლივობა: 3:30 
ზომა: 3.21 MG

გადმოტვირთვა

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: Жена путешественника во времени
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრი: ფანტასტიკა, მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: რობერტ შვენტკე
როლებში: ერიკ ბანა, რეიჩელ მაკადამსი, რონ ლივინგსტონი, სტივენ ტობოლოვსკი, არლის ჰოვარდი, ბრუკლინ პრუ, ალექს ფერისი, მიშელ ნოლდენი, ჯეინ მაკლინი, ჰეილი მაკკანი

ფილმის შესახებ:
ფილმს საფუძვლად უდევს ოდრი ნიფენეგერის იგივე სახელის რომანი, რომელშიც მოთხრობილია ამბავი ჩიკაგოელი ბიბლიოთეკარის შესახებ, ვისაც საოცარი უნდარი გააჩნდა სტრესის მდგომარეობაში დროში გადაადგილებულიყო. ერთ-ერთი ასეთი ”ნახტომის” დროს მან თავისი ოცნების ქალი გაიცნო. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ გმირის ასაკი არ იცვლება იმისდამიუხედავად თუ რა დროში ხვდება მისი რჩეულისგან განსხვავებით…
ქვეყანა: აშშ, New Line Cinema
ხანგრძლივობა: 01:47:25
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)

ფაილი:
ფორმატი: Avi XviD
ხარისხი: ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1943 წლის ნოემბერში ტამანის ნახევარკუნძულზე
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი,
ლევანი რქმეოდა.


ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1606 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ წამი გეჩუქებინა ჩემთვის
ამ ქვეყნად მეტს არაფერს მოვითხოვდი...
მას რომ მარადისობა ეჩუქებინა ჩემთვის მაინც გავებუტებოდი,ბოლოს მაინც მივატოვებდი...
შენ
რომ ერთი ვარსკვლავი გეჩუქებინა,თავი ღმერთი მეგონებოდა...მას რომ
გალაქტიკა მოეძღვნა ჩემთვის მე ისევ ის ადამიანი ვიქნებოდი რაც მანამდე
ვიყავი...
მას რომ დედოფლად ვექციე მაინც შენი მონა დავრჩებოდი...
დრო რომ თავიდან დაბრუნებულიყო..მაინც შენ აგირჩევდი.......
შენ რომ ხელი გეკრა მაინც ვერ დაგივიწყებდი,ის რომ მომფერებოდა მაინც ვერ შევიყვარებდი...
მისი ედემი არაფერი იყო ჩემთვის,შენი ერთი გოჯი მიწაც კი მთელს სამყაროს მერჩია..
შენი ღიმილი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის,ვიდრე მისი მთელი ცხოვრება,ჩემს სიყვარულში გატარებული.....
რატომ განსხვავებდით ერთმანეთისგან?
არ ვიცი...
უბრალოდ შენ შენ იყავი ჩემთვის....
ის კი ის იყო...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1344 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1451 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე...
შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე,
ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ.
იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე?
სიძულვილით არის კაცის გული სავსე,
შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ,
გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო....
და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო?
ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?"
და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას,
რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა.. ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 997 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მარადიული ღამის ზმანება,
ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები.
სადაც ქაფია ყველა ღვთაება
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა,
ქარი ზღაპრული არტემიდეა.
თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა
ზოროასტრის და ზევსის იდეა,
მაინც წააგავს მითს ეს საღამო,
ათასი კერპი იწვის და დნება.
ისევ გაცოცხლდი სულში ადამო!
ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად.
როგორც გრძნეული ღამის ზმანება
მეც უკვდავებით დავიბანგები
აქ მარადია ერთი ღვთაება,
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი
წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან, რომ იყოს საყვარელი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

გეტყვიან ჩემზე არ უყვარხაროდა გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1408 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს".

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1774 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიორგი ორბელიანი დაიბადა 1818 წელს. 1862-1863 წწ. ცხოვრობდა ქუთაისში, 70-იანი წლებიდან თბილისში. დაახლოებული იყო თანამედროვე მოწინავე ადამიანებთან. მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეებშიც. 1879 წელს გიორგი იყო საადგილმამულო ბანკის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსი „ჰე, საყვარელო.." გამოქვეყნდა 1852 წელს ჟურნალ „ცისკარში". 60-70-იან წწ. პოეტის სატრფიალო და პატრიოტული ლექსები ქვეყნდებოდა „მნათობსა" და „ცისკარში". თარგმნილი აქვს კრილოვის „მელა და ყურძენი" ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კეროლ ენ დაფი (ინგლ. Carol Ann Duffy; დ. 23 დეკემბერი, 1955, გლაზგო, შოტლანდია) — შოტლანდიელი პოეტი, დრამატურგი, მწერალი და მიმდინარე პოეტი-ლაურეატი. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და კომანდორი (1995, 2002).

დაფი დაიბადა გლაზგოში. გაიზარდა სტაფორდშირში. 1977 წელს ლივერპულის უნივერსიტეტი დაამთავრდა ფილოსოფიის განხრით. ამჟამად ცხოვრობს მანჩესტერში და პოეზიას ასწავლის მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის წერის ფაკულტეტზე. 2009 წლის 1 მაისს ის ენდრიუ მოშენის შემდეგ გახდა პოეტი-ლაურეატი, ასევე პირველი ქალი და პირველი შოტლანდიელი ამ პოსტზე.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცის კაბადონზე ვარსკვლავთა გუნდი
დგას უმოძრაოდ წელი მრავალი
ოცნება სიზმრად გადაქცევიათ
მაგრამ მშველელი არ ყავთ არავინ.

აერთიანებთ მათ ერთი ენა
ერთი აქვთ სწრაფვა და გულის თქმანი.
არც ერთ ფილოლოგს არ ძალუძს ქვეყნად,
მათ სათუთ გრძნობებს აუბას მხარი.

მე კი ვისწავლე ვარსკვლავთა ენა.
ღმერთის წყალობით მეცხო ნათელი.
სატრფოს სახება მყავდა მეგზურად
ვით აღმაფრენა და ვით სანთელი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პოეტი-ლაურეატი — სამეფო კარის პოეტის წოდება დიდ ბრიტანეთში, რომელსაც მონარქი ამტკიცებს და რომლის დანიშნულება ტრადიციულად სამეფო ოჯახის ცხოვრებასა და სახელმწიფოს მოვლენებისადმი ლექსებით ან პოემებით გამოხმაურებაა. ეს ტიტული ლაურეატს მთელი ცხოვრებით ენიჭება. XIX საუკუნიდან ეს ტიტული უფრო საპატიოდ მიიჩნევა და მისი მფლობელი უფრო საკუთარ ლიტერატურულ კარიერას აგრძელებს.

ამ წოდების წინამორბედი იყო კარის პოეტი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კარის პოეტები ინგლისის ისტორიაში მუდამ არსებობდნენ, ოფიციალური სტატუსი მათ მხოლოდ 1790 წელს მიენიჭათ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 981 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: ReBelde Way - Manana
სიმგერა:Manana
ხანგრძლივობა: 3:14 
ზომა: 2.60 MG

გადმოტვირთვა

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეფრემ ასური (”სინანულის მოძღვარი” 306 - 9.VI.373) სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.

დაიბადა ქალაქ ნისიბინში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

როდესაც ნისიბიმი სპარსელთა ხელში გადავიდა, იძულებული გახდა (363) დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი. ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1735 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი, X საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ამიერკავკასიაში.

X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ დულაფის ორი "რისალა" (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის მოგზაურობას ჩინეთში, მეორე - ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე "რისალაში" აღწერილია X საუკუნის თბილისი.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: Zveri - Do Skoroi Vstrechi
მომღერალი: Zveri
სიმგერა: Do Skoroi Vstrechi
ხანგრძლივობა: 3:19 
ზომა:  6.11 MG

გადმოტვირთვა

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1422 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



27 Dresses

1 სთ 47 წთ
ჟანრი: კომედია, რომანტიული, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 09 იანვარი 2008
რეჟისორი: ენ ფლეთჩერი
სტუდია: ფოქს 2000 ფიქჩერზი, სფაიგლას ინტერტეიმენტი
როლებში: ჯეიმს პოლ მარსდენი, ქეთრინ ჰეიგლი, ენ ფლეთჩერი, ჯენიფერ ლიმი, ჯუდი გრირი, დენიელ სკრაასტადი, ბრაიან კერვინი, ჩარლი ბარსენა, პეიტონ ლისტი, ჯეინ ფიტში, ალექსა გერასიმოვიჩი, კრისტენ რიტერი 


ფილმის მიმოხილვა
27 ქორწილში პატარძლის მეჯვარედ ყოფნის შემდეგ, მთავარი გმირი უცებ მიხვდება, რომ დროა გაჩერდეს და საკუთარ გათხოვებაზეც დაფიქრდეს, მაგრამ საბოლოოდ თავისი დის ქორწილში იქეიფოს კარგად. მაგრამ, აღმოჩნდება, რომ ის აპირებს იმ მამაკაცს გაყვეს ცოლად, რომელსაც "პროფესიონალმა მეჯვარემ" თვალი დაადო. კონფლიქტი მწიფდება...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



French for Beginners
1 სთ 38 წთ
ჟანრი: კომედია, რომანტიული პოსტერები
 გამოშვება: 08 ივნისი 2006
რეჟისორი: კრისტიანი დიტერი
სტუდია: მედიენფანდსი GFP, რეთ ფექ ფილმოპროდუქსიონი, რონ–ალპ სინემა, სინამონი ფილმპროდაკშენი ჯიბიერი, ჰეკტორ ფილმი, ნეოს ფილმი, ოპენ არტ პროდაკშენი
როლებში: სირილ დესკური, ფრანსუა გეკი, პაულა შრამი, ლენარ ბერცბახი, დიტრიხ ადამი, შარლოტა ბაგლანი, ვირჯინი ბონიერი, ანდრეას ბორჩერდინგი, მელინა ბორჩერდინგი, კამილე ბრიუნეტი, იზაბელი კოტე, ორელინ დევერსი, ვანესა კრიუგერი, ანტუან მორინი, საიმონი მოსერი, ბაოტისტე პუასონი, დევიდ უაისი 


ფილმის მიმოხილვა
რამ შეიძლება აიძულოს უდარდელი კოლეჯის სტუდენტი, რომელმაც მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა იცის ფრანგულად, გაემგზავროს პარიზში? მხოლოდ სიყვარულმა პირველი შეხედვიდან... ახალგაზრდა ფრანგმა გოგონამ ვალერიმ ერთხელ და სამუდამოდ მოინადირა ენრიკის გული. ოღონდა ვალერის არც კი წარმოედგინა ეს. მასთან ერთად ერიკი ხომ კარგავდა ლაპარაკის ნიჭს. და იმისათვის, რო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იულიან ტუვიმი (პოლონ. Julian Tuwim; დ. 13 სექტემბერი, 1894, ლოძი, პოლონეთი – გ. 27 დეკემბერი, 1953, ზაკოპანე, პოლონეთი), პოლონელი პოეტი, პოლონეთის სრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). 1916-18 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტი იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პოეტურ ჯგუფ "სკამადრის", რომელიც იცავდა "ყოველდღიურობის პოეზიას" და ილაშქრებდა "ახალგაზრდა პოლონეთის" ტრადიციების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტუვიმმა განიცადა ფრანგი სიმბოლისტებისა და უოლტ უიტმენის გავლენა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები "ვდარაჯობ ღმერთს" (1918), "ბოშური ბიბლია..." (1933), "მოგიზგიზე არსი" (1936) და სხვა. ტუვიმმა პოეზიაში შემოიყვანა ლირიკული გმირი – თანამედროვე ქალაქის მკვიდრი, დანერგა სასაუბრო მეტყველება, რითაც დემოკრატიული ხასიათი შესძინა თავის ლექსებს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) ანტიფაშისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ემიგრაციაში. 1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში. განახლებულ პოლონეთს მიუძღვნა ლირიკული ეპიკური პოემა "პოლონეთის ყვავილები" (1949, დაუმთავრებელი გამოცემა). ტუვიმმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის პროლოგი ორი რედაქციით ("Nova Kultura", 1952, N45).
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაიბადა შეძლებული ლონდონელი მოქალაქის ოჯახში. 8 წლის ასაკში, მამამისი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხოლო 14 წლისას დედაც გარდაეცვალა. სწორედ დედისგან მიიღო მომავალმა პოეტმა მძიმე მემკვიდრეობად ჭლექი, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა. პატარა ჯონი ენფილდში, კლარკის სკოლაში სწავლისას, თავდაპირველად თითქოს არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. 1810 წელს ჯონ კიტსი მეურვემ სკოლიდან გამოიყვანა და ქირურგს მიაბარა შეგირდად. 1815 წელს ჯონმა გაისს საავადმყოფოს სასწავლებელში განაგრძო სწავლა, მომდევნო წელს კი გამოცდებიც ჩააბარა და ექიმის წოდება მიენიჭა, თუმცა ექიმად არასოდეს უმუშავია – მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე პოეზიას მიუძღვნა.

პოეტობის სურვილი ჯონ კიტსს სპენსერის "ფერიების დედოფალის" წაკითხვამ აღუძრა. პირველი ლექსი კიტსმა 1814 წელს დაწერა, რომლის სათაურია "an imitation of Spenser".

ჯონ კიტსი თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს "უზრუნველს" უწოდებდა და სავსებით იზიარებდა იმ შენიშვნას, რომ მისი ზოგიერთი ნაწარმოები მეტისმეტად დამტკბარი იყო.

ჯონ კიტსის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ჯონ მილტონმა შექსპირმა ჯონ დრაიდენმა ჯონ დო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.
კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული. მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.
მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმოსავალს.
ბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორის იჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახეჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამოიოხრებდა.
სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა. საავოდ ყრანტალებდა ყვავი.
_ ყვა შენ და შენი ხმის გაცივება! _ ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.
ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.
_ როგორ არის საქმე? _ იკითხა ჯღუნამ.
_ წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა, _ თქვა ბერის ცოლმა.
_ ნემსი გაუკეთეთ?
_ არ გაგვაკეთებინა.
_ ცოტა მაინც არ გახმა?
_ ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რადგან უთქმელად მჯეროდა შენი,
ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაგიბედე,
გაუბედავებს გაურბით ბედი
ვიცოდი მაგრამ, ვერ გაგიბედე
და გული მაინც დიდხანს არხევდა
ლამაზ იმედებს, ლამაზ ოცნებებს,
ისიც ვიცოდი რომ დაგკარდავდი
ვიცოდი მაგრამ ვერ გაგიბედე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1381 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო,
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვარ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო"!
შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების,
დაუნდობელო და უგულოვ ჩემო,
მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების,
ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო"
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულის ცემის
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო,
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში,
გიხმობ და გეძახი: "სადა ხარ ჩემო?"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება.
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს,
ვტორტმანებ, უსიტყვოდ მივყვები კალაპოტს,
ჩემი რომ არ არის, სხვებმა რომ გათხარეს,
არ ვიცი რა მინდა, საითკენ წავიდე,
ან რას ვეთაყვანო, ან რა გამახარებს..
და ჩემი ოცნება ირყევა ბურუსში
დარღვეულს სივრცეს გავს
ელამი ბავშვისას. და ვიცი, ვერასდროს დავიბრუნებ
იმ ხანას, რომელიც ღიმილში წავიდა.
მარტო ვარ, ბავშვების ხმაური მამშვიდებს..
ვიღაცას ვუყვარვარ.. მე მაინც მარტო ვარ..
მარტო ვარ, მცივა და ცხოვრება მაშინებს..
მე აღარ დავუცდი ოქროსფერ გარიჯრაჯს,
გამიგეთ, მე, ერთ დღეს ფიქრები დავკარგე
და განსჟის უნარიც ლეთაში დაინთქა..
გამიგეთ, გრძნობები გამებნა და ახლა
სიყვარულს დავეძებ, ლაბირინთს გავდივარ..
ყველაზე მრუდე და სასტიკი.. ის არის,
ვიცი, რომ განთიადს ვერასდროს ვიხილავ,
რადგან ერთადერთი, რაც მე გამახსენეს,
გადავიწყებული ტირილის ნიჭია,
.. და ჩავალ ჟურღმულში, მე რომ გამოვძერწე
და როგორც მოლუსკი, ჩუმად ავტირდები..
წლები გაივლის და წყლები გადაივლის,
მე კი უხმაურო სადაფად ვიქცევი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1007 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024