♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » თავიდან ვიწყებ
11:39 PM
თავიდან ვიწყებ
null

ჯერ ვერ დავიწყნარე თავი ვერაფრით
თავდავიწყებაც მიჰყვა გულს, მესმა,
მეჯლისის კვამლი ნიღბებს მივართვი,
თავიდან ვიწყებ სიყვარულს შენსას,
ანდა სად ვსდიო კვამლსაც სიგარეტის,
პრინცი პროსპერო ნიღბებში ვიცნო,
ახლა რადიოს სიგნალებს ველტვი,
ტვინის ორივე ნახევარსფეროც

სიზმარს მოუცავს და მის მუსიკას
და კიდევ რაღაცას, უფრო აუხსნელს,
ახლო ტალღები შორეთებს იკრავს
და როგორც ზღვებმა ნაპირთ აუხსნეს
მდგომარეობა ჰორიზონტების,
კარი საიდუმლოს ასე ეხსნება -
ისევ ვიცოცხლებთ, როცა მოვკვდებით
და მოვიპნევით ხმებად, ლექსებად,

სულის ახელად, თვალის ახელად,
გამომეღვიძა და გამეცინა
ნახევარს, მთლიანს, ღმერთის ნახელავს
უწინდელი დღე და ღამეც წინა
წინვე შემხვდება, თავი ვიცანი,
ვტაცე შენდობა ძვირფას თვლებიანს,
ახლა შენც რომ არ ათვალო ცანნი
ისინი თვითონვე აითვლებიან

და გავაგრძელებთ მოგზაურობას,
ხშირად პეპელას ვესაუბრები,
ხმა მიღმიერი, ზღვად ხმაურობდა
მე ენა მესმის ზენა უბნების,
ყველგან სუნი მცემს, სუნი თიბათვის
დიდ სიმაღლიდან, სამყაროს კლდესთან,
ჩემი სიჩუმე სიტყვებს მივართვი,
თავიდან ვიწყებ სიყვარულს შენსას.



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 992 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-04-28, 12:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024