♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » Salma Hayek/სელმა ჰაიეკი
12:04 PM
Salma Hayek/სელმა ჰაიეკი

ნამდვილი სახელი: სელმა ჰაიეკი-ხიმენეზი (Salma Hayek-Jimenez)
დაბადების თარიღი: 02 სექტემბერი 1966
დაბადების ადგილი: კოათსაკოალსოსი ვერაკრუზი მექსიკა
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.57 მ


ბიოგრაფია

სელმა ხაიეკი დაიბადა 2 სექტემბერს 1966 წელს ქალაქ კოაცკოალოსში, მექსიკის შტატში ვერაკრუზში, მექსიკაში ესპანელი საოპერო მომღერლის და ბიზნესმენის ოჯახში. სალმა, ვისი სახელი არაბულად 'მშვიდობას' ნიშნავს, დადიოდა საშალო სკოლაში ქალთა მონასტერში, შემდეგ კი დეიდასთან ამერიკაში, ხიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად.
შემდეგ იყო მოსაწყენი მეცადინეობები მეხიკოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთბების კურსზე, რომელიც მან მალე მიატოვა და თავი მიუძღვნა ოცნებას – სამსახიობო ხელოვნებას. და მალევე მოიგო მთავარი ფილმი ტელესერიალში 'ტერეზა', და მექსიკური საპნის ოპერების მოყვარულების შორის პოპულარობა მოიპოვა.
1991 წელს სალმა ლოს–ანჟელესში გაემგზავრება ინგლისურის სასწავლებლად და ჰოლივუდის დასაბყრობად. რამდენმა უცნობმა გოგონამ გაიარა ეს გზა უშედეგოდ, მაგრამ სალმამ თავისას მიაღწია. ამისათვის ის ჩაეწერა ცნობილი სტელა ადლერის ლინგვისტიკის კურსებზე.
მიუხედავად კინემატოგრაფისების სკეპტიკური განწყობის, რომლებიც არწმუნებდნენ მას, რომ ის ვერასოდეს გახდება ამერიკული ვარსკვლავი, უკან მექსიკაში დაბრუნება მას არ შეეძლო – თავმოყვარეობის გამო. ამის შესახებ მან ერთერთ ღამის თოქ–შოუზე მოყვა, სადაც ის შეამჩნია რეჟისორმა რობერტ როდრიგეზმა – ის გაოცდა სალმას სილამაზით და ჭკუამახვილობით.
და, აი ,ის უკვე ანტონიო ბანდერასთან ერთად თამაშბს მძაფრ–სიუჟეტიან ფილმში 'სასოწარკვეთლი'(Desperado), რომელიც ჰიტად იქცა. მაყურებლებს შეუყვარდათ სალმა და მისი ვარსკვლავური საათიც დადგა. მან გაიმეორა ლათნოამერიკელების უპრეცენდენტო წარმატება ამერიკაში – დოლორეს დელ რიოსის 1930 წლებში და ცოტათი მოგვიანებით რიტა მორენოსის.
ერთი წლის შემდეგ, 1996 წელს როდრიგეზე სიამოვნებით მოიწვევს სალმას თავის ახალ ფილმში – 'From Dusk Till Dawn'. სალმამ მოცეკვავე ვამპირის როლი შეასრულა გზისპირა ბარში სადაც მძარცველები შეივლიან ჯორჯ კლუნი და კვენტინ ტარანტინო.
მერეც არ დაავიწყდება როდრიგეზს სალმა და მთავარი როლის შესასრულებლად მოიწვევს თავის 'Four Rooms'.
ჟურნალი People სალმას '50 მსოფლიოს ულამაზესი ადამიანების' სიაში ჩაწერს.
მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კომედია–მელოდრამაში 'Fools Rush In' მეტიუ პერისთან ერთად, იმ დროისთვის სუპერპოპულარული სერიალის 'მეგობრების' ვარსკვთან. მათი გმირები ალექი და იზაბელი ერთმანეთს მხოლოდ ერთი ღამით შეხვდნენ, ა თქმა უნდა ვნებებით ავსებულს. მერე კი ისინი დაშორდებიან ერთმანეთს, მაგრამ იზაბელი დაბრუნდება იმ მომენტში, როდესაც გაიგებს, რომ ორსულადაა.
და ალექსი, წესიერი ბიჭი, შესთავაზებს მას ცოლობას, თმცა საერთოდ არ იცნობს იზაბელს და მის კონსერვატიულ მექსიკურ ოჯახს.
შემდეგი ფილმი იყო რომანტიული დრამა 'Breaking Up', სადაც სალმამ რასელ ქროუსთან ერთად ითამაშა, თუმცა ამ ფილმმა წარმატება ვერ ნახა.
მომდევნო სურათმა კი '54' ერთსახელოვან 1970 წლებში არსებულ ნიუ–იორკის ღამის კლუბზე, სადაც მუსიკა მდინარესავით უსასრულოდ მოედინებოდა, ნარკოტიკების ნაპირებიდან კი მასში თავით ჩადიოდნენ ახალგაზრდები, ინტერესი გამოიწვია თავისი ნოსტალგიით გასული ეპოქის მიმართ. მომავალში სალმამ პატარა როლები შეასრულა ახალგაზრდულ თრილერში 'ფაკულტეტი', დიდ ბიუჟეტიან ვესტერნში 'Wild Wild West)' უილ სმიტთან ერთად და კევინ სმიტის 'Dogma'–ში.
სალმამ გადაწყვიტა საკუთარი საპროდიუსერო ფირმა დაეარსა, რომელიც უბრალო დამოუკიდებელი პროექტებით დაკავადებოდა. აი ასე გაჩნდა კინოკომპანია Ventanarosa. მისი პირველივე არტურო რიპშტეინის მექსიკურ–ფრანგული ფილმი 'El Coronel no tiene quien le escriba'
ნაჩვენები იყო კანის ოფიციალურ საერთაშორისო კინოფესტევალზე. შემდეგ კი სალმა მაიკ ფიგითსთან დაიწყებს თანამშრომლობას. 2000 წელს გამოდის მისი 'დროის კოდი' – პირველი ფილმი, რომელიც მონტაჟის გარეშე იყო გადაღებული რეალური დროის რეჟიმში ჩვეულებრივ ხელით სატარებელ კამერაზე.
რეჟისორი რონ ხოვარდი აკვირდებოდა სალმას და გეგმავდა მის აყვანას მთავარი ქალის როლის შესასრულებლად ფილმში 'A Beautiful Mind', რამდენადაც სცენარის პირველ ვერსიაში მთავარი გმირი სალვადორიდან იყო. თუმცა მოგვიანებით ხასიათი შეცვალეს და როლი სხვა მსახიობს ჯენიფერ კონელის შეხვდა.
თუმცა, სალმას გული არ გაცრუებია, ამ მომენტისთვის ხომ ის შეუდგა თავისი ბროლის ოცნების ასრულებას – ლეგენდარული მექსიკელი მხატვარის ფრიდა კალოს ცხოვრების ეკრანიზაციას. 'ფრიდა' რომელსაც სალმამ პირადად გაუწია პროდიუსირება 2002 წელს ამერიკულმა კინოაკადემიამ ექვს ნომინაციაზე წარასდგინა. თუმცა სამწუხაროდ სალმამ მაშინ ოქროს სტატუეტკა ვერ მიიღო, ის ნიკოლ კიდმანს მიაკუთვნეს შესრულებული როლისთვის 'საათში'.
შემდეგ სალმამ ითამაშია როდრიგეზის საფირმო ლენტაში 'ერთხელ მექსიკაში' ანტონიო ბანდერასთან, ჯონი დეპთან, ენრიკე იგლესიასთან ერთად. 2005 წელს კი სალმას ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ჰქონდა: კანის საერთაშორისო ჟიურს ფესტივალში შესვლა და ეკრანებზე გამოვიდა სათავგადასავლო ფილმი 'After the Sunset', სადაც მან პირს ბროსნანთან ერთად ითამაშა – წყვილმა შეასრულა ექსტრა–კლასის შეყვარებული მძარცველების როლი.
18 იანვარს 2006 წელს საფრანგეთში და რუსეთში ლიუკ ბესონის 'Bandidas' მსოფლიო პრემიერა შედგა , სადაც სალმამ თავის საუკეთესო მეგობართან პენელოპა კრუზთან ითამაშა.
კრიტიკოსებს 'Bandidas' ნაკლებად მოეწონათ, სამაგიეროდ მაყურებლები ამ დუეტისგან აღფრთოვანებულები დარჩნენ.




კინოები :
1 მახინჯების ცირკი (2010)
Cirque du Freak
2 ერთი ვამპირის ამბავი (2009)
Cirque du Freak- The Vampire's Assistant
3 მარტოხელა გულები (2006)
Lonely Hearts
4 ბანდიტი გოგონები (2006)
Bandidas
5 შეეკითხეთ მტვერს (2006)
Ask The Dust
6 დაისის შემდეგ (2004)
After the Sunset
7 ერთხელ მექსიკაში 2 (2003)
Once Upon A Time In Mexico
8 ფრიდა (2002)
Frida
9 პეპლების დროება (2001)
In the Time of the Butterflies
10 ველური, ველური დასავლეთი (1999)
Wild Wild West
11 დოგმა (1999)
Dogma
12 სტუდია 54 (1998)
54
13 ფაკულტეტი (1998)
The Faculty
14 აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია (1997)
Fools Rush In
15 მზის ჩასვლიდან განთიადამდე (1996)
From Dusk Till Down
16 სასოწარკვეთილი (1995)
Desperado
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1328 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-04-28, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024