♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 14 » იულიან ტუვიმი
12:46 PM
იულიან ტუვიმი


იულიან ტუვიმი (პოლონ. Julian Tuwim; დ. 13 სექტემბერი, 1894, ლოძი, პოლონეთი – გ. 27 დეკემბერი, 1953, ზაკოპანე, პოლონეთი), პოლონელი პოეტი, პოლონეთის სრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). 1916-18 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტი იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პოეტურ ჯგუფ "სკამადრის", რომელიც იცავდა "ყოველდღიურობის პოეზიას" და ილაშქრებდა "ახალგაზრდა პოლონეთის" ტრადიციების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტუვიმმა განიცადა ფრანგი სიმბოლისტებისა და უოლტ უიტმენის გავლენა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები "ვდარაჯობ ღმერთს" (1918), "ბოშური ბიბლია..." (1933), "მოგიზგიზე არსი" (1936) და სხვა. ტუვიმმა პოეზიაში შემოიყვანა ლირიკული გმირი – თანამედროვე ქალაქის მკვიდრი, დანერგა სასაუბრო მეტყველება, რითაც დემოკრატიული ხასიათი შესძინა თავის ლექსებს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) ანტიფაშისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ემიგრაციაში. 1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში. განახლებულ პოლონეთს მიუძღვნა ლირიკული ეპიკური პოემა "პოლონეთის ყვავილები" (1949, დაუმთავრებელი გამოცემა). ტუვიმმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის პროლოგი ორი რედაქციით ("Nova Kultura", 1952, N45).
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1110 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-04-28, 1:51 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024