♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 27 » დააჩქარე! დააჩქარე!
4:26 PM
დააჩქარე! დააჩქარე!

და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, -
რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!
დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა, თიქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...

ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,
შენგან დანავიწყი, შენს წერილებს ველი,
ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი
ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი
და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:
"ჩემსავითო, გწამდეს, ვერვინ გიერთგულებს!"
აი, გადაიძრო თავიდან თავშალი,
აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი
და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა
ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...

ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ -
საალერსოდ მიწვევს შენსა ლექსთამწყობელს
და წაგართმევვს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს!
დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი!
თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ ობლად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-04-28, 8:17 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024