♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სულში ვიგუბებ ყველა ტკივილს,

მაინც მიყვარხარ...

ვინ იცის, იქნებ ახლო არის,

გზის დასასრული...

დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,

მაინც ვინა ხარ...

ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს

შენი სურვილი...

ნეტავ ამ გზიდან, ჩემი გზიდან

საით გადავალ...

რატომ ბობოქრობს ეს სამყარო,

რად დაჰქრის ქარი...

ფიქრების ზღვაში ვეღარ ვხვდები,

ახლა სადა ვარ...

და ყველაფერი, ასე სწრაფად

სად მიიჩქარის...

ჩემი გზა ხანაც აღმართია,

ხანაც დაღმართი...

და რა დავტოვე მე ამ გზაზე,

მხოლოდ ლექსები?

კორიანტელში გულს ვლოცავდი,

ჭკუას ვახმარდი...

თუ ხელით ვერა, სიტყვით მაინც

გეალერსები...

და დავაქროლებ, მე ამ გზაზე

უნიჭოდ იმედს...

მომდევს შენი ხმა, მომძახიან

როგორც ზარები...

ყველა ნაბიჯი, რაც გადავდგი

ამად რომ ღირდეს...

გზაზე გავდივარ და უმიზნოდ...

მივემგზავრები...

ვინ იცის, იქნებ ახლო არის.

გზის დასასრული...

დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,

მაინც ვინა ხარ...

ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს

შენი მონატრება...

ან ისევ ისე, გამალებით

რატომ მიყვარხარ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1817 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დილით ადრიან ტაძარში გოგონა
ვიხილე სანთელით ხელში
მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე
ცრემლი სდიოდა ორივე თვალზე
ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა
ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა
მიშველე ღმერთო რა დაგიშავე?
ასე რო მტანჯავ არ გებრალები?
შენ ხომ იცოდი ვერ ავიტანდი
შეყვარებული რომ მომიკალი?

. . . . . . . . . საღამოს გვაიან გაყინულ
ქვაზე მას სამუდაომოდ ჩასძინებოდა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1234 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1457 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Menatrebi titqos martla chemi iyo 
da chems garda qveynad arvin agar gflobdes
is dro gaqra chmo kargo ertad yofnis
axla isev tkivilamde menatrebi,
davigale am cxovrebam mtlad damgala
am cxovrebas ver gavuge veraferi
menatreba chemo kargo is dro tkbili
chveni siyvarulisagan gadaglili,
magrad vai rom chven ertad agaravart
da uflebac ar maqvs sheni monatrebis
chven dro gvedga siyvarulo tkbilze tkbili
exla gvidgas tkivilis da molodinis,
agar vici ra vushvelo monatrebas
monatrebam me tkivili shemaswavla
agar vici sad gaveqce me molodins
tirili da molodinic man maswavla,
netav ratom exla ragad menatrebi?
shen xom chemi siyvarli agaraxar
magram ra vqna sul bolomde meyvarebi
siyarulma monatreba shemaswavla..



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2886 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები

***

მე კოცნის ზღვაში დავიბადე , ნეტავ რად მგონია ?
და კოცნის ზღვაში დავიხრჩობი , ასე მგონია
გამიგონია კოცნა ლოთებს მოუგონიათ
წარმოიდგინეთ , რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მიყვარს მუქი ბადრიჯანი,
და წიგნის სქელი გარეკანი,
მე ია მიყვარს იისფერი,
შენი იერი მშვენიერი,
მე მიყვარს ღვინის სმა და ქეიფი,
საწოლად, მერე, მატყლის ლეიბი,
მაწონი მიყვარს, არაჟანი,
და ჩუქურთმიანი აივანი.
მე მიყვარს მთაში ხეტიალი,
და სიბნელეში ფიჩხის ალი,
მე ხახვი მწვადთან მიყვარს ბლომად,
და შემოდგომას - ზაოტობა,
მე მიყვარს ძალიან ბევრი რამე,
ყოველი მიყვარს დღე და ღამე.
არ მიყვარს მხოლოდ სიყვარული,
რომელშიც უნდა მისცე ფული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2428 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი

თუ არ გესმის
მამლის ყივილი
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?

თუ მიწიდან ასხლეტილი
მკრთალი მტვერი არ
მოგხვედრია თვალებში მაშ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?

თუ ყვავილის გაფურჩქვნისა
და აყვავების პროცესს
არ შესწრებიხარ, ისევ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?

თუ თოვლიან გზაზე,
შენს ნაკვალევზე სხვამ, არ გაიარა, მაშ,
რატომ დადიხარ ამ ქვეყანაზე?

თუ სიყვარულის ერთი წვეთი
არ მოგხვედრია!
რატომ ნავარდობ
ასე მსუბუქად, ამ ქვეყანაზე?

თუ ლექსიდან ნასროლი
თითოეული სიტყვა
არ დაგრჭობია გულის სიღრმეში,
მაშ, რატომ კითხულობ ამ ლექსს?



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 251 252 253 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-30, 7:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024