♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2014 » მარტი » 8 » სიკვდილის სევდა..
2:03 AM
სიკვდილის სევდა..
გიყურებ და პირველად ვგრძნობ სიკვდილის შიშს გამძაფრებით, თითქოს მისი სურნელით გაიჟღინთა მთელი შენი არსება, ყოველი ახალი დილა ერთი დღით უფრო გაახლოვებს საძულველს, ალბათ ესაა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარი, შენ დგახარ გზაჯვარედინზე სიბნელისკენ პირმიქცეული, რადგან სინათლისკენ გზა მოგიჭრეს, კარი მიგიკეტეს,ერთადერთი მხოლოდ ეს გზა დარჩა, რომლის ბოლოს ძალიან შორს,მირაჟივით მოჩანს მბჟუტავი სინათლის ანარეკლი.. მორჩა.. შენს სულს და ხორცს ერთმანეთის აღარ ესმით, შენი ჯიუტი, მუდმივ რუტინას შეჩვეული გული კი ჩაფრენია თავისუფლებამოწყურებულ სულს და არ უშვებს, არნახული და არგაგონილი ერთგულებით დგას შენი სიცოცხლის სადარაჯოზე, ღმერთო, ეხლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, დიახ, სიკვდილი მართლაც რომ ბაირამობა იქნება შენი დამაშვრალი სულისთვის, ხორცი სამოსივით შემოგეძარცვა, ნელ-ნელა ქრება შენი სხეულიდან სიცოცხლის ნიშანწყალი, თითქმის ყველა ორგანომ დაკარგა პირვანდელი ფუნქცია, ერთბაშად ბოიკოტი გამოუცხადეს სიცოცხლეს და ხანგრძლივი ძილისთვის მოემზადნენ, გული, შენი დაუღალავი, მამაცი მეგობარი არ გტოვებს მარტო, გიყურებ და ვფიქრობ ამქვეყნიურ ამაოებაზე, იმაზე, რომ ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცემი და აღარაფერი დარჩება შენგან, რადგან ცხოვრობდი შენთვის ჩუმად, შეუმჩნევლად, მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრითა და საზრუნავით გართული და არასოდეს გიფიქრია, რა იქნებოდა მერე....დრო გაჩერდა შენთვის, დრო რომელიც ყოველთვის არასაკმარისი იყო, წარმავალი და თურმე როგორი ძვირფასიც, დროსთან ერთად შეწყდა შენი კავშირი ამ სამყაროსთან, ორ სამყაროს შუა გამოკიდებული ქვეშეუცნობლად ელი შენს რიგს, რომ დიდი ხნით რიგში დგომის შემდეგ სადმე თბილი, მყუდრო ადგილი დაიკავო და მშვიდად მოისვენო.. ცოტაც მოხუცო, ცოტაც და დამთავრდება შენი ბრძოლაც, ნუ შეგეშინდება, ამ ომში ხომ ადრე თუ გვიან ყველა დავმარცხდებით..
ნანახია: 1610 | დაამატა: sopie | რეიტინგი: 3.8/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-26, 1:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024