♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2014 » მარტი » 08
...... და გათენდა 8 მარტის დილა, დღე , როცა ოფიციალურად ველოდებით და ვითხოვთ განსაკუთრებულ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულსა და ყველაზე მთავარს:)) საჩუქრებს. არადა ჩუმად გაგიმხელთ, ფორმალობის გარეშე, ყველა დღე ჩვენია, ჩვენით იწყება და ჩვენით მთავრდება.. მოკლედ, რა ვართ ეს ქალებიიი,.... ჩვენ ის ძრავა ვართ, რომელსაც მამაკაცური ენერგია მოქმედებაში მოჰყავს, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა -დედობა- დააკისრა განგებამ, რადგან ზუსტად იცოდა მხოლოდ ჩვენ შევძლებდით ღირსეულად გვეტარებინა ეს უდიდესი ტვირთ-მოვალეობა, რასაც "სხვისი" "ცხოვრებით არსებობა ჰქვია. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ უმტრობს ქალს ისე , როგორც თავისივე სქესის არსება, რომლისთვისაც ქალური ბუნების არც ერთი კუნჭული დახშული არ არის,ნაცნობი და ახლობელია ყველა განცდა, ჩანაფიქრი, აზრის გაელვება, ეშმაკობა და საყოველთაოდ აღიარებული ხრიკები, აგრეთვე ის, თუ რა იმალება ამა თუ იმ მოქმედების მიღმა, ან სინამდვილეში საით არის მიმართული "ნასროლი ისარი".ჩვენ სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთისთვის, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მაშ რად ვებრძვით ასე ერთმანეთს ცხადად თუ ფარულად, ნუთუ მართლა კაცებშია საქმე, ნუთუ კაცის არსებობამ გვაქცია მოქიშპეებად, ისინი არიან დამნაშავე ერთმანეთში პოტენციურ კონკურენტს რომ ვხედავთ?! რა გამოვიდა, ე.ი. 8 მარტიც და ყოველი ჩვენი დღეც მათი ყოფილა, თუკი ჩვენი არსებობის მთავარი სამიზნე, ჩვენი ცხოვრების ძირითადი აზრი ისინი არიან. მიხვდით კაცებო, რაშია საქმე, თქვენ ხართ მთავარი, მაგრამ საჩუქრები და ალერსი მაინც ჩვენ გვეკუთვნის:)))))))))))))
ნანახია: 2082 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

გიყურებ და პირველად ვგრძნობ სიკვდილის შიშს გამძაფრებით, თითქოს მისი სურნელით გაიჟღინთა მთელი შენი არსება, ყოველი ახალი დილა ერთი დღით უფრო გაახლოვებს საძულველს, ალბათ ესაა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარი, შენ დგახარ გზაჯვარედინზე სიბნელისკენ პირმიქცეული, რადგან სინათლისკენ გზა მოგიჭრეს, კარი მიგიკეტეს,ერთადერთი მხოლოდ ეს გზა დარჩა, რომლის ბოლოს ძალიან შორს,მირაჟივით მოჩანს მბჟუტავი სინათლის ანარეკლი.. მორჩა.. შენს სულს და ხორცს ერთმანეთის აღარ ესმით, შენი ჯიუტი, მუდმივ რუტინას შეჩვეული გული კი ჩაფრენია თავისუფლებამოწყურებულ სულს და არ უშვებს, არნახული და არგაგონილი ერთგულებით დგას შენი სიცოცხლის სადარაჯოზე, ღმერთო, ეხლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, დიახ, სიკვდილი მართლაც რომ ბაირამობა იქნება შენი დამაშვრალი სულისთვის, ხორცი სამოსივით შემოგეძარცვა, ნელ-ნელა ქრება შენი სხეულიდან სიცოცხლის ნიშანწყალი, თითქმის ყველა ორგანომ დაკარგა პირვანდელი ფუნქცია, ერთბაშად ბოიკოტი გამოუცხადეს სიცოცხლეს და ხანგრძლივი ძილისთვის მოემზადნენ, გული, შენი დაუღალავი, მამაცი მეგობარი არ გტოვებს მარტო, გიყურებ და ვფიქრობ ამქვეყნიურ ამაოებაზე, იმაზე, რომ ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცემი და აღარაფერი დარჩება შენგან, რადგან ცხოვრობდი შენთვის ჩუმად, შეუმჩნევლად, მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრითა და საზრუნავით გართული და არასოდეს გიფიქრია, რა იქნებოდა მერე....დრო გაჩერდა შენთვის, დრო რომელიც ყოველთვის არასაკმარისი იყო, წარმავალი და თურმე როგორი ძვირფასიც, დროსთან ერთად შეწყდა შენი კავშირი ამ სამყაროსთან, ორ სამყაროს შუა გამოკიდებული ქვეშეუცნობლად ელი შენს რიგს, რომ დიდი ხნით რიგში დგომის შემდეგ სადმე თბილ ... Read More
ნანახია: 1587 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-03-28, 11:53 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024