♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ისტორია♥


მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა... 
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში... 
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1330 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



... მე ის თავიდანვე მომეწონა... ეხლა რომ ვუფიქრდები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან, ძალიან მომეწონა... შეძლება თავისი ბავშვური გულუბრყვილობით... რაც ძალიან იშვიათია ამ ასაკის ბიჭებში... 
ალბათ, ამიტომ... 
ჩავედით, დავბინავდით... 
მერე იყო ბევრი სიცილი, ბევრი ბავშვები, სმა, მხიარულება... 
... კანატკაზე ერთად აღმოვჩნდით... სიცივისგან ვკანკალებდი... უნებურად თავი დავადე... სიჩუმე... 
მერე იყო თოვლში წოლა... ერთად... თავი მის მუცელზე მედო და ცას ვუყურებდი... თოვდა... 
იმ დღეს ვიფიქრე... ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტირი? 
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს? 
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი 
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1298 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შუაღამე იყო. პატარა სანთელი ბჟუტავდა ჩემი ოთახის მაგიდაზე. უაზროდ ეყარა ტანსაცმელი სავარძელში... მე კი ლოგინზე ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ მიზიდავდა რაღაც ძალა მაგიდისკენ... 
ნელა ავდექი ლოგინიდან, შიშველი ფეხებით მივედი მაგიდასთან და პირველი რაც თვალში მეცა, ეს იყო მისი სურათი. უეცრად საშინელი მონატრება ვიგრძენი, ისეთი, როგორიც არასოდეს მიგრძვნია, მაგრამ ამ მონატრებას უიმედობის დაღი აჩნდა... 
თვალი მოვაცილე სურათს და მაგიდას გადავხედე; აქაც ყველაფერი მის თავს მახსენებდა: მისი ნაჩუქარი საფერფლე, რომელიც სავსე იყო სიგარეტის ნამწვავებით; მისივე ხელით აცმული მძივი; მისი წერილი და...მაგრამ რაღაც არ იყო ამ ნივთებთან კავშირში... ეს იყო პატარა სამართებელი, რომელიც ამ სარამოს ფურცლების დასაჭრელად გამოვიყენე. უეცრად რაღაც აზრმა გამიელვა, მაგრამ სწრაფად უარვყავი... 
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
უნივერსიტეტს ამთავრებდა, როცა სახლში გახარებული შემოვიდა და მომახალა:
- მამა, საქართველოში მივდივართ ჯგუფელები, შენ ხომ გიყვარს საქართველო? ხომ მიამბობდი ხოლმე ბებია და ბაბუა მყავდა იქაურიო, ხოდა მეც მივდივარ სამი თვით . . .
გავშრი, ვერაფერი ვუთხარი . . .
- მამა ქართული ადვილი ენაა? იცი საერთოდ? ამბობენ, ქართველებს ლამაზი ქალები ჰყავთო, მართალია?
ვუყურებდი ამ ადამიანს, რომელიც ჩემი შვილი იყო და რომელიც ასე აღფრთოვანებით საუბრობდა იმ საქართველოზე, რომელიც მისთვის მხოლოდ უცხოეთი იყო და არა სამშობლო . . .
- რას დუმხარ, შე კაცო, ამოიღე ხმა, მითხარი რამე! ხო მითხარი, ნამყოფი ვარო ბავშვობაშიო, ნუთუ არაფერი გახსოვს?!
< ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 951 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ცხოვრება ულმობელია, დამიჯერეთ, ბავშვებო, გამოცდილება მალაპარაკებს. თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ და ცხოვრების არა გაგეგებათ რა. ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც დამენგრა ყველაფერი, მარტოს მომიწია ყველაფრის გადატანა, ქვეყანასა ზედა არავინ მყავდა პატრონი. დღემდე ცოდვებში ვარ ჩაფლული და არ ვიცი როგორ მოვინანიო ეს ყველაფერი. გამოცდილება რომ არა, არ დავიწყბდი ამაზე საუბარს, დამიჯერეთ! რად მიყურებთ ეგრე გაოგნებული? გიკვირთ რაზე ვსაუბრობ? ხედავ, დათო, როგორია ცხოვრება? მამაშენსაც კი არ იცნობ. მაგრამ, დამიჯერე, შვილო, შენ რომ ჩემი ამბავი გაიგო, მიხვდები ყველაფერს და იმედია გამიგებ, თუმცა მეშინია . . .
- იქნებ მიამბო . . .
- მე წავალ, თქვენ სალაპარაკო გქონიათ . . .
- არა, ნატა, დარჩი, შვილო, შენც უნდა გაიგო . . .
ორივე გაოგ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის საღამო იდგა, ცას თითქოს გული მოსვლოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ტიროდა ხმა მაღლა, გულ ამომჯდარი... ნიკა მარჯანიშვილის ხიდს მიუახლოვდა ქურთუკის საყელო აეწია და მობუზული აგრძელებდა გზას. წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ძვალ რბილში ატანდა დაიქუხა! ნიკა შეკრთა ზეცას გაბრაზებულმა ახედა და შესთხოვა:
_კარგი რა? გეყოფა...!
მერე კი თავი ჩაქინდრა და გზა განაგრძო. მისი ყურადღება ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიპყრო... ვიღაც გოგონა ხიდის მოაჯირთან იდგა და მტკვარს ჩასცქეროდა. აწეწილი და წვიმისაგან გალუმპული თმა სახეზე მიჰკრობოდა, თითქოს არც წვიმა და არც ქარი მისთვის არ არსებობდა.
_აი გიჟი...!
გაიფიქრა და გვერდით ჩაუარა, გოგონა ვერც კანტი კუნტად მიმავალ მგზავრებს ამჩნევდა და ვერც მათ გაოცებულ მზერებს. ნიკამ ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა, გულმა ვეღარ მოუთმინა უკან შემობრუნდა და გოგონასაკენ გაემართა ფრთხილად შეეხო მხარზე. გოგონა შეკრთა გაოცებულმა შეანათა ნამტირალევი თვალები, შეეცადა გაეღიმა. მაგრამ არ გამოუვიდა სახე დაეჯღანა ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა... ნიკა დაიბნა
_ცუდათ ხართ?
_არა! არაფერია თავი გამანებეთ...
_დაგეხმარებით...
_რაში დამეხმარებით!?
_არ ვიცი რამეში დაგეხმარებით...
_არ მინდა! თავი გამანებეთ...
გოგონას ხმაში აგრ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რეკავს ტელეფონი?
გოგონა მხიარული ხმით:
- ლუკა ამერიკაში მივდივარ, ვაიმე რა მაგარია?.
- რა თეკუშ?
- კონსულმა გამიშვა და სამი თვით სასწსავლებლად მივდივარ?
- გილოცავ ჩემო სიცოცხლევ? მოწყენილი ხმით უთხრა ბიჭმა?
- გთხოვ შევხვდეთ ძალიან მომენატრე? ეხლავე გამოვალ!
ხუთ წუთში შეყვარებულები უკვე ერთად იყვნენ? ლუკა მოწყენილი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია? თეა უზომოდ ბედნიერი იყო და ვერ შენიშნა ბიჭის უხასიათობა! - მაპატიე სიხარულო ასე არ უნდა გადავრეულიყავი? რათქმაუნდა გული მწყდება სამი თვე ვერ გნახავ, მაგრამ სამუდამოდ ხომ არ მივდივარ ჩამოვალ ისევ! და თან იქ ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს ვნახავ რომლებიც უზომოდ მომენატრნენ, გთხოვ არ მოიწყინო, გევედრები!!! და მაპატიე ჩემი ასეთი აღრფრთოვანება...
- არა ჩემო სულელო ნუ ფიქრობ მასე? მართალია მეც ცუდად ვარ მაგის გამო რომ მიდიხარ, მაგრამ შენს ცხოვრებას ამ ეტაპზე ეს სჭირდება? ჩვენი სიყვარული კი ძლიერია და ამ ყველაფერს გაუძლებს?
- მიყვარხარ და ჩემი ცხოვრება ხარ, გპირდები მე მუდამ შენზე ვიფიქრებ?
ცოტახანში დაემშვიდობნენ ერთმანეთს?
გავიდა ერთი კვირა და დადგა დღე, როდესაც თეა უნდა გაეცილებინათ?
ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები ყველა შეკრებილი იყო. ემზადებოდნენ უკვე აეროპორტში წასავლელად? ყველას უხაროდა მისი წარმატება, მაგრამ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჰეეი! ჰეი! მომხედე! მე ვარ! რა იყო, ვერ მიცანი? აბა, რომ მპირდებოდი, ყოველთვის გიცნობო?! მომატყუე? როგორც მახსოვს, იმასაც მპირდებოდი, არასდროს მოგატყუებო... კარგი, არა უშავს, გაპატიე. პრინციპში, მე ვინ ვარ, რომ გაპატიო, მაგრამ მაინც გაპატიე.
მიტოვებული ბინასავით დავცარიელდი. წარსულის სუნი ამდის მთლიანად. ეტყობა, დღეს ვერ მოვიცილებ. წვიმამ დამაწვიმა სიძველე. სინესტემ გამახსენა ცხრიანი, ვიტამინები, თოვლი და ქარი. არადა, მჭირდები, როგორ!.... სულ ტყუილად მიმაჩვიე სითბოს. ხედავ, დამაკლდა ახლა და ცუდად ვარ უკვე. ყურადღების საკმარის დოზას ვითხოვ. შენ წარმოიდგინე, არ იმეტებენ.
დახუფული ვარ და მიჭირს წესიერად სუნთქვა. ხომ ვერ მეტყოდით, წელიწადის რა დროა ახლა? რა ზარმაცი ხალხია!... მოდი, თვითონ გამოვიცნობ: ახლახანს ვნახე, რამდენიმე თავდახრილი, შუა ხნის ადამიანი მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი დედამიწისკენ. ყვითელი ლაბადები ეცვათ. გამახსენდა! ყვითელი სიყვარულის დროა ახლა! შენ იცოდი, სიყვარულს რომ ოთხი ფერი აქვს? არა? ოდესმე აგიხსნი, ალბათ.
წვიმა წვეთ-წვეთად მიყრის ცხვირწინ წარსულის ლანდებს. ნისლში კადრებად იცვლებიან ყოფილი სახეები. გინდა, დაგენიძლავები, რომ აქედან ვერავინ მხედავს! აი, ნახე, ახლა ვიყვირებ და არავინ შემომხედავს.
- მე თავისუფალი ვარ!!! თა-ვი-სუ-ფა-ლი!!!
მგონი, ძნელად წარმ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 39 40 »
ორშაბათი, 2024-05-06, 2:54 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024