♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » .......................
12:45 PM
.......................


ქარი გეხება ჩალისფერ თმებზე,

ნაზად გიამბობს ჯადოსნურ ამბავს

ამ ნაამბობში სათუთად აქსოვს

გალობად ქცეულ გრძნობების ზღაპარს...

შენი თვალების ელვარე მზერა

გულში ჩამრჩება ვერ ვიძრობ ლახვარს!...

ტუჩების ფერი შენი დაჩრდილავს

ყაყაჩოს ელვას ათასჯერ ნანახს...

ქარი გეხება ჩალისფერ თმებზე,

ნაზად გიამბობს ჯადოსნურ ზღაპარს...

ალბათ შევხვდებით ოქროსფერ ველზე

ერთმანეთს ვეტყვით:"მშვიდობით, კარგად..."

..............................................................


მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

..........................................................


მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.


................................................................................


თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი სიყვარულისკენ
ამ სიყვარულში დავიმალები.
ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი?
ვით ხეს ფოთლები შემომეცალა,
მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი,
სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა.
ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა
ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში,
სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს,
მე ავფრინდები მაღლა ზეცაში.
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი უკვდავებისკენ,
უკვდავებაში დავიმარხები.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-05-03, 9:20 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024