♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 31

Someone Like You
1 სთ 37 წთ

ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 30 მარტი 2001
რეჟისორი: ტონი გოლდვინი
სტუდია: ფოქს 2000 ფიქჩერზი
როლებში: გრეგ კინერი, მარისა თომეი, ეშლი ჯადი, ჰიუ ჯეკმანი, ელენ ბარკინი
ხარისხი:   
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 688.62 MB



ფილმის მიმოხილვა
ჯეინი - ახლაგაზრდა და სექსუალური გოგონაა. ის ნიუ-იორკში ცხოვრობს. მუშაობს ცნობილ ტელეშოუში და სავსეა ძალებით, როგორც სამუშაოზე წარმატების მისაღწევად, ასევე პირად ცხოვრებაშიც. ერთხელაც ჯეინი შოუს ახალ პროდიუსერთან რეისთან გააბამს რომანს, მათი ურთიერთობები სწრაფად და ლამაზად ვითარდება.მალევე შეყვარებული წყვილი ერთად გადაწყვიტავენ ცხოვრებას და შესაფერის ბინას ეძებენ. თუმცა მოულოდნელად და ყველანაირი ახსნის გარეშე რეინი წვეტს ამ ურთიერთობას და ჯეინი მარტო რჩება. მომხდარზე ფიქრის დროს, ჯეინი დასკვნამდე მოდის, რომ ყველა კაცი - ცხოველია. ეხლა ისღა დარჩენია მათ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??"

თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით..

თვალები ცრემლით მევსება ნელა..

მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ?

მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა..

დამიბრუნდები მე ამის მჯერა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,

ხემ და პოეტმა იციან მარტო,

ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,

რატომ იცინის უმისამართოდ.



კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,

ცამ და პოეტმა იციან მარტო,

ქალი წვიმაში რომ ილუმპება,

რატომ იცინის უმისამართოდ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქუჩაში დავარდნილა ვიგაცის ყვავილი,

ასვალტის ჭუჭყი და მტვერი დასდებია,

მის ფურცელს სიცოცხლის ნამი შესშრობია,

ყვავილი ოცნების ლამაზი ფერია,

მე ახლოს მივედი, მის გვერდით ჩავცუცქდი,

სურნელს აფქვევდა ჯერ კიდევ ცოცხალი,

თავი დაეღუნა,მიწას დაჰკრობოდა

და თითქოს ამბობდა "რა ჩემი ბრალია" ?

გოგოს სხვა უყვარდეს, ბიჭი მას ეტრფოდეს,

უძილოდ ათევდეს ღამეებს მთვარიანს,

ყვავილი აჩუქოს?! გოგომ არ მიიღოს?

! ქუჩაში დამაგდოს?! "რა ჩემი ბრალია" !!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო

მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი

რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო

და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ, ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია იმიტომ რო იცი ყოველდღე გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას საყვარელი ადამიანისაგან, სიტყვას რომელსაც ასე მოწიწებით უფრთხილდები, სიტყვას რომელიც ძალას და მხნეობას გმატებს, სიტყვას რომელიც ყველაფრად ღირს ამ ცხოვრებაში, სიტყვას რომლის ბადალიც ქვეყანაზე არაფერია და ეს მხოლოდ ერთი პატარა თითქოსდა არაფრის მთქმელი თუმცა ბევრის აღმნიშვნელია და ეს სიტყვაა „ სიყვარული".

სიყვარული ენით აუღწერელი ბედნიერებაა, ყვალაზე სათუთი რამ რაც კი არსებობს. სიყვარული ხშირ შემთხვევაში ტკივილია, ცრემლი, გულში შენახული და ენით ვერ უქთმელი სევდაა, რომლის გამხელაც ასე ძნელია. ძნელია უთხრა მას რომ შენ ის სიგიჯემდე გიყვარს და რომ ის შენი სიცოცხლეა.

ძნელია როცა ადამიანი რომელსაც შენ ასე ძალიან ენდობოდი და შენ ასე ძალიან გიყვარდა ერთი ხელის მოსმით ანადგურებს ყველაფერს, ძნელია როცა მისგან მხოლოდ მოგონებები, სურათები და მისი წასვლით გამოწვეული სევდა გრჩება. ზიხარ და ფიქრობ თუმცა არ იცი რა ქნა, როგორ დაიბრუნო, შენ ხომ მას ისე ნატრობდი, შენ ხომ მას ისე ელოდი. ის მოვიდა თუმცა მალევე წავიდა. და დაგიტოვა მხოლოდ ცრემლი და მოგონებები.


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი როგორ ვერ გიტან…?ვერ გიტან იმის გამო,რომ იცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია,რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის,იცი და მაინც ფიქრობ,რომ არ მჭირდები…

როგორ ვერ გიტან,რადგან იცი ,რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ…მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ…
რატო?იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ?ძალიან ,ძალიან….
ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?

შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი…მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა…
სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარ მაქვს…უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…

მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე…ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებით ვიღვიძებ….........

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


13 ფრაზა
13 სიტყვა
13-ჯერ დავსვი
13 კითხვა
13 წელი
13 თვე და 13წელი
13-ჯერ გითხარ
13 სიტყვა, სულყველა წრფელი..
13 წელი უიმედოდ არაფერს ველი..
13 წელი ვზივარ და
13 წიმღერას ვმღერი...
13 დღე
13 მთვარე
13-ჯერ ვნახე მე თეთრი ღამე..
13 სიტყვა
13 კითხვა
13-ჯერ
13 პასუხი ითქვა...
13 ლექსი დავწერე კალმით..
13 ლექსით ვიფიქრე ღამით..
13 ლექსი დავწერე წამით და
მე-13 ___ 13 ფრაზით.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება?
ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების?
ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? _
ოჰ, გვიანია მდურვა განგების!
ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ
მისი დიადი, ელვარე ნიჭი!
ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ
ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი!
მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია,
აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც:
ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის,
დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.

ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა!
არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!..
თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა,
რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი!
მაგრამ რად გვიკვირს? _ ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა,
ვით ათასობით მოდიან სხვანიც, _
ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა...
ალბათ განგების ერია ძალიც...
ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა
თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით,
და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, _
როს სისხლიანი აღმართა ხელი.

ვაგლახ! რად დას ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1015 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემზარავია, კარგო, როცა გეტრფის პოეტი,
ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარებს ღმერთი მბორგავი.
კვლავ აღოღდება ქაოსი და მიეთ-მოეთი
განათხარ დროთა, ველური და შეუბორკავი.

მას თვალთ უცრემლებს ეს სამყარო ნაბინდი ბუნდად.
იგი ჰგავს მამონტს. უყურებ და ხვდები უეცრად,
რომ ის მოდიდან გასულია. მასაც არ უნდა.
გრძნობს, რომ მისი დრო ჩავლილია – თანაც უმეცრად.

შეუღლებთა უაღვირო დოღი, ჯირითი.
და ხედავს: თრობის ძილ-ღვიძილში რაღა არ ხდება,
და მოყიყინე ბაყაყების მყაყე ქვირითი
უდახვეწილეს ხიზილალად როგორ საღდება.

მათ შეუძლიათ, რომ ცხოვრებას, ვით საბურნუთეს,
ვატტოს ხუმრობის მარგალიტის მისცენ იერი.
იძიონ შური, რადგან სადაც ცრუს მრუდე უტევს
და ჭორს - ტყუილი, იქვე ბოღმა ჩნდება ძლიერი,

სადაც ნაყირჭი ფუფუნება ქირქილებს, ჰყვავის,
მუქთახორულად ჰხურობს ვნებებს, ნაფიტს და მიმხმარს,
და თქვენს დას ისე, ვით ამფორის მთვრალ როსკიპს თავის
ჟინის საკლავად აიყვანს და უტიფრად იხმარს.

ანდებს ადნობს და ანდობს ნატიფ ამფორას ამბორს.
ცაზე ზეობა ვარსკვლავეთის გუნდმა ინება.
მინდვრიდან ღამე მოღოღავს და არაფერს ამბობს,
მას პირი თეთრად ეღება და ეღებინება.

ხეობათაგან, ოდითგან რომ უწევთ ბოგინი
ბოტანიკურ და უკუნეთურ საფარ-სამოსით,
დაჰკრავს სურნელი ტიფოზური სევდის ლოგინის
და ზეამოხეთქს უსიერიად ბნელი ქაოსი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არვიცი...რატომ...მაგრამ...
რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი გოგო ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.
არა?!_იცი რას ვიზამ?
შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნისლიანი კვირა დღე იდგა.სქელი ღრუბლებიდან მზის სხივი არ აღწევდა.გოგონა ფანჯარასთან იჯდა და ცდილობდა რამე ესწავლა,მაგრამ ამაოდ.თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.გულმა რაღაც ცუდი უგრძნო,ამის გამო ანერვიულდა,თანდათან საშინელ ხასიათზე დგბოდა თუმცა არ იცოდა რატომ ტიროდა,მაგრამ რაღაც საშინელების,საზარელი ამბის მოახლოებას გრძნობდა."მე სულ მარტო ვარ მიტოვებული"უნებურად გაუელვა თავში.ნელ-ნელა ღამდებოდა,ჩამობნელდა ქუჩაში ლამპიონები აანთეს მისი მკრთალი უცნაური ყვითელი სინათლე მძიმედ აწვებოდა გულზე. რაც მეტს ფიქრობდა იმ წინათგრძნობაზე მით უფრო მძაფრად გრძნობდა რომ ერთადერთ სიყვარულს თანდათან კარგავდა.თვალწინ სულ მისი ღიმილი ედგა.. მოგონებები ხელიდან ეცლებოდა. ცრემლი ისევ სდიოდა საათის ისრები ძალიან ნელა,მძიმედ მიიწევდნენ წინ... რამდენიმე საუკუნედ გაწელილი წუთის შემდეგ ტელეფონი აწკრიალდა გოგონა დაიძაბა და სასოწარკვეთით მიაჩერდა დედამისს რომელმაც ტელეფონს უპასუხა.მხოლოდ ერთი საშინელი წამი და.. ვაიმე დათო... გოგონა უცებ მიხვდა ყველაფერს,სკამიდან წამოხტა თვალთ დაუბნელდა და იქვე ჩაიკეცა დღეები შეუმჩნევლად მისდევდა ერთმანეთს გოგონა კი არაფერს ჭამდა,მთელ დღეებს საკუთარ ოთახში, ტირილში ატარებდა დაახლოებით ორი კვირის მერე.დედა ოთახში შევიდა და საშინელი სცენა დაუდგა წინ.ქალს ყვირილი აღმოხდა მუხლებზე დაეცა და თავისი სისხლში მოთხვრილი შვილი გულში ჩაიკრა.გოგონა ძალიან ლამაზი იყო,დედოფალივით ესვენა დედის მკლავებზე,როგორც მიტოვებული ყვავილი უკიდე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 922 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 866 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 969 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 980 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი ნახვით შეყვარებას შანსი ნაკლებად აქვს, აქ ყველაფერი წამიერად წყდება-გაგრძელდება თუ დაწყებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ამიტომ მზად იყავით შეხვედრისთვის და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

საინტერესო ფაქტები MJ -ს შესახებ ნაწილი მესამე

1.1995 წლის 29 მარტს მაიკლმა "Smile" და "Childhood" ჩაწერა ერთ ოთახში 50 ორკესტრთან ერთად.

2.1988 წელს "Man In The Mirror" იყო #1 სინგლი.

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

"The Bounty Hunter" premieres in Madrid


ჯენიფერ ანისტონის 
და 
ჟერარდ ბატლერი მადრიდში ფილმ 
"The Boun ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სებასტიან სტენი და ლეიტონ მისტერი

სებასტიან სტენი 
და 
ლეიტონ მისტერი 
2007 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1816 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაზე პატარა მკერდიანი 
მსახიობებია არიან კირა
 ნაითლი და  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 3514 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Rachel Bilson's Style


რეიჩელ ბილსონი ამერიკელი მსახიობი
დაბადების თარიღი:1981 წლის 25 აგვისტო
დაბადების ადგილი:კალიფორნია,
ა.შ.შ
თვალის ფერი:ყავისფერი
თმის ფერი:წაბლისფერი
პოპულარული გახდა სერიალით "ელიტარული უბანი"
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1320 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სხვისი ხარ,მაგრამ გული მაინც შენსკენ მოიწევს,
აბობოქრებულ ვნებას შენსკენ მოუხარია.
გამომიწვია უნუგეშო ტანჯვის სურნელმა,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მარტო ჩემი ბრალია.

ბოროტი სენი შემომერტყა გულზე აპკივით,
დაგრეხილ კლანჭებს უმოწყალოდ მირჭობს ღრიალით.
ავადმყოფ სულში განუტევა სიცოცხლის სხივმა,
ბებერი სევდა ნიავს გაჰყვა, ტირის ნიავიც.

ჩემი არა ხარ, მაგრამ ჩემი გახდი ტკივილი,
განუყრელ ფიქრებს არ გაშორებ მუდამ იცოდე.
შორიდან გეტრფი, მაგრამ ახლოს დაგიდე ბინა,
სიცოცხლე იყავ, თუნდაც იყო სხვისი სიცოცხლე.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 969 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სული გაუტრუნავს უხეშ სინამდვილეს,
ღიმილს დაუშვია ფარდა,აღარ შემიძლია
არავის სიახლოვე შენი სიახლოვის გარდა...
ისე მომენატრა შენი დაძახება ლამაზ გალობას
რომ გავდა...უკვე ვეღარ ვიტან ვერავის გაღიმებას
შენი გაღიმების გარდა...სულში ჩაფრენილა ათასი
ტკივილი...კვლავ ვდგევარ გაღებულ კართან,გული
ვერ აიტანს ვერავის დაბრუნებას შენი დაბრუნების გარდა..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1441 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ დავიჩოქებ!
არ მიყვარხარ და რომც მიყვარდე,
ცრემლიან თვალებს მოგარიდებ,
ვუძლებ სიშორეს,
არ დავიჩოქებ,
უშენობა თუნდაც მტკიოდეს,
სიყვარულთანაც არასოდეს არ დავიჩოქებ.
არ დავიჩოქებ!
არ მაწამეს და რომც მაწამონ,
მერე ჭრილობა დამიზილონ
თუნდაც მარილით,
ტკივილს ვიშორებ
და სისუსტეს სხვას არ ვაჩვენებ,
არა! ჩემს მტერთან არასოდეს არ დავიჩოქებ.
არ დავიჩოქებ!
არ მწყურია და რომც მწყუროდეს,
სხვას წყლის სანაცვლოდ
დამცირების ჰქონდეს საბაბი,
თუ დავიჩოქებ დასალევად,
მხოლოდ წყაროსთან,
ადამიანთან? არასოდეს არ დავიჩოქებ.
არ დავიჩოქებ!
არასოდეს ნაცვლად არაფრის,
ვინც არ იცოდა, დაიჯეროს,
მინდა იცოდეს:
მუხლზე დავდგები ერთადერთი -
უფლის წინაშე,
ეკლესიაში სალოცავად თუ დავიჩოქებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე მერამდენედ მიმატოვე,
შენ კი, გიხარია უჩემობა…
მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე…
მე კი, მომაბეზრე უშენობა…

შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე…
მაინც მეზიზღება უშენობა,
ნიავს შეგავედრებ მონაბერზე…
ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…

შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე…
მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული…
ისევ ბნელი ღამე მომაგებე,
გული ამიტირე დაჩაგრული…

უკვე მერამდენედ დამაობლე,
ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ…
მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე…
გულში ჩაგიხუტო მყისვე…
მაინც მენატრება უშენობა…
მაინც მომაბეზრე სიმარტოვე…
რატომ გიხარია უჩემობა?
გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე???




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამილოცნიხარ მასთან ერთად ვინც შეიყვარე...
ჩემი ცრემლები ალალია შენს სიყვარულზე,
მაგრამ რომ კიდევ მოგენატროს ჩემი დანახვა,
ნუღარ იქნება ლაპარაკი ძველ სიყვარულზე,
არ დაბრუნდება ჩემი გული მეორედ შენთვის,
აღარ დავიწყებ ძველებურად სიცილს და ხარხარს,
არ გაპატიებ მზერას ჩემზე, არ გაპატიებ,
ვეღარ დაგიგებ ძველებურად სიყვარულის უნაზეს ხაფანგს,
და თუ მოგინდეს ძველებურად ჩემი დანახვა,
ნუ გაიხსენებ ხალისიან წუთებს ადრინდელს,
ჯობს მოხვიდე და დამინახო შენგან ტანჯული,
ან შემიბრალო თუნდაც ერთხელ დაფიქრდე ჩემზე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარ

რაცთავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიცმთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში,სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივეოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი,გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს,წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდანდღემდე.
და აჰა გიპოვე... სულისნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებულისული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისსგავაგებინო, რომ მე შენ "გიპოვე"
მეშენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა,ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯეროდამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ის მუსიკა...
იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში,
როგორც იმ ღამეს-
ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების,
ორივე მხარეს...

მაგრამ თავისთვის,
სხვადასხვა გზებზე,
პარალელური ქუჩების გასწვრივ,
მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან,
ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით...

თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას,
საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ...
და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს
ჩუმად ვიხსენებთ...
დაგიმესიჯებ...

ისევ ის მუსიკა...
გულის კუნჭულში...
იმ მელოდიით სავსეა სმენა,
ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს,
ელი და მთელი არსებით ღელავ...

და შენი თვალები,
ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა...
ხელისგულებზე მორცხვად დახრილი,
წარმოსახვაში გამიმთლიანდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 961 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰეი ლამაზო ყელი გაქვს, მემგონი მოშიშვლებული .
ეგეც კი მყოფნის ფანტაზია პიკზე ავავსოო
ჯიბეზე შემომხედე ფულით სავსე მაქვს
აბა იქით ნახე ჩუმად რამაქვსო.


ნიკოფსიიდან დავიწყებდი წითელ ხალიჩით
დარუბანდამდის გატარებდი ჩემო ლამაზო
ერთხელ მიმაკარე შენს ლამაზ ბაგეს
მერე გინდ მომიწიოს სადმე დავახრჩო.



თეთრი რაშით მოვალ წითელი ვარდებით.
და მერე მორევში გადავარდებით
იქაც თუ იუარებ შენ ჩემს სიყვარულს.
მერე კი უკვე გაგიკმკლავდებით.


პეპელა რომ ვიყო ერთხელ მოსული
შენ დაგაჯდებოდი კისერზე ლაღად
გადავხედავდი ელვარე მთა ბარს
თუნდაც დამიჯდეს სიკვდილის ფასად.



როგორ არგემეტება პატარა ბუჩქის კონა,
რომ ამ ჩემს გულში ცეცხლი დაანთო
მე შენს გამო სამყაროს გავწირავ
ოღონდ ეს მუღამი აქვე ჩავახრჩო.



ჰეი ლამაზო ყელი გაქვს მემგონი მოშიშვლებული .
ეგეც კი მყოფნის ფანტაზია პიკზე ავავსოო
ახლა მაკოცე და თუგინდ მერე გაქრი
მე მაინც შეგისრულებ ჩემო ლამაზო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრიინველებს, დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენნილნი მისდევენ გუნდად.


მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.


ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
თითქოს უეცრად და უნებურად
ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
აანთეს ღამე წინანდებურად.
ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
მე გავაღვიძე ხელის შევლებით
და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
ვით იასამნის თეთრი მტევნები.
მისმა ხაბარდამ გახამებულმა
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
და აშრიალდა აბრეშუმივით,
თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
დაუფერავნი ვერცხლის სევადით
ხეები გახდნენ უფრო მაღლები
და ცის შორეულ ჰორიზონტივით
მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე.
მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
მე მოვისროლე ამოქარგული
ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი.
გაელვებული სველი სინათლით
და ასხლეტილი ცივი შეხებით,
ბადეში გაბმულ კალმახებივით
არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით
უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ,
უუზანგებოდ და უაღვიროდ
მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
როცა კოცნით და სილით მოსვრილი
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
ბასრი შეხებით ჩ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!...
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.

ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!

თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?!

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება -
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მინდა ვაღიარო რომ შენთვისარის მთელი სამყარო
მთვარეც კი შენში ეძებს ლამაზმანებას
ცდილობს რომ აირეკლოს შენში, ყოველი ნაკვთი.
და გამოეთხოვოს ძველი სახის გარდაცვალებას.
მზე რომ ამოვა ისიც კი გაგათბობს
მთაბარი დილით გთავაზობს, ცვრიან ბალახს
ეკალსაც ვერავინ დაგიგდებს ფეხქვეშ
ძლიერი ქარიც კი ვერბედავს ამას.

სწორედ შენ ხარ ამის მოწამე. ვარსკვლავნი ცაზე შენთვის ანთიან
და გინდ, იქიდან ერთიც, რომ მოწყდეს. ამას შენი თმის ღერში გაცვლიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1008 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 991 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 957 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

ყოველთვის როცა ქუჩაში გხედავ
თითქოს ისევე ის ძველი ჩნდება
ისევე ის დრო როცა მითხარი
როგორ გიყვარდი
როცა მითხარი რომ ჩემთან იყავი
როცა პირველად ვიჩხუბეთ ბაღში
როცა პირველად მოვედი შენს სახლში
როცა დამინახე როგორ ვტიროდი
მე როგორ შემრცხვა შენ კი იცინოდი
მაშინ პირველად დამიძახე პატარა
მაშინ მითხარი 'მიყვარხარ პატარა'
მაშინ მეგონა ვიყავი დიდი
ისეთი დიდი რომ ცას მივწვდებოდი
როცა მჯეროდა როცა მითხარი რომ
სამუდამოდ გეყვარებოდი
ახლა კი როცა ქუჩაში გხედავ
მინდა რომ მოვიდე მაგრამ ვერ ვბედავ
თითქოს მენატრე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Reese Witherspoon: Red Hoodie Hottie


Reese Witherspoon: 
Red Hoodie 
Hottie
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 973 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Michael Jackson Albums

Off The Wall 
რომელიც ჩაწერა 
1979 
წლის 
10
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1316 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




  შავგვრემანი
 ქრისტინა 
აგილერა
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პატარა ბრიტნის ფოტოები


 პატარა 
ბრიტნის 
ფოტოები
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

jennifer decker



შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს ულამაზესი მსახიობის ჯენიფერ დეკერის შესახებ 
..

დაბადების თარიღი და ადგილი : 28 დეკემბერი 1982, საფრანგეთი 

დიმაღლე : 1.70


მან პირველად ფილმში ითამაშა 2003 წელს -" lamour dangereux "

ამავე წელს მან ითამაშა ფილმ " jeux de haute societe " 

2006 წ. - " jeune homme "

2006 წ - " playboy"

2006 წ - " Jeanne Poisson, Marquise de Pompadour "

(2007) წ - " Hellphone" (ყველაზე დიდი წარმატება ამ ფილმა მოუტანა სადაც მან ერთერთ მთავარი გმირი ენჯი ითამაშა) 

2009 წ - " lilu and jimi "

2009 წ - "Erreur de la banque en votre faveur "

ამჯამად ის გაუთხოვარიაა და თვითონ ნეჯიფერიც ამბობს"რომ ჯერ არ აპირებს რადგან ის თავიდან ბოლომდე გადართულია თავის სამსახუობო კარიერაზე "

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1741 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაბნელდა ღამე გაშავდა, ცხოვრება დაბრმავდა დალაგდა.
სული იბნევა გრძნობებით სასიყვარულო გონებით,
ნელ ნელა ვხვდები ძნელია, ცხოვრება გრძელი და ბნელია,
სიკვდილი მინდა ვგიჟდები, სხვა გზა არამაქ ძნელია.
მუსიკის მელოდიაში ვიხრჩობი ძალიან ძნელია.
მიშველეთ რამე მირჩიეთ მიკითხეთ საიდან როდიდან,
რა დამემართა დრონიდან.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-03-29, 1:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024