♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 3 » უცნობი ქალის პორტრეტი
8:58 PM
უცნობი ქალის პორტრეტი

თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები,
ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,
და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.
ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან გეფერებოდა,
და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...
თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.
შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.
თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი,
- ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.
გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს,
დაღლილს, და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი - ლაღი.
არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...
რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1174 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-20, 12:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024