♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » სიყვარულის ახსნა
10:38 AM
სიყვარულის ახსნა


დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე...
და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ...
ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე.
იცი, ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ;
იცი, ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან;
იცი, ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში;
იცი, ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება;
იცი, ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს;
იცი, ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია;
იცი, ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ;
იცი, მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა;
იცი, ყოველ მეორე ახლად დაქორწინებულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე.
იცი, ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია; 
იცი, თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში; 
იცი, ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს.
იცი, ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს;
იცი, პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა; 
იცი, პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრცხვენია.
იცი, ყველა პატარა ბავშვივით მიყურებს და უინტერესო ვგონივარ.
იცი, მამაჩემს ეგონა, რომ ჩემგან კარგი ადამიანი დადგებოდა;
იცი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცხოვრების ბოლომდე შენს გვედრდით ყოფნას შევძლებ............................
იცი, ტყუილად გამარტყი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1031 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-03-29, 1:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024