♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » მოთხრობები.
3:06 PM
მოთხრობები.


"ცასწავალა"
(ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას)

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც შეჰყმუიან ყველას, ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი, იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.
ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებული მთის ფერდობზე გავიცანი.
ზაფხულობით თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კენკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.
ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე.გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ბალახებიდან ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ცხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ხვავილებიც კი შეიშმუშნენ.
ცასწავალამ ერთ ხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახლა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!
ჩამოვარდა და ბალახებში გაუჩინარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.
ჯერ უთმინეს ფრინველებმა ეს ტყუილი მერე კი ეტყობა საწყენად მიიღეს. ჩემს იქით კენკეშიან გორაზე იწყეს შეკრება.
მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთიმეორეს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორაზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.
ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!- ყვიროდა ის. მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა:- ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!
ის ის იყო ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცადეს დამალვა მიმინოებმა, ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს, იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო. მე ჩუმად ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.
მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:
- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით ვინა გყავთ ცაში?
- არავინ,- თქვა სევდიანად ცასწავალამ.
- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?
- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.
- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?
- არა, არავის დავუპატიებივარ, მაგრამ...
- "მაგრამ" აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეუძლება, ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალო! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი! ვტყუიო!- ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსების მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?
- არავინ.
- ობოლი ხარ?
- დიახ...- თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.
- საზოგადოების მოტყუებისთვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკაშის ღეროზე მიბმით,- გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კანკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა.
ყველაზე ბოლოს მოლაღური შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.
- გამაგრდი ცასწავალა!- ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.
ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე დავაპირე აშვება. მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასცავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა მელას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.
დილით ადრე გავრეკე მთისკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა, ეტყობა მოლაღურმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღური და ფოთლები მიმალ-მომალა რომ ფრთოსნებს არ ენახათ.
შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნენ, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღურმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.
- გაგვითავისუფლებიხარ ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.
- არა, აღარ მოვიტყუებ,- პირობა მისცა ცასწავალამ.
წავიდ წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.
ცაზე მსუბუქად მიცურავდა მზე. ლუჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.
ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული.მერე ეტყობა მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სანამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე- უკანასკნელ ძალ ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შებყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა : ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! ყველანი მას შეჰყურებდნენ. ის წერტილივით ჩანდა.
უკანასკნელი ამოსუნთქვაღა ეყო ღონე და გული გაუსკდა. უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.
საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაზე დაასაფლავეს სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღურმა ბევრი იტირა. სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით იქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორაზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა, ზემოთ დარჩენილი თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შებყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

(ეს ამბავი მოხდა საქართველოში, გუდამაყრის ხეობაში)

ნაწყვეტი "პატარა უფლისწულიდან"

პატარა უფლისწულს უდაბნოში შეხვდა მხოლოდ ერთი ყვავილი სამი ყლორტით, ძალზედ მარტოსული ყვავილი...
-გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.
-გამარჯობა, - თქვა ყვავილმა.
-სად არიან ადამიანები? - თავაზიანად ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
ყვავილმა ერთ დღეს მიმავალი ქარავანი დაინახა.
-ადამიანები? ისინი, მგონი, ექვსი თუ შვიდნი არიან. მე ისინი წლების წინ დავინახე. მაგრამ, არავინ იცის, სად შეიძლება მათი პოვნა. ქარს მიაქვს ისინი. მათ ფესვები არ აქვთ, რაც სამწუხაროა მათთვის.
-მშვიდობით, - თქვა პატარა უფლისწულმა.
-მშვიდობით, - თქვა ყვავილმა.


-რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც ჩუმად იჯდა სავსე და ცარიელი ბოთლებით წინ.
-ვსვამ, - უპასუხა ლოთმა ნაღვლიანი გამომეტყველებით.
-რატომ სვამ? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
-რათა დავივიწყო, - უპასუხა ლოთმა.
-რათა რა დაივიწყო? - ჩაეძია პატარა უფლისწული, რომელიც მას უკვე თანაუგრძნობდა.
-რათა დავივიწყო, რომ მრცხვენია? - აღიარა ლოთმა და თავი ჩაღუნა.
-რის გრცხვენია? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა რომ დახმარებოდა.
-იმის რომ ვსვამ! - დაამთავრა ლოთმა და კვლავ დუმილს დაუბრუნდა.
და პატარა უფლისწული შეძრწუნებული წავიდა.
ადამიანები ნამდვილად ძალიან, ძალიან უცნაურები არიან, თქვა მან თავისთვის.


ქართული ხალხური ზღაპარი

"კატის მოსარჩლე ვეფხვი"

სოფლის განაპირა ახოში ერთი გლეხი მიწას ხნავდა და გუთნეულ საქონელს კატაც თან წამოყოლოდა. როცა გაცხარებული ხვნა დაიწყო, ციცა ტყის ნაპირას პეპლებსა და კალიებზე ნადირობდა.
ამ დროს ვეფხვმა ჩამოირბინა. კატა რომ დაინახა, სახტად დარჩა, ძალიან გაიკვირვა და ჰკითხა:
- ძამიავ, შენ, როგორც გეტყობა, ჩვენი ჯიშისა ხარ და რა ცოდვისა გწევია, რამ დაგაგვალაო?
ეშმაკმა ციცამ თავი მოიკატუნა და უპასუხა:

"კაცი და ქალი"

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს, სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღვრეულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:
- ბჰაა!
წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და ამოიხავლებს საბრალობლად:
- ბჰაა! ბჰაა!
კაცი და ქალი ერთმანეთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.
კაცმა თქვა:
- შია.
- ოჰ, რას ამბობ! - უკმაყოფილოა ქალი, - მარტოა და გული სტკივა.
- ჰმ, დიდებულო ბატონო, ნადირთ მეფევ, თქვენ რა იცით, რა წვა და დაგვაში ვართ კაცის ხელშიო.
-მერე ვინ არის ის კაცი, რომ აგრე უდიერად გეკიდება და დაუჩაგრიხარო? მაჩვენე შენი დამჩაგვრელი და შენ მაგიერ მე იმას გავუსწორდებიო, - უთხრა ვეფხვა.
კატა გაუძღვა ვეფხვს და დაანახვა გლეხკაცი, რომელიც გუთანს მისდევდა. ვეფხვმა მიმართა კაცს და საყვედურის კილოთი უთხრა:
- შენ ეს ჩემი მოდგმის კაცი რად დაგიჩაგრია ესრე, რომ ტანი ვეღარ უქნია, ან ისეთი რა დაგიშავა ამ საცოდავმაო? ამის გუსლისთვის მე შენ უნდა შეგებრძოლოო.
-ბატონი ხარო,- უპასუხა გლეხმა,- მე ძალა სახლში დამრჩაო, ჩავალ, ამოვიტან და მაშინ შევიბრძოლოთო.
კარგიო, - სთქვა ვეფხვმა,- წადი და მე აქ დაგიცდიო.
-რომ მომატყუო და წახვიდე სადმე და მე ტყუილად სოფელში წასვლა ჭემრჩესო!- უთხრა გლეხმა. - აი ამ ხეზედ მიგაბამ, სოფელში ჩავირბენ და ჩვენი ძალღონე მაშინ გავსინჯოთო.
- კარგიო!- უპასუხა ვეფხვმა.
გლეხმა მაგარი საბელით საბელით მიაბა ვეფხვი ხეზედ, თვითონ იქვე ტყეში კარგი იფნის სახრე გამოსჭრა, მივიდა ვეფხვთან და უთხრა:
-აი ჩემი ძალაო!- სა ისეთები გადაუსუსხა სახრით, რომ მთლად გვერდების კანი აეწვა. სიმწრისგან ვეფხვი სულ მაღლა-მაღლა ხტოდა და იმისი საცოდაობით ცა და ქვეყანა იწოდა.
იმდენი ხანი სცემა, სანამ მე და შენ მივეშველებოდით. როდესაც გლეხმა ცემით კარგად მიბნიდა, აუშვა ვეფხვი და უთხრა:
- არამკითხე მოამბეო მიპერტყე და მიაგდეო. წადი, საცა შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა სთქვიო!
ვეფხვი ლასლასით გაუდგა თავის გზას და უკანა ფეხებს ძლივს მიათრევდა. ამ დროს კატას თვალი მოჰკრა, ამოიოხრა და კვნესით უთხრა:
- ბარაქალა, ჩემო ძამიავ, რომ მაგისთანა მხეცის ხელში კიდევ ეგ ტანი შეგრჩენიაო!


...
- ადრე თუ გვიან, დარწმუნებით თქვა ბერიკაცმა, _ მე ავაშენებ ცათმფრენს, სახელად "თამუნიას" ვუწოდებ და გადავუფრენ საყვარლის საფლავს! თქვენ ხომ გჯერათ, რომ ადამიანი უნდა გაფრინდეს?
ერთაოზი ამ სიტყვების გაგონებაზე შეკრთა.

- ისთე არ გამიგო, ჯერ მასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია...დაიწყო ფრთხილად ერთაოზმა. - არ მეცალა...ვალები დამრჩა... ღორის თავი, ჩითი...ვარიები... ისე, ღმერთი თუ მოინდომებს, მაშინ რა სიკვდილი დაუდგება წინ? გაფრინდება...

- ღმერთს? სჩანს, ღმერთს სურს, დიდებულს, ადამიანმა რომ იფრინოს ცაში, თორემ კაცს ეს არც მოუვიდოდა თავში. აბა, მიპასუხე, რით განსხავვდება პლატონის აზრით, ადამიანი ფრინველისაგან?

ერთაოზმა ვერ დაახვედრა ამ კითხვას მომზადებუკლი ჭკუა და დამნაშავედ გაიღიმა.

- პლატონის? გაღმელის? - იკითხა ჩუმად.
- მხოლოდ და მხოლოდ ფრთ... - მოსთხოვა მოხუცმა ერთაოზს სიტყვის გაგრძელება.
- ფრთ... - გაიმეორა ერთაოზმა.
- ფრთე... - ერთი ასო გაიმეტა მოხუცმა.
- ფრთე... - მორჩილად გაჰყვა ერთაოზი.
- ფრთებით. - შეავსო სიტყვა მოხუცმა.
- ფრთებით! - მიხვდა ერთაოზი.
- ყოჩაღ! - მოეწონა მოხუცს. - კიდევ რა არის საჭირო ფრთებს გარდა?
ერთაოზი სდუმდა.
- ძრა... - უკარნახა მოხუცმა.
- ძრა... - გაიმეორა ერთაოზმა.
- ძრავა!
- ძრავა!
- სწორია! ძრავა ექვსკაკუნიანი, - მოხუცმა ხელით მიანიშნა კედელზე ამოკაწრული უცნაური საგანი, - აი, ძრავა, აი, ფრთები. მოხუცი კედელთან მივიდა, სადაც ძრავა იყო გამოსახული და მისი მუშაობის ტაქტის საჩვენებლად კაკუნი დაიწყო.
...

- უნდა დამიბრუნოთ ეს ხალხი, მაგენი კანონს გაურბიან.
- როგორ? ძლივს მოვესწარით საქართველოში ასეთებს, თქვენ კი გინდათ ციხეში დაალპოთ ისინი! იბერუს კავკაზიკუს ჰაეროტიტიკუს ტემპერამენტოს! ასეთები ჯერ ევროპაშიც არ შეიმჩნევიან, და მაშინ, როდესაც ჩვენს მამულს ამ საქმეში პირველობა ელის, და როდესაც საქართველო ასპარეზზე გადის, მოდიხართ თქვენ და ...
- რომ გაფრინდნენ? - იკითხა ხუტამ.

ექიმმა თვალებში ჩახედა ხუტას.
- როგორ თუ გაფრინდნენ?
- მაგენს არ იცნობთ თქვენ...
ნოშრევანმა ალერსიანად გაუღიმა და დათაფლული ხმით, ვითომ სხვათაშორის ჰკითხა:
- ცხელა, არა?
ხუტამ ხმლის ტარით შუბლიდან ოფლი აიღო.
- კი გვარიანად...
- წამობრძანდით აქეთ.
სანიტრებმა ზუსტად დაიჭირეს თავისი ექიმის ხმაში ნაცნობი ნოტები და ერთმა ჩუმად დაიწყო ქამრიდან თოკის გამოძრობა.
- მაშ თქვენ გჯერათ, რომ გაფრინდებიან? - მზაკვრულად გაუღიმა ნოშრევანმა ციხის უფროსს.

ხუტას სანიტრების მანევრი არ გამორჩენია, შეეშინდა, იფიქრა: "ეს გიჟი არ გამიშვებს აქედან. მერე იძახე, რამდენიც გინდა, ციხის უფროსი ვარო, აქ მგონი ხუთი მეფე ჰყავთ და ვინ იცის რამდენი გუბერნატორი".
- არა, ადამიანს რა სიკვდილი გააფრენს, არც ფრთები აქვს და არც კურტუმო...
- არა, არა! თქვენ ეს-ესაა გამოთქვით აზრი, რომ მოსალოდნელია მათი გაფრენა, - თვალებით ხვრეტდა ხუტას ნოშრევანი.
- არა ბატონო, ისე მოგახსენეთ, პირის გამოსაწმენდად.
- აბა თქვი "ააა".
- გოგოების მამა ვარ... - თხლესავით წავიდა ოდიშარია, - "ერთი თავი გამატანია აქედან, თვარა იმ დამთხვეულებს ვინ ჩივა. მარგალიტა, შენი ასე და ისე, შენ გადამკიდე ამ მორიელს!"
- აბა თქვით "ააა"...
- მეც ქართველი ვარ, მეც მიხარია, ჩვენში რო ასე ეეჭრა კაცს ჭკუა...- უკან-უკან იხევდა ოდიშარია, - დავივიწყოთ რაც მოხდა, კიდევ მოგიყვანთ ერთი-ორს. ერთი მყავს, სულ იმას მეუბნება, დიდი ასოები მევიგონეო, მოგართმევთ იმასაც, ამ სიტყვებით ხუტა ეზოდან გავარდა და ციხისკენ გაიქცა.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1238 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-03-28, 11:31 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024