♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 19 » მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ
12:01 PM
მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ

მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა,
ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
იქაა ჩემი სულის საუფლო,
სადაც სიმღერით ომებს იგებენ,
სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
თამარის სისხლი გადამდის გულზე,
უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ
და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს,
გალაკტიონის დამყურებს ღამე,
სწორედ იქაა ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ,
აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან.
დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 3756 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.2/8
სულ კომენტარები: 7
7 ლიკა  
0
ამის შემდეგ მჯერ,ა რომ ვარ გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!

6 ლიკა  
0
dzan magari leqsiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa iseyi shtabejdileba mrchema, me iseti adamianebis samshobloshi vcxovrob rom misi galati ar sheidzleba

5 ირინა  
0
mmmmmmmmmmmmmmmmaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaggggggggggggggggggggggggggaaaaaaaaaaaaaa aaaaaaaaaaaaaaaarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii iiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

4 ირინა  
0
dzalian magari leqsia momewona

3 ანი  
0
ავტორი ვუნ არის? ძალიან მაგარი ლექსია ♥

2 ანი  
0
MAGARIA

1 cicino74  
0
dzalian kargi leksia guls siamayit givsebs, avtori vin aris?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-20, 12:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024