♥ l o v e ♥ - 9 ოქტომბერში 2011 - LoVsTory
♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » ♥ l o v e ♥
10:15 AM
♥ l o v e ♥



გძინავს?
-არა, არ მძინავს
-როგორ ხარ?
-ბევრს ვფიქრობ.. უაზროდ ბევრს..…
-მერე რა, ფიქრი ყველას არ შეუძლია.. მოგენატრე?
-შენც ხომ იცი ერთადერთი ხარ, ვინც მართლა მენატრება..
-საიდან უნდა ვიცოდე?

-რა ვიცი, თქვენზე ამბობენ, რომ ყველაფერი იცით..
-ჰეჰ.. და შენც გჯერა? იმდენ რამეს ამბობენ და შენ არაფრის გჯეროდა, ეგ რატომ დაიჯერე?
-ალბათ მინდოდა რომ ეგრე ყოფლიყო და იმიტომ...
-ხო, შენც გაიგებ როგორცაა სინამდვილეში.. თვალები გაახილე რა, ასე მგონია გძინავს
-გავახელ თუ დამპირდები, რომ არ წახვალ.. აი გავახილე..
-და ხომ ხედავ რომ ისევ აქ ვარ.. ისევ ისე გიპრიალებს თვალები, თუმცა სხვანაირი ხარ.. უუუხ, როგორ მომენატრე.. შენი სუნთქვა მომენატრა..
- მე კიდევ შენს საფეთქელთან მფეთქავი სიცოცხლის ძარღვი.. და ყელზე კოცნით დათვლილი შენი პულსაცია..

ხო, ეგ მეც მომენატრა.. ამ ბოლო დროს იცი რა მახსენდება? შენი გრილი ხელისგულები.. თუმცა ამ გრილი ხელისგულების მხურვალება ჩემს ცივ ხელებზე და სახის ნაკვთებზე..
-მინდოდა გამეთბო შენი ცივი სახის ნაკვთები.. მინდოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო..
-ასე იყო საჭირო.. ეს რომ არა ახლა შენ ასეთი აღარ იქნებოდი..
-გიჟი ხარ.. რაში მჭირდებოდა ასეთად ყოფნა?
-რომ აღარასდროს გკტენოდა, აი ამიტომ.. შენი ხმა მომენატრა იცი.. შენ გახსოვს ჩემი ხმა?

-მე სასახლეზე დაყრილი მიწის ხმა მახსოვს..
-კარგი რა.. ხომ დამპირდი აღარ გავიხსენებო.. როდემდე შეიძლება გახსოვდეს?
-შენთვის ყველაფერი იოლია..
-რატომ არ შეგიძლია ნორმალურად მელაპარაკო ?
-იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური..

-მას მერე თითქმის 5 წელი გავიდა, შენ კიდევ კვლავ იმ მოგონებებში ტრიალებ
-და რა გინდა? თუ ეს გაწუხებს შენ დამივიწყე მერე, ნუ მომაქცევ ყურადღებას..
-კიდევ უაზრობას მეუბნები ხომ ხვდები..
-და შენ რატომ გგონია რომ აზრიანს მეუბნები?

-აქედან ყველაფერი სხვა თვალით ჩანს.. მე გხედავ მაშინ როცა ჩემთვის სანთელს ანთებ, როცა ლოცულობ .. მე ვიცი რომ შენ ასეთი არ ხარ, რატომ მელაპარაკები ასე..
-არ ვიცი.. მეხუთე წელია უშენობას ვსუნთქავ.. მაქვს უფლება განერვიულებული ვიყო..
-მერე მე რატომ მელაპარაკები ნერვიულად? თან მაშინ როცა შენთან ვარ..
-შენ ჩემთან ვერასდროს იქნები.. ახლა დილა გათენდება და ისევ გამაღვიძებს უშენობაში დახატული მზე ..
-დამხატე მეც ... გთხოვ..
-ჩემი ნახატები ხომ ნანახი გაქვს? მაშინაც ხომ ჩემთან იყავი როცა თევზებს ვხატავდი.. ხომ გახსოვს ეგ თევზები სად ვნახეთ? აკვარიუმში ზუსტად მასეთები და ისინიც ორნი.. რომ უნდა მოგვეპარა, ხო გახსოვს, დამლაგებელმა რომ დაგვინახა და ჩაგვიშალა გეგმები, მერე მთელი საღამო საშინელუ სუნი ვერ მოიშორე ხელებიდან..
-არადა უკვე დაჭერილი მყავდა ის ქალი რომ გამოჩნდაა.. მენატრები..
-ხოდა ჩემს ნახატებში უკვე ხარ.. ყველგან ხარ.. რაც მე მეხება ყველგან ხარ..
-რატომ არავის უყვები ამ ყველაფერს? შეიძლება მერე უფრო დვილად გვესუნთქა..
- ერთად ყოფნის არქივი მაკავშირებს შენთან და როცა რამეს ვყვები ასე მგონია მართმევენ ამასაც..
-იცი სულ ბოლოს, სუუულ ბოლო სუნთქვებში მინდოდა დამენახე.. გეძებდი, გეძებდი..თუმცა არ იყავი..
- კარგი რაა, ნუ მეუბნები მასეთ რამეებს..

- უბრალოდ მინდა იცოდე.. მინდა იცოდე რომ შენი ცრემლებს ვითვლიდი და ბოლოს უკვე ამერია თვლა.. მინდა იცოდე რომ შენთან ვარ.. მინდა იცოდე რომ მენატრები მინდა იცოდე რომ უბრალოდ ძალიან უბრალოდ ჩემთვის ერთადერთი გოგო ხარ... ჰმ..მინდოდა რომ ასე ყოფილიყო და მართლა ეგრე გამოვიდა..
-როგორ შეგიძლია ასეთი რამე თქვაა..
-არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს რაც სინამდვილეშია ის გითხარი.. და ნუ ტირი გთხოვ..
-კიდევ დიდხანს უნდა მაწვალო ასეე?
-წავიდე? სულ წავიდე? თუ გინდა მითხარი და ვეღარ მნახავ.. მეგონა ასე უფრო კარგი იქნებოდა შენთვის
-რა იქნებოდა კარგი.. მენატრები ტკივილამდე და ასე სიზმარში.. ძნელია გესმის ძალიან ძნელი..
-კარგი მაშინ წავალ .. და...................... და რა ვიცი, ცაში შეხვედრამდე.......
--
-გაიღვიძე დედიკუნა, საყვარელო, ტირიხარ, რა დაგემართა?
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 684 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 6
6  
:(

5  
vaih agar shemidlia :'*(

4  
:'(

3  
; (

2  
;( :( au davigruze ra :(

1  
cry cry

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2016-12-04, 9:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2016