♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » ქორწინების შესახებ
2:52 PM
ქორწინების შესახებ


ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც, ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა ხდება, რაზეც საუბარია დაბადების წიგნში.

ეს არის მომენტი, როცა ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლია ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც თავის თავში სხვადასხვა მშვინვიერებასა და სულიერებას მოიცავს.

… პირველ ადამიანში ჩადებული იყო მთელი სრულყოფილება, მასში, ზოგიერთ მამათა სწავლებით, ჩადებული იყო ერთდროულად ქალური და მამაკაცური არსი. ადამიანმა დაიწყო ზრდა, მომწიფება, დადგა მომენტი, როცა ერთმა უკვე ვეღარ დაიტია ეს სისრულე - ქალური და მამაკაცური არსი.

"მაშინ ღმერთმა მიუყვანა მას ყველა ცხოველი, რათა ადამიანს დაენახა, ყველა მათგანს მეწყვილე რომ ჰყავდა და რომ შეეგრძნო თავისი მარტოობა ამ ქვეყანაზე. და მართლაც, მან შეიგრძნო ეს მარტოობა...

... მაშინ დააძინა იგი ღმერთმა ღრმა ძილით და მასში მამაკაცურისაგან ქალური გამოყო. გამოყო ისე, რომ თითოეულ მათგანში დატოვა მეორის რაღაც ნაწილი, რომელიც მათ ერთმანეთის ცნობის საშუალებას აძლევდა. და ასე შეადგენდა ეს ორი ნახევარი ერთად ერთ მთელს...

როცა ადამმა დაინახა თავის წინ ევა, შესძახა:
- ეს კი, მართლაც, ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი.
მას ამავე დროს შეეძლო ეთქვა:
- ეს მე თვითონ ვდგავარ ჩემს თვალწინ!
რადგან ორივენი იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენად ერთნაირები იყვნენ, რომ სიშიშვლესაც კი ვერ გრძნობდნენ. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ როგორც ერთეულს, როგორც ერთს, როგორც ერთ ადამიანს ორი სხეულით...

მოგვიანებით, როცა დაეცნენ და თავიანთი სიშიშვლე დაინახეს, ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. აი, ამ მომენტიდან კვლავ გაერთიანებისათვის ბრძოლა დაიწყო: სწრაფვა ერთმანეთისადმი, სასოწარკვეთილი, ბრმა ლტოლვა, ძახილი „დამიბრუნდიო"...

ყველაფერი ეს ორი ადამიანის სიყვარულში წარმოიშვა, სიყვარულში, რომლითაც თითოეული მეორეში თავის თავს ცნობს … ამავდროულად ხედავს მეორეს არა მის კერძო შემოსაზღვრულობაში, არამედ ახალი სისავსით, ახალი სილამაზით, ახალი გააზრებით.

ქორწინება, ე. ი. ამ შეხვედრის საიდუმლო, ხდება მაშინ, როცა ორი ადამიანისაგან ერთმანეთის შეცნობა ხდება, როცა ისინი ერთმანეთში თავიანთ მთლიანობას ხედავენ, ცხოვრების იმ მთლიანობას, რომელიც მხოლოდ ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ. და ასე ხორციელად და სულიერად შეერთებულნი (რამდენადაც შეიძლება ეს მოხდეს დაცემულ სამყაროში) ისინი მთლიანდებიან სრულყოფილ ადამიანად… ეს არის გასაოცარი საიდუმლო – ორი პიროვნების ერთ სრულ ადამიანად გამთლიანება...

... ცოლი და ქმარი ერთმანეთში საკუთარ თავს ხედავენ, მაგრამ იმ ჩრდილების გარეშე, იმ სიმახინჯეების გარეშე, რომელსაც ყოველი ადამიანი ჩვეულებისამებრ ხედავს სხვაში...

... ხდებიან ერთხორცი, ერთიარსი და, ამავე დროს, თითოეული ერთადერთ და განუმეორებელ პიროვნებად რჩება... ქორწინებაში გადაილახება გაყოფის უკანასკნელი ზღვარი.

იდეალური ცოლ-ქმრობისას ურთიერთობაში არ არის გახელება, არ არის სურვილი ერთმანეთის დაუფლებისა; პირიქით, ეს არის მოკრძალებული და ერთმანეთისთვის თავგანწირული, სიყვარულის საიდუმლოს ჭვრეტა...

ასეთია ქორწინების იდეალური სახე...

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, „საფეხურები", თბილისი, 2000 წელი

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 892 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-03-29, 2:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024