♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ისტორია♥


ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია

ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .

ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.

ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი "შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები - ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1670 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



–ლევან! აბა დავიწყეთ!–ვუთხარი მე.–მე და ლევანი წამოვხტით და „შავი ნიღბოსნების" მუშტების რტყმა დავუწყეთ. ენრიკეს ისეთი დავარტყი რომ ძირს დაეცა და დანა გაუვარდა. ლევანი ჟოზეს ურტყამდა. მე სოლისტს მივვარდი და სახეში დავარტყი. ის ღია ფანჯარასთან იდგა, დარტყმისგან თავი ვეღარ შეიკავა და ტანით რაფას დაეცა, ვიოლინო რომელიც ხელში ეჭირა გარეთ გადაუვარდა და გატყდა...
და მოხდა საოცრება...სამივე „შავი ნიღბოსანი" გაქრა. მე და ლევანი რამდენიმე წუთი გაშტერებულები ვუყურებდით იმ ადგილს სადაც ორი წამის წინ „შავი ნიღბოსნები" იყვნენ. შემდეგ რაღაც მოგუდული ხმა მომესმა. ეს სალომეს ხმა იყო. მე მას „სკოჩი" ავხსენი და მაგრად ჩავეხუტე.
–გუგა რა მოხდა?–მკითხა მან.
–წამო, სახლში წავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები. მე და ლევანი ჯერ კიდევ დაშოკილები ვიყავით მომხდარით. მაგრამ მაინც შევძელი სალომესთვის ყველაფერი მომეყოლა.
–არა შეუძლებელია, რა სისულელეებს მეუბნები–მითხრა მან როცა მოყოლა დავასრულე.
–აბა ეს ორი დღე სად იყავი? შენ რა არაფერი გახსოვს?
–არა ერთი ის მახსოვს რომ სახლში მიმაცილე...ლევან მართლა ესე მოხდა?
–ჰო, წამო თუ არ გჯერა ვიოლინოს ნამსხვევებს გაჩვენებ.
–აბა მაჩვენე–უთხრა სალომემ.–ჩვენ უკან მივბრუნდით და სალოს ვიოლინოს ნამსხვრევები ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დედამისი ტიროდა, მამამისი კი ნერვიულობისაგან ბოლთას სცემდა.
–შვილო ვერ ნახე სალომე?–მკითხა ქალმა და შეეცადა აღარ ეტირა.
–ვერა ვერ ვნახეთ. მე და ლევანმა მთელი ქალაქი შემოვიარეთ მაგრამ ამაოდ–სალომეს მშობლებს ლევანი გავაცანი.–ძალიან ვნერვიულობ, მგონი დროა პოლიციაში განვაცხადოთ.
–ჩვენ უკვე განვაცხადეთ. ძებნა დაიწყეს.–გვითხრა მამამისმა.
–სალომეს მესიჯებიც წავიკითხეთ, იქნებ იქიდან გავიგო რამე მეთქი, მაგრამ არაფერი, გარდა იმისა რომ დღეს 11 საათზე მისთვის უნდა გამოგევლო.
–და გამოვუარე კიდეც, მაგრამ ის უკვე წასული იყო...ნეტავ სად წავიდა...უიმისოდ ვერ გავძლებ, შეგიძლიათ მისი ფოტო მომცეთ, ხვალ ქუჩაში ხალხს ვაჩვენებ, იქნებ სადმე ნახეს. ასე უფრო დაჩქარდება სალომეს მოძებნა.
–ერთი სურათი გვქონდა და ისიც პოლიციაში მივიტანეთ. მაგრამ მისი ლიტერატურული კლუბის აბონიმენტზეა ფოტო. ახალავე მოგცემ.–მითხრა ქალმა. მან აბონიმენტი მომცა. მე და ლევანი დავემშვიდობეთ და სახლში წავედით. ნერვიულობისაგან ის ღამე თეთრად გავათენე. ლევანი კი მამშვიდებდა მაგრამ მე მაინც ვნერვიულობდი. თვალებიდან რამდენიმე ცრემლი წამომივიდა. მერე რა რომ ბიჭი ვარ, რა არ შეიძლება ბიჭმა იტიროს? ამ ცრემლებში იდო ჩემი დარდი. თითქოს ცრემლებს დარდისგან უნდა გაეთავისუფლებინა ჩემი გული, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ჩემი გული ისევ სავსე იყო დარდის ღრუბლებით. და ამ ღრუბლების გაფანტვა მხოლოდ სალომეს გამოჩენას შეეძლო.
მეორე დღეს მე და ლევანმა დილიდანვე დავიწყეთ სალომეს ძებნა. ქუჩაში ხალხს ვაჩერებდით ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



–მართალი ხარ.– ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ექსკურსანტები მოგვიახლოვდნენ. მათ თან გიდიც ახლდათ. გიდმა ექსკურსანტებს ვიოლინოს ისტორიის მოყოლა დაუწყო.
გავოცდით. მან ის ისტორია მოყვა რომელიც მე და სალომემ „მისტიკურ სამყაროში" წავიკითხეთ. გიდმა ყველაფერი ისე თქვა, როგორც წიგნში ეწერა. მან თქვა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა იყო. გიდის მონათხრობიდან ერთადერთი ახალი ის გავიგეთ რომ როდესაც სიღნაღში „ფიროსმანის" მუზეუმი გაიხსნა, მაშინ თბილისის „ხელოვნების" მუზეუმმა, რამდენიმე ექსპონატი გადასცა მას. ამ ექსპონატებს შორის იყო „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო.
ჩვენ ცოტა ხანი გაოგნებულები ვუყურებდით ვიოლინოს, შემდეგ მუზეუმის ეზოში გავედით და სკამზე დავჯექით.
–ვაა... გუგა, ეს ის „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო ყოფილა.
–მე მეგონა თბილისის ხელოვნების მუზეუმში იყო, მაგრამ თურმე აქ ყოფილა.–ვუთხარი მე.–უეცრად სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა.
–რა ხდება?–მკითხა სალომემ.
–ალბათ ვიღაცამ ისევ გადაუღო ფოტო, რომელიმე ექსპონატს.
–არა მგონია, ამდენი ხანი გაჩერდებოდა.–უეცრად სადღაციდან პოლიციელები გამოჩნდნენ, ისინი მუზეუმში შევიდნენ.
–მგონი საქმე სერიოზულადაა.–ვუთხარი სალომეს.
–მეშინია.
–რისი?
–არ ვიცი.–რამდენიმე წუთში მუზეუმიდან ხალხი გამოვიდა. მალე მათ პოლიციელები გამოჰყვნენ.
ხალხი შეშინებული ჩანდა. ყვიროდნენ კვამლი გაუშვესო.
–აუ გუგა მეშინია.–მითხრა სალომემ და ჩამეხ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



–აბა რა გითხრა?ჯერ ხომ არ დამითვალიერებია, მაგრამ რასაც აქედან ვხედავ მომწონს.–ვუთხარი მას.–ლევანის აივნიდან რამდენიმე ძველებური სტილის აივნიანი სახლი მოჩანდა. ეს სახლები თანდათან იძირებოდნენ ნისლის ღრუბლებში.სულ მალე კი მათი დანახვა თითქმის შეუძლებელი გახდა.
–დღეს ნისლია, და თან დაღამდა. ამიტომ ხვლ დავათვალიეროთ ქალაქი კარგი?
–კარგი, მაგრამ ხვალაც რომ ნისლი იყოს?
–არა მგონია, იმედია ქარი გაფანტავს და კარგი ამინდი დადგება.–უეცრად გამახსენდა რომ ლევანისთვის არაფერი მითქვამს სალომეზე. ამიტომ მოვუყევი რაც გადამხდა, და ისიც ვუთხარი თუ რა გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ.
–ვაა, გუგა შეყვარებულია.–დაცინვით თქვა მან.
–მერე რა , სიყვარული სამარცხვინოა?და თან ხომ გითხარი რომ ეს მთლიანად სიყვარული არ არის.
–კაი გეხურე. ესეიგი მისამართი იცი?
–კი მაგრამ მე არ ვიცი სად არის მელანქოლიის ქუჩა.
–მაგაზე ნუ ღელავ მე ვიცი. ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს აქ ვატარებ. ამიტომ სიღნაღის ყოველ კუთხე კუნჭულს ვიცნობ. ხვალ ერთად მივიდეთ სალომესთან.
–მაგრად დამეხმარები თუ წამომყვები, მარტო მისვლა მრცხვენია.–ვუთხარი მე.
–რამდენიმე წუთი კიდევ ვიყავით აივანზე, მაგრამ სიცივემ შეგვაწუხა და ლევანის ოთახში შევედით. საერთოდ დასაძინებლად დავწექით, მაგრამ არც მე და არც ლევანს არ დაგვიძინია. მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ, მხოლოდ დილისაკენ ჩაგვეძინა.
ლევანი მართალი გამოდგა მეორე დღეს ქუჩებში ნისლი აღარ იყო.
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წიგნების თაროებს ვათვალიერებდი, ვცდილობდი მეპოვნა წიგნი რომელიც იქნებოდა მისტიკური ჟანრის. ამ ჟანრში არის იდუმალებითა და ბურუსით მოცული ლეგენდები. ისინი ყოველთვის აღძრავენ ჩემში ინტერესს.
სამწუხაროდ ჩემმა ძიებამ სახლში უშედეგოდ ჩაიარა.აღმოჩნდა რომ რაშიც მისტიკა ერია ყველაფერი წაკითხული მქონდა. გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკაში წავსულიყავი.
კატალოგში მალევე ვიპოვე ჩემთვის სასურველი წიგნი, რომლის სათაური იყო „მისტიკური სამყარო". მის წინასიტყვაობაში ეწერა–„წიგნში თავმოყრილია მისტიკური ლეგენდები, ისინი უთუოდ გააღვიძებენ თქვენში ინტერესს. არავინ იცის რამდენად მართალია ყოველივე, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მათში არის სიმართლის მარცვალი"–ეს სწორედ ის ყოფილა, რაც მე მინდოდა მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. სახლში მისულმა წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. პირველ ლეგენდას სახელად „სიყვარულის მკვლელი ვიოლინო ერქვა"
ლეგენდის თანახმად , რუმინეთის ჰერცოგ ნიკოლაის ვაჟს, ილიეს და ბოშის ქალს აზას ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ილიემ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა აზა. ჰერცოგი წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების, არ უნდოდა მისი შვილის ცოლი, ვიღაც ღარიბი ბოშის ქალი გამხდარიყო. ის ყველანაირად ცდილობდა გადაეფიქრებინა ილიესათვის აზას ცოლად მოყვანა მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. ნიკოლაიმ დახმარებისთვის მაგს მიმართა. მაგმა მეტად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. მან მოაჯადოვა ის ვიოლინო, რომლითაც სოლისტს უნდა დაეკრა იმ წვეულებაზე, სადაც ილიეს სურდა მისი ნათესავებისა და მეგო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1379 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და უკ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრება ულმობელია, დამიჯერეთ, ბავშვებო, გამოცდილება მალაპარაკებს. თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ და ცხოვრების არა გაგეგებათ რა. ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც დამენგრა ყველაფერი, მარტოს მომიწია ყველაფრის გადატანა, ქვეყანასა ზედა არავინ მყავდა პატრონი. დღემდე ცოდვებში ვარ ჩაფლული და არ ვიცი როგორ მოვინანიო ეს ყველაფერი. გამოცდილება რომ არა, არ დავიწყებდი ამაზე საუბარს, დამიჯერეთ! რად მიყურებთ ეგრე გაოგნებული? გიკვირთ რაზე ვსაუბრობ? ხედავ, დათო, როგორია ცხოვრება? მამაშენსაც კი არ იცნობ. მაგრამ, დამიჯერე, შვილო, შენ რომ ჩემი ამბავი გაიგო, მიხვდები ყველაფერს და იმედია გამიგებ, თუმცა მეშინია . . .
- იქნებ მიამბო . . .
- მე წავალ, თქვენ სალაპარაკო გქონიათ . . .
- არა, ნატა, დარჩი, შვილო, შენც უნდა გაიგო . . .
ორივე გაოგნებული თვალებით მიყურებდა და მოუთმენლად ელოდნენ თუ როდის დავიწყებდი ჩახლართული ამბის მოყოლას, რომლითაც ორივე ასე დავაინტერესე . . .
* * *
ცელქი ბავშვი ვიყავი, სოფელში ბიძასთან ჩავედი ქალაქიდან. მთელი დღეები ბიძაშვილებთან ერთად ვერთობოდი, ხან მდინარეზე წავიდოდით, ხანაც ბურთს ვითამაშებდით. დღე არ გავიდოდა ნასიამოვნებს არ ჩამძინებოდა. ცელქი ვიყავი-მეთქი, აღვნიშნე უკვე, წარმოიდგინეთ, ძალიან ცელქი . . .
მახსოვს ლამაზი ბუნება, ხელუხლებელი სანახაობა იყო, ყოველდღე ვტკბებოდი იმ საოცარი სილამაზით, მაგრამ 14 წლის ასაკის შემდეგ სოფელში აღარ მიმესვლება და მენატრება იქაურობა. . . სულ რაღაც თვე თუ დავყავი სოფელში . . . ბოლოს ერთი კვირით ჩა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-იქნებ შემიყვარო ?!
-არა!

თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.

ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თეას დედა ლია ამ ბოლო დროს თავს შეულოდ გრძნობდა, მას ექიმებმა, რომ კიბოთი იყო დაავადებული დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მისი სიკვდილის მოახლოებასშვილებიც და მეუღლეც გრძნობდნენ და ძალიან განიცდიდნენ, მთ ხომ ის ძალიან უყვარდათ და არუნდოდათ მისი დაკარგვა, ლია ჯერ ხომ მხოლოდ 37 წლის იყო. იგი ამავე ასაკში დაიღუპა, 9 თებერვალს, მისი დაღუპვა ოჯახისთვისძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. განსაკუთრებით პატარა თორნიკესთვის, მას ხომ დედა ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩივნა. იგი მამას ეუბნებოდა:

-დედა მენატრება, ძალიან მენათრება!
-ვიცი, ჩემო პატარავ, მეც მენატრება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ძალიან გაგვიჭირდება...
-ჰო ძალიან...
-მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ცხოვრება განვაგრძოთ, დედა კი ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებსო, -ეუბნებოდათორნიკეს თვალცრემლიანი მამა. 
წლები გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, მამას თავიდან უჭირდა მათი მარტო გაზრდა.
თეა მესამე კურსზე იყო, ერთ-ერთი სტუდენტი რომ შეუყვარდა, მას ბაჩო ერქვა. ის იმ უმარლეს სასწავლებელში სწავლობდა, სადაცთეა იყო, მაგრამ ბაჩოს თეა სრულებითაც არ აინერესებდა, რადგან მას ნათია უყვარდა, თეას საუკეთესო დაქალი.ნათიას კი ბაჩო არაინტერესებდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან არ იყო. ის ადამინს ქონებით აფასებდა, რადგან ბავშვობიდან ფუფუნებაშ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 985 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 39 40 »
პარასკევი, 2024-03-29, 1:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024