♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 3 » ჩხუბი - განმუხტვის საშუალება
4:02 PM
ჩხუბი - განმუხტვის საშუალება

შეხედულებებისა და მიღებული ინფორმაციის ემოციური გაცვლა, ყვირილი და ჩხუბი ყოველთვის როდის ნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის უთანხმოება წარმოიშვა! უფრო ხშირად ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული წყვილები ჩხუბობენ, თუმცა ჩხუბსაც გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ - ჩხუბი კატასტროფა არ არის! სრული ჰარმონია და აბსოლუტური სიმშვიდე მხოლოდ სენტიმენტალურ რომანებში არსებობს, კონფლიქტებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს ემოციების გარეშე.

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ პატარ-პატარა ჩხუბები განმუხტავს დაძაბულ ატმოსფეროს და ურთიერთობას აჯანსაღებს. თუმცა ჩხუბის დროს აუცილებელია, პრეტენზია ორივე მხარემ გარკვევით და ნათლად გამოთქვას, ყოველგვარი ბოღმისა და ღვარძლის გარეშე.

მოერიდეთ ზედმეტ ემოციებს, უხეშ გამოთქმებს, ერთმანეთის შეურაცხყოფას. არასოდეს თქვათ ისეთი რამ, რაც მერე შერიგებაში შეგიშლით ხელს და რის პატიებაც თვითონვე გაგიჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ჩხუბი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმასაც.

გახსოვდეთ: ხუმრობით, ღიმილით ნათქვამი ფრაზა უკვე აღარაა ისეთი მწვავე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.
ისწავლეთ სერიოზული პრობლემების წვრილმანი უსიამოვნებებისგან გამორჩევა. რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ იუმორის გრძნობა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1077 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-19, 5:24 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024