♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 07



შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1937 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ცუდი იქნება მოვიდეს წვიმა
და არავინ თქვას სიტყვები დარდის...
ცუდი იქნება მოვიდეს თოვლი
და არავინ თქვას:-რა კარგად ბარდნის...

ცუდი იქნება აყვავდეს ია
და არავინ თქვას ლექსები"ფშავლის"...
ცუდია როცა მძიმე ცხოვრება
მიზეზი ხდება ჩხუბის და დავის...

ცუდი იქნება მოწყდეს ვარსკვლავი
და არავინ თქვას სურვილი სულის...
ცუდია როცა წერით დავკავდი
და ფურცელს ლექსად დარდები უვლის...

ცუდი იქნება დაბეროს ქარმა
და არ გაფანტოს ცაზე ღრუბელი...
ცუდი იქნება დამტოვოს ქალმა
და მარტო ვზიდო მძიმე უღელი...

ცუდი იქნება დაეცეს გმირი
და ამას ღმერთი რომ ვერ ხედავდეს...
ცუდი ქნება დამტოვოს სულმა
გული კი ისევ რიტმში ფეთქავდეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1455 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




"გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ, დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა..."

"შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება..."

"ყოველი შეხვედრის შემდეგ შენ მე მემშვიდობებოდი სიტყვებით "მიყვარხარ...დროებით". მე კი მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი."

"მზის ამოსვლა - შენი გაღვიძების რეზონანსი"

"ჩვენ ორნი უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1386 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი
არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას
თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას

მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის
თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
ვეძებ დასაყრდენს, მხარდაჭერას თითო კაციდან
მიშველის? ალბათ, დარიგება ბრძენი კაციდან

არავინ არ სჩანს ჰორიზონტზე, მხოლოდ ხაზია
ჩემს ცხოვრებაში, ნეტავ ვიცოდე, სად რა ხაზია
სხვისი იმედით, სხვისი აზრით არც მინდა ვიყო
მინდა ჩემს გვერდით ბედნიერი მხოლოდ შენ იყო

თუმცა ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მე შევძლებ
ამ ეტაპზეც ხომ უშენობით, მიჭირს, მაინც ვძლებ
მაინც გავბედავ, დაგიძახებ და შენთან მოვალ
შენს ცხოვრებაში, წრფელი გულით, თვითონ შემოვალ

დაგანახებ რომ ამ ცხოვრებას რაღაც აკლია
და ეს რაღაცა ჩემთვის, შენთვის, დიდი ნაკლია
ვფიქრობ ცხოვრებას რომ შეავსებს, ჩვენი გრძნობები
და ამ გრძნობებს კი შენი მხიდან დაველოდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1587 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სამშაბათი, 2024-03-19, 1:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024