♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 03

სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1365 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

’’-დღეს შაბათია,ღმერთი მკვდარია,
და ყველაფერი დაშვებულია.’’
ფიქრობს მავანი,გულში ნეტარებს,
უკუნის თალხი დაშვებულია.
გაშალა ფრთები საშინელებამ
უკიდეგანო ვნების სიშლეგით,
ნებაყოფლობით იფარებიან
საკუთარ ხელით შექმნილ დილეგით.
მაგრამ როდემდე?!დრონი მეფობენ
და ყოველივე გაცამტვერდება,
უცილობელად ვინც ღმერთს განუდგა,
სამარადისოდ გადაშენდება!


...................................................


ამ ყვავილნარში შენი მშვენება
ო რა ლამაზად გამორჩეულა,
ალბათ იმიტომ რომ მაგ თვალებში,
თვით ცისარტყელა აელვებულა.
იავ ამ ბაღში შენი ყვავილნი
გაშლილა ათას ლამაზ კონებად,
შენ ყვავილების დედოფალი ხარ,
ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლოცვა და ვედრება
საწუთროს ხეთქება,
ჩვენ ისევ გადავრჩით და ისევ გრძელდება...
განწირულ ხომალდსე ვნებების ხელება,
მორევში ტრიალით წარწყმედის თანხლებით,
ერთ ჰანგზე ბრუნვა და
სულების რიალი.
ორკესტრის შეშლილი მაესტროს აღტკინება,
-,,მერწმუნეთ ყოველი ბრწყინვალედ იქნება’’.
რადგანაც სამყარომ ძინება ინება,
ვით ძილისპირული:იქნება,იქნებაა
იქნებააა,იქნებაააა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი
გულში სატანა გიმღერის ნოტებს
ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის 
ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს
სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს 
საფლავის ქვასთან, ხომ მოხვალ ხოლმე
შენ მოხვალ შავში ცაცმული კაბით
ხელს გადაუსვამ საფლავის ლოდებს...


..............................................................


ისევ დღეა და ისევ ღამეა,
ისევ ივსება ქარით აფრები,
ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ,
უკანასკნელი მოჰიკანელი.
შენი მიზანი არის ნათელი
გსურს განმაშორო სულის სიშავეს,
რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები,
ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს.
თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა,
ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი,
არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე,
მარადიული ვარ შენი მცველი.
ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი
ბედნიერების მოიმედეთა
და არც არავინ არ არის მათში
მზიარებელი ტკივილის ტყეთა.
არ დავახანებ შენთან ვიქნები
როგორც ოდესღაც დაწერილია.
წამის წამობით უნდა აღსროლდეს,
ის რაც ზეცისგან გან წერილია.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი გადავალ ერთი მოყვრებში
გავიგებ უარს ხომ არ არიან,
რაღა დროს ჩემი სიძეობაა,
მაგრამ ხომ იცი გულს უხარიან.
ო,წლებო, წლებო გამყიდველებო,
რაღა მაქვს თქვენი მოწონებული,
ხელებ გაშლილი მტკვარზე ვაგდივარ,
ძველ ქალაქელი ყარაჩოღელი.
წყლები წყლებს მიეწევიან,
ქვიშა ქვიშადვე დარჩება.
შენი მზე მეიმედება,
აღარსად არ მეჩქარება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 932 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვის არ აქვს ღამე სიყვარულში ნათენებია

ღამე, რომელიც ვარსკვლავებით მოჩედილია,

ამოდის მთვარ, რომელიც ღამის მნათობელია

მთვარე გაჩუქო შენთვის მაინც ერთი ქოხია.

მივდიხარ , მაგრამ კვალი მაინც მუდამ დამყვება

სადაც წავიდე შენი ლანდი მომელანდება,

და რომ დამტოვო შენს სადღეგრძელოს მე მაინც დავლევ,

რადგან სუფრაშჰი მანდილოსნებზე ღვინო ილევა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic


There is only one happiness in life,
to love and be 
loved.
- George Sand -
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1471 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა -
დაუსრულებელ ნეტარების წმინდა ღამეში
ბებერი თუთა სიყვარულზე, რომ მიამბობდა.
ორქიდეების სინაზეთი განებივრებულს,
ყოველი დილა სასწაულად მეჩვენებოდა
და მიხაროდა თბილი სხივით გამოღვიძებულს
ფაქიზი გრძნობაც ყვავილივით, რომ იშლებოდა.
ყველა მიყვარდა და მჯეროდა ყველა ნათელის -
გაძარცვულ ბაღში მწუხარებით თვლემს შემოდგომა,
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და
ეს დღეები უჩვეულოდ ტირის,
მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა,
გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით.
ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა-
მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა,
თავმოხდილი დგას დუმილის ჭური,
ხაპავს გამვლელ-გამომვლელი,
ხედავ
წლები როგორ გადმოფინა თოკზე
ქალმა, მერე შეისწორა თმები,
გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს,
დაინახა სხვა თვალებზე მეტი
იქნებ...
ახლა განწყობაა ცივი,
უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა,
მე უქოლგოდ სიარული ვიცი,
მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თვ
ალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ახლა შორი ხარ...
შორი და უჩემო...
აქ...
ჩემთან...
ოთახში კვლავ ჩუმად დადიან...
არ მინდა,
რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო,
ასე ვარ,
როდესაც ტკივილი ნაღდია.
დღეს ისევ მარტო ვარ,
გთხოვ,
ხელი მომკიდე,
ვგრძნობ,
შენი სითბოა,
რომ მოდის შორიდან...
და თუ ვერ შეძელი,
რომ თვითონ მოხვიდე,
მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამასახლე შენს ხელისგულზე..
სიყვარულის და სიცოცხლის პარალელში
დავიდებ ბინას.
ხელები სწრაფად დაიბანე,
არა მაქვს ქოლგა...
გავილუმპები.
დამასახლე შენს ხელისგულზე,
დავასუფთავებ,
დავაწკრიალებ,
ვუპატრონებ .
და თუ შევძელი
შენს ბედის ხაზებს
გადავუტან კალაპოტებს
ჩემებისაკენ.
ცერა თითიდან ნეკა თითზე
გავაბამ ჰამაკს,
და გაღვიძებულს თან ამყვება
შენი სურნელი,,,
დამასახლე შენს ხელისგულზე.
და თუ წამძლია ცნობისწადილმა,
თუ ავუყევი შენს გონის ხაზს ზე..
შემოეხიდე ჩემს ნაბიჯებს..
გაღიმებულ ჭიამაიას -
შემაშველე ცერა თითი,
არ ჩამოვვარდე.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მღერის აისი გაღვიძებული
სიყვარულისთვის ფრთა მოხატული,
ზეკარს შეუღებს მაისის სული
ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.

არ დაახანებს რა წამს მოუხმობს
გადმოიქროლებს როგორც ისარი,
მისი ტკივილით ნაავადარი
უტყვი,ეული,გულ ნაისარი.

გადაიხსნება როდესაც მასში
თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს,
აავსებს ხსნით და შემოავედრებს
სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.

და დაირწევა დრო უდროობის
ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი,
დაფარავს ულევ მარადისობას
ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.


....................................................


კახეთში ვიყავ, ვენახი ვნახე,
კვიტრი აქვს უკვე გამოტანილი,
საგაზაფხულო სურნელით არის
აფეთქებული მთელი აპრილი.

ლერწიდან ლერწზე ვეგებებოდი
დიად სიცოცხლის გამოღვიძებას
და სიყვარულის ჩემი ცრემლები
ერთვოდა ვაზთა ცრემლიან გზნება ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზაფხულში მიყვარს , მე ზღვაში ჩასვლა

ხოლო ზამთარში ქალებში წასვლა,

შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა

და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.


მე მივდიოდი ქუჩაში მარტო

როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო,

უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა

მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.


მასთან მივედი მოვხვიე ხელი,

ხალხმა მიყურა, დამარქვა ბრძენი

ამ სევდიანი ამბავის შემდეგ

მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აპრილის ბრენდი 

წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას.ამბავს დაკარგულ სიყვარულისა.
როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაუსაბამო სინანულისა.
იქნებ დავყრუვდე და ამ შვებას შეფარებული
გადავიკარგო, ვიქცე კაცად მე ამ წვიმისა
და აღარავინ და აღარასდროს და არაფერი,
აღარ იქნება მზარებელი ჩემი ხილვისა.
წვეთებს გავყვები მათ იციან ჩემი ამბავი
და მეც მათსავით დავიღვრები დასავიწყებლად,
თურმე ტკივილიც შეიძლება იყოს ტყუილი
მე დავიჯერებ ამ სიშლეგეს შენს სახარებლად.
წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას .ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაკარგული სიყვარულისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომენატრები როცა ძალიან უსაშველობით ნაავადარი,
ქარის წისქვილებს ავუხირდები შენზე ფიქრებით განაწამები.
წამოვიშლები როგორც სამუმი სივრცის და დროის გადამფარველი,
ქარებს ვეცემი ქარად ქცეული და დაიმითვლიან სიკვდილს წამები.

ქვაზე ქვა აღარ შემოიდება ურწმუნოების დასაფიცარი,
აღიგვება და წარიხოცება უგუნურება ფესვებ მოჭრილი.
აღარაფერი აღარ დარჩება როცა სიშლეგე გადაიხსნება,
გადიკარგება უმისამართოდ... აღარც მღერა და აღარც ტირილი.

მომიგონებენ შენი თვალები, მე მათ სარკეში განაბზარები,
სულის სიმების თლილი თითები და თმებ გაშლილი მზეთა სხივები.
ცამდე ავღმართე მე მოთმინება ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი,
და აღარ დარჩა არც რა წერტილი, სადაც არ მდევდნენ შენი ხილვები.

მოგეგებები გაცხადებისას უდიადესი ღამის მთეველი,
მინდა სამყაროს გავაგებინო... ვეწამო შენი წარმოჩინებით.
ამოგიკითხავ შენით მწყურვალი ყველა ცრემლსი და ყველა ღიმილში,
ჯვარი გვწერია რადგან წარსულში, ჩვენ მომავალშიც ერთად ვიქნებით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1281 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გიყურებ და დნება გული

მშვენებისგან ჩრდილავს სული,

გიყურებ და მრჩება თვალი

ლამაზია შენი ტანი.


გიყურებ და მიდის წამი,

წარსულია, ჩვენი კვალი

გიყურებ მიდის დარდი

მიდის წვიმა, მიდის ქარი.


გიყურებ მოდის ნავი

გავატანოთ ჩვენი ავი.

გიყურებ და ღრუბელია

ისევ წვიმა, ისევ ქარი.


...........................................


არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით,
ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები.
იტყვიან თითები,თვალები,ბგერები,
თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი.
და ჩვენ ერთმანეთში როცა
დავირწევით,
მეცხრე კარიბჭემდე როცა ავიჭრებით, ჩვენი მზეებით და ჩვენი იმედებით,
ერთი სიცოცხლით და ერთი დაბეჭდებით,
სამყარო გახდება მეუფის საუფლო,
ცოცხალ სიყვარულის ვარდი სამაისო.
ო, ასე მოხდება ვიცი ყველაფერი,
რასაც დრომდე ბურავს ღამე საფარისო.
ხომ არ დამივიწყ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო,
როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები,
თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ
მუზა და მისი დები ურჩები.

დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია,
არც ერთ გამხელას არ დავზარდები
და ძალ მიხდილი განთიადისას,
მაისის ზღვაში გადავვარდები.

აქ გამაკარით ვით მაცხოვარი,
ყველა ცოდვების გამომსყიდველი,
სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე
და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.

გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო
და ალბად სადმე გადაგეყრები
ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს,
მზე შენი ხსოვნით განახარები.


.....................................................


არ შეიძლება რომ არ მოვიდეს,
ის ვის მოსვლასაც გულით ელიან.
არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს,
ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან.
არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად
და მარტოობა არა გტკიოდეს,
გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს
წყაროთა წყარო არა გწყუროდეს.
თუ ერთადერთის მავედრებელი
გულ გატეხილი არ დაეცემი,
მისთვის სათნო და მისთვის კეთილი,
ბოლო ს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,კონკია’’+,,ურჩხული’’

და მაინც ნეტა რომელი უფრო
მალე ახდება ხომ გეფიქრება?!
ურჩხულს ქალწული ეამბორება,
თუ ჯერ კონკიას გაეღვიძება?

ო,ეს საბრალო ჩვენი კონკია
ჯუჯების მიერ გონ წართმეული,
...თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს, მეშვიდე ჯუჯის წყდება მწუხრები.

ყური დამიგდე ჩემო პატარავ,
დროის გამკიდევ ნუ მეურჩები.
მე გეუბნები რომ შეიძლება,
ერთად აღსრულდეს ტყუპი ზღაპები.

კი! ამბორს სულში ურჩხულისათვის
ეპასუხება ცხადში ამბორით.
ჭირი იქა და ლხინი აქაო,
,,ჰეფიენდის’’მზეს ვეწევით ორით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1322 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ორი ქალაქის ცხოვრებით ვცხოვრობ,
დღისით ერთი მნთქავს,ღამით მეორე.
სად უშეცდომოდ ვიცი რით სუნთქავს,
ყველა გიჟი და უველა მეკობრე.

ტყუპისცალების ხვედრია ასე,
უერთმანეთოდ ვერ ბერდებიან
და როგურც ყველა შეყვარებული
ცალ-ცალკე არსად არ ჩერდებიან.

ორიდან ერთი გასაღებია,
ხოლო მეორე გასაღებელი,
საიდუმლოთა საიდუმლოა,
ამ ორის მიერ შესაღებელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნებისდა ხეივანის მიმართულებით,
ამეკოცნები სულ მოუთქმელად
და თუ დამინდობ შემომესმები.

ვით მოთარეშე ზღურბლზე მომდგარი
უკან არასდროს არ დავბრუნდები.
დავწვი ხიდები შენსკენ სავალი,
ან დაგიპყრობ, ან აღვესრულები.

შენა ხარ ჩემი შესაღებელი,
სხვამ შენი ფასი დღემდე არ იცის
და ეფინება დრო მორჭმულ სოფელს,
ბოლო მაისის სურნელი მიწის.

სად არ გეძებე... აქ კი გიპოვე,
დრო ჟამის ზღურბლზე გველთან მყუოფელი,
შენი ნება და შენი სულთქმა ვარ,
შენ ხარ მგეშავი შეუცდომელი.

...ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნების და ხეივანის მიოართულებით,
ამეკოცნები სულ მოუთქმელად
და თუ დამინდობ შემომესმები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული მოგალანდებს ფერიებს,
დაგაჯენს და ლექსებს დაგაწერინებს,
აგიტაცებს მაღალი მთის მწვერვალზე
მერე უცებ დაგანარცხებს მიწაზე.
სიყვარული აზვირთებულ ზღვას გავს,
მე კი ვგევარ პატარა ნავს ზღვაზე,
აქეთ–იქით მიმახეთქებს ტალღა
დამამსხვრევს და გადამყლაპავს მალე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გფიცებით, არ არი,
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.

შენში - შიგნით აიშენე ტაძარი,
გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი.
ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.

ზოგს აცვია, სხვისი ქურქი ნახმარი.
ნუ მარხულობს, ოღონდ ნუა ახვარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.

იმარხულე და დაანთე სანთელი,
მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი,
როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი
- ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი.

ერთსაც განდობთ, მე სიცრუეს არ ვიტყვი,
ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი.
რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი?
ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი:

არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
- ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძალიან ახლოს ნუ მიხვალ მზესთან,
თორემ უეცრად შემოადნები.
შემზე ძვირფასი ვინ გააჩნია,
მაგრამ მზეა და ნუ შემოწვდები.

დღეებს დღეები გააცხადებენ,
და აპრილს კაბა შემოასკდება.
მოჭექებული ფერთა ყიჭინით,
მაისის ვარდის კვირტი გასკდება.

მოიხატება ნიკალას თითით
მთელი ზეცა და მთელი ხმელეთი.
უფრო ძალიან უნდა ჩავეკრათ,
რომ დავივიწუოთ მთელი ბნელეთი.

უსიყვარულოდ ვის ემღერება,
ზეცას მე მხოლოდ მისით ავივლი.
მეიმედები როგორც არავინ,
მაშინ,შენ სახლთან როცა ჩავივლი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 985 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამაოებას განშორებული
არ დავიღლები მე მზის ფერებით,
როგორც სანთელი მისთვის მლოცველი
წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.

ცისფერ თვალების მზერას მივყვები
და უშენობას ვითვიმ წამებით,
თუ სიხარული არ მიწერია
დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.

დასაბამიდან დასასრულამდის,
დასავალიდან ასავალამდე,
მარადიული სული მდევარი
არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.

გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს?
საფიცარიდან კიდით-კიდემდე
და არ დავცხრები მანამდე სანამ,
ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.

კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია
და უცილობელად ასე იქნება.
მგელი და კრავი ერთად მოძოვენ,
რადგან უფალმა ასე ინება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა,
ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე
და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში.

მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს
ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში...
ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ,
ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში.

სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული
და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ,
რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა,
ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე თუ მოვედი მოვალ მახვილით
დაგინგრევ სახლკარ
მოგიკლავ მაგ ქმარს
წაგიყვან ჩემთან
დაგადგავ გვირგვინს
(მხოლოდ უბრალოს მე არ მიყვარს ოქრო და ვერცხლი)
ვიცხოვრებთ ერთად
თუ შემიყვარებ მე მზე არ მინდა!
და თუ იტირებ ამ ჩემს ფეხებს
მაინც ჩემი იქნები!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
ჩემს გულს კი გამთბობი არავინ არ ჰყავდა.
ვიჯექი მარტოკა, ვუცქერდი ბეღურებს,
მაგონდებოდა მე ჩემი ტრფობა,
უეცრად ღრუბლებმა პირი შეიკრეს
მოულოდნელად დაიწყო თოვა.
შევსცქერდი ბეღურებს და გულში ვნატრობდი
ნეტავი იყოს აქ ჩემი სატრფო,
ჩაფიქრებულმა მიმოვიხედე
მაგრამ მე ისევ ვიჯექი მარტო.
ისევ ვიჯექი მარტოკა სკამზე,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
მე კი ამ ქვეყნად არავინ არ მყავდა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ათს აჩვენებენ უკვე ისრები!

იასამნებმა აწვიმეს ქალაქს
სიყვარულის და სიცოცხლის მღერით,
ნაზი სურნელით გახსნეს აპრილი
თაიგულების გზებზე დაფენით.
მოდის,მოარხევს ცათა სანახებს,
ლაღი ამაყი ტანად ჩინარი,
და არც არავის არ ტოვებს ქვეყნად
ვინც რომ არ ყავდეს გულ ნატკინარი.
ეს აისია,ამ საოცრების
მაისის ფეთქვით რომ ახლოვდება,
გადმოიფრქვევა ზეცის თავანი
და ვინც არ ფიქრობ მასში ახდება.
თუ ეს აპრილი მინიშნებაა
იმის რაც ქვეყნად ოდესღაც იყო,
მაისი მისი გაცხადებაა
თვალ და ხელ შუა რაც რომ დაიწყო.
შენ გელოდები!ათს აჩვენებენ
გულში კვეთილი ცივი ისრები,
სად ხარ?! არ ისმის შენი არც ჩქამი,
მიხმე საცაა გადავიჭრები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

sad cool photos!!!


.................
sad 
cool 
photos!!!
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1929 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic



  შორენა ბეგაშვილი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 13427 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ექსქმარი შორენა ბეგაშვილს ტყუილში ამხელს

შორენამ მიტოვებული, მოტყუებული, საწყალი ქალის ამპლუა მოირგო და მეტი პოპულარობისთვის ახალი თემა შემოგვთავაზა.
შორენას ,,მძიმე ისტორიის" მეორე მხარე - რას ყვება ქმარი, რომელზეც შორენამ ფართო აუდიტორიას უამბო.
ზურა ბარბაქაძემ,- შორენას ყოფილმა ქმარმა განაცხადა რომ შორენამ გადაცემა პროფილში იცრუა. დღემდე ყველას ეგონა რო მათი განქორწინების მიზეზი ქმრის ღალატი იყო ამით შორენას თავმოყვარეობა შეელახა. ზურას ამ ვერსიაზე ეცინება თუმცა უკვირს, რატომ ამბობს ასეთ სისულელეს ყოფილი მეუგლე, რომელზეც როგორც თვითონ ამბობს აბოდებდა.
ყოფილი ქმარი შორენას 6-ჯერ მოტაცებს უარყობს. ბეგაშვილი არც მას და არც არავის მოუტაცია რადგან სკოლიდან შეყვარებულები იყვნენ.
ზურამ შორენაზე ყველაფერი იცის- ბავშვის გამო დღესაც აქვთ კონტაქტი. ზურა ამბობს რომ ზუსტად იცოდა განქორწინების შემდეგ შორენა რა გზას აირჩევდა. ისიც იცოდა რომ შორენა მარტო არ დარჩებოდა და პოპულარობასაც მიაღწევდა. იმასაც ამბობს რომ განშორება გაუჭირდა 1 მარტივ მიზეზს ასახელებს:- ადრეულ ასაკში დაქორწინებამ გამოიწვია ურთიერთობის გაფუჭებამო.
ზურა იმასაც უარყოფს რო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2231 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მიკი მაუსი mickey mouse

მაიკლ "მიკი" მაუსი (Michael "Mickey" Mouse) კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟია, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის სიმბოლო გახდა. შექმნა და გაახმოვანა უოლტ დისნეიმ 1928 წელს. უოლტ დისნეის კომპანია მის დაბადების დღეს 18 ნოემბერს აღნიშნავს "თბომავალი ვილი" (Steamboat Willie) გამოსვლის დღეს. ეს სასაცილო თაგუნა მცირე ხანში უბრალო ანიმაციური პერსონაჟიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა.
უოლტ დისნეი მიკი მაუსს 1928-46 წლებში ახმოვანებდა, მას შემდეგ კი - ხმის ეფექტების სპეციალისტი ჯეიმს მაკდონალდი. ამჟამად მიკის უეინ ოლუინი ახმოვანებს. დისნეის თქმით შთაგონება მიკი მაუსზე მღრღნელმა მოჰგვარა მის წარ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2864 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Demi Lovato & Selena Gomez

სელენას
 და 
დემის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Ashley Tisdale & Scott Speer: Malibu Mates

აშლი თისდელი 
და სკოტ სფირი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი,
ტიტების ზღვაში ჩაეშვა სევდა,
უშენოდ აპრილის არააქვს აზრი,
და სიყვარულიც ნელ-ნელა ცვდება.

გაზაფხულია, დაეტყო თბილისს
ჭრელი ფერებით ივსება ქუჩა,
ყოველ საღამოს ვარდების ბაღში,
სხვათა სიყვარულს ბოლო არ უჩანს.

გაზაფხულია, თუმც ჩემთან ცივა,
მე კვლავ იანვარს ვეტრფი მცხუნვარეს,
ხანდახან როცა სარკეს ჩავუვლი
შევეფეთები ოდნავ მუქ თვალებს.

წვიმს გაზაფხულზე, წვიმს სიყვარული,
ატმის ყვავილებს დაყვება ქარი,
მტკვრის შესართავთან არაგვისპირას
პაწაწკინტელა ოცნება ყვავის.

გაზაფხულია, მიყვარს მაისი
უზომოდ მიყვარს ვარდების სუნთქვა,
უშენოდ არ აქვს სიცოცხლეს აზრი,
მაგრამ სიყვარულს ბოლო არ უჩანს...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა
სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან
ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:

ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,წვიმს . . . __
ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
ისე არავის ტოვებს ტიალი...
მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __
დრო სიყვარულის და ხეტიალის.
დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
დრო, როცა მღერის თხმელის
ტოტებიც . . .
თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
ისევ მარტო ვარ
და. . .

გ ე ლ ო დ ე ბ ი ...."


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლიზას ოჯახთან ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ წინ იყო გიორგის ოჯახთან
შეხვედრა.გიორგის დედ-მამა,ბატონი კობა და ქალბატონი ლია,მარტის დასაწყისში
წავიდნენ თავიანთი ნაკვეთის მოსანახულებლად პანტიანში.აპრილის ბოლოს
აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას,როცა გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე,მათმა
ერთადერთმა ვაჟმა ტელეფონით შეატყობინა,რომ ცოლი მოიყვანა.გიორგის მამას არაფერი უთქვამს,ქალბატონი ლია კი,როგორც ყველა დედა,ნერვიულობდა: ”შვილმა რამე შეცდომა არ დაუშვასო”.ზარის
შემდეგ,ჩაიცვეს და თბილისისკენ წამოვიდნენ.10სთ-ზე სახლში იყვნენ.12-ისთვის გიორგი
მოვიდა ლიზასთან ერთად.თან ლიზას ტანსაცმელიც წამოეღო.გიორგი და ბატონი კახი
შეთანხმდნენ, რომ ქორწილი ორ კვირაში იქნებოდა, 10მაისს. მანამდე გიორგისთან იცხოვრებდნენ,როგორც ოფიციალური მეუღლე.ლიზას სახლში
დატოვებას აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე ფეხმძიმედ იყო "გიორგისგან”,როგორც
ოჯახმა იცოდა.
კარების გაღების ხმაზე ქალბატონი ლია შემოსასვლელისკენ გაიქცა.როცა ლიზა
დაინახა ჩემოდნებით,დაიბნა.გაკვირვებული სახით შეხედა გიორგის,რომელმას
ლიზაზე ანიშნა:
-დედა,ეს ლიზაა,ჩემი მეუღლე.
ლიზას სახელის გაგონებაზე,ქალბატონ ლიას გაახსენდა გიორგის ტანჯვა ამ
გოგოს გამო.მიხვდა,რომ შვილს უყვარდა ლიზა და გაუხარდა,რადგან ჩათვალა,რომ
შვილს ბედნიერება ეწვია.სახე გაებადრა.თავდახრილ ლიზას
შეხედა.მიუახლოვდა,ხელი ნ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

გათენდა
მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ჩემი ფიქრების წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მალე დაიწყება ქარის აგონია,
ქარში გაიშლება დალის ნაწნავები...
თითქოს გაზაფხული სულში არ მქონია,
ისე აკივლდება ფიქრი ნაწვალები.
და ჩემი თითები,ყინვით აცრილები,
მაინც გაჩუქებენ სითბოს თამარქალურს,
ღამის პალიტრაზე ფერი ნაციები...
მზეს ყურძნის მტევნებში ვეძებ გადამალულს.
როცა ჩემს ქათქათა ფიქრებს მიგათოვე,
თითქოს დაგამსგავსე ცისფერ მოლანდებას,
ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,
მერე ფეხაკრეფით მოვა მონატრება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 3:52 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024