♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 01
შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა…"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავს ნუ მანატრებ,
თორემ ჯერაც მიზეზობს მარტი
და ვურევ ჯერაც ალაგ-ალაგ მზეში თოვლ-წვიმას,
თორემ ვისწავლე
ღალატი და ჩაწყობა კარტის
და ვერ დავრჩები, ვერ დავრჩები ბედის მორჩილად...
დღეს შენი დღეა
და ხავერდის იების ბარდნის,
თავს ნუ მანატრებ, ნუ მაჟრჟოლებ, როგორც არასდროს,
თორემ ვისწავლე
როლი წყენის და იჭვის მალვის,
სხვათა ალერსი, ამბორი და ვნება გამართობს...
თვალდახელშუა
გაგვიქრება მარტიც, აპრილიც,
ხანძრისფერ კაბებს ჩაიცვამენ ტანზე ატმები,
მომენატრები,
ავტირდები ტკივილაცრილი,
მომენატრები, სიგიჟემდის მომენატრები...
გვიან იქნება
ვაი-ვიშიც, თითზე კბენანიც,
ხუნდად მედება მზის ნასხლეტი ოქროს რკალები,
ვერ წარმოიდგენს
ვერასოდეს, ალბათ, ვერავინ
ბედის დაცინვას, შემნატრებენ ოდეს ქალები...
ყოფას ერქმება
"უაზრობა" და "არსებობა",
ალბათ, შევნატრებ მე თვითონაც შენ ცოლს_
იმ "სხვა ქალს",
თავს ნუ მანატრებ,
თორემ ვიცი, მეყოფა ძალა,
უარგყოფ, დაგთმობ, რადგან თავზე მეტად მიყვარხარ!..


................................................ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამოტყდი: გიყვარს.
რომ არა ასე, არ მისცემდი მათრობელ სუნთქვას
განშორების მტკივნეულ ხელებს,
არ მოითმენდი გულისრევამდე საძულველ გზებზე
(სვლას არა!) სირბილს,
არ მიიტანდი ყელსმობჯენილ სულს სურვილამდე –
კვლავ, კიდევ ერთხელ ჩაიკარგო
ნანატრ მზერაში...
როგორ გიხდება აწეწილი თმების გვირგვინი
და ეგ სიწითლე, ანთებული უთვალავ სანთლად
(ბინდისფერ ცას რომ დაედება ატანილი ხარის თვალივით),
ტურფა რონინით,
სველ მკლავებში როცა ეშვები...
მოგონილია ყველა ზღუდე!
სიყვარულისთვის
არ დარჩენილა, მცირე თუნდაც,
ვერშეცნეული...
და, რა აზრი აქვს,
მ ზ ე დაგარქვეს ლამაზ სახელად თუ
ზ ღ ვ ა დ იწოდა ბობოქარი შენი რჩეული.

მაკა ჯაიანი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
ვახუშტი კოტეტიშვილი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენ სტრიქონებს მოვეფერო მინდა,
დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი მშვიდი თვალებივით წმინდა.
დამიწერე,რომ ცრემლები მშვენის,
რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა,
დამიწერე,რომ ლექსი ვარ შენი,
რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა...
დამიწერე სულ პატარა ლექსი,

შენი მშვიდი თვალებივით წმინდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1557 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...ფანჯარა გამოვაღე, მაზე ისევ ჩადიოდა,
ცხოვრებას ერთი დღე ისევ აკლდებოდა,
ვინ იცის იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა,
და ჩემი სიცოცხლე უკვე თავდებოდა.

მაგრამ რატომღაც ეს არ მადარდებდა,
ერთ რამეს ვფიქრობდი, ერთი რამ მადარდებდა,
შენ ჩემზე მეტად არვინ მაფასებდა,
და შენ ვერ გამიგე... აი ეს მადარდებდა.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
ყანწით დავცლიდი საქართველოს მთებს და მწვერვალებს,
მერე რა იცი?_მოვიდოდი შენს ფანჯარასთან
და სერენადას ვუმღერებდი შენს ლამაზ თვალებს.
საუბედუროდ ბიჭი არ ვარ, რომ ვიშარაფო
ღვინიო დავლიო,ღვინიტ დარდი სულ დავივიწყო.
ქალიშვილი ვარ სიყვარულით გაწამებული
ერთი ვიცოდე ნუთუ მართლა არ გებრალები?
ბიჭი არა ვარ სიყვარული რომ გაგიმჟჭავნო
და ავამღერო შენს ქუჩაზე ჩემი გიტარა
ბიჭი არა ვარ, გოგონა ვარ, გესმის?-მიყვარხარ
და შენ კი ჩემი სიყვარული არ გეკარება!
ბიჭი არა ვარ ცივი დანა დავატრიალო
ფეხდაფეხ გდიო, დაგაშინო, გთხოვო ცოლობა,
ქალიშვილი ვარ, გოგონა ვარ, ნუთუ არ გჯერა
ნუთუ ეს არის გოგონასთან შენი გმირობა.
ბიჭი,რომ ვიყო და შენ წუთით გოგოდ გაქცია
ზღაპრულ მერანზე შენს შავ თვალებს ავიტაცებდი.
დაგიკოცნიდი ლამაზ თვალებს გრძნობით ანთებულს
ბიჭი, რომ ვიყო
და შენ გოგო,
მოგიტაცებდი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1385 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ცხოვრებაში სევდიან თვალებს
რატომღაც ვეტრფი,
ასე მგონია სევდიან თვალებს აქვს
ნაზი გული,
სევდიან თვალებს რომ შევხედავ მსურს
ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ ვუყურებ მეც
მტკივა გული,
იქნებ რამდენი რამე ხდება სევდის
მიზეზი,
ჩვენ ვმხიარულობთ,სხვა კი ქვეყნად
სევდიანია,
მაშ გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან
თვალებს,
რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა,
ხმები დაძრწოდნენ ავი სულების,
თითქოს ეშმაკიც ამას ელოდა,
თითქოს კარებში იდგა დემონი.

ქარი არხევდა დარბაზში ფარდებს,
და მუმიებიც ნელა დგებოდნენ,
ისმოდა ხმები,აღებდნენ კარებს
და სიბნელისკენ მიაბიჯებდნენ.

შიშმა შემაკრთო, ხმა ჩამივარდა,
წყვდიადი იდგა ავად მზირალი,
და იმ ბოროტმა მწარე სიზმარმა,
გამომაღვიძა მე მომტირალი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემილამაზე ეს ავბედითი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა,ოღონდ ლურჯი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო,
ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,ოღონდ თეთრი არ დამიხატო.

მე აღარ მომწონს შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო,სადაფის ფერი?
თეთრი ზამთარი მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.

დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა, ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.

დახატე ქალი...საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვაროდ,დამცირებით,უმასკარადოდ,
ამ სამყაროში ყველაფერი შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



*****
შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქუჩაში სიჩუმე გამეფებულიყო. არავინ ჩანდა ირგვლივ. ნეტა რა ხდება? გავიფიქრე მე.
ბათუმის ქუჩები არასდროს ყოფილა ასეთი წყნარი, მაგრამ საოცრად ლამაზი, დადუმებული მაგრამ მრავლის მეტყველი.
გული უცებ სევდით ამევსო, მივხვდი , რომ ეს სიცარიელე რაღაცის მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რისი?
კარგა ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ, მეგონა აქ ჩამოსულს ხალხი სიხარულით მომეგებებოდა, გულში ჩამიკრავდა და მომეფერებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
კარგი, არაუშავს ვთქვი მე და გავაგრძელე სახლისაკენ გზა. თქვენ წარმოიდგინეთ სახლშიც არავინ დამხვდა.
ეხლა კი ნამდვილად შევშინდი, ტელეფონზე დავრეკე. დედას თხოვნით ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მივედი, აქ კი ნამდვილი საოცრება ვიხილე, ამდენი ხალხი ერთად თავმოყრილი ჯერ არ მენახა.
გზაა გავიკვლიე და როგორც იქნა ნაცნობ სახეებსაც მივაგენი, მათ კი აცრემლებული თვალები მომაგებეს.
უეცრად, ჩემდა უნებურად ცრელი წამსკდა თვალებიდან, გამახსენდა ეს ქუჩა, რა ბედნიერი ვიყავით აქ მე და ის.
ის? ვთქვი ხმამაღლა და მაშინღა მივხვდი ყველაფერს.
ბოლოს რომ ვისაუბრეთ რაღაც უცნაური ჩანდა, ეტყობოდა რაღაცას წინასწარ გრძნობდა, მაგრა მე არ მინდოდა ეს დამეჯერებინა მივვარდი დედას, ხმამაღლა ვტიროდი და ვთხოვდი ეთქვა, რომ ეს ყოველივე ტყუილი იყო.
ციდან წვიმის წვეთები წამოვიდა.
მე კი მივუყვები უსასრულო გზას და ისევ ისე ხმამაღლა ვტირი. ვტირი და არა მარტო მე, ჩემს წინ უამრავი ხალხი მიაცილებს სამუდამო სამყოფელისკენ.
უკანაც ბევრი სტირის საყვარელი ადამ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



*****
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..


....................................................


მოდით,იხილეთ ბრწყინვალებით ეს სიყვარული,
თუმც კი დაახშო მან ეული ეს ჩემი გული.
ამ თვალთ სიღრმეში ჩაიძირა ჩემი სამყოფი
ვიგრძენ მის მშვილდთA ძალა იგი,სულთა-გამყოფი
ყველას არ მოკვეთს,გარეშე მყოფს ეს სიყვარული
ვისაც კი ძალუძს,რომ ამ გრძნობით იმშ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1859 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას, ანკარას,
ყველგან ყოველთვის გულმა ჩუმად თან რომ ატარა,
მე ვადღეგრძელებ პირველ თანხმობას ნათქვამს სიწითლით,
იმ მტანჯველ განცდას შეხვედრის წუთს რომ მწარედ ითვლის.
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას, სიწმინდეს მისას,
სიტყვებს: "სულ მუდამ მეყვარები, შენს თვალებს ვფიცავ!"
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს, გიჟურს, ვნებიანს,
იმ ლამაზ თვალებს შეხვედრისას რომ იბნევიან!.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...

დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ!

ჩემთვის ასეთი ცივი რად ხარ, რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც ვერ შემაშინებს.

ცოტას დავიცდი, სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი, პატიებას შენგან არ ველი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წამოდი მეცეკვე,წამოდი,

ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.

გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ

წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!

არ მინდა ვარდი და ხელმკლავი,

ამბორიც არ მინდა თითებზე.

წამოდი უბრალოდ მეცეკვე,

მუსიკაწართმეულ სიტყვებზე.

არ ვტირი,ეს წვიმამ დანამა

ღაწვი და გალუმპა წამწამი,

წამოდი ვიცეკვოთ,არ იცი?

-დილამდე როგორმე გასწავლი.

აღარ ღირს წუხილი იმაზე

რომ ვეგარ ვიპოვეთ აკორდი,

დაჩუმდი ნუ მეტყვი ნურაფერს

წამოდი,ვიცეკვოთ,წამოდი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1308 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


chemi mitoveba axla galatia..
ase gulshishvelas xom ar mimatoveb?..
aq arc tkivilia..aq arc jalatia..
agarc sikvdilia..
mxolod simartove!..


..........................................


shen moxval chemtan gushin an sharshan..
me moval shentan xval an gaisad!
roca kvirtebi daiwyebs gashlas..
roca xexili nayops daisxams!
roca me da shen imdenad dagvglis..
am qveynad chveni rolis tamashir
om me dagitqvam shexvedris adgils..
sadme warsulshi..an momavalshi..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეა...ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე...მარტოობა...მკვდარი სიყვარული...მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან...ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის...მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული...
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია...
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ...
_როგორც ხედავ...
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო...
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში...ხალხი ძილს მიეცა...მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს...მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო...
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი...
ისევ სიჩუმე...ისევ მარტოობა...ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო...ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა...მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ...
_ნეტა ეხლა რაზე ფიქრობს ლუკა?ნეტა ვინ დაიპყრო მისი ფიქრები,მისი გული და თვით ლუკა.ეჰ...ნეტა მე ვიყო ეხლა მის გულსა თუ აზრებში,ნეტა ჩემზე ოცნებობდეს და ნეტა მისი ბაგეები მხოლოდ ჩემს სახელს წარმოსთქვამდნენ...
ეჰ...არა მე ამას ვერასდროს ვერ ვეღირსები...მას ხომ სალი უყვარს,ის არის ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომელიც სიკვდილით დასრულდა. ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ და ცოტა ხნის წინ დამთავრდა დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა არც დამთავრებულიყო)
ცხოვრობდა გოგო ერთი ლამაზი და როგორც ხალხი იძახდა ძალიან საყვარელი იყო. იყო იმიტომ რომ მოკვდა. მოკვდა დარდით და ამ დარდს ერქვა ცალმხრივი სიყვარული. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო ერთი ბიჭისადმი. მოდი მე ამ ისტორიის მოყოლას დავიცყებ იმით თუ როგორ შეხვდნენ.
იყო ზაფხულის ცხელი დილა. გოგოც და ბიჭიც დილით ერთიდაიგივე ადგილას მიდიოდნენე მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
როდესაც გოგომ ის დაინახა გაოცდა მას რაგაც უცნაური გრდნობა ეწვია რომელსაც სიტყვებით ვერ ხწერდა ეს გრძნობა სიყარული იყო. დამთავდა ის დღე და ამ დღის მერე გოგო სულ მასზე ფიქრობდა მისი სახე თვალწინ ედგა მაგრამ სახელის გარდა არაფერი იცოდა. გავიდა თვეები და გოგომ მასზე ყველაფერი გაიგო ისიც კი რომ მას შეყვარებული ყავდა რომელიც თავდავიცყებით უყვარდა. აღმოჩნდა რომ ბიჭის რჩეულს საერთოდ არ უყვარდა ის და ამბობდა ნეტავ საერთოდ არ გაჩენილიყო ამ მსოფლიოზეო.
გოგო იცდიდა იცდიდა და ბოლოს ბიჭს მისი შეყვარებული დაშორდა. გოგომ გაიცნო ბიჭი მაგრამ აღმოჩნდა რომ მას მისი ყოფილი შეყვარებული კიდევ უყვარდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. გოგოს იმედი აგარ ქონდა. ფიქობდა ტიროდა ასე გაიარა ბევრმა წელმა... ... ... ... ... განვლო წლებმა მხოლოდ მასზე ფიქრში მას მეტი არავინ უნდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ორ სანთელს ავანთებ,ორმაგად ვილოცებ,
ორმაგად დავიცერ პირჯვარს,
ეს ერთი სანთელი შენია იცოდე,
მე შენთვის ვილოცებ დიდხანს,
ტაძრიდან გამოვალ,პირჯვარს გადავიცერ,
ცრემლი დაეცემა მიწას,
შენახარ ჩემი ხატი,ჩემი სალოცავი,
მუდამ მეყვარები ვფიცავ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1225 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული
............... სადა ხარ?!
დავშორდით?!?!?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ვარსკლვლავი ერთხელ უკვე ვიპოვე,მივწვდი კიდეც და ნაზად ჩამოვაშორე კიდეც ღამის ნათებას!შემდგომ თვეების მანძილზე გულით ვატარებდი,მაგრად მყავდა ჩახუტებული,რომ ისევ ცის მნათობლად არ ქცეულიყო,მაგრამ ვარსკვლავების ადგილი ცაშია და არა ჩემ გულში ან ვინმე სხისაში!!!სიკეთე და ბოროტება,სიყვარული და სიძულვილი,ეს ის გრძნობებია რომლებსაც განვიცდი და ვგრძნობ რმ ყოველ მშვენიერ დილას უდიდესი გრძნობით, სიყვარულით ვიღვიძებ და ყოველ ტკბილ ღამეს სიძულვილით შეპყრობილი ვეძლევი თბილი ლოგინისგან მონიჯებულ განცხრომას!!! არ შემიძლია ვნახო ის რაც არ მინდა!არ შემიძლია ვუსმინო იმას რაც არ მომწონს!არ შემიძლია მიყვარდეს სიცივე,როცა არსებობს სითბო და სინაზე,არ მინდა მიყვარდე როცა დილააა და მძულდე როცა ღამდება!!!მაგრამ ვინ ვარ მე რო უარი ვთქვა სიყვარულზე,რომელსაც რჩეულებს ჩუქნიან?ვინ არი ადამიანი იმ ძალის წინაშე რასაც სიყვარული დავარქვით? მე არ მინდა მიყვარდე და ამავე დროს მძულდე უაზროდ!არ მინდა ვნახო ღიმილი! მინდა გატკინო გული რომელიც შავით არის მოსილი და და იქიდან ანკარა წყალივით წმინდა ცრემლი გადინო!არ მინდა გიყურო,როცა მიყვარხარ!არ მინდა შეგეხო როდესაც მძულხარ…! არ მინდა გიყურო სევდიან თვალებში,მინდა დავიჩოქო,მინდა ვიყვირო,მინდა შევეხო,მინდა შევიგრძნო!!!არა!!! მე მინდა მძულდე,მძულდე როგორც კურდღელს სძულს მონადირე,როგორც მე მძულს ახლა ასოები რომლითაც ამ წერილს ვწერ!მინდა მეშინოდეს ვით შვველს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში
შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების
ის ღამე ჩემთვის სიხარულია
როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში
იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს
ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ?
ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს
სანატრელსა და ოცნების პასუხს
შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს
იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს,
მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა
და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები?
მას მარტო ტოვებ?!
შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა
და მარტოობის შეგრძნება მწარე
ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში
ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.


...........................................................



სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო სიყვარული იღვიძებდა იაში.
მზე ათბობდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე...
რიგში იდგნენ ყმაწვილები, უფრო მეტად ქალები,
წიგნის თაროს შეჰყურებდნენ ანთებული თვალებით...
სევდა სწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო, იქაც ბოლო ვიყავი...
რომ მეთხოვა, იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო,
რომელიმე ღვთისნიერს ჩემთვის მსხვერპლი გაეღო.
მაგრამ.. სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ,
დაულაგებელი წესრიგი...
გიჟი ვარ!
ცრემლში ვხარხარებ და ღიმილში ვტირი,
აუხდენელი მიცინის... მტირის...
ღამის თენება დამჩვევდა,
ცხარე და ტკბილი,
ბნელი და ნათელი...
გამოუცნობი სევდა დამჩემდა;
გაშეშებული მივრბივარ, ვყვირივარ...
გადამავიწყდა საგნების გარჩევა,
უჭკვიანესი გადარეული...
უნორმალურესი არანორმალური,
აღელვებული სიმშვიდე...
გიჟი ვარ!
ტრაგედიას მივხარხარებ და
კომედიას ვტირივარ,
ნაბიჯი მიჭირს...
ვერსად ვერ მივდივარ;
ჩემი დროს მოსვლა მომინდა,
შეუხებელი შემეხო, მოვიდა...
... და მითხრა, მიყვირა:
წყალივით მწყურიხარ!
წყალივით მინდიხარ!..
დაულაგებელი წესრიგი...
გიჟი ვარ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ,
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო
და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.


.........................................................................


სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო,
ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
ჩამქრალი
ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე
თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
მაგ თქვენი თვალების შეხედვა
მგზნებარე
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით
დაღლილი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად
ანთებულს,
გრძნობით და მდუმარით სავსეს,
თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს
ვუსწორებ...


...............................................................


მუხლ დაჩოქილი თავჩაღუნული,წმინდა გიორგის დავუნთებ სანთელს,სანამ

სანთელი დაიწვებოდეს ჩახლეჩილი ხმით

ვიტყვი ჩემს სათქმელს,
წმინდა გიორგი,წმინდა მარიამ,თქვენ შემიბრალეთ მითხარით რამე,
რამ შემაყვარა ასე ძალიან,რომ

მასზე ვფიქ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იღება თოვლის საკანი,
ისევ წყალობით ღმერთის
და ჰა, აპრილის აკვარელს
ცვლის საღებავი ზეთის,
ზაფხული დარდის ნაკვალევს
ამსგავსებს მრავალწერტილს...

ისე თავდება ცხოვრება,
ვერ მოიცალე ჩემთვის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.

თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე მერამდენედ მიმატოვე,

შენ კი, გიხარია უჩემობა…

მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე…

მე კი, მომაბეზრე უშენობა…



შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე…

მაინც მეზიზღება უშენობა,

ნიავს შეგავედრებ მონაბერზე…

ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…



შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე…

მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული…

ისევ ბნელი ღამე მომაგებე,

გული ამიტირე დაჩაგრული…



უკვე მერამდენედ დამაობლე,

ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ…

მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე…

გულში ჩაგიხუტო მყისვე…



მაინც მენატრება უშენობა…

მაინც მომაბეზრე სიმარტოვე…

რატომ გიხარია უჩემობა?

გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე????....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1318 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამდენიმე დღე
შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო,
( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)...
სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,-
არ ვიცი რატომ,-
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია!
ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს
სანთლად ავანთებ...
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო:
ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი,
დაგანამდვილე.
და ახლა მინდა-
ისევ ნატვრად გადაგაქციო!
ისევ ოცნებად!
ისევ ფიქრად და მოლოდინად!
რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი,
მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე
და ამ მოტივმა-
კვლავ შენი ნახვით
ამიცხადოს ეს მოლოდინი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,

ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ

და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...

მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები

რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..

ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სიგიჟე ცივ სამარეს ჩაუკრავს გულში...
და მე დავცქერი ცრემლიანი თვალებით ახლა...
ვიცი მარტო ვარ... და სიგიჟეს დიდხანს ვიტირებ...
სანამ ამ თვალებს დაეტყობა დარდისგან დაღლა...
ვიცი, ჩემსავით რომ ამქვეყნად ბევრს უტირია...
თუმცა სიგიჟეს ბედნიერი წუთებიც ახლდა...
და ახდენილ თუ აუხდენელ ლამაზ ოცნებებს
ცივ სამარეში სიგიჟესთან ჩემსავით მარხავს...
მშვიდობით ჩემო ტკივილო და ჩემო ოცნებავ!..
ჩემთვის ვარდისფერს დაეფარა დღს შავი ფარდა...
მინდა გჯეროდეს, სხვა სიგიჟეს აღარ დავუშვებ,
და არც არასდროს არ ვინანებ იმას, რაც მწამდა!



...............................................................................


გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Cool Photos !!!


  Cool 
............
Photos
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Cool Photos !!!



...............
!!!!!!!!!!! 
Cool 
Photos < ... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2283 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

union jack !!! I ♥ London



.................
union jack !!! 
I ♥ London
........... ... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1564 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

"სკილეტომანია" სელებრითებში



"სკილეტომანია" 
სელებრითებში
............... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მირანდა კერი: HP & MySpace Present

მირანდა კერი
.......................
HP & MySpace Present  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2592 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სელებრითები და მათი დედიკოები

...........
სელებრითები 
და მათი 
< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1467 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სელებრითის სახლების ღირებულება

სელებრითის 
სახლების 
ღირებულება
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1890 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Best Rock Drummers

საუკეთესო

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო გოგონა და იყო ბიჩი
ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი
ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ
ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ

მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა
ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა
თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ
როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში

მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად
თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს
ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს
ნერვიულობა მისი არ სურს

მისცა გოგონას მან დინჯად შლემი
ამ საქციელით იგი მას შველის
ეჭვი არააქვს გოგონას იმის
სატრფოს ხმა რომ მას ბოლოჯერ ესმის

აი გათენდა დღე თითქოს ნათელი
და ყვლას აჩვენეს ახალი ამბები
მომხდარა ავარია იმ ქუჩის ბოლოს
და იქვე იპოვეს მტირალი გოგოც

რომელსაც დასდის ცრემლები ნელა
მას ეკარგება სიცოცხლის რწმენა
სატრფოს კვლავ ნახავს ამის ხომ სჯერა
სიყვარულისთვის ისწავლა ფრენა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი
რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა
ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს
და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა

შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა
და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით
თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა
ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი

ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა
კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი
და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა
ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 973 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნურასდროს მეტყვით – რომ თვალები სულის სარკეა,
ნურასდროს მეტყვით – რომ სიტყვები გრძნობის მახეაქ,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული ერთადერთია,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული თავად ღმერთია,

ნურაფერს მეტყვით სიყვარულზე , ჩემთვის ერთია ,
ჩემი ფიქრები , ჩემი გული დასერილია ,
არაფერს არ გთხოვთ , აგარაფრის არ მეშინია ,
გრძნობები ჩემი ხომ საბოლოოდ გათელილია……


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე".

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში...



...............................................



ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია...
და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია
ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით...

სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს
და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს...
ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს,
მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.

მივყვები ცხოვრების დინების კვალს,
ვუყურებ მე შენს ცრემლიან თვალს,
მაგრამ ეს ცრემლი ეკუთვნის სხვას
და ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს...



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


...ეხლაც მენატრები.. წვიმა თვალებში.. შენი თვალები.. არა ჩემს თვალებში .. მახსენდება.. მახსენდება და ვგრძნობ რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო... არა კი არ იყო შეცდომაა.. შენი სიყვარული... ვიცი რომ არ უნდა მიყვარდე, მაგრამ შეიძლება სიყვარულს შეცდიმა დაარქვა? ალბათ არა.. მაგრამ რა ქვია ჩემს გრძნობას? შენ გაქრი.. და მე ,მახსენდება ის ერთადერთი კვირა როცა შნი რიმილი ჩემი იყო, ჩემი კი არა, როცა გიყვარდი და მე... მერე დასასრული... დასაწყისი.. შენ აღარ გიყვარდი.. მე შემიყვარდი... ახლა? ახლა მიყვარხარ... შენ?????? ალბათ არა... მონატრება... სიყვარული.. ოცნება ირევა ერთმანეთში, ნისლი, ბურუსი და მე ვიკარგები, გივიწყებ წამით და მახსენდები საუკუნით, ვუყურებ სხვას და გხედავ შენ... და ვცოცხლობ შენთვის.. რატომ? რომ დაგინახო მაინც სადღაც თუნდაც ზალიან სორს... ეხლა რომ ვიცოდე თუნდაც ერთი წუთით მოხვალ და მეტყვი რომ ისევ გიყვარვარ, ისევ ჩამეხუტები და ცრემლებს გამიქრობ.. ისევ მეტყვი რომ ღიმილი მიხდება... და ისევ თუნდაც სულ რამდენიმე წუთით იქნები ის ბიჭი რომელსაც მე ვიცნობდი, სიცოცხლეს დავთმობდი ამ წამების გამო.. მაგრამ შენ შორს ხარ.. ალბათ გიყვარს სხვაც და მე არ მაქვს უფლება მტკიოდეს გული.. მე ხელი გკარი ... მაგრამ მე მიყვარხარ.. და ვიცი რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს... და თუ როდესმე აგახსენდა ის ზაფხული.. თუ როდესმე იგრძენი რომ შენზე ფიქრობს ვიღაც არ დარეკო, მე აღარ შემიძლია ხელმეორედ გამიტყდეს გული, აღარ შემიძლია დავკარგი ის რაც ისედაც აღარ მეკუთვნის მე, ის რასაც სი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით
ყინული, ქარი...
ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:”
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია,
როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები:
როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე,
ანგელოზს მოვტეხე ფრთები.

როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები–სავსე ცრემლით,
როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა
სისხლი მოტ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოღრუბლული დღე იყო.წვიმას აპირებდა.ქუჩაში გავედი.გაჩერებისკენ მივდიოდი,გაურკვეველ ფიქრებში გართული.ცეკვაზე მეჩქარებოდა.\"მარშუტკა\"მალე მოვიდა. ერთი ადგილი იყო თავისუფალი.გამიმართლა... ჩემს წინ შეყვარებულები ისხდნენ.გაურკვეველი ფიქრებიც გარკვეული გახდა. რა თბილი და თავბრუდამხვევია შეყვარებულთა სამყარო.მათთმა თბილმა ფუსფუსმა ჩამითრია...მათ მომაჯადოებელ ნისლში გავეხვიე და გავბრუვდი...ვფიქრობდი ჩემთვის ჯერ გაურკვეველ და უცნაურ გრძნობაზე.მათ შემყურეს ცნობისმოყვარეობის გრძნობა გამიმძაფრდა.მინდოდა მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ამოტვიფრა ჩემი გულის თეთრ ფიცარზე...ვუსმენდი ...მოვგზაურობდი მათ სიტყვათა სამყაროში...ჰმ! რა მდიდარია ამ დროს სიტყვათა სამყარო... რა მდიდარი!
-ლუკა ძვირფასო!
-რა იყო ჩემო პატარა?
-არა...არაფერი!
-მითხარი სიხარულო,რისი თქმა გინდოდა?
-ბედნიერი ვარ!
-მეც...
\"სტოპ\"!არა...გამიგია ჩვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა კოსმოსში მიდის და იქ ინახება.შემდეგ კი მის მიხედვით ჩვენი მომავალი იწერება.მათ არ უნდა ეთქვათ ეს სიტყვა... არ უნდა ეთქვათ სიტყვა\"ბედნიერი\" (ის წამიერ სიამოვნებას ნიშნავს).მაგრამ თქვეს...
-..!
-გისმენ საყვარელო!
-გიყვარვარ?
-სულზე მეტად...
-მეც!
ლუკამ ფანჯარაში გაიხედა და მძიმედ ამოისუნთქა...სიჩუმე...
-qet ...გამიმართლა შენ რომ შეგხვდი!
-მეც ლუკა!
-qet ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 997 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან. თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს იდუმალს და აღტაცება პირზე ღიმილს გააჩენს ელვად. მე გარს ვევლები ჩემი თვალებით შენი სხეულის ყოველ ნაწილს და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით.
შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი, რომელზეც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა-ქება.
დალალნი შენნი - ხიდნი შავნი, შავად გადასალტულნი, რომლებიც ინგრევიან, ოდეს აღბორგდება სისხლი შენი რისხვით მოცული.
თვალები შენნი - ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი, თალხით შემოსილნი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი.
ყურები შენნი, რომელთაც ესმით ყველგან და მარად და ყოველისგან: - მონა ვარ შენი.
ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით, როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემიან გაზაფხულზე ყვავილი ატმის.
ბაგენი შენნი - ბაგეთა უცხონი, ბაგენი შენნი - ღამით მომლოდინე, ღამით მომლოდინე მაგართა ბაგეთა.
ნიკაპი შენი - სიმორცხვე შენი.
კისერი შენი - ჩიტის ბუდე დაცარიელებული, რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები.
თითები შენნი - შინაური მტრედები.
მუცელი შენი - ლოდი მარმარილოსი, სიპი და გლუვი, სხლტებიან ხელები.
ფეხები შენნი ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა ატარონ თავად.
მთლიანად შენ - შენ...



...მე მიყვარს მარტოობა და ფიქრი, მიყვარს ოცნება, ყვავილები....სევდიანი თვალები,
გაუმხელელი ოცნება, და შენ მიყვარხარ, მიყვარხარ გაიგე? მაგრამ მე არ მაქვს
ამის უფლება...მე ხომ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?!
სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი...
გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს
და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...

რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?!
ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად?
ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა!
და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.

როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე
და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე
მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.

მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია
ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?!
ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 965 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 955 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 968 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1010 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-04-17, 2:14 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024